მთავარი,სიახლეები

რა მოხდება, თუ კენჭისყრის დღეს უბანზე კომისიის 7-ზე ნაკლები წევრი აღმოჩნდება

22.10.2020
რა მოხდება, თუ კენჭისყრის დღეს უბანზე კომისიის 7-ზე ნაკლები წევრი აღმოჩნდება

31 ოქტომბერს თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო კომისია ჩაითვლება სპეცჯგუფად და ჩაატარებს კენჭისყრას. საუბნო საარჩევნო კომისიაში სულ 12 წევრია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით:

  • „თუ კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად (შემდგომში – სპეცჯგუფი) გარდაქმნილად და სპეცჯგუფს მიეცეს უფლება ჩაატაროს კენჭისყრა.
  • სპეცჯგუფის კვორუმად განისაზღვროს არსებული შემადგენლობის უმრავლესობა და სპეცჯგუფის წევრებისთვის ფუნქციების მინიჭება განხორციელდეს თავმჯდომარის მიერ წილისყრის გარეშე.
  • თუ კენჭისყრის დღეს აღმოჩნდება, რომ არსებული სპეცჯგუფის შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით არსებულ შემადგენლობას ამატებს სპეცჯგუფის იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას“.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ“ დადგენილება ცესკომ 21 ოქტომბერს მიიღო და ის დღეიდან, 22 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

„დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში,“ – აღნიშნულია ცესკოს დადგენილებაში.

 

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: