მთავარი,სიახლეები

სად შეგიძლიათ კორონავირუსზე ფასიანი ტესტის ჩატარება ბათუმში

20.10.2020 • 11868
სად შეგიძლიათ კორონავირუსზე ფასიანი ტესტის ჩატარება ბათუმში

სად შეიძლება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება? – ეს ბოლო დროს ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა.

ბათუმში, დღეის მდგომარეობით, სამ ადგილასაა შესაძლებელი უფასო  ტესტის ჩატარება.  ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში, ინფექციურ საავადმყოფოში და საზღვაო ჰოსპიტალში.  თუმცა იმისათვის, რომ უფასო ტესტი ჩაიტაროთ, აუცილებელია გქონდეთ სიცხე და კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები. გარდა კლინიკებისა, ცხელების ნიშნის მქონე პაციენტებს შეუძლიათ მისვლა კოვიდ სასტუმრო “ბიზნეს ლეგენდაში” (ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა #1). კოვიდსასტუმროში ცხელების ნიშნის მქონე პაციენტებს ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ.

ბათუმში ასევე არის რამდენიმე კლინიკა, სადაც მოქალაქეებს ფასიანი ტესტის გაკეთება შეუძლიათ.

გთავაზობთ კლინიკების მისამართებს და ფასების ნუსხას, სადაც კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არის შესაძლებელი.

საოჯახო მედიცინის ცენტრი თამარის დასახლებაში

კორონავირუსზე როგორც სწრაფი ტესტის, ისე PCR კვლევის ჩატარება შესაძლებელია თამარის დასახლებაში მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრში.

სწრაფი ტესტის ღირებულება 60 ლარია და პასუხი 15 წუთში გექნებათ.

რაც შეეხება PCR კვლევას, თუკი პასუხის გაგება იმავე დღეს გსურთ, კვლევა 200 ლარი ღირს, ხოლო თუ მეორე დღეს, მაშინ 150 ლარი.

მისამართი: თამარის დასახლება, ტბეთის #4;

ტელეფონი:  588 88 23 23.

მედცენტრი

კლინიკა მედცენტრს ორი სერვისი აქვს. ტესტის ჩატარების მსურველებს საშუალება აქვთ კლინიკაში მივიდნენ ან სახლში გამოიძახონ სამედიცინო პერსონალი.

კლინიკაში ჩატარებული სწრაფი ტესტის ღირებულება 60 ლარია.  მოქალაქე პასუხს დაახლოებით 30 წუთში იღებს. PCR კვლევის ღირებულება 150 ლარია და ტესტის აღებიდან 24 საათში იღებთ პასუხს.

იმ შემთხვევაში, თუკი ტესტის ჩატარება სახლიდან გაუსვლელად გსურთ, ფასები იზრდება. ბინაზე ჩატარებული სწრაფი ტესტის ღირებულება 70 ლარია, ხოლო PCR კვლევის ღირებულება – 200 ლარი.

მისამართი: პუშკინის #118 (შემოსასვლელი 26 მაისის ქუჩის მხრიდან);  თამარის დასახლება, ტბეთის #4;

ტელეფონი:  577 52 33 92; 588 88 23 23.

მერლაბი

კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლებელია ლაბორატორია „მერლაბში“. უშუალოდ ლაბორატორიაში ჩატარება 50 ლარი ღირს, ბინაზე მისვლით – 70 ლარი.

„მერლაბის“ მისამართი: ბათუმი. ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #9ა.

ტელეფონი:  514 91 27 27; (0422) 22 00 12

საზღვაო ჰოსპიტალი

კორონავირუსზე სწრაფი ტესტის და PCR კვლევის ჩატარება შესაძლებელია ასევე საზღვაო ჰოსპიტალშიც.

PCR კვლევის ღირებულება 200 ლარია, ხოლო სწრაფი ტესტის ღირებულება 100 ლარია. თუ დილის ცხრის ნახევრამდე ჩააბარებთ ნიმუშს, პასუხი საღამოს ექვს საათზე გეცოდინებათ, ხოლო თუ შუადღის ოთხ საათამდე ჩააბარებთ, მაშინ პასუხს ღამის თორმეტი საათის შემდეგ გაიგებთ.

მისამართი: ბათუმი; მელიქიშვილის 102ბ

ტელეფონი: 0422 27 25 88; 555 90 00 03

ამავე თემაზე:

მეზღვაურები კარანტინს დატოვებენ, თუ ყოველ 60 საათში გაივლიან PCR ტესტს საკუთარი ხარჯით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: