მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი

22.10.2020
კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335,

  • ქვემო ქართლში – 77,
  • შიდა ქართლში – 69,
  • გურიაში – 53,
  • სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42,
  • კახეთში – 17,
  • მცხეთა-მთიანეთში – 26,
  • სამცხე-ჯავახეთში – 24,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 584, აჭარაში – 646.

მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79.
საქართველოს მთავრობის მონაცემებით,  1 848 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 144 – აჭარაში, ხოლო 555 – თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, კარანტინშია 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 939, აჭარაში – 2 221.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: