14 წევრის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვებაზე, კომენტარი დღეს 22 იანვარს გააკეთა გიორგი გახარიას რეგიონულმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ უთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პარტიის დატოვებაზე განაცხადეს, დიდი ხანია პარტიის წევრები აღარ არიან. „ოცნების“ ხელწერა უცვლელია. ეს იყო მათი დაგეგმილი და ამ ადამიანების ბრალდებებიც იმ კამპანიის გაგრძელება იყო, რაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა …
Category Archives: მთავარი
სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე
დღეს 22 იანვარს, ბათუმში ევროპის მოედანზე ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რადგან ორივე ქვეყანა რუსეთის ღია აგრესიის პირისპირ დგას. „დღეს უკრაინა ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორც ჩვენ ვიმყოფებოდით 2008 წლის ზაფხულში. ძალიან ახლოს ომთან. ამიტომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა უკრაინელებისადმი. …
Continue reading “სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე”
მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ სწავლის ფორმატი აირჩიონ
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8 -ს და მოსწავლეების 0,1 %-ს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი ქვეყნის მასშტაბით. „სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა“. ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა …
Continue reading “მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ სწავლის ფორმატი აირჩიონ”
რატომ უნდათ ბსუ-ს სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლა? – 5 მოსაზრება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობისა და ასაკის სტუდენტები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, წასვლის სურვილის ძირითად მიზეზად განათლებას ასახელებენ. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ საქართველოში და მათ შორის ბსუ-შიც, განათლების დონე არ არის მაღალი და სწავლის პერიოდში მათ არ ეძლევათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანისა და გამოყენების შესაძლებლობა. ეს სტუდენტები საზღვარგარეთ წასასვლელად უკვე ემზადებიან და უცხო ენაში …
Continue reading “რატომ უნდათ ბსუ-ს სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლა? – 5 მოსაზრება”
აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 13-18 წლის გოგოებისთვის უფასო გახდა
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ამიერიდან, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13-18 წლის გოგოებისთვისაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. აქამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა მხოლოდ 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია ღირებულების გადახდის შემთხვევაში, თუმცა მისი ფასი საკმაოდ მაღალი – დაახლოებით 400 ლარია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის …
Continue reading “აცრა, რომელიც საშვილოსნოს კიბოსგან იცავს, 13-18 წლის გოგოებისთვის უფასო გახდა”
ბათუმი წელს 46,4 მილიონს გადაუხდის KfW-ს და EBRD-ს სესხის ძირსა და პროცენტში
ბათუმის ბიუჯეტიდან სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დასაფარად 2022 წლის განმავლობაში 46 446 900 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას მერია ორ ნაწილად გადაიხდის – ივნისსა და დეკემბერში. მერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხების მომსახურებას ფარავს. აღნიშნული 46,4 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ ვალის ნაშთი 2022 წლის ბოლოსთვის 301 …
Continue reading “ბათუმი წელს 46,4 მილიონს გადაუხდის KfW-ს და EBRD-ს სესხის ძირსა და პროცენტში”
ფერიის ბავშვთა პანსიონი სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო – PHR
არასამთავრობო ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფერიის პანსიონი სამართალდამრღვევად ცნო. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის უფლებებს იცავს, პანსიონში ყოფნის დროს მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო. „როდესაც 2021 წლის 16 სექტემბერს ორგანიზაციამ განცხადებით მიმართა ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდს (ფერიის პანსიონი) და ითხოვა ყოფილი აღსაზრდელის შესახებ მათთან …
Continue reading “ფერიის ბავშვთა პანსიონი სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო – PHR”
„გეფიცებით თოხებით მივუვარდებით მერს, თუ აქ ვინმეს რამე მოუვა“ – აგარაში 11 ოჯახს ზვავის ეშინია
ქედაში, სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ სოფელში 11 ოჯახი ზვავსაშიშ ზონაში. აქ დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია გზა და არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. „აქ სახლები მეწყრული პროცესების გამოც დაბზარულია და ყოველდღე შეიძლება მოვლენები ცუდად განვითარდეს“, – მოსწერეს „ბათუმელებს“ სოფლიდან. სოფელში გვიყვებიან, რომ ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსი 3 წლის წინ ააშენეს, თუმცა მთავრობა ოჯახების …
რატომ დატოვა გახარიას პარტია ბათუმში 14-მა წევრმა
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია – „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მათ დღეს, 21 იანვარს განაცხადეს. პარტიის წევრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე პარტიაში განხილვის გარეშე, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებში და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა განცხადებაც გაავრცელეს. პარტიის ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ ირაკლი …
Continue reading “რატომ დატოვა გახარიას პარტია ბათუმში 14-მა წევრმა”
სუსის უფროსის, ლილუაშვილის ხელფასი თვეში 9 350 ლარი იქნება, გაიზარდა მოადგილეების ანაზღაურებაც
მთავრობის დადგენილებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ხელმძღვანელობის და სხვა თანამშრომლების ხელფასები 2022 წლის იანვრიდან გაიზარდა. 850 ლარით გაიზარდა სუსის უფროსის ხელფასი. შესაბამისად, სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, 2022 წლის იანვრიდან ხელფასი 9 350 ლარი დაერიცხება, 8 500 ლარის ნაცვლად. 750 და 725 ლარით გაეზარდათ ხელფასები სუსის უფროსის მოადგილეებსაც: პირველი მოადგილის ხელფასი 7 500 ლარის ნაცვლად …
რეგულირების სააგენტო – პრეპარატი მაგნევისტის რეალიზაცია და გამოყენება შეჩერდა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იუწყება, რომ ფარმაცევტული პროდუქტი “მაგნევისტის” რეალიზაცია და გამოყენება დროებით შეჩერებულია. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) გამოაქვეყნა განცხადება გადოლინიუმის შემცველი კონტრასტული საშუალებების გამოყენების შეზღუდვასა და შეჩერების შესახებ. EMA-ს სამეცნიერო დასკვნაზე დაყრდნობით ეს მედიკამენტები იწვევენ თავის ტვინსა და სხვა ქსოვილებში გადოლინიუმის დეპოზიტების განვითარებას სხეულის სკანირების დროს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიისას. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გასცა …
Continue reading “რეგულირების სააგენტო – პრეპარატი მაგნევისტის რეალიზაცია და გამოყენება შეჩერდა”
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზებს შორისაა – კვლევა
წამლისადმი ბაქტერიების რეზისტენტობა მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩნდა. ამ დასკვნამდე მივიდნენ სამეცნიერო ჟურნალში Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები. ანტიმიკრობული რეზისტენტობა არის მიკროორგანიზმის უნარი, გადარჩეს და წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიმიკრობული პრეპარატების ზემოქმედებას, რაც აძნელებს ინფექციის მკურნალობას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ანტიმიკრობული საშუალება, რომლებიც მოქმედებენ სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმის წინააღმდეგ. მაგალითად, ანტიმიკრობული მედიკამენტები ან ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიების წინააღმდეგ, ანტივირუსული საშუალებები …
Continue reading “ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზებს შორისაა – კვლევა”
„ავადმყოფი 2 კილომეტრი ხელით ვატარეთ“ – ხალა წყლის, გაზის, შუქისა და გზის გარეშე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიდან, რომელიც ზღვის დონიდან მხოლოდ 160 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ავადმყოფი სოფლის ცენტრამდე მოსახლეობამ ხელით გადაიყვანა. სოფლის შიდა გზები ამ დრომდე გაწმენდილი არ არის, ამიტომაც სასწრაფო დახმარების ჯგუფის მანქანამ მხოლოდ სოფლის ცენტრამდე მისვლა შეძლო. სოფლის ცენტრამდე მოსახლეობამ ავადმყოფი 2 კილომეტრი ხელით ატარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შიდა სასოფლო გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია, რადგან გზა …
Continue reading “„ავადმყოფი 2 კილომეტრი ხელით ვატარეთ“ – ხალა წყლის, გაზის, შუქისა და გზის გარეშე”
გერმანიას სურს 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან ყოველწლიურად
გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას სურს, ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან დემოგრაფიული პრობლემებისა და სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს გერმანიის მმართველი პარტიის – „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ლიდერის, კრისტიან დურის განცხადებაზე დაყრდნობით. დურმა ამ საკითხზე გერმანულ გამოცემასთან, WirtschaftsWoche-თან ისაუბრა. „კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც შეაფერხებს ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ამ …
Continue reading “გერმანიას სურს 400 000 კვალიფიციური მუშაკი მიიზიდოს უცხოეთიდან ყოველწლიურად”
პრობლემა გაქვთ? – მიაკითხეთ ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციას, გელოდებიან
თუ ქალაქში პრობლემა შეგექმნათ, ხელისუფლებას ხმა ვერ მიაწვდინეთ და დახმარება გჭირდებათ, ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციას მიმართეთ. „ფრაქციაში“ აცხადებენ, რომ მუშაობენ, მოსახლეობას ხვდებიან, პრობლემებს განიხილავენ და აგვარებენ. ამასთან დაკავშირებით ფრაქციამ საკრებულოს „ფეისბუქგვერდზე“ საგანგებო განცხადებაც გამოაქვეყნა. ფრაქციის წევრებთან შესახვედრად საკრებულოს შენობაში შეგიძლიათ მიხვიდეთ 12 საათიდან 16 საათამდე. ფრაქციის თავმჯდომარეა თენგიზ აფხაზავა. მისი მოადგილეები არიან: ზურა ნაკაიძე, გოჩა …
Continue reading “პრობლემა გაქვთ? – მიაკითხეთ ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციას, გელოდებიან”
მიწის უფასო რეგისტრაციაზე დამატებით 300 ამზომველი იმუშავებს – სააგენტო
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრში დამატებით 300 ამზომველი დასაქმდება. „მიწის ნაკვეთების ამზომველთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ფაზაში კანდიდატები უკვე შეირჩა. მოხდება მათი პროფესიული გადამზადება და სერტიფიცირება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საკადასტრო აგეგმვითი სამუშაოების გასამარტივებლად, ამზომველებს უახლესი გეოდეზიური აპარატურით უზრუნველყოფს, რაც მონაცემთა მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს განაპირობებს“, – …
Continue reading “მიწის უფასო რეგისტრაციაზე დამატებით 300 ამზომველი იმუშავებს – სააგენტო”
ბათუმში, თამარის დასახლებაში, წყალი საღამომდე შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 21 იანვარს, 12:00-დან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება თამარ მეფის გამზირსა და დასახლებაში. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.
სოფელ ლეღვაში სახლი ჩამოინგრა – დიდთოვლობა ქობულეთში
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. სახლში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, სახლის ჩამონგრევის სავარაუდო მიზეზი თოვლია. „ამ დროისთვის ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. პირველი ეტაპისთვის მერია დაზარალებულ ოჯახს ბინის ქირას გადაუხდის, შემდეგ კი სახლის მდგომარეობას კომისია შეისწავლის“, – ამბობენ მერიაში. სოფელს ამ დროისთვის არც ელექტროენერგია მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, …
Continue reading “სოფელ ლეღვაში სახლი ჩამოინგრა – დიდთოვლობა ქობულეთში”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 იანვრის 21 საათიდან 22 იანვრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით – 0 – 5 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას”
აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, 21 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 131 ადამიანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 50. კოვიდსასტუმროებშია 563, საკარანტინე სივრცეშია – 6 პაციენტი.
როცა ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირები ხელფასს იღებენ, მაგრამ არ მუშაობენ
2021 წლის დეკემბერში ბათუმის საკრებულოს ორი სხდომა ჩაიშალა, ქვორუმი არ შედგა. ამ ორიდან: პირველ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ფრაქციის 16 და ერთი დამოუკიდებელი წევრი, ასევე, გახარიას პარტიის 2 წევრი არ გამოცხადდა. შესაბამისად, ქვორუმისთვის საჭირო 18 წევრი ვერ შეიკრიბა. მეორე სხდომაც იმავე მიზეზით ჩაიშალა, ამჯერად სხდომაზე დასასწრებად გახარიის პარტიის ერთი წევრი მივიდა, თუმცა ქვორუმის ვერმიღწევის გამო სხდომა …
Continue reading “როცა ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირები ხელფასს იღებენ, მაგრამ არ მუშაობენ”
49 გარდაცვლილი და კოვიდის 8767 ახალი შემთხვევა – 21 იანვარი
21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8767 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარაში – 851, იმერეთში – 861, ქვემო ქართლში – 351, შიდა ქართლში – 538, გურიაში – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთში – …
Continue reading “49 გარდაცვლილი და კოვიდის 8767 ახალი შემთხვევა – 21 იანვარი”
როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“
„ის ხშირად მიმეორებს: შენ რომ მოგკლავ, მაშინ მოვრჩებიო… არადა, კარგი ადამიანია. ზოგჯერ ასეა. მართლაც რომ დამარტყას? მერე დაიწყებენ გამოძიებას, არა? რა მნიშვნელობა აქვს, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ან საერთოდ გამოიძიებენ თუ არა რამეს?“- კითხულობს ნანა გ. მის ქმარს დაახლოებით 15 წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ნანამ არ იცის, როგორ იმოქმედოს ისე, რომ მას და გარშემომყოფებს …
ოპოზიცია ისევ სხდომას ითხოვს, „ოცნება“ ამბობს, რომ არ გამოვა – ბათუმის საკრებულო
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის ჩანიშვნას ისევ ითხოვს, „ოცნება“ კი ისევ ამბობს, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, „სხდომის ჩანიშვნის აზრს ვერ ვხედავთ“, ვიდრე მოლაპარაკებები და გარკვეული შეთანხმება არ მოხერხდება. სხდომის ჩანიშვნას ამჯერად გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით დღეს საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შესაბამისი მოთხოვნა საკრებულოში უკვე დაარეგისტრირა. აკაკი …
Continue reading “ოპოზიცია ისევ სხდომას ითხოვს, „ოცნება“ ამბობს, რომ არ გამოვა – ბათუმის საკრებულო”
შავი ზღვის ორაგული აჭარაში „ხელვაჩაური 1“ ჰესის გამო გაქრა – რა ელის სხვა სახეობებს
შავი ზღვის ორაგული მხოლოდ შავი ზღვის აუზში გავრცელებული თევზის ენდემური სახეობაა, მსოფლიო იქთიოლოგებმა ის დამოუკიდებელ სახეობად გამოყვეს და მისი ლათინური სახელწოდებაა Salmo labrax. შავი ზღვის აუზის გარდა სხვაგან არსად გვხვდება თევზის ეს სახეობა. საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში შავი ზღვის ორაგული აფხაზეთის გარდა ყველგან გაქრა. მისი წონა 16, 20 კილოგრამს აღწევს და ძვირფას თევზად მიიჩნევა. …
ბათუმში ლერმონტოვის ქუჩის ნაწილი 2 თვეა ჩაბნელებულია – რას ამბობენ მერიაში
დაახლოებით ორი თვეა, რაც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის უმეტეს ნაწილზე გარეგანათება არ მუშაობს. ღამით ჩაბნელებულ ქუჩაზე გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური გახდა უამინდობის დროს, როგორც მძღოლებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში გარეგანათებების დაზიანებული ნათურებისა თუ სხვა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება ლერმონტოვის ქუჩაზე განათება, უცნობია. საქალაქო ინფრასტრუქტურისა …
Continue reading “ბათუმში ლერმონტოვის ქუჩის ნაწილი 2 თვეა ჩაბნელებულია – რას ამბობენ მერიაში”
თოვლიანი ბათუმი | ფოტორეპორტაჟი
დღეს, 20 იანვარს, ბათუმში დილიდან თოვს. თოვლიანი ამინდი ბათუმში კიდევ ერთ დღეს შენარჩუნდება, შაბათ-კვირას კი გამოიდარებს.
ქობულეთის შემოვლით გზაზე შეზღუდვებია
ქობულეთის შემოვლით გზაზე თოვლის გამო პერიოდულად საცობები იქმნება. გზაზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვებია დაწესებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ აჭარის სანაპირო ზოლში დღეს, 20 იანვარს, დილიდან ინტენსიურად თოვს: როგორი ამინდი იქნება ბათუმში დღეს და ხვალ
რაში დახარჯავს 12 მილიონ ლარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით“ 2022 წელს სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, რაშიც 12 მილიონამდე ლარს, ტენდერის გარეშე დახარჯავს. ადმინისტრაციის განცხადებით, ძირითადი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრებსა და შიდა ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა იქნება. „ადმინისტრაცია გეგმავს საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას, საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას, მიზნობრივ ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას, პრეზენტაციების გამართვასა და, …
Continue reading “რაში დახარჯავს 12 მილიონ ლარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში დღეს და ხვალ
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 20 იანვარს, ბათუმში თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, მცირე თოვაა მოსალოდნელი ღამითაც. ხვალ, 21 იანვარს, ბათუმში ძირითადად მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით – 0 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში დღეს და ხვალ”
აჭარაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, 20 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, 133 მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 48 პაციენტი. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 554 პაციენტი, საკარანტინე სივრცეშია 6 ადამიანი. მთავარი ფოტო: ბათუმი/20.01.2022
27 გარდაცვლილი და კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა – 20 იანვარი
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარაში – 903, იმერეთში – 510, ქვემო ქართლში – 196, შიდა ქართლში – 238, გურიაში – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 211, კახეთში -187, მცხეთა-მთიანეთში …
Continue reading “27 გარდაცვლილი და კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა – 20 იანვარი”
ბათუმის მე-16 სკოლის მშენებლობაზე 14.9 მილიონი ლარი დაიხარჯება – პროექტირება დასრულდა
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობის პროექტირება. სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია სამსართულიანი სკოლის აშენება. სკოლა გათვლილი იქნება 1000 ბავშვზე [40 საკლასო ოთახი] ერთ ცვლაში. სამინისტროს ინფორმაციით, ასევე გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნებით. შენობა იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი. სკოლის …
9 თანამდებობის პირი, რომელთა ხელფასიც თვეში მინიმუმ 12 000 ლარია
დავით საგანელიძე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირია საქართველოში. ის სააქციო საზოგადოება [სს] საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელობს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, დავით საგანელიძე გამორჩეული მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირია იმ მხრივაც, რომ მისი მაღალი ხელფასი ბოლო წლებში კლებადიც არის. კლება კი დაიწყო მას შემდეგ, რაც საგანელიძის ხელფასზე თითქმის ყველა მედიამ დაწერა. მოგვიანებით მან ამაზე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ყოველთვიური …
Continue reading “9 თანამდებობის პირი, რომელთა ხელფასიც თვეში მინიმუმ 12 000 ლარია”
გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ
„როგორ და რის საფუძველზე გაიაფდება მედიკამენტები? თურქეთი, რომელიც ახლაც გვაწვდის მედიკამენტების 25 %-ს, უცებ გადაწყვეტს, რომ უნდა მოგვაწოდოს უფრო იაფად? ვინ გადაუხდის კომპანიებს ამ სხვაობას? წარმოიდგინეთ, ვარ კომპანია, რაღაც მედიკამენტს ვაწარმოებ, რომელსაც საქართველოში ვყიდი 20 დოლარად. უცებ მეუბნებიან ათ დოლარად უნდა გაყიდო. რატომ უნდა გავყიდო ათ დოლარად? ვინ იქნება დისტრიბუტორი ამ მედიკამენტების?“ – ეს და …
Continue reading “გულუბრყვილო იმედია, რომ თურქეთიდან შემოტანით წამლები გაიაფდება – ინტერვიუ”
ვის შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტი წელს აჭარაში
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 52 სხვადასხვა სახის აუდიტს ჩაატარებს [გასულ წელს ჩატარდა 50 აუდიტი]. სამსახურის ინფორმაციით, აჭარის შემთხვევაში მიმდინარე წელს ცალკეული უწყებების ფინანსური აუდიტების ნაცვლად ჩატარდება რესპუბლიკური ბიუჯეტის ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი. აჭარის ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022 წელს ჩატარდება, 2021 წელს მოიცავს. „აუდიტის მიზანია …
Continue reading “ვის შეამოწმებს სახელმწიფო აუდიტი წელს აჭარაში”