ფინკა ბანკში საკრედიტო ლიმიტის ახალი აქცია დაიწყო. მომხმარებლები ვინც 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე აიღებენ საკრედიტო ლიმიტს და გამოიყენებენ თანხის მინიმუმ ნახევარს, ავტომატურად ერთვებიან აქციაში. ყველაზე აქტიურ 100 მომხმარებელს ფინკა ბანკი ყოველთვე გამოავლენს და მათ საჩუქრად ანგარიშზე 100 ლარამდე თანხა დაუბრუნდება! აქციის პირობები ასევე ვრცელდება მომხმარებლებზე ვისაც უკვე აქვს ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი. ფინკა ბანკის ეს …
Category Archives: მთავარი
როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში
დღეს, 15 ივლისს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პარკის დათვალიერება უფასოა და ღია იქნება დილის 9 საათიდან საღამოს …
Continue reading “როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში”
ვის შეუძლია თურქეთში წასვლა – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან თურქეთში
საქართველოში ათასობით ადამიანს აქვს შეკითხვა – როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან, სადაც საქართველოს მოქალაქეები სეზონურ თუ ყოველდღიურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საზღვრები თურქეთთან 15 მარტს ჩაიკეტა და დღემდე უცნობია, როდის აღდგება თავისუფალი მიმოსვლა თურქეთის რესპუბლიკასთან. „ბათუმელები“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავას ესაუბრა თემაზე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია დღეს საქართველოს …
Continue reading “ვის შეუძლია თურქეთში წასვლა – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან თურქეთში”
ბათუმში 749 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 749 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 21 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ. „არც ერთს არ აქვს პნევმონია“ – როგორია ბათუმში 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა …
Continue reading “ბათუმში 749 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია”
ბათუმში აქცია იშლება, კარვები რჩება
დღეს, 15 ივლისს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ ორი აქცია გაიმართა ერთდროულად. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები იყვნენ, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ. მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ქონება და დაბრუნებას ვერ ახერხებენ. სწორედ მათ გაშალეს კარვები მთავრობის …
ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა
ბათუმის მერიამ რეპსუბლიკური საავადმყოფო გააფრთხილა. მიზეზი რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის სავენტილაციო სისტემაა, რომლის ხმაურიც მეზობლებს აწუხებთ. ამ პრობლემის შესახებ გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ 9 ივლისს უთხრეს. მაშინ სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ [ყოფილი შპს „სტადიონის“] დირექტორმა, ჯაბა სურმანიძემ პრობლემა უარყო და თქვა, რომ „სისტემა გამართულად მუშაობს“. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საკითხი ბათუმის მერიის მუნიციპალურმა …
Continue reading “ბათუმის მერიამ რესპუბლიკური საავადმყოფო ხმაურის გამო გააფრთხილა”
ულტიმატუმი თორნიკე რიჟვაძეს – ბათუმში მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიან
დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. დღეს ბათუმში ორი აქცია მიმდინარეობს ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას, მთავრობის სახლთან. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები არიან, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ, მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ …
Continue reading “ულტიმატუმი თორნიკე რიჟვაძეს – ბათუმში მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიან”
ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – ინგა შამილიშვილი ბსუ-ში რექტორის არჩევნებზე
დღეს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით მერაბ ხალვაში აირჩიეს. მისი ერთადერთი კონკურენტი ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი იყო. ინგა შამილიშვილმა დღეს აკადემიური საბჭოს 11 წევრისგან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. ინგა შამილიშვილმა მიანიშნა, რომ დღევანდელი არჩევნების შედეგი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არჩევნების შედეგების გაცნობის შემდეგ ინგა შამილიშვილმა ჟურნალისტებს ამ …
Continue reading “ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – ინგა შამილიშვილი ბსუ-ში რექტორის არჩევნებზე”
შინაური ცხოველი სათამაშო არ არის – პოსტერების კონკურსი აქცენტით პასუხისმგებლობაზე
საქართველოში ყოველწლიურად ასობით ძაღლი და კატა რჩება ქუჩაში იმის გამო, რომ ცხოველის აყვანისას მეპატრონეს არ აქვს გააზრებული, შეძლებს თუ არა მის მოვლას. შინაურ ცხოველებს ტოვებენ ქუჩებში, გზებზე, სასაფლაოებზე, მიტოვებულ ადგილებში, სადაც მათ შიმშილით და სიცივით სიკვდილი ემუქრებათ. სწორედ ამ პრობლემას ეხმიანება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის [ACAG] ორგანიზებული პოსტერების კონკურსი, რომლის ფარგლებში კონკურსის მონაწილეებს უნდა შეექმნათ …
Continue reading “შინაური ცხოველი სათამაშო არ არის – პოსტერების კონკურსი აქცენტით პასუხისმგებლობაზე”
ბათუმში ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია იმართება [LIVE]
დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, მერიის წინ ერთდროულად ორი აქცია დაიწყო. აქციაზე შეიკრიბნენ თურქეთში დასაქმებული ქალები, რომლებიც თურქეთში მუშაობის უფლებას ან სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას ითხოვენ და ასევე, მერიასთან აქციას მართავს ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელების, ანანიძეების ოჯახი, რომლებიც აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა მათ ოჯახს არ შეხებია. „დანაშაულია ჩადენილი, ქონება წაგვართვეს, რომელიც არის შემოსავლიანი, ცოცხალი ბიზნესი. პროკურატურა …
Continue reading “ბათუმში ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია იმართება [LIVE]”
მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად მეორედ აირჩიეს
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი ისევ მერაბ ხალვაშია. იგი 2016 წლიდან იკავებს ამ პოსტს. ხალვაში ფარული კენჭისყრით 11 წევრისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია, მას აკადემიური საბჭოს თერთმეტივე წევრმა მისცა ხმა. რექტორობისთვის ორი კანდიდატი – მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი იბრძოდა. არჩევნებამდე აკადემიურმა საბჭომ ორივე კანდიდატის სამოქმედო გეგმა მოისმინა. პირველად პრეზენტაცია მერაბ ხალვაშმა ჩაატარა. სამოქმედო გეგმა …
Continue reading “მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად მეორედ აირჩიეს”
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობას და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ქონების გასაყიდი საწყისი ფასი 19 მილიონი ლარია. აუქციონის პირობის მიხედვით, სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის უფლება მომავალ მყიდველს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ექნება. მყიდველი ვალდებული იქნება აქ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს [რომელიც აუცილებლად მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიან …
აჭარის მთავრობა ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, შენობას და მიწის ნაკვეთს ყიდის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ ორსართულიან შენობას სასტუმროს ან საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობის პირობით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 820 000 ლარია. ამ ნაკვეთისა და შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებით ქობულეთის მერიის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილის შინაარსის მიხედვით ამ შენობაში დაინტერესებულ პირს სარესტორნო კომპლექსის მოწყობა სურს და …
Continue reading “აჭარის მთავრობა ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, შენობას და მიწის ნაკვეთს ყიდის”
რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა
აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე …
Continue reading “რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა”
წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს
„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის …
Continue reading “წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს “
ბსუ დღეს ახალ რექტორს ირჩევს
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას სულ ორი კანდიდატი იღებს – მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ინგა შამილიშვილი. ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიურმა საბჭომ დღეს, 15 ივლისს, დღის 12 …
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ოთხი ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, მათგან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთი – საკარანტინo სივრციდან. კიდევ ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია. საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1003 შემთხვევა, 873 პაციენტი განიკურნა, ხოლო …
Continue reading “კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა, ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია”
საბანკო ბარათებიდან 72 000 ლარის მითვისების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ა.კ., 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., 1975 წელს დაბადებული კ.მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს. ასევე, დაუსწრებლად პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ. მათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში …
Continue reading “საბანკო ბარათებიდან 72 000 ლარის მითვისების ბრალდებით 5 პირი დააკავეს “
მაშველებმა სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. _______________
ბსუ-ს რექტორი უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე: მე როგორ გიპასუხოთ სხვის სურვილებზე?
ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ რექტორს აირჩევენ. რექტორობა უნივერსიტეტში მხოლოდ ორ პროფესორს სურს. რატომ არის რექტორის არჩევნებზე მხოლოდ ორი კანდიდატი და აჩვენებს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ სჯერათ არჩევნების? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც მერაბ ხალვაშს დავუსვით. ის ბსუ-ს მოქმედი რექტორია და ახლა უკვე რექტორობის ერთ-ერთი …
ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე
ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორს ირჩევს. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი. რექტორს უნივერსიტეტის 11-წევრიანი აკადემიური საბჭო აირჩევს. რექტორობის არც ერთ კანდიდატს თავისი საარჩევნო პროგრამა წინასწარ არ გამოუქვეყნებია. „ბათუმელები“ გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ინგა შამილიშვილთან. ქალბატონო ინგა, რადგან არ არის საჯარო თქვენი …
გამოცხადდა ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020 – საპრიზო ფონდი 3 ათასი ლარია
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის“ აცხადებს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020-ს, რომელიც ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გაიცემა. პრემიის საპრიზო თანხა 3000 ლარია. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებში ვკითხულობთ, ბერტა ფონ ზუტნერის 2020 წლის მშვიდობის პრემიის მიზანია ხაზი გაუსვას ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობასა და ხელი შეუწყოს ამ პროცესში ჩართული ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. „გლობალურმა პანდემიამ COVID 19-მა …
Continue reading “გამოცხადდა ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020 – საპრიზო ფონდი 3 ათასი ლარია”
„არც ერთს არ აქვს პნევმონია“ – როგორია ბათუმში 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღევანდელი, 14 ივლისის მდგომარეობით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მე თვითონ მოვინახულე დღეს პაციენტები და მდგომარეობა სტაბილურია. ამ კვირაში რამდენიმე პაციენტს უწევს საკონტროლო ტესტირება კორონავირუსზე, ხუთშაბათს ორ მძღოლს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება და ვფიქრობთ, კარგი შედეგი გვექნება. არც ერთ პაციენტს არ …
Continue reading “„არც ერთს არ აქვს პნევმონია“ – როგორია ბათუმში 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა”
დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც მძღოლებს თანხას სძალავდნენ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავა თბილისში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, …
Continue reading “დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც მძღოლებს თანხას სძალავდნენ – შსს”
ხანგრძლივი იმუნიტეტი Covid19-ზე შესაძლოა არ არსებობდეს – კვლევა
ლონდონის კინგს კოლეჯის მკვლევარებმა შეისწავლეს 90 პაციენტის მონაცემები, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ და გამოჯანმრთელდნენ. ანგარიში ჯერ არ შეუფასებიათ სხვა ექსპერტებს და თავად ავტორებიც ამბობენ, რომ საჭიროა დამატებითი კვლევა, თუმცა მიღებული შედეგი ასეთია: გამოკვლეული პაციენტების 60 პროცენტს გამოჯანმრთელებიდან მოკლე ხანში აღმოაჩნდა იმუნიტეტისთვის საკმარისი ანტისხეულების რაოდენობა, სამი თვის შემდეგ პაციენტების მხოლოდ 17 პროცენტს ჰქონდა ანტისხეულები, რამდენიმე მათგანს კი …
Continue reading “ხანგრძლივი იმუნიტეტი Covid19-ზე შესაძლოა არ არსებობდეს – კვლევა”
გაორმაგებული ხელფასები, პრემია და სხვა ხარჯები აჭარის მთავრობაში
აჭარის მთავრობასა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 208-2019 წლებში 41 863 172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ …
Continue reading “გაორმაგებული ხელფასები, პრემია და სხვა ხარჯები აჭარის მთავრობაში”
ბოლო 24 საათში ბათუმში 561 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 561 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 41 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 6 პაციენტს მკურნალობენ. 11 ივლისს კორონავირუსი ბათუმში ხუთ პირს დაუდასტურდა, ოთხი მათგანი თბილისში გადაიყვანეს. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა …
გრილი ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან მცირე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23– 28 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13 …
Continue reading “გრილი ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში”
ოთხივე ახალი პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია – Covid-19
14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 13 ადამიანი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ოთხოვე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია. ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 142 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 999 შემთხვევა, 870 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. რაც …
Continue reading “ოთხივე ახალი პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია – Covid-19”
მაქაცარიას, ბაქოს, შავშეთისა და ნონეშვილის ქუჩებზე რამდენიმე საათით წყალი შეწყდება
„ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 14 ივლისს, ავარიული დაზიანების გამო, 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მაქაცარიას, ბაქოს, შავშეთისა და ნონეშვილის ქუჩის ნაწილს. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის …
მსოფლიოში ბოლო ხუთ დღეში 1 მილიონით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 14 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 13 მილიონს აღემატება. ჯერ კიდევ ხუთი დღის წინ, 9 ივლისს, ეს რიცხვი 12 041 795 იყო, შესაბამისად, ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 061 495-ით გაიზარდა, 5 დღეში გარდაიცვალა 23 565 ადამიანი. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 14 ივლისამდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 103 …
პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი განახლდა
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სწავლის მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. მინისტრმა პროფესიულ სასწავლებელს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და რეგიონში პროფესიული განათლების მიღწევებზე …
Continue reading “პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი განახლდა”
2 დაღუპული და 11 დაშავებული – წყალდიდობა თურქეთში
ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად. ტრაბზონში, რიზესა და ართვინში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და ცენტრალური მაგისტრალი. ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დაშავებული ადამიანები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ათობით სახლი დაზიანდა, სამი კი მთლიანად განადგურდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი დღეს, 14 ივლისს, ისევ …
Continue reading “2 დაღუპული და 11 დაშავებული – წყალდიდობა თურქეთში”
დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა – 14 ივლისის მონაცემები
14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 999 შემთხვევა, 870 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219 ადამიანი.
ბათუმში ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანის მძღოლმა მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლმაქრი ბალონი გამოიყენა. სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ცეცხლი უკვე ჩააქრეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ___________________ მთავარი ფოტო: ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ქეთი დუმბაძის ფოტო
„ელექტრას ომი“- ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დადგმული ახალი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ
„ელექტრას ომი“ – ასე ჰქვია ნინო ხარატიშვილის პიესას, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა პირველად დადგა. სპექტაკლის პრემიერა 17 და 18 ივლისს, ღამის 10 საათზეა დაგეგმილი დრამატული თეატრის სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ, სადაც სკვერი, ქუჩის ელემენტები და პარკინგი სპექტაკლის მიზანსცენების ბუნებრივი გარემოს ქმნის. სპექტაკლზე დასწრება ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება. გურამ მაცხონაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში …