მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის გამო დღეს 36 847 პირია იზოლირებული, რა მოხდება არჩევნების დღეს

20.10.2020
კორონავირუსის გამო დღეს 36 847 პირია იზოლირებული, რა მოხდება არჩევნების დღეს

stopcov.ge-ს 20 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 19 857 პირს. აქედან გამოჯანმრთელდა 8 666, ხოლო გარდაიცვალა 158 პირი.

თუ ამ მონაცემებს შევადარებთ, დღეს საქართველოში 11 033 კოვიდინფიცირებული პაციენტი უნდა იყოს. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს 10 159 კოვიდინფიცირებული პაციენტია. ანუ, 874 ინფიცირებულის საკითხი გაურკვეველია.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რატომაა ასეთი ცდომილება მონაცემებში. პასუხი ვერც მთავრობის [144] და ვერც ჯანდაცვის [1505] ცხელ ხაზზე ვერ მივიღეთ. საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით მივმართეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით [20 ოქტომბრის 00 საათისთვის] საქართველოში:

  • კორონავირუსი დაუდასტურდა სულ – 19 857 პირს
  • მათ შორის გამოჯანმრთელდა – 8 666
  • გარდაიცვალა – 158
  • სტაციონარში იმყოფება – 2 817
  • კოვიდსასტუმროში – 1 672
  • ბინაზე კი მკურნალობს – 5 670 ინფიცირებული
  • კარანტინის რეჟიმშია  – 4 726
  • თვითიზოლაციაში კი – 21 962 პირი

ამ მონაცემების მიხედვით, დღეს რომ არჩევნები იყოს, საარჩევნო უბნებზე ვერ მივა 36 847 პირი, ანუ საერთო ამომრჩეველთა თითქმის 1% [თუმცა, არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იზოლაციაში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ].

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირის მონაცემი გადასცა: „მონაცემები  ცესკოში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო  რაოდენობა იქნება ცნობილი“.

ცესკოს ინფორმაციით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

ამ თემაზე:

როგორ მისცემენ ხმას თვითიზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: