ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კორონავირუსით აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 54 წლის კაცი

21.10.2020 • 1039
კორონავირუსით აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 54 წლის კაცი

21 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით გარდაიცვალა 90 წლის ქალი, მას პნევმონია ჰქონდა და გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; ასევე 62 წლის ქალი, რომელსაც ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, თანმხლები დაავადება კი – თირკმლის უკმარისობა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში დღეს დილით გარდაიცვალა 75 წლის კაციც, მასაც პნევმონია დაუდგინეს და გულის უკმარისობა, აორტული სარქველის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 წლის ქალიც, რომელსაც ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, 78 წლის ქალს კი აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გარდაიცვალა 73 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა პნევმონია და რესპირატორული დისტრეს სინდრომი, მეინინგიომა, პოლინეიროპათია, 54 წლის კაცს კი, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

ამ თემაზე:

აჭარაში კორონავირუსის 369 შემთხვევა დადასტურდა – 21 ოქტომბერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: