მთავარი,სიახლეები

ქობულეთში დააყაჩაღეს ინკასაციის მანქანა, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა

22.10.2020
ქობულეთში დააყაჩაღეს ინკასაციის მანქანა, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა

„ქობულეთში დაყაჩაღებული მანქანა საქართველოს ბანკს არ ეკუთვნის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ბანკში.

კადრებში, რომელსაც TV 25 ავრცელებს, ჩანს საქართველოს ბანკის ფილიალი, რომელიც შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 55 ათასი ევრო. თუმცა ამ თანხის ოდენობა სხვა არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ძარცვის მუხლით, თუმცა შს სამინისტრო თანხის ოდენობას ჯერჯერობით  ვერ აზუსტებს.

____

გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი კვარაცხელია, „მთავარს“  ვიდეოზარით ჩაერთო, თავდამსხმელთან ერთად ოთახში 19 მძევალი იმყოფებოდა.  ირაკლი კვარაცხელიამ გუშინ საღამოს დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენელმა მძარცველს ფული მიუტანა და ისინი თავდამსხმელთან ერთად შენობას ტოვებენ. თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: