უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 255 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 678 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 24 045 ერთეული [+3]
- საარტილერიო სისტემა – 37 323 ერთეული [+4]
- MLRS – 1 648 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 301 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 136 073 ერთეული [+614]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 288 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 78 725 ერთეული [+71]
- სპეცტექნიკა – 4 071 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 114 976 უპილოტო საფრენი აპარატი
- 650 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 742 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 664 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 330 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 54 587 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„სანგრები გათხარეთო“ — ზელენსკიმ მიუნხენში გაიხსენა, რა ურჩიეს ამერიკელებმა ომამდე






