როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 სექტემბრის 21 საათიდან 13 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 …

შსს: პროკურატურა მეგი დიასამიძისათვის გირაოს მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმე გრძელდება

„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ , დღეს, 12 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „როგორც მათთვის ცნობილია“, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებით დაკავებული 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ. „ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“ – თქვა დარახველიძემ. ამავე დროს, მეგი დიასამიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება.  მეგი დიასამიძის ადვოკატის, …

“380 ლარის ზიანი” – 23 წლის სტუდენტს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მეგი დიასამიძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, პროკურატურა 23 წლის სტუდენტს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება. მეგი დიასამიძეს პროკურატურა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ედავება, რაც სხვისი  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მსგავსი ქმედება …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 092 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 177 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 266 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 668 ერთეული [+40] MLRS – 1 485 ერთეული [+2] …

106 მილიონი ლარი მიწების გამოსასყიდად – რა თანხა დაიხარჯება ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობაში

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასრულებულია, „აღნიშნული საავტომობილო გზის პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიან მაგისტრალს, თუმცა, ამ ეტაპისთვის იგეგმება მხოლოდ 2-ზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. დეპარტამენტი ასევე გვწერს, რომ ახალი გზის „სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდება უახლოეს პერიოდში“. პროექტის სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ „მოკლებული არიან …

„სიგიჟეა, ქრთამად მიიჩნიო საჯარო მოხელისგან კარგი საქციელის წახალისების მოწოდება“ – იურისტი

ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირებაა. იურისტი გურამ იმნაძე ძირითადად ორი მთავარი გარემოების გამო მიიჩნევს დაუსაბუთებლად ლევან ხაბეიშვილის დაკავებას: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის …

„ილიას მარში“ – თბილისში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს მსვლელობა გაიმართება

„ევროპული თავისუფლება – საყრდენი ჩვენი ქვეყნის მომავალისა“ – ილია ჭავჭავაძის ამ გზავნილით, ხვალ, 12 სექტემბერს, თბილისში მარში გაიმართება. „ილიას მარში“ საღამოს 6 საათზე, დაიწყება სიონის ტაძრიდან (სანაპიროს მხარე) და გაგრძელდება საქართველოს პარლამენტამდე. 20:30-ზე კი რუსთაველზე, პარლამენტის წინ, გაიმართება მინი ლექცია-საუბრები თემაზე „ილია ევროპეისტი“. ილიას მარშის ორგანიზატორი „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდია“. „12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის …

„მართლა ძალიან ეშინია ბიძინას, 4 ოქტომბერს შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს“ – პოლიტოლოგი

„ივანიშვილს ერთადერთი გათვლა აქვს – თავისი ბირთვული ამომრჩეველი და მხარდამჭერები რომ ჰყავს, მათ აჩვენოს, რომ ვითომ ძალაუფლება უჭირავს ხელში. მაგრამ სულ რომ დაიჭიროს ყველა, 4 ოქტომბრამდე ისეთი ამბები მოხდება, ის ხალხიც გამოვა ქუჩაში, რომელიც არავის არ უჭერდა მხარს. მართლა ძალიან ეშინია ბიძინას ახლა,“ – მიიჩნევს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა. მას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის …

რატომ გახდა საარჩევნო ბანერზე წარწერა დანაშაული – ათობით მსგავსი საქმე რეაგირების გარეშეა

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არ იძებნება საქართველოში საარჩევნო გარემოს შეფასება – ანგარიში, სადაც საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანება- განადგურებას გარკვეული ადგილი არ ეთმობა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო-სააგიტაციო ბანერების მოხატვას, ჩამოხევას, წარწერებით დაფარვას, სხვა ბანერების გადაკვრას და ასე შემდეგ. იყო შემთხვევებიც, როცა ბანერების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა ეს საქმეები, ამის …

„აქვს ზიანი ხელებზე, ხელბორკილების შედეგად“ – ინტერვიუ მეგი დიასამიძის ადვოკატთან

„პოლიტიკური დავალებაა, რომ სასიქადულო ახალგაზრდებს, კარგ ადამიანებს, მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სისტემა მოექცეს, როგორც მტერს,“ – ეს შთაბეჭდილება რჩება ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში 23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს შეხვდა. 10 სექტემბერს, 23 წლის დაკავებულ სტუდენტს, მედი დიასამიძეს ლანჩხუთიდან ზაჰესამდე არ მისცეს საშუალება დაკავშირდებოდა ადვოკატს. მას ზურგს უკან ბორკილების შეუკრეს ხელი და ისე ამგზავრეს. …

ბათუმში Ad Black Sea დაიწყო – „მნიშვნელოვანია, პროტესტის ხმა ისმოდეს ყველგან“

დღეს, 11 სექტემბერს, ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea დაიწყო. გამხსნელი სესია სახელწოდებით – „კრეატიული მებრძოლები: მსოფლიო ომი ღირებულებებისთვის” სინდისის პატიმრებისადმი სოლიდარობასა და უწყვეტ სახალხო პროტესტს მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის პრეზიდენტმა ვატო ქავთარაძემ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი მედია, რომელიც არის ჩაგრულთა იმედი, ახლა თავად საჭიროებს მხარდაჭერას. „ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიო …

ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებზე საჯაროდ მიმართვის გამო დააკავეს – სუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს. „ლევან ხაბეიშვილი …

საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა – „უმეტესობა ფორმალურადაა უცხოური“

საქსტატის ინფორმაციით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებთ ინვესტიციების კლება დაფიქსირდა 2025 წლის როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალშიც. ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები რეალურად არ შემოდის და შემცირებულ მონაცემებშიც ახალი ინვესტიცია არ არის. ანუ, უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად შეჩერებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 …

„გამიჭირდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით თქმა – „წადი არჩევნებზე“ – ინტერვიუ

„მე ქართველ ამომრჩეველს ვეტყოდი მხოლოდ ერთს: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები. ჯერ ეს უნდა მოვითხოვოთ… თუ კრიზისის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, კრიზისის მოგვარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება,“ – ამბობს ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, საარჩევნო საკითხების ექსპერტი. ნინო დოლიძეს წინასაარჩევნო მოცემულობაზე ვესაუბრეთ: როცა „ოცნების“ რეჟიმი აწყობს რეპრესიებს და არცერთ პირობას არ ტოვებს …

„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“ – ნინო ლომჯარია

„სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით“, – წერს ფეისბუქზე ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. მეგი დიასამიძე წინასწარი დაკავების …

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა“ – ნონა ქურდოვანიძე

„მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა,“ – აცხადებს „ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. მას გამოძიება კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო სსკ-ს 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას. ნონა ქურდოვანიძის აზრით, მეგი დიასამიძის …

“9 საათი ზურგს უკან ხელებშეკრული ატარეს” – ადვოკატი დაკავებული მეგი დიასამიძის შესახებ

„მთელი პერიოდის განმავლობაში [9 საათი] მეგის ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან. მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა,“ – მეგი დიასამიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავების დეტალებს ჰყვება. კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე სისხლის …

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაზე – „აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან“

10 სექტემბერს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ — ასე ეწოდებოდა სხდომას, რომელზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელ თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარ, ლუკ კოფის მოუსმინეს. „ბათუმელები“ გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ტექსტს, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა:  „უნდა გავიხსენო, რომ 100 წლის წინ, კონგრესის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 091 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 176 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 264 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 628 ერთეული [+22] MLRS – 1 483 ერთეული [+0] …

კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს

დღეს, 10 სექტემბერს, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე დააკავეს. „დაკავებულია ჩემი და, მეგი დიასამიძე, და თანამებრძოლი. რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე! დამხობა რეჟიმს,“ – წერს ფეისბუქზე დაკავებული სტუდენტის და, ნელი დიასამიძე. შინაგან …

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა

ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა ჩელებაძე დაინიშნა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ახალი პოლიციის უფროსი რამდენიმე დღეა რაც თავის მოვალეობას ასრულებს. მამუკა ჩელებაძე ბათუმის პოლიციის უფროსად დანიშვნამდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს დეტექტივების [ოპერატიული] სამმართველოს უფროსი იყო. ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოძალადე პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე …

კალაძის საარჩევნო ოფისთან ძალადობისა და საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 3 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავეს. შს სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ. „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ …

„საქართველო არასოდეს დაბრუნდება იქ, სადაც ავტოკეფალია წაგვართვეს“ – დეკანოზი ზაქარია ფერაძე

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე ფეისბუქზე ეხმიანება 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქციის „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ძალადობას პოლიციის თვალწინ. „გუშინ [8 სექტემბერს] კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის ტკივილი: მთავრობის მიერ დაქირავებული სინდისზე ხელაღებული ჯანიანი ახალგაზრდები თავს დაესხნენ მშვიდობიან მარშს, რომელსაც ხალხი რუსული ჭაობის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის ახორციელებდა. სასტიკად გაუსწორდნენ ქალებს და …

ქართველი ემიგრანტი „ოცნებას“ – „ღირსება რომ დაიცვათ, ღირსება უნდა გაგაჩნდეთ“

„ეს არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ… რუსეთის ხელი იმდენად ურევია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა რუსეთს საქართველოში და საქართველოს მთელი მთავრობა იქცევა ისე, როგორც უნდა რუსეთს უკვე რამდენი წელია,“ – ამბობს ავსტრიაში მცხოვრები თორნიკე ფოცხიშვილი. 25 წელია ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, თორნიკე ფოცხიშვილს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ. მასთან საუბარი 8 სექტემბერს პოლიციელების თვალწინ …

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმს მერობის ხუთი კანდიდატი ჰყავს – თამარ მიქელაძე [„მამული, ენა, სარწმუნოება“]; ზვიად კვირიკაძე [„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“], გოჩა გუგუნავა [„გახარია საქართველოსთვის“], გიორგი ცინცაძე [„ქართული ოცნება“] და კახაბერ ცისკარიძე [დამოუკიდებელი კანდიდატი]. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 4 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა, ბათუმში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, წინასაარჩევნო სამზადისი ფაქტობრივად არ იგრძნობა. ადგილობრივი თვითმმართველობის …

ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი ხუტა პაჭკორია, რომელმაც „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს აგინა

8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. პოლიციელებს შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორია. მან შეაგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა …

რა გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი] უცვლელად შეინარჩუნა და ის 8.0 პროცენტს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ან შემცირების პარალელურად, შესაბამისად იაფდება ან ძვირდება იმ საბანკო სესხების მომსახურება, რომლებიც ამ განაკვეთზეა მიბმული. კომიტეტის სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს შედგა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო …

კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის – პროკურატურა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე 9 სექტემბერს ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იმავე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) …

„ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის“ – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჯაფარიძე წერს: „რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი. თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს. თუ …

ვაშინგტონიდან პეკინში – როგორ მუშაობს აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალი საგარეო პოლიტიკა

„შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა,“ – მიიჩნევს ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძე. მას ფაშინიანის და ალიევის მორიგ სვლაზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 22– 27 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 091 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 11 172 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 262 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 606 ერთეული [+29] MLRS – 1 483 ერთეული [+1] …

„ოცნების ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს. გიორგი …

სტიკერის გაკვრაზე ორჯერ გასამართლებული მზია ამაღლობელის საჩივარი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა განიხილა და  არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე. მოსამართლე ზაზა რამიშვილმა, იმსჯელა და  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მარიანა ფომაევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა მზია ამაღლობელს, ძალაში დატოვა. „ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური გამოხატვის ფარგლებში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება …

რუსეთმა დონეცკში, სადაც პენსიის რიგში იდგნენ, ბომბი ჩამოაგდო – დაიღუპა 24 ადამიანი

დღეს, 9 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიას ტერიტორიაზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. ბომბი დაეცა იმ ადგილას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა პენსიას იღებდა. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 19 ადამიანი. სოფელი იაროვაია საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 7-8 კილომეტრში მდებარეობს. მთელი დღის განმავლობაში სოფელში მაშველები, ექიმები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ. …

ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა და მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთის“ შესახებ დეზინფორმაცია დღეს, 9 სექტემბერს გაავრცელა. მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სქრინი (ფოტოასლი) და პოსტი, რომელშიც „ნეტგაზეთი“ ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. სინამდვილეში, „ნეტგაზეთმა“ ქარდის სახით გაავრცელა ანონსი, რომ წუხანდელი დარბევის შემდეგ “ქართული ოცნების” შტაბთან, მელიქიშვილზე აქტივისტებმა დღეს, …

Exit mobile version