საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF ბათუმში შაბათს, 13 დეკემბერს გაიხსნება და 17 დეკემბრამდე გასტანს.
წელს „ბიაფი“ შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში მხოლოდ კინოკვირეულს წარმოადგენს და არა საკონკურსო პროგრამას.
„ბიაფის“ კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ.) წლის გამორჩეული ფილმები.
კინოფესტივალს წელს ჟიური არ ეყოლება. ჟიურის ნაცვლად კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.
„ბიაფის“ კინოკვირეულზე წარმოდგენილი იქნება 15 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან.
კინოსეანსები კინოთეატრ „კავეაში“ გაიმართება, „ბათუმი გრანდ მოლში“. ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე. ბილეთის ფასი 3-7 ლარი იქნება.
რაც შეეხება პროგრამას, წელს „ბიაფი“ მაყურებელს შემდეგ ფილმებს სთავაზობს:
- BIAFF 2025 – კინოფესტივალების საუკეთესო ფილმების კოლექცია
„უსამართლობა“ – სოჰეილ ბეირაღი, ირანი, 2025; 104 წთ.
„ბუდაპეშტის დღიურები“ – რაფაელ კაპელინსკი, პოლონეთი/უნგრეთი, 2025; 100 წთ.
„ნუ დამიძახებ დედას“ – ნინა კნაგი, ნორვეგია, 2025; 108 წთ.
„რესპუბლიკის არწივები“ – თარიქ სალეჰი, შვედეთი/საფრანგეთი, 2025; 129 წთ.
„კულეი (მედლის ორი მხარე)“ – ქსავიერ ჟულავსკი, პოლონეთი, 2024; 148 წთ.
„სიგიჟემდე“ – პაოლო ჯენოვეზე, იტალია, 2025; 97 წთ.
„ნანდაური“ – ეთი ციცკო, ისრაელი/საქართველო/იტალია, 2025; 93 წთ.
- BIAFF 2025 – დიდოსტატთა კოლექცია
„კიოლნი 75“ – იდო ფლუკი, გერმანია/პოლონეთი/ბელგია, 2025; 116 წთ.
„სინათლე“ – ტომ ტიკვერი, გერმანია, 2025; 162 წთ.
„სირათი“ – ოლივერ ლაქსე, ესპანეთი/საფრანგეთი, 2025; 115 წთ.
„წმინდა ლეღვის თესლი“ – მოჰამად რასულოფი, საფრანგეთი/გერმანია/ირანი, 2024; 167 წთ.
- BIAFF 2025 – ფოკუსი უკრაინა
„2000 მეტრი ანდრიივკამდე“ – მსტისლავ ჩერნოვი, უკრაინა, 2025; 108 წთ.
„დივია, დმიტრო გრეშკო“ – პოლონეთი/უკრაინა/ნიდერლანდები/აშშ, 2025; 79 წთ.
„კრიტიკული მდგომარეობა“ – მილა ჟლუკტენკო, გერმანია, 2025; 24 წთ.
„769 კმ-ზე ნიუ-იორკი“ – სოფია ბუჰრი, უკრაინა, 2025; 15 წთ.
ამავე დროს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციაში ნაჩვენები იქნება ქართული და უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
კინოჩვენებების განრიგი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.
წელს ფესტივალის სპონსორია „თიბისი ბანკი“. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ნორვეგიის კინოინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, უკრაინის საელჩო, კინოთეატრი CAVEA GRAND MALL, ბათუმის თოჯინების თეატრი, Grand Mall, „კალაპრინტი“, კომპანია LCC.
„მომავალ წელს ბიაფი დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ფორმატს და დარწმუნებული ვართ ძალიან საინტერესო საიუბილეო წელი იქნება, მანამდე კი არ გამოტოვოთ BIAFF 2025 -ის ექსკლუზიური კინოკოლექცია“ – ვკითხულობთ კინოფესტივალის გვერდზე.
__________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან





