რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 105 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 201 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 287 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 33 133 ერთეული …

„ერეკლეს ხმალი დაუმალეს, მიასადაგეს ოცნების მორჩილ პოლიტიკას“ – ინტერვიუ

„ერეკლეს ბოლომდე ვერ განაიარაღებდნენ – შეუძლებელია ერეკლე მეფე ხმლის გარეშე. ერეკლე მეფეს, რომელიც სულ იბრძოდა, ხმალი ქარქაშში არასდროს ჩაუგია, ამიტომაც, მიასადაგეს „ოცნების“ მორჩილ პოლიტიკას – ფაქტობრივად, მაქსიმალურად დაუმალეს ერეკლეს ხმალი. ეს არის ძირითადად საგარეო მოხმარებისთვის განკუთვნილი გზავნილი – რუსეთის ფეხ-ქვეშ გაგების კიდევ ერთი მცდელობა. ეს ძეგლი არის ასევე შიდა მოხმარებისთვის, ანუ ერეკლეს ავტორიტეტის დახმარებით – …

„ამბასადორ ბათუმის“ 25% გაასხვისეს, 50% კი დააგირავეს

„ამბასადორ ბათუმის“ 50 პროცენტის მფლობელმა, ვართან ვართანოვმა კომპანიის 25 პროცენტი სომხეთში დაფუძნებულ კომპანიას 2 მილიონ 75 000 ლარად მიჰყიდა. კომპანიის 25% პროცენტის მფლობელი გახდა შპს „ანნა სქაი“ – ეს კომპანია სომხეთში 2023 წლის აპრილში დაუფუძნებიათ. 2025 წლის ივლისში „ამბასადორის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ელგუჯა ქებურიამ კომპანიის თავისი წილი, 50%, „საქართველოს ბანკში“ დააგირავა. მან საჯარო რეესტრს კომპანიის ამონაწერში …

მზია ამაღლობელს ჩეხეთში „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000-ის“ წლევანდელი ჯილდოს მფლობელია. „ფორუმი 2000“ არის ფონდი და ამავე სახელწოდების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ჩეხეთში, პრაღაში იმართება.  „წელს „ფორუმ 2000-ის“ საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს, მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორსა და …

ნოვოროსიისკს უკრაინული დრონები დაესხა თავს – მედია

დღეს, 24 სექტემბერს, შუადღისას, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთში, ნოვოროსიისკის ცენტრალურ რაიონებზე. ამავე დროს, საზღვაო დრონები თავს დაესხნენ რუსეთის უდიდეს, ნოვოროსიისკის საზღვაო პორტს, სადაც, სხვა ობიექტებთან ერთად, მდებარეობს კასპიის მილსადენების კონსორციუმის ნავთობტერმინალი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ბაზა. რუსული მედია წერს, რომ ნოვოროსიისკზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, …

ხალხი იძახდა, ივანიშვილის ფულს მოგცემს, ფულსო. ჯერ კიდევ 2012 წელს შემეშინდა მისი მოსვლის – ემიგრანტი

„დიახ, ევროპაში ქართველობა ვერ წამართვეს, გერმანიაში ნებისმიერ დროს შემიძლია მქონდეს ქართული დროშა მხრებზე, ასე ვიარო მთელი დღე და არავინ მაძლევს შენიშვნას ამის გამო. რა ქართველობის წართმევაზეა ლაპარაკი? – უბედურება და ყველაზე მტკივნეულია ის, რომ ამ პროცესში ვკარგავთ ადამიანებს. უკან რომ გავიხედავ, ვხედავ ვისთან აღარ მაქვს ურთიერთობა, ძალიან ახლობელი რომ იყო. ზოგი ნათესავია, ბავშვობის მეგობარი,ზოგთან შეიძლება …

ზელენსკი: „პუტინს ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა სურს. ის ნატოს სიგნალს უგზავნის“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, პუტინს სურს ბრძოლის გაგრძელება, ახალ ტერიტორიებზე თავდასხმა და ამისთვის მას არ სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება. ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი შეჭრა ევროპის საჰაერო სივრცეში ამ განზრახვას ადასტურებს. „მე მივიჩნევ, რომ პუტინს სხვა ტერიტორიებზე გაფართოება სურს. ერთი წლის წინ ვუთხარი ჩემს კოლეგებს: ნუ დაელოდებით, სანამ …

საია: 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად ვერ დავაკვირდებით არჩევნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ორგანიზაციის 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, 2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდება. „2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება. ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 104 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 201 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 285 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 33 095 ერთეული …

„მასწავლებლის ხელფასი ესტონეთში 1900 ევროა“ – ემიგრანტი ქალი

თამარა სეხნიაშვილი-ლენგი 11 წელია ევროპაში, კერძოდ ესტონეთში ცხოვრობს. თავიდან ესტონეთში გაცვლითი პროგრამით ჩავიდა როგორც მასწავლებელი, ახლა კი სტარტაპერია და მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც დაეხმარება კომპანიებს, ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ, აქვთ თუ არა თანამშრომლებს სამსახურებრივი გადაწვა და დაეხმაროს მათ ამ პრობლემის დაძლევაში. თამარას „ბათუმელები“ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ესტონეთში 2015 წელს ჩამოვედი და ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოს …

საქონელს მთაში ახალი ვირუსი გაუჩნდა: „ჩლიქები ულპება, ვერ დადიან, არავინ გვეხმარება“

„ერთი პირუტყვი უკვე დავმარხე, სხვებს – ჩემი ძალებით ვმკურნალობ… ყველა თავისი ძალით ცდილობს, გადაარჩინოს პირუტყვი, იმიტომ, რომ არავინაა მომხმარე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოში, სოფელ ქედლებში მცხოვრებმა ბეგლარ შანთაძემ. მისი საქონელიც ჯერ კიდევ გაურკვეველი და მასობრივად გავრცელებული ვირუსით დაავადდა. უკვე მეორე თვეა აჭარის მთაში პირუტყვი ავადდება. არალეგიტიმური მთავრობა მესაქონლეებს არათუ არ ეხმარება – განმარტებასაც კი არ …

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის ზედამხედველობით ჯერ არავინ დაინტერესდა – $13,9 მლნ მომსახურებისთვის

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საერთაშორისო ტენდერი აქვს გამოცხადებული. დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებები აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით 2025 წლის 23 სექტემბრამდე უნდა წარედგინათ, თუმცა ეს ვადა დეპარტამენტმა 2025 წლის 7 ოქტომბრამდე გადაწია. 23 სექტემბრის მდგომარეობით, შეთავაზებაზე დაინტერესება ჯერ არავის გამოუხატავს. ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობის ზედამხედველობისთვის, დღევანდელი გათვლებით, მაქსიმუმ 13,9 მილიონი …

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ნომინანტია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც 8 თვეა უკანონო პატიმარია, სახაროვის პრემიის ნომინანტებს შორის დაასახელეს დღეს, 23 სექტემბერს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე. სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელი 66-მა ევროპარლამენტარმა წარადგინა. წელს სახაროვის პრემიის ფინალისტები არიან: მზია ამაღლობელი, საქართველო ბუდაპეშტის პრაიდი, უნგრეთი კონფლიქტის ზონებში მოღვაწე ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები [პალესტინის პრესის ასოციაცია, …

5 წლის დაჩის დედა დახმარებას ითხოვს – „მხედველობის 20% აქვს დარჩენილი“

5 წლის დაჩი ფეიქრიშვილს შველა სჭირდება. დაჩის დედის, ნათია თანდაშვილის თქმით, ბავშვს თვალის ფსკერის მოტეხილობა აქვს და თუ დროულად არ უმკურნალებენ, შეიძლება ცალ თვალში მხედველობა დაკარგოს. 5 წლის დაჩის სამედიცინო დახმარებისთვის თანხა სჭირდება. მისი დიაგნოზია: მარჯვენა თვალბუდის ფსკერის შეძენილი დეფორმაცია. დაჩი ფეიქრიშვილი რამდენიმე თვის წინ სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო, მათ შორის, …

შავი ზღვის ძლიერ სიმღვრივეზე აჭარის გარემოს დაცვა დუმს

20-21 სექტემბერს აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის წყლის ძლიერი სიმღვრივე შეინიშნებოდა. ზღვის ბიოლოგის, ეკოლოგის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, მან 20 სექტემბერს სიმღვრივის მაჩვენებელი სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლა და დაადგინა, რომ შავი ზღვა ასეთი მღვრიე არასოდეს ყოფილა. სპეციალისტის განმარტებით, სიმღვრივის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ უქმნის საფრთხეს შავი ზღვის ეკოსისტემას. „ბათუმელები“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს პრესცენტრს გუშინ, 22 სექტემბერს დაუკავშირდა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 სექტემბრის 21 საათიდან 24 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო ღამით: 11 – 16 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 13 – …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 103 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 199 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 282 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 33 052 …

„მტკიცებულებები დამალა და არ შეაფასა“ – რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის განაჩენში?

„სასამართლომ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები,“ – აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში „მზია ამაღლობელის საქმეზე“. მზია ამაღლობელის საქმის ადვოკატები საჩივარში დეტალურად აღწერენ, როგორ დამალა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა ბრალდების აბსურდულობას, ასევე იმას, თუ როგორ არღვევდნენ კანონს თავად პოლიციელები. მეტიც, სააპელაციო საჩივარში პრაქტიკულად ლაპარაკია იმაზე, რომ მოსამართლემ მოსამართლეობაზე უარი …

„ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ“ – მარგარიტა სიმონიანი

„სიამოვნებით დავწერდი, რომ კარგად ვარ, მაგრამ ვცდილობ, არასდროს მოვიტყუო. ტიგრანი ჯერ კიდევ კომაშია, მე კი კიბოს მკურნალობას გავდივარ. რა არის ამაში კარგი? მალე პარიკებში მნახავთ. ერთად ავირჩევთ, რომელი გვიხდება ყველაზე მეტად” – წერს კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ Telegram არხზე. მარგარიტა სიმონიანის დიაგნოზის შესახებ ცნობები რუსულ მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა. თავად სიმონიანმა, კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, …

„ორი ქალია, ვინც მასწავლა ღირებულებები, ესენი არიან დედა და მზია ამაღლობელი“ – ლარას ხმა პროტესტიდან

„ცეეეცხლიიი ოლიგარქიას!“- თუ ბათუმში ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე ერთხელ მაინც ყოფილხართ, ამ შეძახილს აუცილებლად გაიგონებდით. ეს 20 წლის სტუდენტის, ლარა ქარცივაძის ხმაა.  ლარას ხმა აფხიზლებს ბათუმში პროტესტს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ქუჩებში – საპროტესტო მარშებზე, სასამართლოს ფოიეში, უნივერსიტეტში და ყველგან, სადაც პროტესტის ხმა ისმის. 20 წლის სტუდენტი, ლარა ქარცივაძე ბათუმის პროტესტის აქტიური მონაწილეა, ის არ ჩერდება, როგორც თავად …

მეგონა, რომ დამივიწყებდნენ, რადგან რუსეთიდან ვარ – ანტონ ჩეჩინის წერილი ციხიდან

საპროტესტო აქციების მონაწილე მეგი დიასამიძე ფეისბუქზე აქვეყნებს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინის ციხიდან გამოგზავნილ წერილს. „მე უკვე ციხეში ვარ და მომისაჯეს 8.6 წელი. ვაგრძელებ ბრძოლას რამდენადაც ეს შესაძლებელია. ყოველდღე გიყურებთ ტელევიზორში, გამოვტყდები, მეგონა, რომ დამივიწყებდნენ, რადგან რუსეთიდან ვარ, თუმცა ასე არ მოხდა. კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ვიღებ და თქვენი მხარდაჭერაც მინდა. იმედი მაქვს, მალე ყველანი შევხვდებით …

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ისტორიაში პირველად გაანადგურეს ორი რუსული ამფიბიური თვითმფრინავი

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი „Бе-12“, „ჩაიკას“ ტიპის ამფიბიური თვითმფრინავი და კიდევ ერთი „Ми-8“ ვერტმფრენი გაანადგურეს. დაზვერვის ცნობით, სპეცრაზმმა წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ამფიბიურ თვითმფრინავებზე, „Бе-12“-ზე, 21 სექტემბერს მიიტანა იერიში. დღეს, 22 სექტემბერს, უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ ეს იყო „Бе-12“-ის განადგურების პირველი შემთხვევა ისტორიაში. უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსული ამფიბიური თვითმფრინავები აღჭურვილია …

წელს 29 სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს მაღალმთიან აჭარაში

2025-2026 სასწავლო წელს, მაღალმთიანი აჭარის 29 საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს. „ბათუმელებმა“ მუნიციპალიტეტების მიხედვით გაარკვია, რომელ სოფლებში აღარ ჰყავთ პირველკლასელები. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 10 საჯარო სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. ასევე, 15 სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელები შუახევში, ქედაში კი წელს 4 სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. სოფლების ჩამონათვალი, სადაც წელს სკოლაში პირველკლასელები არ ჰყავთ ასე გამოიყურება: …

შსს 241 ათას ევროს იხდის 15 ძაღლში, ისინი ადამიანის სუნსა და ნარკოტიკის ძებნაზე არიან გაწვრთნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 241 ათას 272 ევროდ ამერიკული კომპანიისგან გეგმავს ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე 5 და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი 10 ძაღლის, ასევე მათი აღჭურვილობის შეძენას. ამ თანხაში შედის ასევე ამავე კომპანიის მიერ შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის კინოლოგის 10-დღიანი სასწავლო კურსის ჩატარება. ძაღლებს და შესაბამის მომსახურებას შსს ტენდერის გარეშე შეისყიდის. ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად …

უსახლკარო დედები ბათუმის მერიასთან: „მას აძლევენ ბინებს, ვინც მათი მხარდამჭერია“

ბათუმის მერიის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ დღეს, 22 სექტემბერს უსახლკარო დედები. მათი შვილები შშმ პირები არიან. წლებია უსახლკარო ადამიანებს „ქართული ოცნების“ მთავრობა ყურადღებას არ აქცევს. ამ დრომდე ბათუმის მერიას ან მთავრობას არ შეუმუშავებია პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებდა ისეთ მოწყვლად ჯგუფს, როგორიცაა სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… მათ დიდ ნაწილს …

რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე ავტომანქანებისთვის მოძრაობა ცალმხრივი გახდება – დადგენილების პროექტზე საკრებულომ 26 სექტემბერს უნდა იმსჯელოს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. …

„მზიას სიის“ მხარდაჭერის თხოვნით ქართველი ემიგრანტები ევროპარლამენტს მიმართავენ

„მზიას სიის“ მხარდაჭერის წინადადებით ქართველმა ემიგრანტებმა ევროპარლამენტარებს მიმართეს. „მზიას სიაში“ მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ „მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, წამებასა და მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ცრუ ჩვენებების მიცემასა და უსამართლო განაჩენების გამოტანაში,“ – აღნიშნულია ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთი ჯგუფის „პლატფორმა 2025“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში …

„მზია ამ წინააღმდეგობის ხერხემალია, რეჟიმი უნდა გადატყდეს“ – ქართველი ემიგრანტი ნიდერლანდებიდან

„ჩემთვის მზია ამაღლობელი არის ბრძოლის, ამ წინააღმდეგობის ხერხემალი. ეს ხერხემალი არ უნდა გატყდეს – რეჟიმი უნდა გადატყდეს,“ – ამბობს მაია ადუაშვილი. ის უკვე 30 წელია ნიდერლანდებში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ  მძიმე ეტაპების დროს ყოველთვის სამშობლოს უბრუნდება. მაია ადუაშვილი ახლაც თბილისშია, დღესაც რუსთაველზე აპირებს გასვლას. აღარ სურს, დაუბრუნდეს ევროპას, ვიდრე ბრძოლას არ მოიგებს! „1988 წელს გავხდი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 102 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 194 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 282 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 999 ერთეული …

ბსუ პირველკურსელებს 150-ნაჭრიან ტორტზე რესტორანში ეპატიჟება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ბსუ-ს პირველკურსელთა დახვედრის ღონისძიების მომსახურების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 18 850 ლარია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება ბათუმში, ბსუ-ს მიერ შერჩეულ დროსა და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ადგილას უზრუნველყოს მომსახურების გაწევა, კერძოდ: „1500 ადამიანზე გათვლილი სივრცის უზრუნველყოფა; სარესტორნო სივრცე; მდებარეობა სანაპიროს პირველი ან მეორე ზოლი; აუცილებელია სივრცეს გააჩნდეს მოქმედი სამზარეულო და …

„ჩემი რამდენიმე მოსწავლე ამ ქვეყანამ გადაარჩინა ლეიკემიას, ახლაც აქ მკურნალობენ“ –  ემიგრანტი ავსტრიიდან

34 წლის სალომე სალაძე ავსტრიაში ცხოვრობს, ამჟამად ვენის უნივერსიტეტში მუშაობს. 9 წლის წინ აქ უკეთესი განათლების მისაღებად ჩამოვიდა. სალომე სალაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა, როცა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს ძირითადად ტურისტულ მიმოსვლაში შეაფერხებს საქართველოს მოქალაქეებს. სალომე წლებია ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში საქმიანობს და ავსტრიაში სხვადასხვა მიზეზით ჩასულ ქართველ ემიგრანტებთან ხშირი შეხება …

„უშუქოდ ვართ მეორე დღე, გზაც პრობლემაა“ – მაჭახლის ხეობის მცხოვრები

„უშუქოდ ვართ ორი დღე, ელექტროგადამცემი ბოძებიც წააქცია წყალმა… ადიდებულმა მდინარემ მანქანაც წაიღო, გზებიც დააზიანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები დალი კახიძე. დალი კახიძე მდინარე მაჭახელას კალაპოტთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში „რიბერა“ მუშაობდა. ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ამ კალაპატთან ახლოს მდებარე კოტეჯები, ასევე რესტორნები …

„ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება, რაღად გვინდა ეს მშენებლობები?“ – ზღვის ბიოლოგი

  „ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა,“ – ამბობს ზღვის ბიოლოგი, ეკოლოგი არჩილ გუჩმანიძე. მან სპეციალური ხელსაწყოებით შეისწავლა შტორმის დროს ზღვის სიმღვრივე, მაჩვენებელი კატასტროფულიაო, გვიყვება ბიოლოგი და განმარტავს, რომ ეს შემთხვევა აჩვენებს, როგორ ვანადგურებთ მდინარეებს და ზღვის ეკოსისტემას. „პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მდინარეები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც ისინი ისტორიულად ასრულებდნენ …

ბათუმში ბინების ყალბი გირავნობით თაღლითურად ნახევარ მილიონამდე ლარი მიითვისეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ ბათუმში ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ბათუმში თაღლითური სქემით თითქმის ნახევარი მილიონი ლარი იშოვეს. „დაკავებულები, ბათუმში, უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, რომ კონკრეტული ფართების სესხის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შემდეგაც მოტყუები ეუფლებოდნენ მოქალაქეების კუთვნილ …

ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს – 21 სექტემბერია

ხულოში, გოდერძის უღელტეხილზე თოვს. „კოჭებამდე თოვლია, იალაღებზე უფრო დიდი თოვლი იქნება… აქამდე არავის ახსოვს აქ თოვა სექტემბერში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ გუნდაძე, რომელიც კურორტ „გოდერძზე“ ცხოვრობს. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ოჯახების ნაწილი ისევ იალაღებზე არიან, თუმცა გზებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შუქი აღარ მიეწოდება კურორტ „ბეშუმს“.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის 21 საათიდან 22 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 18– 23 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო …

Exit mobile version