მთავარი,სიახლეები

კოვიდით გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 5 აჭარიდანაა, მათგან ერთი 40 წლისაა

22.10.2020 • 1052
კოვიდით გარდაცვლილი 6 ადამიანიდან 5 აჭარიდანაა, მათგან ერთი 40 წლისაა

22 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 5 აჭარაში. გარდაცვლილია 4 კაცი და ერთი  ქალი. კოვიდით გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის იყო.

81 წლის კაცი, 49 წლის ქალი და 40 წლის კაცი „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა.  66 წლის კაცი – კლინიკა „მედინაში“, ხოლო 60 წლის კაცი – ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.

22 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის მონაცემებით, 22 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ქვეყანაში 381 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: