ჩვენ არ გავჩერდებით – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო გზავნილი

„ჩვენ ისევ გავმართავთ აქციას, არ გავჩერდებით!“ – გვითხრა მადონა შაინიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ. მას უნდოდა გვცოდნოდა, რომ ისევ უიმედოდაა და აქციის მონაწილე, თვითდასაქმებული ქალები, რომლებიც სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას, ან ამ პუნქტის გახსნამდე მრავალჯერად კომპენსაციას ითხოვენ, მისი აზრით, დამაიმედებელ პასუხს ისევ ვერ მიიღებენ: „ვნახოთ, ამჯერად რას გადაწყვეტენ, რა პასუხს გაგვცემენ და …

ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებმა შესაძლოა ვერც წელს მიიღონ

ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს კუთვნილი მედლები შესაძლოა ვერც 2020 სასწავლო წლის ბოლოს გადასცენ, რადგან როგორც „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ ამბობენ, ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვაზე შარშანდელი ტენდერი ჩაიშალა, ახალი კი ჯერ არ გამოცხადებულა. ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებს არც 2019 წელს მიუღიათ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო  წლების ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვისთვის …

სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულ რუს ჟურნალისტს 20 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში სულ უფრო და უფრო იზრდება სახელმწიფოს ღალატის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. ბრალდებულები არიან მეცნიერები, ბლოგერები, დიასახლისები და გამყიდველიც კი პურის მაღაზიიდან. 7 ივლისს სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს კოსმოსური კორპორაციის, როსკოსმოსის უფროსის მრჩეველი, გამოცემა „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ჟურნალისტი ივან საფრონოვი, რომელსაც 20 წლით პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. [red_box]ვინ არის ივან საფრონოვი[/red_box] ჟურნალისტი ივან …

სალიბაურში მანქანები დაიტბორა – ხელვაჩაურის მერის თქმით, ზარალს კომპანია აანაზღაურებს

დღეს, 13 ივლისს, დილით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ადიდებულმა მდინარემ დატბორა ორსართულიანი შენობის ეზო, მაღაზია და აქ მცხოვრებ მოსახლეობას ავტომანქანები დაუზიანა. ასევე, წყალი სარდაფებში შევიდა და ტერიტორია აატალახა. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორვა მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, რომლის ფარგლებში კომპანია „პოლატმა“ მდინარეს დროებით შეუცვალა კალაპოტი. „ოცი წელია აქ ვცხოვრობ, ოცი წლის განმავლობაში ერთადერთხელ მახსოვს დატბორვა, ისიც …

ბათუმის მერის ნაცვლად ამერიკის ელჩი ვიცე-მერს შეხვდება – პრესსამსახური

14 ივლისს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, მედიისთვის დახურული იყო. „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ ქალაქის არჩეული მერი ამერიკის ელჩს აღარ შეხვდება. კომახიძის ნაცვლად დაგეგმილი შეხვედრა კელი დეგნანსა და ბათუმის ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს შორის გაიმართება. ჯაბა ტუღუში ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. 11 ივლისს …

რა ელით ქართველ არალეგალებს თურქეთში – ახალი რეგულაცია 14 ივლისიდან ამოქმედდება

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალურმა დირექტორატმა მიიღო ახალი რეგულაცია, უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის ლეგალურ ვადებთან დაკავშირებით. „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული რეგულაცია აქამდე ძალაში არ შესულა, თუმცა, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, რეგულაცია ძალაში შედის ხვალიდან, 14 ივლისიდან“, – …

ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ

„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან. დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. …

„ნუ ჩაჰყვები რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე“ – ენმ ლაშა კომახიძეს

„ამ შენობაში, მეორე სართულზე, ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რეგიონის მართვა შეიძლება ისე, როგორც სახლობანას თამაში და ხულოს მერის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ბათუმის მერი გაუშვას სახლში, ოღონდ ისე, რომ ბათუმელებს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება წაგვართვას, რომ გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ, დღეს, 13 ივლისს, აჭარის მთავრობის …

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

საქართველოს მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას – 200 და 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. მთავრობის ახალი დადგენილებით: [checklist] კომპენსაციას – 200 ლარი – მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის აპრილამდე ბოლო ხელფასი კერძო კომპანიისგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მანამდე, 2019 წლის ივლისიდან, უფიქსირდებათ ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც; ხოლო კომპენსაციას – …

როცა ანტისხეული “აგენტს” ცნობს ანუ რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ

ადამიანსაც, ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი უვითარდება, ანუ ეს დაავადება აღარ ემართება. დაავადებების გამომწვევ აგენტებს ანტიგენებს უწოდებენ. პირველადი ინფიცირების დროს, ორგანიზმი თავდაცვის სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს და გამარჯვების შემდეგ, სპეციალურ Y ფორმის ცილებს, ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს) გამოიმუშავებს. ანტისხეული ანტიგენს ისე ერგება, როგორც გასაღები – კლიტეს. ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, იგივე ინფექციის განმეორების …

ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი იწყება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, 16 ივლისს ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემის IV ეტაპს იწყებს. საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. თითოეული აღსაზრდელის მშობელი მიიღებს მათთვის განკუთვნილ სასურსათო კალათას. სასურსათო კალათის შემადგენლობაში შედის: ყველი – 1,200კგ, რძე – 1 ლტ, კარაქი – 200 გრ, ზეთი …

ცნობილია 9 პირის კორონავირუსზე კვლევის შედეგები – ეროვნული გამოცდები

9 პირის კორონავირუსზე გამოკვლევის შედეგები უარყოფითია. აღნიშნული პირები 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ცენტრში, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ დღეს 13 ივლისს განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს,“- ამბობს გორგოძე. როგორც 10 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის …

13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ანუ 13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. ასევე, დასაშვებია ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა, თუმცა ასეთ ღონისძიებებზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. „ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და …

მეწყერი თურქეთში – დაიღუპა 1 და დაკარგულია 3 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, რომელიც ართვინის გუბერნატორს ილმაზ დოროუკს ეყრდნობა, სოფელ იუსუფელში მოვარდნილი მეწყრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 3 დაკარგულს კი ეძებენ. თურქულ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო/ვიდეომასალის მიხედვით, საკმაოდ მასშტაბურმა მეწყერმა არაერთი ავტომანქანა მოიყოლა. ჰაბერ თურქის ცნობით, კაშხლის სამშენებლო მოედანზე გაჩერებული ავტომანქანები ტალახით გაივსო, ბევრი მათგანი კი ისე დაზიანდა, რომ გამოუსადეგარი გახდა. ეკოლოგიური კატასტროფის …

ბათუმში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

ბათუმში 12 ივლისს, გამთენიისას, ორი პირი დაჭრეს. 20 და 22 წლის დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ დილის  6 საათზე  შეიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილებიდან ერთს ჭრილობა მუცლის  ღრუსა და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორე კი მარცხენა იდაყვსა და მარჯვენა ბარძაყში იყო დაჭრილი. ორივე დაჭრილს კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა გადმოყვანილი, ხუთი მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია. დღეის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს. საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 995 შემთხვევა, 857 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. რაც შეეხება …

ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 1002 ფაქტი 6 თვეში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება – დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში ასევე გამოავლინეს ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, …

ბათუმში 352 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში covid 19-ზე ჩატარებული 352 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. 13 ივლისის მონაცემებით, ბათუმში 7 პირი აგრძელებს მკურნალობას კორონავირუსზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 27 638 პირს. გუშინ კორონავირუსი ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის თურქეთში დაბრუნდა. ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის  9 …

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა – პრესსამსახური

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ერთკვირიან შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ  მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, თუმცა მერის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებული ბრძანება ვერ მოგვაწოდეს. გასულ შაბათს, 11 ივლისს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა კომახიძემ თანამდებობა უკვე დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვებას სთხოვენ, ის კი სანაცვლოდ „ოცნების“ პარტიულ სიაში ჩასმას ითხოვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მას ამაზე უარს ეუბნებიან. გასულ …

ინასარიძის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა – გათიშულია 3500 აბონენტი

დღეს, 12 ივლისს, ინასარიძის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც 3 500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. ადგილზე იმყოფებიან „სოკარის“ თანამშრომლები. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა გვითხრა, რომ გაზის მილი მშენებლებმა დააზიანეს სამუშაოების დროს. „გათიშულია 3 500 აბონენტი,  ანგისა და მისი ჩიხები. დაზიანებული ადგილი დღეს შეკეთდება და ხვალ, შუადღემდე ჩაირთვება,“ – უთხრა …

ბათუმში კორონავირუსი დაუდგინდა თურქეთის მოქალაქეს – სამინისტრო

დღეს, 12 ივლისს, რამდენიმე საათის წინ, ბათუმში კორონავირუსი დაუდგინდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლია. იგი ბათუმში, ცხელების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც იქნა ანალიზი აღებული. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქეს სურს თურქეთში იმკურნალოს, ამიტომაც მას დღესვე სარფის საბაჟოზე გადაიყვანენ. დღეის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდცენტრია,  7 პაციენტს მკურნალობენ დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით.

რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის? – BBC

ხშირად გვსმენია, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ რამდენიმე ამერიკელი მეცნიერი ამ საკითხის კვლევისას მივიდა დასკვნამდე, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად ბედნიერების განცდაც იზრდება. სტატია ამის შესახებ „ბიბისიზე“ გამოქვეყნდა. მეცნიერებმა დაადასტურეს მარტივი რამ – რაც უფრო მეტი ფული აქვს ადამიანს, მით უფრო ბედნიერია. 2010 წელს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ბედნიერების განცდა აღარ იზრდება მას შემდეგ, რაც …

ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა პირბადით

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ პირბადით. ტრამპი შავი პირბადით ვაშინგტონში, სამხედრო-სამედიცინო ცენტრში მივიდა, სადაც დაჭრილ სამხედრო პირებს და მედპერსონალს შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ პირბადეს არ ატარებდა და ამით ცუდ მაგალითს აძლევდა მოქალაქეებს. ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია. 12 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 3 247 782 ადამიანი, მათგან 134 …

დღეს აჭარაში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, 623 ანალიზის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 623 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, 6 კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. გუშინ კორონავირუსი ბათუმში ხუთ პირს დაუდასტურდა, ოთხი მათგანი თბილისში გადაიყვანეს. ამავე თემაზე: ბათუმში კორონავირუსი ერთ ოჯახში 5 …

ბათუმში ორშაბათიდან წვიმიანი დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივლისის 21 საათიდან 13 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, დღისით შესაძლებელია იწვიმოს ძლიერად. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 22– 27 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13 …

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი. დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 986 შემთხვევა, 857 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219 ადამიანი.

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე ინფორმირებულმა პირმა დაგვიდასტურა, ლაშა კომახიძესთან  მოსალაპარაკებლად აზერბაიჯანიდან მოქმედი ელჩი, ზურაბ პატარაძე გამოიძახეს …

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე არ გადამდგარა – პრესსამსახური

ბათუმის მერიის პრესსამსახური ბათუმის მერის – ლაშა კომახიძის გადადგომის თაობაზე დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. პრესსამსახურის განმარტებით, ლაშა კომახიძე თანამდებობიდან არ გადამდგარა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, მის შესაძლო გადადომასა და „ოცნების“ პარტიული სიით საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, მერი მედიის კითხვებს უახლოეს მომავალში უპასუხებს. თავად ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ინფორმაცია ბათუმის მერის გადადგომის …

გასაყიდი მანქანებით დაკავებული ტროტუარი ბათუმში

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე ტროტუარის ერთი მონაკვეთით მოსახლეობა საერთოდ ვერ სარგებლობს და ის უკვე თვეების განმავლობაში გასაყიდ მანქანებს აქვთ დაკავებული. ეს ტროტუარი ესაზღვრება ისეთ საზოგადოებრივ დაწესებულებებს, როგორიცაა ბანკი, ტექნიკის შეკეთების სერვისები და სხვა. ადგილობრივების თქმით ამ ქუჩის ტროტუარების სხვა მონაკვეთებიც დატვირთულია და მათი  სხვადასხვა ნაწილი კომერციულ ობიექტებს აქვთ ათვისებული, ქუჩაზე კი მაქნების ინტენსიური მოძრაობაა დილიდან გვიან …

ზიპლაინი მახუნცეთში მდინარე აჭარისწყლის კალაპოტს და სოფლის ცენტრს დაფარავს – ახალი პროექტი

კომპანია „ჯეტ გრუპი“ სოფელ ზედა მახუნცეთში ზიპლაინის მოწყობას გეგმმავს, კომპანია სპეციალური გრავიტაციული გზის მოსაწყობად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს გამოიყენებს. რეესტრის მონაცემებით შესაბამისი შეთანხმება კომპანიას აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინიტროსთან უკვე გაფორმებული აქვს. პროექტის შეთანხმების მოთხოვნით კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც მიმართა, რადგან ტერიტორია, სადაც „ჯეტ გრუპი“ მშენებლობას გეგმავს ძეგლის დაცვის ზონაშია. სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომის …

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპის ვადები შეიცვალა – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის ვადები შეიცვალა. სამინიტროში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს. მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 20 აგვისტოს ნაცვლად 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. სამინიტროს განმარტებით ვადები ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით გახანგრძლივდა. „სამინისტროში შემოსული …

ბათუმში კორონავირუსი ერთ ოჯახში 5 პირს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საუბარია ერთ ოჯახში ინფიცირებულ 5 ადამიანზე. ამის შესახებ დღეს, 11 ივლისს, ჟურნალისტებთან განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ინფიცირების პირველწყარო სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც თავდაპირველად ვირუსი არ დაუდასტურდა, ახლა კი ოჯახის 5 წევრი, მძღოლის ჩათცლით, ინფიცირებულია. ოთხი ინფიცირებული გადაყვანილია თბილისში, მათგან 2 არასრულწლოვანია. ნინო ნიჟარაძის …

დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა – 11 ივლისის მონაცემები

11 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი. დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 981 შემთხვევა, 851 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231 ადამიანი. __________ ფოტოზე: ლუგარის ცენტრის თანამშრომლები.

გონკურის პრემიის გამარჯვებული ფრანგი ავტორი საქართველოში წელს პირველად გამოავლინეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველო წელს პირველად შეუერთდა გონკურის პრემიის გამცემი ქვეყნების რიგებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული მედიათეკის სტუდენტურმა ჟიურიმ დაასახელა საქართველოში გონკურის პრემიის 2020 წლის გამარჯვებული ავტორი ჟან ლუკ კუატალენი, რომანით – „შვილის …

თბილისიდან ფრენები პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით 13 ივლისიდან აღდგება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ, დღეს, 10 ივლისს მიიღო. საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან აქვს გახსნილი – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ დადგენილებით ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლითაც შეჩერებულია საერთაშორისო …

„ერდოღანი ვა-ბანკზე მიდის“ – რატომ დასჭირდათ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება

„არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე ერდოღანს ბევრი აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი და ისევ რელიგიური პოპულიზმის გამოყენებას ცდილობს,“ – მიიჩნევს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე. ეს გადაწყვეტილება თურქეთში დღეს, 10 ივლისს მიიღეს. სანდრო ბაკურაძე ელის, რომ აია სოფიას, როგორც მეჩეთს, საზეიმოდ 15 ივლისს გახსნიან. ეს თარიღი სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, ანუ 4 წლის წინანდელ პროცესებს… აღმოსავლეთმოცდნე …

Exit mobile version