ბათუმში 910 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – 17 ივლისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 910 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 30 537 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება  2147 პირი.

თბილისი – მიუნხენი – „ლუფთჰანზა“ კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს შეასრულებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. რეგულარულ რეისებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის. ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით …

სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან,“-ამბობს ეკა დგებუაძე. მისივე განცხადებით, „სამინისტრო მოსწავლეებს დაახვედრებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს“. „სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მუდმივ …

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევებმა 2 მილიონს გადააჭარბა, ინდოეთში – 1 მილიონს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 17 ივლისის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში სულ დადასტურებულია Covid19-ის 2 012 151 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 76 688 ადამიანი, გამოჯანმრთელდა  1 397 531 პირი. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით. Covid19-ის გავრცელების რუკაზე პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დღეის მონაცემებით, კორონავირუსის 3 576 430 დადასტურებული …

მეორე დღეა ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეორე დღეა ეძებენ ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, გუშინ მიმდინარეობდა ზღვის ფსკერის დათვალიერება. მაშველები დაკარგულ მოზარდს „პიერ ბათუმის“ მიმდებარედ, ზღვაში ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. ზღვაში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში 16 ივლისს, დილით, 07:00 საათზე შევიდა.

ქვეყნიდან გაძევების მიზნით რა შემთხვევაში დააკავებენ უკანონოდ მყოფ უცხოელს – ახალი ბრძანება

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანებით, უცხოელს – საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად – მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, „თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა“. შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შესაბამისი ცვლილება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და …

„ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, “ქურდული სამყაროს” წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ხსენებული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივლისის 21 საათიდან 18 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში …

ევრო-2000 და საზღვაო აკადემია მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სკოლა ევრო–2000-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შპს სკოლა „ევრო–2000“-ს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, მხარეები მოსწავლეთა და სტუდენტთა მოთხოვნების შესაბამის, ერთობლივ მიზნობრივ ღონისძიებებს განახორციელებენ. კერძოდ, საბუნებისმეტყველო მიმართულებით, საგნების სწავლების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები ისარგებლებენ ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებს ხარისხიანი ცოდნის მიღებასა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაში. …

დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა – 17 ივლისის მონაცემები

17 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი. საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1010 შემთხვევა, 885 პაციენტი განიკურნა,  15  – გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დღეს კარანტინში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 ადამიანი.

სარფის გავლით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი 1768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე …

სონიას ნაქარგები [ვიდეო]

მთიან აჭარაში ძნელად იპოვით ოჯახს, სადაც თეთრ ტილოზე შესრულებული ფერადი ნაქარგები არ ინახება. აჭარელი ქალები ტილოებზე  სხვადასხვა ნახატს ქარგავენ –  ძირითადად ყვავილებსა და ორნამენტებს, თუმცა ასევე შეგხვდებათ ამოქარგული ჩიტები და ცხოველები. ქარგვა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის ჰობიცაა და კულტურული ტრადიციაც. ადრე თითქმის არ იყო ოჯახი, სადაც ქალი არ ქარგავდა და არ ქსოვდა. ხელსაქმის ცოდნა ქალისთვის უმნიშვნელოვანესი …

პანდემიის დროს დაზარალებულებზე უკვე 80,8 მილიონი ლარის კომპენსაცია გაიცა – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამასთან, უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე. 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525-მა პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 …

სამინისტრო „ოცნების ქალაქში“ მშენებარე ბინების შიდა ქსელების პროექტს შეისყიდის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის მშენებარე მრავალბინიანი კომპლექსის საცხოვრებელი ბინების [582 ბინა] გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 62 ათასი ლარია. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: [checklist] ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების ქსელის (მრიცხველების განთავსების ადგილიდან) პროექტს (1 ბინა 2 წერტი: გაზქურა, ცენტრალური გათბობის ქვაბი …

ასლან ჭანიძე მერის გადადგომაზე: თუ ზეწოლის ქვეშ იყო, გადადგომამდე უნდა ეთქვა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. კომახიძე ირწმუნება, რომ მან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო. გადადგომის მიზეზებზე მან არსებითი განმარტება არ გააკეთა, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა „მნიშვნელოვანი პროექტები“, რომლებიც მისი წასვლის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ქალაქში. რაზე მეტყველებს ქალაქის არჩეული მერის გადადგომა და რა შეიძლებოდა ყოფილიყო არჩეულ მერზე ზეწოლის …

ბათუმში 679 პირი კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია – 16 ივლისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 679 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 29 627 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება  2 236 პირი.

ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში 2013 წლიდან გამოჩნდა. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ჩიქოვანი 2013 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელ სამართალდამცავ უწყებებში ეტაპობრივად დაწინაურდა, „ოცნების“ ხელისუფლებაში კი საჯარო თანამდებობები მიიღო. მას შემდეგ, რაც ლაშა კომახიძემ გადადგომის შესახებ განაცხადა, არჩილ ჩიქოვანი უკვე ბათუმის ვიცე-მერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ერთ წელზე მეტ ხანს …

ბათუმის უკვე ყოფილი მერი ირწმუნება, რომ იძულებით არ გადამდგარა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან გადადგომის მიზეზად „გუნდური ხედვა“ დაასახელა და განაცხადა, რომ იძულებას და ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია. „მინდა დაგიდასტუროთ ინფორმაცია ჩემი ქალაქ ბათუმის მერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არის ჩემ მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯი, სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით და ამ ყველაში მე ვგულისხმობ, …

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით „ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება“. 2020-2021 წლების სეზონისთვის, სამინისტროს განცხადებით, არის გარკვეული ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით: [crosslist] „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე …

ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს

ქობულეთის მერიასთან საპროტესტო აქციაა. მოქალაქეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციას თვითნებურად შესახლებულები მართავენ, რომლებსაც სავარაუდოდ გამოსახლებას უპირებენ. „ჩვენ მე-8 წელია სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში ვცხოვრობთ, უსახლკარო ვიყავით. ახლა შენობა აუქციონზე გაყიდეს და საკრებულოს წევრმა, მალხაზ რომანაძემ იყიდა. ის ასევე ქობულეთის ბაზრის დირექტორია. მალხაზ რომანაძეს უთქვამს, არჩევნებამდე ვადროვებ და მერე გამოვყრი ყველასო…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა …

ბოლო 24 საათში გამოვლინდა Covid19-ის 3 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 10 პაციენტი. საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1006 შემთხვევა, 883 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 136 პაციენტი. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 ადამიანი. _______________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი …

ბათუმის სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს 10 წელი მიუსაჯა – ნარკოდანაშაული

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ დადასტურდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ-მ, 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი …

რა ღირს ბათუმში კორონავირუსზე ტესტირება

მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე ტესტირება [ფასიანი მომსახურება] აჭარის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბათუმში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრშია შესაძლებელი. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო ტესტირებას, ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ხორციელდება. თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორის, ხათუნა შერვაშიძის თქმით, ცენტრში ტარდება PCR ტესტირება და სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე. „PCR ტესტირება ღირს …

მეზღვაურები კარანტინს დატოვებენ, თუ ყოველ 60 საათში გაივლიან PCR ტესტს საკუთარი ხარჯით

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურებისთვის კარანტინისა და იზოლაციის სპეციალური პირობები დამტკიცდა. მეზღვაურები ქვეყანაში შემოსვლისას გადიან 14-დღიან კარანტინს, თუმცა სპეციალური პირობები საშუალებას იძლევა, მეზღვაურის სურვილის შესაბამისად შემცირდეს საკარანტინო სივრცეში გასატარებელი დღეების რაოდენობა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ამისათვის: სრულყოფილად უნდა შეივსოს სააგენტოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელიც ხელმისაწვდომია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე: mta.gov.ge მეზღვაურს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივლისის 21 საათიდან 17 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25– 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: …

ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც გადააყენეს

ბათუმის მერიაში თანამდებობა ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმაც დატოვა. დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება აიძულეს. ლაშა კომახიძე ამ კვირის ორშაბათს მოულოდნელად შვებულებაში გავიდა და ამ დრომდე საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს. ჯაბა ტუღუში ვიცე-მერად ლაშა კომახიძემ გასული წლის ოქტომბერში დანიშნა. შესაბამისად, მან ამ თანამდებობაზე თითქმის 9 თვე იმუშავა. მედიასთან კომენტარი …

მაშველები ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, შეტყობინება არასრულწლოვნის ზღვაში გაუჩინარების შესახებ, დღეს 16 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე შევიდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. „ამ დროისთვის მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერება,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორ ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით. ლიფტის დაზიანების მიზეზთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება ინფორმაციას, რადგან სწორედ ეს უწყება უწევს  …

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

დღე, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც. ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა. ლაშა კომახიძეს უარი უთხრეს როგორც …

ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ნარკოტიკი, დაკავებულია 2 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1994 წელს დაბადებული ი.ხ. და 1996 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს. მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ როგორც ერთ-ერთ ინტერნეტნარკოპლატფორმაზე, ასევე, სოციალურ აპლიკაცია „ტელეგრამში“. აღნიშნული ონლაინმაღაზიები სხვადასხვა სახის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახორციელებდა. სამართალდამცველებმა, …

არჩილ ჩიქოვანს დღეს ვიცე-მერად ნიშნავენ, ბათუმის მერის მოვალეობას ის შეასრულებს

შვებულებაში მყოფი ბათუმის მერი დღეს, 12 საათზე, მერიაში მივა და თანამშრომლებს შეხვდება. ამის შესახებ მერიის თანამშრომლებმა გვითხრეს. სამთავრობო პირების ინფორმაციით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს ოფიციალურად გადადგება. შესაძლოა, ის არც დღეს შეხვდეს ჟურნალისტებს. ლაშა კომახიძე მერის რანგში დღეს, 16 ივლისს, ბოლო ორ ბრძანებას მოაწერს ხელს: რამდენიმე ინფორმირებული პირის თქმით, ის თანამდებობიდან გაათავისუფლებს ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს …

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის აქციაა

ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის ახალი აქცია დაიწყო. მომხმარებლები ვინც 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე აიღებენ საკრედიტო ლიმიტს და გამოიყენებენ თანხის მინიმუმ ნახევარს, ავტომატურად ერთვებიან აქციაში. ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი ყოველთვე გამოავლენს და მათ საჩუქრად ანგარიშზე 100 ლარამდე თანხა დაუბრუნდება! აქციის პირობები ასევე ვრცელდება მომხმარებლებზე ვისაც უკვე აქვს ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი. ფინკა ბანკის ეს …

როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში

დღეს, 15 ივლისს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პარკის დათვალიერება უფასოა და ღია იქნება დილის 9 საათიდან საღამოს …

ვის შეუძლია თურქეთში წასვლა – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან თურქეთში

საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს შეკითხვა – როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან, სადაც საქართველოს მოქალაქეები სეზონურ თუ ყოველდღიურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საზღვრები თურქეთთან 15 მარტს ჩაიკეტა და დღემდე უცნობია, როდის აღდგება თავისუფალი მიმოსვლა თურქეთის რესპუბლიკასთან. „ბათუმელები“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავას ესაუბრა თემაზე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია დღეს საქართველოს …

ბათუმში 749 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 749 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ. „არც ერთს არ აქვს პნევმონია“ – როგორია ბათუმში 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა …

ბათუმში აქცია იშლება, კარვები რჩება

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ ორი აქცია გაიმართა ერთდროულად. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები იყვნენ, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ. მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ქონება და დაბრუნებას ვერ ახერხებენ. სწორედ მათ გაშალეს კარვები მთავრობის …

Exit mobile version