„ნახავთ, 4 ოქტომბერს რამდენი პოლიციელი დადგება ხალხის მხარეს“ – გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

„თქვენი თვალით იხილავთ, 2025 წლის 4 ოქტომბერს შსს-ს რამდენი თანამშრომელი გადმოვა და დადგება საზოგადოების გვერდით“, – ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება. ირაკლი შაიშმელაშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ასევე საუბრობს გდდ-ს იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ბატონო ირაკლი, როგორც იცით, ლევან ხაბეიშვილი დააკავეს იმ მიმართვის გამო, რაც მან …

გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაშავებულები

გომის მთაზე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შსს-ს ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავარდა. მიკროავტობუსის ყველა მგზავრი (დაახლოებით 15 ადამიანი) საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულნი არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ალა პუგაჩოვას უჩივიან ჯოხარ დუდაევის დადებითად მოხსენიებისთვის

ცნობილ რუს მომღერალს, ალა პუგაჩოვას, ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერის,  ჯოხარ დუდაევის დადებითად მოხსენიებისთვის „სამხედრო ვეტერანების შეურაცხყოფის“ საბაბით უჩივიან და 1.5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ. სარჩელის მიზეზი გახდა ალა პუგაჩოვას სიტყვები ჯოხარ დუდაევის შესახებ – მომღერალმა ჯოხარ დუდაევს კატერინა გარდეევასთან ინტერვიუში „ღირსეული, პატიოსანი, ინტელექტუალური და ლამაზი ადამიანი“ უწოდა. პუგაჩოვამ თქვა, რომ პირადად იცნობდა დუდაევს და მის მეუღლეს. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 096 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 11 184 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 274 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 32 810 ერთეული [+26] MLRS – 1 490 ერთეული [+2] …

„ეს არჩევნები კი არა, ბლეფია“ – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

აპირებთ თუ არა წასვლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე? როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს არჩევნები? – ეს და მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებული სხვა კითხვები „ბათუმელებმა“ მოქალაქეებს ქალაქის ქუჩებში დაუსვა. ნახეთ „ბათუმელები“ ვიდეო, რას ამბობენ მოქალაქეები.

როგორ დაამხო კორუმპირებული მთავრობა GENZ-მ ნეპალში, სადაც პრემიერად ქალი აირჩიეს 

პირველად ნეპალის და, ზოგადად, საარჩევნო დემოკრატიის ისტორიაში, ნეპალში ახალი პრემიერ-მინისტრი ინტერნეტით აირჩიეს. ასევე პირველად ნეპალის ისტორიაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა ქალი – სახელად სუშილა კარკი. Discord-არის უფასო მესენჯერი და აქამდე ძირითადად ონლაინ გეიმერებს შორის იყო პოპულარული. 13 სექტემბერს კი Discord გახდა მთავარი საარჩევნო პლატფორმა ნეპალელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ. Discord-ში ონლაინ შეხვედრა ორგანიზებული იყო …

ბელარუსი პოლიტპატიმარი, რომელმაც უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე, კოლონიაში დააბრუნეს

69 წლის ბელარუსმა ოპოზიციონერმა, პოლიტპატიმრობიდან გათავისუფლებულმა ნიკოლაი სტატკევიჩმა უარი თქვა ბელარუსის დატოვებაზე და იგი კვლავ კოლონიაში დააბრუნეს – წერს მედია. ნიკოლაი სტატკევიჩი 2025 წლის 11 სექტემბერს გათავისუფლებული ბელარუსი პოლიტპატიმრების სიაში იყო. გათავისუფლების შემდეგ იგი ბელარუსისა და ლიეტუვის საზღვარზე მიიყვანეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა ის ნეიტრალურ ზონაში გადავიდა, რამდენიმე საათს იქ იჯდა, შემდეგ კი ბელარუსში დაბრუნდა. …

კობახიძე საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით კანონის „უმკაცრესად“ მოქმედებას აანონსებს

„ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით „კანონი უმკაცრესად იმოქმედებს“. „დღეიდან, პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი“ – თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს ბანერებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანებას შეეხებოდა. მისი თქმით, აქამდე ზედმეტად „რბილი პრაქტიკა“ …

„რუსეთს სხვა მიზნებისთვისაც აქვს რესურსები“ – ფინელი გენერალი რუსეთ-ბელარუსის წვრთნებზე

ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალმა იან იააკოლამ განაცხადა, რომ ფინეთი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს – „ზაპად 2025“. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ფინელი გენერლის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე რუსეთი ცდილობს დასავლეთის ქვეყნების დესტაბილიზაციას. „ომი უკრაინაში არ არის მასშტაბური სტრატეგიული ოპერაცია. რუსეთს სხვა მიზნებისთვისაც აქვს რესურსები“, – მიიჩნევს გენერალი. აქამდე წვრთნები …

სკოლა მეუბნება, რომ „ოცნების“ თანამდებობის პირის გამო მაშორებს კლასს – მასწავლებელი

„სივრცეში, სადაც პოლიტიკოსი, საჯარო ფიგურა, ხელისუფლების წარმომადგენელი წყვეტს კონკრეტულ სკოლაში, თან კერძო სკოლაში, უნდა იყოს თუ არა კონკრეტული მასწავლებელი, მე ამ სივრცეში ვერ დავრჩები“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელმაც სკოლა დღეს, 15 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვა. მან ამის შესახებ ფეისბუქზეც გამოაქვეყნა პოსტი. „ბათუმელები“ მალხაზ ჭკადუას დაუკავშირდა და სკოლიდან წამოსვლის კონკრეტულ მიზეზებზე ესაუბრა. …

მადლობა გერმანიას და სოლიდარობა ელჩ ფიშერს – პეტიცია 

საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოება change.org-ზე პეტიციას აქვეყნებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატად. საქმე ისაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სწორედ ელჩ  ფიშერს ესხმიან თავს ინტენსიურად „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები.  პეტიციას უკვე გამოეხმაურა თავად ელჩი – პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „გერმანია და მე მადლიერები ვართ იმ სიყვარულის …

გოროდოკში ხიდი კვლავ ჩაკეტილია – ახლის მოწყობაში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხიდი გოროდოკის დასახლებაში, რომელზეც ბათუმის მერიამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მაისში აკრძალა, კვლავ ჩაკეტილია. მერიის სამმართველოში მაშინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხიდზე მოძრაობა მინიმუმ 3 თვით შეიზღუდა, ანუ სექტემბრამდე, თუმცა ამავე სამმართველომ ხიდის მოწყობაზე ტენდერი მხოლოდ ახლა 12 სექტემბერს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბათუმში, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა №10-ის მიმდებარედ ხიდის მოწყობაზე ტენდერი 2 553 386 …

ბათუმში დააკავეს ისრაელის მოქალაქე, რომელსაც „ტინდერის თაღლითს“ უწოდებენ

ბათუმის აეროპორტში დააკავეს ისრაელის მოქალაქე სიმონ ლევიევი – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. ისრაელის მედია წერს, რომ 35 წლის სიმონ ლევიევი, რომელსაც „ტინდერის თაღლითს“ უწოდებენ, 14 სექტემბერს, დილით დააკავეს ბათუმის აეროპორტში. ტინდერი ონლაინგაცნობის აპლიკაციაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში. გამოცემა „იერუსალიმი პოსტი“ წერს, რომ მისი დაკავების საფუძველი უცნობია, თუმცა „ბათუმელებს“ შს სამინისტროში უთხრეს, რომ აღნიშნული პირი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 095 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 11 184 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 269 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 784 ერთეული [+35] MLRS – 1 488 ერთეული [+1] …

“როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ,” – არქიმანდრიტი დოროთე

„ჩვენ, მღვდლები, ყოველ წირვაზე ასე ვამბობთ: „აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი“. ეს მინდა განგიმარტოთ: „იხსენი, უფალო, შენი ერი და დალოცე ხალხი, რომელშიც შენ მკვიდრობ“. აი, ამ ხალხში, თქვენში, უფალი მკვიდრობს და როცა ისინი თქვენ გირტყამენ, გაპატიმრებენ, უფალს აპატიმრებენ. და უფალი ამას არ აპატიებს,“ – იქადაგა დღეს, 14 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებაზე თბილისის ქვემო …

რა ეტაპზეა ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთების პროექტი

ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის დაფინანსების, სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა და სხვა დეტალები ამ დრომდე კვლავ უცნობია. არ არსებობს [ან ოფიციალურად არ ასაჯაროებენ] ასევე ინფორმაცია საპროექტო არეალში მოქცეული კერძო უძრავი ქონებისა და საკომპენსაციო თანხის ოდენობის შესახებ. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში, 2018 წლიდან …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 სექტემბრის 21 საათიდან 15 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 22– 27 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 094 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880] ტანკი – 11 184 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 267 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 32 749 ერთეული [+42] MLRS – 1 487 ერთეული [+1] …

მურთაზ ზოდელავას მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა, მას 25 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრ მურთაზ ზოდელავას მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა საპატიმრო გირაო შეუფარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეს მას შემდეგ დატოვებს, რაც ოჯახის წევრები გირაოს თანხას გადაიხდიან. მურთაზ ზოდელავას სასამართლო ლევან ხაბეიშვილის პროცესთან ერთად გაიმართა. ორივე დაკავებულის ადვოკატები ითხოვდნენ ხაბეიშვილის და ზოდელავას საქმე აეცილებინა და არ განეხილა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს. ენმ-ის პოლისტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან …

ლევან ხაბეიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

„გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმისშვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“ – საკუთარი განაჩენი წინმსწრებად გამოაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მანამ, სანამ მოსამართლე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდა. დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.  თითქმის ხუთსაათიანი სხდომის დასასრულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა …

“ივანიშვილმა დაიჯერა მარცხის, რომ ლევან ხაბეიშვილი ხალხთან ერთად ამარცხებს მათ”

დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს სიტყვით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა. მის სიტყვას სასამართლოდან გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს. „ჟანდარმერიის თანამშრომლებს, რომლებმაც მოახდინეს ჩემი დაკავება, მინდა გესმოდეთ მარტივი ჭეშმარიტება – არ არსებობს არანაირი მოქმედება, ფაქტი, არაფერი, გარდა პოლიტიკური განცხადებისა. ეს არის ჩემი პოლიტიკური დაპირება. დიახ, ესაა 200 …

“8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა, გიორგი ლილუაშვილმა დღეს გამართულ პროცესზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პატიმრობა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო მოითხოვა. “რადიო თავისუფლების” თანახმად, რომელსაც ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესს ლაივბლოგის საშუალებით აშუქებდა, პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ …

იგეგმება თუ არა ბათუმის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთება – დეპარტამენტის პასუხი

საქართველოს გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პროექტს მოამზადებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერიც გამოაცხადა. ავტობანის მიმდებარედ ლანდშაფტის აღდგენა-გაუმჯობესების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საერთაშორისო ტენდერი ისეა გამოცხადებული, რომ მითითებული არ არის თანხა – თუ რამდენს გადაიხდიან ბიუჯეტიდან ამ დოკუმენტების მომზადებაში. პროექტი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი …

ვიზისთვის დრო რომ დამეკარგა, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი – ემიგრანტი

„ვიზის მოსაძიებლად დრო რომ დამეკარგა, ვინ იცის, შეიძლება ახლა შავებში შემოსილი დედა ვყოფილიყავი. ამიტომაც ძალიან ვნერვიულობ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საქართველოსთვის“ – გვეუბნება ემიგრანტი ქალი, ნინო ბრუნჯაძე ავსტრიიდან. მან ოჯახთან ერთად საქართველო 2018 წელს დატოვა. როგორც თავად გვიყვება, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო სერვისისთვის მიიღეს: „სრულიად ჯანმრთელ ბავშვს უცებ დაეწყო ჩივილები. ლაბორატორიული გამოკვლევა ჩავუტარეთ, შედეგების მიხედვით ძალიან …

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 13 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 093 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 11 181 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 267 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 707 ერთეული [+39] MLRS – 1 486 ერთეული [+1] …

„პოლიციაში ბზარის გაჩენის ეშინიათ პარანოიდულად“ – ინტერვიუ

„ეს არის „მეფის კარზე“ შიდა კლანებს, დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება… ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ბიძინას ირგვლივ არავინ არ დატოვოს, ბიძინა გახადოს სტერილური და მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცეს,“ – თავის ვერსიას გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ივანიშვილის დაჯგუფებაში ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. მას თანამდებობით ბოროტად სარგებლობას …

ახლა ყიდულობ ბილეთს და მიფრინავ ევროპაში. თუ უვიზოს დავკარგავთ, ასე აღარ იქნება – ემიგრანტი

დათო მახათაძე ორი წელია ოჯახთან ერთად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ცხოვრობს. ემიგრაციაში სამუშაო ვიზით წავიდა, სადაზღვევო სფეროში მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურის გამო ევროპაში ადრეც უწევდა მცირე ვადებით წასვლა, მათ შორის იმ დროსაც, როცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა. „როგორ იყო ეს ყველაფერი მანამდე? – კარგად მახსოვს იმიტომ, რომ არაერთ საელჩოში მომიწია ყოფნა… მარტივად …

საქართველოში 6 თვეში პატიმრების რაოდენობა 1000-ზე მეტით გაიზარდა

ბოლო 6 თვეში, საქართველოს ციხეებში პატიმრების ოდენობა მინიმუმ 1 142 პატიმრით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9 845 პირი იყო მოთავსებული. აქედან – 9 393 კაცი და 452 ქალი, მაშინ როცა, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 8 703 პირი, მათ შორის 8 313 კაცი …

ბუღალტერმა სკოლის კუთვნილი 2 მლნ ლარზე მეტი აზარტულ თამაშებში წააგო – პროკურატურა

დააკავეს სკოლის ბუღალტერი, რომელმაც ორგანიზაციის კუთვნილი  2 161 806,52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე …

„ეს არის კანონისთვის ხაზის გადასმა“ – საიას იურისტი „ოცნების“ აქტივისტების გათავისუფლებაზე

„რაც დღეს განახორციელეს საგამოძიებო უწყებებმა, არის გადახვევა და ხაზის გადასმა როგორც კანონმდებლობისთვის, ასევე პრაქტიკისთვის,“ – კატეგორიულია საიას იურისტის და „მზია ამაღლობელის საქმის“ ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის პოზიცია „ოცნების“ აქტივისტების გათავისუფლებაზე. თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ დაკავებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბუაჩიძე პასუხისმგებლობის გარეშე გაათავისუფლეს. გამოძიებამ ისინი ჯგუფური ძალადობის საქმეზე დააკავა, თუმცა ბრალი არ …

„ოცნების“ შემწირველები აჭარაში სახელმწიფო ქონებას უკონკურენტოდ ყიდულობენ – გამჭვირვალობა

„ოცნების“ შემწირველები აჭარაში უკონკურენტოდ იგებენ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონებს”,  – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2022-2024 წლებში, აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა …

კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარია

„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდა საქართველოში შემოსავლებზე პირდაპირი აისახება და საშუალო ხელფასი ქვეყანაში 2000 ლარია. ამავე დროს, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში 350 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. „ჩვენ 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი. ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 სექტემბრის 21 საათიდან 13 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 …

შსს: პროკურატურა მეგი დიასამიძისათვის გირაოს მოითხოვს, სისხლის სამართლის საქმე გრძელდება

„ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ , დღეს, 12 სექტემბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „როგორც მათთვის ცნობილია“, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებით დაკავებული 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ. „ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“ – თქვა დარახველიძემ. ამავე დროს, მეგი დიასამიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გრძელდება.  მეგი დიასამიძის ადვოკატის, …

“380 ლარის ზიანი” – 23 წლის სტუდენტს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მეგი დიასამიძის ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, პროკურატურა 23 წლის სტუდენტს, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება. მეგი დიასამიძეს პროკურატურა სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ედავება, რაც სხვისი  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მსგავსი ქმედება …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 092 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 177 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 266 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 668 ერთეული [+40] MLRS – 1 485 ერთეული [+2] …

Exit mobile version