ბათუმის დიდი ნაწილი ისევ უწყლოდაა დარჩენილი – რას ამბობენ „ბათუმის წყალში“?

ბათუმის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ უწყლობა „სტიქიურად მოსულ უხვ ნალექს“ უკავშირდება. მუნიციპალურ კომპანიაში „ბათუმის წყალი“ გვითხრეს, რომ წყლის მიწოდება საღამოს 6 საათიდან აღდგება. „წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ მისამართებზე მცხოვრებ აბონენტებს: გოგებაშვილის, ო. ჭილაძის, ე. ნინოშვილის, საბაჟოს შესახვევი, ქუთაისის, ზ. გამსახურდიას, ხულოს, გენ. მაზნიაშვილის, კ. გამსახურდიას, ს. ჟღენტის, ნ. დუმბაძის, კ. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 101 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 193 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 281 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 952 …

არანაირ ფულს, ქონებას და შრომას აზრი არ აქვს, თუ ამათ შერჩებათ ეს ქვეყანა – ბათუმის აქციების მონაწილე

თითქმის ყოველ საღამოს ჯემალ კახიძე ადლიის დასახლებიდან ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლომდე, რამდენიმე კილომეტრიან გზას ველოსიპედით გადის, თან აქვს საქართველოს დროშა ან ტრანსპარანტი გზავნილით ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ის ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, მისი ბრძოლის მთავარი მოტივაციაა ქვეყანა რუსეთის გზას არ დაადგეს. ჯემალი მეზღვაური, ინჟინერ მექანიკოსია. როცა დამსაქმებელმა დაურეკა, ბევრი არ უფიქრია, უარი უთხრა – ახლა …

„არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ“ – მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილს

„ნურც იმას გაითვალისწინებთ სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არ მაქვს“  

„ფოკუსი ბრიუსელიდან სომხეთისკენ ინაცვლებს“ – ინტერვიუ

„სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობებში ფულის შემოდინება ფაქტობრივად შეწყდება. ეს შეიძლება შეეხოს ასევე სამხედრო თვალსაზრისით შესყიდვებს ან ფულის მიმოქცევას ისეთ არეებში, რომლებიც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, პირობითად, ჯანდაცვის მიმართულებას,“ – ამბობს პოლიტიკის მკვლევარი ნინო სამხარაძე, მას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეავტორიზაციის აქტის შესახებ ვკითხეთ, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ ჩანაწერი გაკეთდა. რა იცვლება ამით აშშ-საქართველოს ურთიერთობებში? პოლიტიკის ანალიტიკოსს …

ბათუმში დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება – გაიმართება დისკუსიები და კინოჩვენებებიც

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი შეიქმნა, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და  კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარების განვითარება. ეს საქმე რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა წამოიწყო – ისინი მოხალისეობრივ საფუძველზე სთავაზობენ ახალგაზრდებს ამ კურსის გავლას. სასწავლო კურსის საკითხებია: დემოკრატია და საქართველო; ადამიანის უფლებები და მისი პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში; მედიის ბრძოლა არსებობისთვის; საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა. სასწავლო კურსის …

რუსეთმა 1,1 მილიონი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 100 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 192 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 280 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 927 …

„სამშობლოს ცვლიან ძალაუფლებაზე და ეს არის ღალატი“- ემიგრანტი ბელგიიდან

ეკატერინე კერესელიძე 27 წელია ევროპაში, კერძოდ, ბელგიაში ცხოვრობს. ის საქართველოდან 1998 წელს წავიდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. „ბათუმელებთან“ ეკატერინე კერესელიძე საუბრობს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და იმ მითებზე, რითაც „ოცნების“ პროპაგანდა ხალხის მოტყუებას ცდილობს. „90-იანი წლების ბავშვი ვარ, ასე ვთქვათ და ძალიან კარგად მახსოვს, რა პერიოდები გამოიარა საქართველომ. უშუქობა, უწყლობა იყო თბილისში და, ზოგადად, საქართველოში. ბელგიაში …

„რუსეთმა ნატოს პირი მოუსინჯა, მიიღო მუშტი ცხვირში“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„რუსეთმა თავის თავს შეუქმნა საკმაოდ ჩიხური სიტუაცია: ომობს, ომობს და შედეგს ვერ აღწევს. არ არსებობს ნათელი ხედვა, როგორ უნდა მიაღწიოს რუსეთმა შედეგს,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს. ლაშა ბერიძის დაკვირვებით, ორივე მხარე იფიტება, თუმცა წარმატების მიღწევის შესაძლებლობა უკრაინას აქვს: რუსეთისგან განსხვავებით მოკავშირეები ჰყავს და მეორე: უკვე თავად ქმნის …

როგორ ქალებს ებრძვის „ოცნება“ რუსთაველზე

„ქალი არ არის არც ერთი, რაღაც სხვა ჯიშია“, „სად ხედავთ აქ ქალებს?“, „30 აკაცუკი მოვიდა საარჩევნო შტაბთან“ – ამ სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქართველი ქალები, რომლებიც მის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ. შტაბიდან გამოვარდნილმა „ოცნების“ მხარდამჭერმა კაცებმა ჯერ შუა თითი აჩვენეს პროტესტში მყოფ ქალებს, შემდეგ გენიტალიებზე მოიკიდეს ხელები, ბოლოს კი ქალებს ფიზიკურადაც …

თუ ბორკილებს დასჯის გამო ადებს პოლიცია დაკავებულს, ეს არაადამიანური მოპყრობაა – ინტერვიუ

„როცა დაკავებული ადამიანი იზოლირებულია და მისი გაქცევის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ დროს ხელბორკილების გამოყენება უტოლდება შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ მოპყრობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იოსებ ედიშერაშვილი. იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსია და ბორკილების დადების პრაქტიკაზე ვესაუბრეთ: ხომ არ ჩანს „ოცნების“ პოლიციის განზრახვა, სასტიკად და დამამცირებლად მოექცეს განსაკუთრებით პროევროპულ პროტესტთან დაკავშირებულ ადამიანებს? მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კალაძის ბანერზე …

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 19 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 099 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150] ტანკი – 11 191 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 278 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 896 ერთეული [+17] MLRS – 1 492 ერთეული …

ივანიშვილი ნელ-ნელა ყულფს უჭერს ღარიბაშვილის მთავრობას – ინტერვიუ

„ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი არ დარწმუნდება, რომ დათესა ისეთი შიში, რომ ისედაც მონად მყოფი ეს ადამიანები იქცევიან მის, ასე ვთქვათ, ლაქიებად და მართლაც ჩაჰყვებიან სამარეში. აი, ამ მიზანს ემსახურება ეს ანტიკორუფციული კამპანია. ივანიშვილმა იცის, რომ ძალიან მძიმე პერიოდი ელის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. მას უნდა, რომ ამ შეშინებულმა ხალხმა გაქცევა ვერ შეძლოს, ერთ ქვაბში მოიხარშოს …

„ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, ჯანმრთელობის მიუხედავად“ – ადვოკატი

„ციხე არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება გამოსწორდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც სასჯელის და არც პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და როდესაც ადამიანს აქვს გაუსაძლისი ტკივილი და უჭირს გადაადგილება, უჭირს საკუთარი თავის მოვლა და საკვების მიღება, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ტანჯვა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება“- ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე უკანონო პატიმრობაში მყოფ …

ცარიელი სკამი ზვიად რატიანისთვის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე წელს, საქართველოში პირველად, გამოჩნდება ცარიელი სკამი მწერლისთვის, რომელიც ვერ ესწრება ღონისძიებას. წელს ეს სკამი ზვიად რატიანის იქნება, პოეტისა და მთარგმნელის, რომელიც ახლა სინდისის პატიმარია. ლიტერატურული ფესტივალი ფეისბუქზე, ღონისძიების გვერდზე განმარტავს, რომ ეს PEN International-ის [საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მწერლებს] ტრადიციაა: „1980-ან წლებში PEN International-მა დააფუძნა „ცარიელი სკამის“ …

„კანონის დარღვევას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება?“ – სალომე ზურაბიშვილი ჩიმაევზე

„წარმოუდგენელი უტიფრობა! და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა? თუ კადიროვობა ინდულგენციაა!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს UFC-ის ჩემპიონი,  წარმოშობით ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი. ამ კადრების მიხედვით ის საქართველოში ავტომანქანით გადაჭარბებული სისწრაფით გადაადგილდება. UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში რამდენიმე დღის …

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 სექტემბრის 21 საათიდან 19 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლებელია გაძლიერდეს 20-25 მეტრი წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20– 25 გრადუსი სითბო ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო მაღალმთიან …

„საკანი 38 ანუ პატარა რუსთაველი“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში დეტალურად აღწერს ციხის საკანს, რომელშიც ამჟამად იმყოფება ის. რეზო კიკნაძის წერილი მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს. „მოდი, ცოტა ხნით შეგაჭყიტებთ აბა ჩემს საკანში, მერე თვალები დახუჭეთ და თავადვე წარმოიდგინეთ როგორია. მე „პატარა რუსთაველი“ დავარქვი აქაურობას. შესვლისთანავე კარების თავზე დაინახავთ მზიას ფოტოს მისივე ლეგენდარული სიტყვებით …

ბევრი დანაშაული დაუგროვდათ და უნდათ თავი შეაფარონ ავტორიტარიზმს – მასწავლებელი „ოცნებაზე“

„მასწავლებელი არ უნდა იყოს არც ნეიტრალური და არც კონფორმისტი, როცა საქმე თავისუფლებას და სამართლიანობას ეხება“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეზე ესაუბრა. „არ მაქვს იმის უფლება, რომ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, ერთი ადამიანის პოზიციიდან ვიფიქრო, რადგანაც ვარ მასწავლებელი და ვალდებულიც ვარ, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 098 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930] ტანკი – 11 191 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 277 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 32 879 ერთეული [+33] MLRS – 1 491 ერთეული [+1] …

ძვირადღირებული ქონება, საჩუქრად მიღებული ფული – ვინ არიან პოლიციის შეუცვლელი უფროსები?

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე საუბრობენ და ენმ-ს პოლიციურ რეჟიმზე, როცა, მათი მტკიცებით, ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შსს-ს მაღალჩინოსნები ახლაც შსს-ს მაღალჩინოსნები ხდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილებებზე 2025 წლის 10 ივნისს ისაუბრა შს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოდის …

ანწუხელიძის ქუჩის ნაცვლად მოსკოვის ქუჩა – კიდევ რას ვიგებთ დავით რაზმაძის დეკლარაციიდან

2025 წლის აგვისტოში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „რუს მშვიდობისმყოფელებზე“ ნათქვამი მალევე უარყო. ცილი დამწამეს, არ მითქვამსო – განაცხადა, თუმცა მისი ოჯახის წევრების „რუსულ კავშირებს“ და ამ კავშირებით „დიდი ფულის კეთების“ შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ უფრო გასაგები გახდება, რატომ „წამოსცდა“ ომგამოვლილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მიმართ საკუთარი განწყობის შესახებ. დავით რაზმაძე ცოტა ხნის …

„ოცნების“ დეპუტატმა ბათუმის მერიის წინ სახლს უკანონოდ დააშენა ორი სართული 

ბათუმში, ქალაქის მერიის წინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ჭყონია უნებართვო მშენებლობას აწარმოებს. სახლი, რომელსაც დეპუტატმა უნებართვოდ დაადგა ორი სართული, მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში დგას და პირდაპირ გაჰყურებს ბათუმის მერიის შენობას. დეპუტატის კუთვნილმა კომპანიამ, შპს „სახლი ძველ ბათუმში“  უკანონო დაშენების სამუშაოები 2023 წელს დაიწყო. ამავე წლის ივნისში ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრები …

კობახიძის მუქარა: „აკონტროლონ რიტორიკა. ე, მანდ, არ აღმოჩნდნენ იქ“

„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ მაქსიმალურად უნდა „აკონტროლოს რიტორიკა“, წინააღმდეგ შემთხვევაში „კანონის ამოქმედებით“ იმუქრება. კობახიძეს დღეს, 17 სექტემბერს, ჰკითხეს 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები შეუერთდნენ და საზოგადოებას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს. „ჩვენ ვიწყებთ მშვიდობიან რევოლუციას, ქართული დროშებით, ეს იქნება ულამაზესი რევოლუცია… საზოგადოებას ძალიან ვთხოვ, დაგვიდგეს გვერდში“ – …

ვინ არიან „ძლიერი საქართველოს“ და გახარიას პარტიის კანდიდატები ბათუმში

დღეს, 17 სექტემბერს, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ამ პარტიებმა ერთმანეთთან შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს …

„ქართული ოცნების“ კანდიდატების სია ბათუმის საკრებულოში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში 45 კანდიდატია. „ოცნების“ სია ასე გამოიყურება: ივანე მაისურაძე ნატალია ზოიძე ლევან ბერიძე ნერიმან ცინცაძე დავით მიქელაძე ნინო ცხვარაძე ლევან დავითაძე გიორგი ლომთათიძე მამუკა კაკაბაძე  დავით მახარაძე ალექსანდრე ბერძენიშვილი გიორგი მურადიშვილი დავით ნაკაშიძე გურამ კვაჭაძე დავით კობახიძე დავით ქარცივაძე ვაჟა მეგრელიძე თეიმურაზ ხასია ხათუნა დიასამიძე დურსუნ ბერიძე …

„ოცნება“ სახელმწიფო შესყიდვებში საავანსო პოლიტიკის შეცვლას და ე.წ. თეთრი სიის გაუქმებას განიხილავს

„ოცნების“ მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში ავანსების მოცულობის გადახედვას და ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირებას გეგმავს. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, ამის შესახებ სახელმწიფო პროექტებში მონაწილე კომპანიებთან შეხვედრაზე იმსჯელეს 15 სექტემბერს. BMG ის ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ე.წ. თეთრი სიის შესაძლო გაუქმებაზეც იყო საუბარი. თეთრი სია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრია, რომელსაც შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და ოფიციალურ ვებგვერდზე …

„ჩვენ მივფრინავთ უფსკრულში. ერთადერთი გამოსავალია ქუჩაში გამოსვლა“ – ირაკლი ლომოური

„დღეს ქუჩაში დგომა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს არის სულიერი, ემოციური, ადამიანური, პიროვნული ბრძოლა ბოროტებასთან, რადგან ამათი უსამართლობა, ამათი ძალმომრეობა, ამათი მხეცობა, ამათი სიცრუე, ტყუილი და მართლა ბოროტება უნდა დასრულდეს“ – ამბობს ირაკლი ლომოური, მწერალი და მთარგმნელი. ირაკლი ლომოურს „ბათუმელები“ ესაუბრა იმ პროტესტის მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს საქართველოს ქუჩებში მიდის. ბატონო ირაკლი, მინდა ასე გკითხოთ, რის …

ბათუმში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს „ნეტფლიქსის“ ფილმის, „ტინდერის თაღლითის“ გმირს

ისრაელის მოქალაქეს, სიმონ ლევიევს [ნამდვილი სახელია შიმონ ჰაიუტი], „ნეტფლიქსის“ ფილმის, „ტინდერის თაღლითის“ გმირს, ბათუმში საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საქმე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განიხილა. „ნიუ იორკ თაიმსი“ ადვოკატზე, საგივ როტენბერგზე დაყრდნობით წერს, რომ ლევიევი საქართველოში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, ბერლინში ქალის მოტყუების ბრალდებით და ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 097 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020] ტანკი – 11 189 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 277 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 32 846 ერთეული [+36] MLRS – 1 490 ერთეული …

1200-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს – „მაგრამ კრიტიკული განწყობა არსად არ წასულა“

პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ საჯარო სექტორიდან “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 1200-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლა და შეცვალა კანონმდებლობა. ამასთან სახელმწიფო რესურსებს ხარჯავს სასამართლო პროცესებზე, სადაც სამსახურიდან “რეორგანიზაციის” საბაბით გათავისუფლებულმა მოხელეებმა სარჩელები შეიტანეს. საჯარო რეესტრი, საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია და იუსტიციის სამინისტრო – ეს იმ უწყებების ხუთეულია, საიდანაც ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს. „მაგალითად, …

„ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, ფულს ვეღარ მოიპარავენ“ – ყოფილი მეხანძრე და ემიგრანტი საფრანგეთიდან

„ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ევროპა, რადგან ფულს ვეღარ მოიპარავენ, თუ ევროპულ წესრიგს გაიზიარებენ. მაგათ უნდათ, ისე ჭამონ ხალხის ფული, როგორც ეს რუსეთში ხდება – არავინ გააკონტროლოს. საფრანგეთში იმდენად დიდია წესრიგი, ავტომატურად ყველა წესს და კანონს ემორჩილება. აი, ესაა ჩემთვის ევროპა! აქ არა მარტო ფრანგები, ჩვენ, ქართველი ემიგრანტები, თუ აფრიკის კონტინენტიდან ჩამოსული ხალხი, ავტომატურად ყველა, წესრიგს …

დააკავეს პირი, რომელიც 15 წლის შვილს ყოფილი ცოლების ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს, სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა. ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის …

„როცა საკუთარ სკამებს გაინაღდებენ, უფრო დაიწყებენ დაშინებას“ – ციხეში მყოფი მაღაროელის გზავნილი

200 დღეა, რაც ჭიათურაში მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მაღაროელების სამუშაოდან დათხოვნას აპროტესტებენ. 6-მა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა ზაფხულში და შიმშილობა დაიწყო, 3 მაღაროელს კი პირი ჰქონდა ამოკერილი. პროტესტის ლიდერთაგან მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს …

40 000 ლარი ზვიად ბოლქვაძეს – კიდევ ვის და რამდენს გადაუხდიან  ფესტივალ „განდაგანაზე“

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ფესტივალ „განდაგანაზე“ მოწვეულ ჯგუფებსა და შემსრულებლებს ჯამში ჰონორარის სახით 191 ათას 262 ლარს გადაუხდის. ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებასა და ჰონორარებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან 735 ათას 342 ლარი დაიხარჯება. „ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში, 20 და 21 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ [დუმბაძის და მემედ აბაშიძის ქუჩებზე] წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 სექტემბრის 21 საათიდან 17 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით და დილით წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

Exit mobile version