10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს

თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანია სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. შპს „საბადური ვილაჯეს“ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბდურის ტყის“ მიმდებარედ ტურისტული ინფრასტურქტურის მოსაწყობად 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული. 10 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბადურის …

ცესკოს მდივნის ცოლს, თამარ კაპანაძეს მამამთილმა 140 000 დოლარი აჩუქა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის მეუღლეს, მამამთილმა გასულ წელს 140 000 აშშ დოლარი აჩუქა. ამ სოლიდური საჩუქრის შესახებ გიორგი ჯავახიშვილმა 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა. ცესკოს მდივნის მეუღლე, თამარ კაპანაძე, თავადაც ცესკოს თანამშრომელია, ის საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილებას ხელმძღვანელობს და მისი შემოსავალი 2020 წელს 45 431 ლარი იყო. კერძო კომპანიებიდან, რომელთა …

დაგვაში მიტოვებული კულტურის სახლი გაქურდეს – „დარაჯი არ ჰყავს“

ქობულეთში, სოფელ დაგვაში, კულტურის სახლი გაქურდეს. სახლს ბერძნული აკროპოლისის ფასადი ჰქონდა და წლებია მიტოვებული იყო. სახელმწიფომ მისი რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსი ვერ გამოძებნა. ისტორიულ სახლს არც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. კულტურის სახლის მშენებლობა სოფელ დაგვაში 1953 წელს დაიწყეს. ეს ის სოფელია, სადაც ქართველები და ბერძნები ერთად ცხოვრობდნენ. დაგვის კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა …

ახალი „კვანტური კომპიუტერები“ – საფრთხე და სიკეთე ადამიანებისთვის

ახალი თაობის კვანტური კომპიუტერები მეოცე საუკუნის ბოლოს შექმნილი კომპიუტერებისგან განსხვავებული პრინციპით მუშაობენ. თეორიულად, დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გაცილებით სწრაფები გახდნენ ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კვანტურ კომპიუტერს შეეძლება რამდენიმე წამში წარმოუდგენლად რთული და დიდი ამოცანების შესრულება, რისთვისაც ჩვეულებრივ კომპიუტერს რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. შეეძლება, მაგალითად, მონაცემების გაშიფვრა მილიარდ სხვადასხვა ვარიანტად. BBC-ი წერს, რომ ასეთი …

ბაზარზე 40-დან 23 დასახელების სათამაშო ხარისხს ვერ აკმაყოფილებს

ზედამხედველობის სააგენტომ 2021 წლის დეკემბერში ბაზარზე არსებული სათამაშოებისა და სამშენებლო მასალების ხარისხი შეისწავლა. მონიტორინგის მასალების მიხედვით, შემოწმდა 15 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე შემოტანილი 40 დასახელების სათამაშო, აქედან 23 დასახელების სათამაშოში აღმოჩნდა შეუსაბამობები. „აღნიშნულ სათამაშოებზე გამოიცა რეალიზაციის შეჩერების დადგენილება. გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ეკონომიკური ოპერატორები აღარ ახორციელებდნენ შეუსაბამო პროდუქტების რეალიზაციას“, – წერს …

მივაღწევთ თუ არა ჯოგურ იმუნიტეტს? – რას ამბობენ სპეციალისტები

პანდემიის პირველივე დღეებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ თუ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი აიცრებოდა ან დაინფიცირდებოდა ვირუსით, შესაძლებელი იქნებოდა COVID-19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება, თუმცა კორონავირუსის ძირითადი შტამი სწრაფად გარდაიქმნა ახალ ვარიანტებად, რის შედეგადაც ვირუსით ხელახლა ინფიცირდებიან ვაქცინირებული ან ის ადამიანები, რომელთაც კოვიდი უკვე ჰქონდათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით იმედი ქრება. ზოგიერთმა …

საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის. „2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით პარასკევს აჭარის სანაპირო ზოლში წვიმა, მთაში ზოგან თოვა დღის განმავლობაში შენარჩუნდება; შაბათ-კვირა კი, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ძირითადად უნალექოდ ჩაივლის. ობსერვატორიის მონაცემებით, 28 იანვრის 21 საათიდან 29 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – …

დახურულია 1 სკოლა, ონლაინ სწავლობს 42 კლასი – კოვიდი სკოლებში

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია ერთი სკოლა, დისტანციურად კი 42 კლასი სწავლობს. სრულად დახურულია ერთი კერძო სკოლა. დახურული კლასები: ბათუმში -37 ქობულეთში – 2 ხელვაჩაურში – 3 28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

აჭარაში კოვიდის 1 523 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 5 პაციენტი – 28 იანვარი

28 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში რეგიონში 5 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის აჭარის რეგიონში: 686 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტია – 127 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებში 661 ადამიანი მკურნალობს. 28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 …

დადასტურდა 17 066 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 პაციენტი – კორონავირუსი

28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 127 234 , ბოლო 24 საათში – 17 066 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 986 928 , ბოლო 24 საათში – 5 397 მათ შორის გარდაცვლილი – 14 870 , ბოლო 24 საათში – 30 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 64 412, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 41 613, …

როგორ გათავისუფლდნენ ბათუმელი ქალები ანტივაქსერების გავლენებისგან

54 წლის ინგა ღირდალაძე და 42 წლის მარინა ბერიძე ჰყვებიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ კოვიდ-ვაქცინაციაზე, ჭორების, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბევრი დეზინფორმაციისა და იმ ანტივაქსერების გავლენით, ვისაც ვირუსის გამოჩენამდე ენდობოდნენ. მარინა ფაიზერის პირველი დოზით 23 იანვარს აიცრა და აპირებს, რომ მეორე და მესამე დოზითაც აიცრას. ინგამ კი ახლახან გადაიტანა „ომიკრონის“ ვირუსი და მაშინვე …

რატომ არემონტებს ბინას ფინანსთა სამინისტრო ბათუმში – ტენდერი 41 ათასი ლარით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე კორპუსის მე-2 სართულზე ბინას არემონტებს. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 41 540 ლარია გამოყოფილი. სამინისტრომ ამ თანხით ტენდერიც გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ ბინაში ოფისი მოეწყობა – ცენტრალური გათბობით, ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებით, კომპიუტერული ქსელით. ბინის გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 4 თებერვალს დაიწყება …

16,4 მილიონი ლარი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობისთვის ბათუმში – ტენდერი

კოლეჯი „ბლექსი“-ს შენობის მშენებლობაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი 16 420 243 ლარით გამოაცხადა. კოლეჯის ახალი შენობა ბათუმში, სვიშევსკის ქ N1-ში უნდა აშენდეს. „პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი შენობა, შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, უმეტეს ნაწილზე გამოყენებულია საჩრდილობლები კომპოზიტური პანელებით. პირველ სართულზე ძირითადად განლაგებულია სახელოსნოები, სასადილო დარბაზი სამზარეულოთი, ჰოლი სპორტული სივრცით. II და III სართულებზე – ადმინისტრაციული …

რა სიმპტომების დროს უნდა დარჩეთ სახლში – NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს სიმპტომების ჩამონათვალს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში ან გადახვიდეთ საიზოლაციო სივრცეში. კერძოდ, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: ყელის, თავის ან წელის ტკივილი სურდო ზომიერი ცხელება ხველა ღამით ოფლიანობა საერთო სისუსტე NDCD-ის გაფრთხილებთ, ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დარჩით სახლში ან გადადით საიზოლაციო სივრცეში. მაქსიმალურად შეზღუდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტი …

ბავშვები გაიყვანეს ბათუმის საბავშვო ბაღიდან, რომლის რეაბილიტაციაზე 799 ათასი ლარი დაიხარჯა 

ბათუმის მე-13 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ განაცხადა დღეს, 27 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზმა. მისი თქმით, საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა ბაღი დღეს აღარ ფუნქციონირებს. ის, რომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება შეჩერებულია, „ბათუმელებს“ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაშიც დაგვიდასტურეს. გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით დიასამიძის თქმით, დოკუმენტაცია შენობაში არსებულ …

ერდოღანი ზელენსკის და პუტინს თურქეთში სთავაზობს შეხვედრას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვედრას ანკარაში სთავაზობს. „ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში თურქეთი მზადაა ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას. თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის არ გაღრმავდეს და კრიზისში არ გადაიზარდოს“ – განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს უკრაინას. „ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური რუსეთისთვის …

კოვიდის 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

27 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის17 484 ახალი შემთხვევა. გასულ დღე-ღამეში კოვიდით გარდაიცვალა 27 პაციენტი. 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.58%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარაში – 2 255, იმერეთში – 2 222, ქვემო …

აჭარაში კოვიდის 2255 ახალი შემთხვევა დადასტურდა

27 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 255 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 658 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 50 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონში კოვიდსასტუმროშია 652 ადამიანი. დღეს, 27 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის  17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა.

როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა – ახალი ვადა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2023 წლამდე უნდა დასრულდეს – ესაა ამ დროისთვის ახალი ავტომაგისტრალის დასრულების ახალი ვადა, რომელიც გზის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენჯერმე შეიცვალა. „პროექტის მიხედვით ბათუმის შემოვლითი გზის  მშენებლობის დასრულება მიმდინარე, 2022 წლის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, დღეს, 26 იანვარს. გასულ წელს კი, დეპარტამენტიდან ოფიციალურად მოგვწერეს, რომ ბათუმის შემოვლითი …

ფსორიაზის დაფინანსება და სხვა სიახლეები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს აჭარაში რამდენიმე ახალი პროგრამა ამუშავდა, კერძოდ ამოქმედდა ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროგრამა და დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა განმარტავს, რომ პროგრამა წელს პილოტურ რეჟიმში იმუშავებს, იგი საწყის ეტაპზე 30 ბენეფიციარზეა გათვლილი და მოიცავს რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის …

რას წერენ ბათუმის საკრებულოს წევრები, როცა საკრებულო არ მუშაობს

იმის მიუხედავად, რომ ბათუმელებს არაერთი პრობლემა აქვთ, ხოლო საკრებულო გაჩერებულია, ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ წევრების ფეისბუქგვერდებს თუ გადახედავთ, იფიქრებთ, რომ ბათუმში ადამიანებს არ აწუხებთ, მაგალითად, სოციალური პრობლემები, სიღარიბე, უკანონო მშენებლობები, მათ შორის, ბულვარში, გაუმართავი შუქნიშნები, ან ქალაქის უბნები, სადაც ამ დრომდე კანალიზაციის სისტემა არ აქვთ, ქუჩები, უკვე ყოველ სეზონზე ერთხელ რომ თხრიან. ბათუმის საკრებულოს წევრებს აქვთ …

 34 წლის ადრიანა – უკრაინის არმიაში 21 ათასი რეზერვისტი ქალი ვართ 

ადრიანა სუსაკი 34 წლის უკრაინელი რეზერვისტი ქალია. თუ რუსეთი უკრაინასთან ომს დაიწყებს, ადრიანა რეზერვისტთა პირველ ნაკადთან ერთად იბრძოლებს. უკრაინაში ადრიანას მსგავსად ახლა 21 ათასი რეზერვისტი ქალია მობილიზებული. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი 57 ათასი სამხედრო ქალია. ადრიანას ბათუმიდან კიევში დღეს ვესაუბრეთ. ადრიანა სუსაკი: კიევში ვცხოვრობ მეუღესთან და 6 წლის შვილთან ერთად. ომის ბავშვია. 2014-15 წლის ყირიმის …

თურქეთში კვლავ დიდთოვლობას ელიან

მეტეოროლოგები თურქეთში კვლავ თოვლიან ამინდს ელოდებიან დღეიდან, 26 იანვრიდან, ქვეყნის 33 პროვინციაში. დიდთოვლობის გამო თურქეთის ცალკეულ პროვინციებში შეფერხებულია გადაადგილება რამდენიმე საავტომობილო გზაზე, მათ შორის, დაიკეტა სამხრეთის მაგისტრალი. სპეციალისტები ახლა თოვლიან ამინდს ელიან შავიზღვისპირეთსა და ანტალიის რეგიონში, სადაც 30 წლის განმავლობაში წელს პირველად მოთოვა. მთავრობა მძღოლებს მოუწოდებს თვალი ადევნონ განახლებად ინფორმაციას გზების მდგომარეობის შესახებ და თავი …

თუ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, საქართველო ვერ გადარჩება – ქართველო მებრძოლი უკრაინაში

„ვალდებულად ვთვლი თავს, რომ უკრაინას დავუდგე გვერდით, სხვა რა გითხრათ,“ – ამბობს ზაქარია შუბითიძე, რომელიც უკრაინაში ორი დღის წინ ჩავიდა და „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. „ქართულ ლეგიონში“ ამ დროისთვის დაახლოებით 130 მებრძოლია. მათი თქმით, მდგომარეობა ისევ უკიდურესად დაძაბულია. „ქართული ლეგიონი“ ამ ეტაპზე სამოქალაქო პირების ორგანიზებულ ჯგუფებს ეხმარება წვრთნებში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, საველე …

გერმანიაში კოვიდის 164 ათასი ახალი შემთხვევაა

გერმანიაში კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღე-ღამის განმავლობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალ მაქსიმუმს მიაღწია. რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, 26 იანვარს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 164 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში გერმანიაში 166 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანაში გადატვირთულია კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ორი დღის წინ, 24 იანვარს, გერმანიის კანცლერმა, შოლცმა განაცხადა, რომ შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით ახალი შეზღუდვების …

„ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

„როცა ხელისუფლება ეუბნება პოლიციას, რომ დაიცვას, მაგალითად, სულიკო თებიძის ვადაგასული საკრებულო, რომელმაც ბათუმელების ნების საწინააღმდეგოდ მიიღო ბათუმის ბიუჯეტი, ის ყველაფერზე წამსვლელია… პოლიციას ეუბნება ხელისუფლება, რომ მთავარია, მისი ძალაუფლება დაიცვას და ყველაფრის უფლება აქვს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. დღეს, 26 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა …

ბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები დაამტვრიეს – რას ამბობენ მერიაში

ბათუმის ცენტრალურ პარკში რამდენიმე თვის წინ ახალი ქვის სკამები დაამონტაჟეს. ამ სკამებიდან ერთ-ერთი სკამი უკვე დააზიანეს. ქვის სკამის ერთი მხარე მთლიანად ჩამომტვრეულია. ამ ერთ სკამში ბათუმის მერიას 4500 ლარი აქვს გადახდილი. სულ შეიძინეს 50 ცალი. „ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ დაიწყო მოკვლევა ფაქტზე. თავდაპირველად მერიაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებდნენ, მოგვიანებით კი ასეთი განცხადება …

ვირუსის შემთხვევების მატების გამო ბათუმში 2 კოვიდსასტუმრო დაამატეს

კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო ბათუმში კიდევ ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ამ ორ სასტუმროსთან ხელშეკრულებები ჯამში 250 ათას ლარზეა გაფორმებული. 26 იანვრის მდგომარეობით, ბათუმში საკარანტინე ზონა/კოვიდსასტუმრო უკვე 10 სასტუმროშია მოწყობილი. „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ კვლავ შესყიდული იქნა 2 ახალი სასტუმროს მომსახურება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო პაციენტების მოთავსება/დაბინავება“, …

ბათუმში წვიმა, მთაში თოვა – როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში ნალექი. მთაში თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 3-8 გრადუსი სითბო; შიგამთიან რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით …

აჭარაში კორონავირუსის 1958 შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 1958 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობას 650 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 132 პაციენტის მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზეა – 51. კოვიდსასტუმროშია 656 ადამიანი, საკარანტინე სივრცეშია 4 პაციენტი. დღეს, 26 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.

„მე მახსოვს აგვისტოს ომის დროს უკრაინა როგორ უჭერდა მხარს საქართველოს“ – უკრაინელი ქალი

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება. პარტნიორი ქვეყნების ნაწილმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღისა და ფულის მიწოდება. ომის საფრთხის რეალური მოლოდინი აქვთ უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც. ირინა დოცენკო …

კოვიდის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა  39 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარაში – 1 958, იმერეთში – 1 990, ქვემო ქართლში – 831, შიდა ქართლში – 877, გურიაში – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 680, კახეთში -704, …

გენერალური პროკურორის ხელფასი 7 260 ლარი გახდა, აჭარის პროკურორის – 6 160 ლარი

საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 2022 წლის იანვრიდან 660 ლარით გაიზარდა. შესაბამისად გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 260 ლარი იქნება. აქამდე მისი ხელფასი 6 600 ლარი იყო. ხელფასები გაეზარდათ გენერალური პროკურორის მოადგილეებს და სხვა თანამშრომლებსაც. მაგალითად, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი იქნება 6 820 ლარი [6 200 ლარის ნაცვლად]; გენერალური  პროკურორის მოადგილის ხელფასი …

აშშ-ის რამდენიმე შტატმა Google-ს სასამართლოში უჩივლა

ორშაბათს, 24 იანვარს, აშშ-ის რამდენიმე შტატმა შეიტანა სარჩელი გუგლის წინააღმდეგ, ისინი კომპანიას ადანაშაულებენ ინტერნეტმომხმარებელთა გეოლოკაციის შესახებ ინფორმაციის უკანონო შეგროვებაში, მაშინაც კი, როცა მომხმარებლები გარკვევით მიუთითებდნენ, რომ მათ არ სურდათ ამ ინფორმაციის გახმაურება. როგორც წესი, Android-ის ოპერაციული სისტემისა და iPhone-ის მომხმარებლებს გუგლი სთავაზობს გაააქტიურონ საკუთარი მდებარეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის ოფცია, რასაც ან თანხმდება მომხმარებელი, ან არა. …

ქუჩები ბათუმში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 26 იანვარს, ქსელის გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია გაეთიშება ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრები აბონენტების ნაწილს. კერძოდ, ბათუმში 12:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეიზღუდება ელექტროენერგია ინასარიძის, ნინოშვილის, ხიმშიაშვილის, კობალაძის, აბუსერიძის, ლორთქიფანიძის, აბაშიძის, ზ. გორგილაძის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ზღვისპირა პარკსა და ანგისის დასახლებაში. 11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით გაითიშება შუქი აეროპორტის გზატკეცილზე, …

Exit mobile version