როდის განათდება ბათუმის ჩაბნელებული ქუჩები – სია, რომელიც მერიამ მოგვაწოდა

ბათუმის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 29 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება ახალი გარეგანათების დამონტაჟებაზე. მერიის ინფორმაციით, გარეგანათების ძველი სანათები LED სანათებით ჩანაცვლდება. შეიცვლება 14 555 ერთეული სანათი. 31 იანვარს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა იმ 15 ქუჩის ჩამონათვალი, სადაც გარეგანათება თვეების განმავლობაშია გამორთულია, ან ნაწილობრივ არის განათებული. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ბათუმელებმა“ ზუსტად 23 ქუჩის მცხოვრებლებისგან მიიღო ანალოგიური შეტყობინება, რომ …

აჭარაში 32 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 32 სკოლა. ბათუმში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 18 სკოლა, ქედაში – 5, ხელვაჩაურსა და ქობულეთში –  4-4 სკოლა, ხულოში კი – ერთი. დღევანდელი,  2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 26 320 შემთხვევა.

როდის მიიღებენ ბათუმის საბავშვო ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით დიასამიძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პერსონალს ხელფასები 10 პროცენტით, სავარაუდოდ, ერთ თვეში გაეზრდებათ: „აღმზრდელის ხელფასი 800 ლარამდე იქნება“,  –  სავარაუდოდ დარიცხვის გარეშე. მან განგვიმარტა ასევე, რომ გასული წლის სექტემბერში აღმზრდელების ხელფასი 16, 5 პროცენტით გაიზარდა. ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ბაღების გაერთიანების დაფინანსება გასულ წელთან შედარებით 2 მილიონ 800 …

აჭარაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებშია 778 პაციენტი, მათგან მძიმეა 139 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 44 პირი. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებშია 599 ადამიანია. დღეს, 2 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 2 თებერვალი

2 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 44 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 12 804 შემთხვევა, აჭარაში – 2 190, იმერეთში – 3 689, ქვემო ქართლში – 1 581, შიდა ქართლში – 1 466, გურიაში – 439, სამეგრელო – …

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე რეზოლუციაზე – „რუსეთი აგრესორია“

„ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემთვის ნათელია, რომ რუსეთი ახორციელებს აგრესიას. ამ შემთხვევაში ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ამიტომ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი,“ – მიიჩნევს დავით ნარდაია, ის ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილეა. დავით ნარდაია დღეს, პირველ თებერვალს ნატო-ს საინფორმაციო ცენრის ორგანიზებით რეგიონული მედიის ჟურნალისტებს შეხვდა. ონლაინშეხვედრაზე ჟურნალისტებმა კითხვები ძირითადად უკრაინაზე დასვეს …

„ჩემი მშობლები ფრონტის ხაზთან რჩებიან“ – უკრაინელი, რომელიც 5 წელია ბათუმში ცხოვრობს

ნატაშა შევჩენკო მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად უკრაინიდან ბათუმში რამდენიმე წლის წინ გადმოსახლდა და აქ ინტერიერის დიზაინის სტუდია გახსნა. უკრაინაში ნატაშასა და მისი მეუღლის მშობლები, ნათესავები და მეგობრები რჩებიან. ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და 2014 წლის ომს იხსენებს უკრაინაში. ნატაშა შევჩენკო, ბათუმში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე: „5 წელია რაც მეუღლესთან და შვილებთან …

როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ესტონეთში

ვაკო გოგუაძე ბათუმელია. ის ბოლო შვიდი წელია ესტონეთში ცხოვრობს და მუშაობს. ვაკო იმ მიზეზებზე გვიყვება, რის გამოც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და როგორია ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლის ცხოვრება ევროპაში. ვაკო, რამდენი წელია, რაც ესტონეთში ცხოვრობთ და რატომ დატოვეთ საქართველო? უნივერსიტეტი ბათუმში 2009 წელს დავამთავრე და მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ და მინდოდა ჩემს …

ომიკრონის ვარიანტი BA.2 უფრო გადამდებია ვიდრე „ორიგინალი“ – დანიური კვლევა

დანიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტი, რომელიც სწრაფად გავრცელდა დანიაში, უფრო გადამდებია, ვიდრე ომიკრონის უფრო გავრცელებული BA.1 ვარიანტი და უფრო ადვილად შეუძლია აცრილი ადამიანების ინფიცირება. კვლევის შესახებ როიტერსი წერს. კვლევამ, რომელმაც გააანალიზა კორონავირუსული ინფექციები 8500-ზე მეტ დანიურ ოჯახში დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდში, აჩვენა, რომ ომიკრონის BA.2 ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები დაახლოებით 33 პროცენტით უფრო მეტად აინფიცირებდნენ …

პანდემიის პერიოდში ათი ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნა – ჯანმო

გადაგდებული შპრიცები, გამოყენებული ტესტის კომპლექტები და გამოყენებული ვაქცინის ბოთლები COVID-19 პანდემიის შედეგად დაგროვდა და წარმოქმნა ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში, რომელიც დღეს, პირველ თებერვალს გამოქვეყნდა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სასწრაფოდაა საჭირო ნარჩენების უტილიზაციის სისტემების დახვეწა. ჯანმო: COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ დაგროვებულმა ათი ათასობით ტონა …

განახლებას წყლისთვის 179 829 ლარი დახარჯეს, სოფელი უწყლოდაა – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხელვაჩაურის მერიამ ორ სოფელში გემურაულსა და განახლებაში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით გეოლოგიური კვლევისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გადაიხადა. ხოლო სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე 134 829 დახარჯა. თუმცა, სოფელს წყალი არ მიეწოდება. „მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური …

დღეიდან მოქალაქეს კოვიდის დროს შეუძლია მეთვალყურეობა მიიღოს თავისი ოჯახის ექიმისგან – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შეუძლიათ შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ თავიან ოჯახის ექიმს. „დღეიდან შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, გადავედით დეცენტრალიზებულ მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია უკვე კოვიდისთვის მეთვალყურეობა მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც იციან, ვინ არის მათი …

საქართველოში კოვიდით 15 016 ადამიანი გარდაიცვალა – პირველი თებერვალი

stopcov.ge-ის ინფორმაციით, პირველი თებერვლის მდგომარეობით კორონავირუსმა საქართველოში უკვე იმსხვერპლა 15 016 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ყოველდღიურად იზრდება ქვეყანაში ინფიცირების სტატისტიკა. მაგალითად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 24 201 ადამიანი დაინფიცირდა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე, მაგალითად გუშინ, როცა 13 150 ადამიანი იყო ინფიცირებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიდით ინფიცირების სტატისტიკა მუდმივად მზარდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, …

„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე

ბუსტერიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებზე დაკვირვების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბუსტერდოზა გაკეთებული აქვთ, იშვიათია ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა. „ბუსტერიზირებულებში ინფექციის განვითარება ომიკრონის შედარებით იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი …

თიბისიმ ბიზნესების მხარდასაჭერად 50 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი ბანკმა და ფრანგულმა საფინანსო ინსტიტუტმა, „პროპარკომ“ 50 მილიონი დოლარის სასესხო ხეშეკრულებას მოაწერეს ხელი. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერასა და მათი კაპიტალის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ქვეყანაში ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, პროპარკოს რეგიონალური დირექტორი, სტეფან ფრუასარდეი და …

მწვანე პასპორტი გაუქმდა – მთავრობა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ე.წ. მწვანე პასპორტი გაუქმდა. „ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება. ის პირები, რომელთაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ მისით სარგებლობას“ – განაცხადა დღეს, პირველ თებერვალს გიორგი ღიბრაძემ,  საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა. ე.წ. მწვანე პასპორტი, იგივე …

„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ისეთ იურიდიულ პირს დაუკვეთა, რომელსაც მსგავსი სამუშაოს ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2 884 841 ლარი გაიცა. აუდიტმა გამოარკვია, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოების შესასრულებლად სხვა პირები დაიქირავა. საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2019 …

ხელვაჩაურში აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათთან ერთად არიან მოქალაქეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. საპროტესტო აქცია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ აუდიტორების მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის …

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი სხვაგანაც მუშაობს – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი, რომელთა ხელფასზეც ბიუჯეტიდან 230 851 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა. ეს და სხვა ათობით დარღვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია მოცემული, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს. აუდიტის თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სრულფასოვნად არ გამოიყენებოდა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა. ამასთან არ დასტურდება, რომ ის 64 პირი, რომლებიც …

„მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციას კარები და დაელაპარაკოს“ – ენმ-ს წევრი საკრებულოში

ბათუმის მერიის ცენტრალურ შესასვლელში ისევ პოლიციის კორდონი დგას. მერის კაბინეტთან მისვლის უფლებას არ აძლევენ საკრებულოს ოპოზიციის წევრებს, რომლებიც რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს წევრებს პოლიციის კორდონით ესაუბრება. ოპოზიციის წევრები რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვენ ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, თუმცა კარებთან პოლიცია დგას და …

თებერვლის პირველი დღეები ბათუმში უნალექო იქნება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი თებერვლის 21 საათიდან 2 თებერვლის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდბელია  ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12- 17 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი შიდანმთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 – 5 …

ბათუმში სუპერმარკეტის შუშები სავარაუდოდ გაქურდვის მიზნით ჩაამსხვრიეს

დღეს დილით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული სუპერმარკეტების ქსელ „მეტრომარტის“ თანამშრომლებს, მაღაზიის შესასვლელში შუშები ჩამსხვრეული დახვდათ. სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს ან ქურდობის მცდელობას. თანამშრომლებმა არაფერი თქვას, წაღებულია თუ არა სუპერმარკეტიდან თანხა ან პროდუქცია. ადგილზე უკვე მუშაობენ კრიმინალისტები.

რიგები ტესტის ასაღებად – აჭარაში კოვიდის 2 204 ახალი შემთხვევაა

პირველი თებევრლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 776 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე. დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა. ______________ ფოტოზე: კოვიდზე ტესტირების მსურველთა რიგი ბათუმის პირველ პოლიკლინიკასთან. პირველი თებერვალი, 2022.

დადასტურდა კოვიდის 24 201 ახალი შემთხვევა, 36 პაციენტი გარდაიცვალა

პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა. გასულ 24 საათში 36 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28,41%, ბოლო 14 დღის – 21,96%, ბოლო 7 დღის – 24,96%. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდითაა ინფიცირებული 164 572 ადამიანი. მათგან 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში …

ღარიბაშვილს კოვიდი დაუდასტურდა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის ომიკრონის შტამი დაუდასტურდა. განცხადება ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შშმ გოგო ხულოდან: „თმის შეჭრა მინდოდა ბათუმში, მაგრამ უფროსი ყვიროდა – ეტლი გაიყვანეთო“

24 წლის შშმ პირი, ლელა ჯორბენაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში ცხოვრობს. ლელა ამბობს, რომ მისი მთავარი სურვილია შშმ პირებისთვის ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, ოპერაციები, წამლები თუ სხვა რამ, უფასო იყოს.  „დაბადებიდან მაქვს შშმ პირის სტატუსი, როგორც ჩემმა მშობლებმა მითხრეს, 2 წლის ვიყავი პენსია რომ დამენიშნა.  მინდა, რომ ასაკით პენსიონერებისა და ჩვენი პენსიები არ განსხვავდებოდეს, მინდა …

კბილების კრაჭუნს ღამით – რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ ბრუქსიზმს

ბრუქსიზმი კბილების გაუცნობიერებელი და ძლიერი კრაჭუნია, რომელიც ძირითადად ღამით, ძილის დროს ვითარდება და მის მთავარ გამომწვევ მიზეზად სტრესი მიიჩნევა. თუ დილაობით საფეთქლისა და საღეჭი კუნთების დაჭიმულობას უჩივით, გაქვთ თავის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა კბილებზე, შესაძლოა, თქვენც ბრუქსიზმი გაწუხებთ. რა სიმპტომები ახასიათებს ამ მდგომარეობას, როგორ გვაზიანებს და როგორია მისი მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებზე გნათოლოგ-ორთოპედი, …

ბულვარი ქვის სკამებისთვის ლოგოებს ყიდულობს

ბათუმის ბულვარში ქვის სკამებზე დაზიანებულ ლოგოებს მიმდინარე წლის აპრილში აღადგენენ. სწორედ ეს დროა მითითებული ტენდერში, რომელიც ბულვარის ადმინისტრაციამ პრომინადზე არსებული ქვის სკამებისათვის ბრენდირებული ლოგოს დამზადება-მონტაჟზე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 7 ათას 203 ლარია. მაქსიმუმ ამ თანხას გადაიხდის ბულვარი ამჯერად 95 ცალი ლოგოს დამზადებასა და მონტაჟში [ანუ, 1 ლოგოში 75 ლარს და 80 თეთრს]. სატენდერო კომისიის ოქმში …

„სწავლის მიტოვებას ვაპირებ“ – სტუდენტი მრავალშვილიანი ოჯახიდან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი ქართულენოვან პროგრამებზე, ბოლო მონაცემებით, 3 049 სტუდენტმა ვერ შეიტანა. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც უსახსრობის გამო სწავლის მიტოვებას აპირებს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს. ზეინაბ კახაძე პირველკურსელია და ბსუ-ში ბიზნესის ადმინისტრირებაზე წელს ჩააბარა. პირველი სემესტრი გაიარა, თუმცა ამბობს, რომ ონლაინსწავლებით უკმაყოფილოა. ზეინაბი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. იგი ამბობს, რომ …

„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“ – კაცი აჭარიდან უკრაინის ქართულ ლეგიონს შეუერთდა

„მირჩევნია, ჩემს ოჯახს მშვიდად ეძინოს და მე თუ აქ დავიღუპები… ადამიანი თუ დაიღუპება, იმასაც აზრი უნდა ჰქონდეს, ხო? მე სახლში ვიყო და მტერი კარს მომდგომია, მაგას ჯობია მტერი შევაჩერო, სადამდეც შევაჩერებ, სანამ შემოვა ქვეყანაში,“ – გვიყვება რომა ქათამაძე. ის ქობულეთიდანაა და რამდენიმე დღეა უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი …

რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში

„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ. ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში. ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად …

რუსეთის 30-მდე დიპლომატი სამწლიანი ვადის ამოწურვის გამო აშშ-ს ტოვებს

შეერთებული შტატებში რუსეთის საელჩოდან 27 დიპლომატი წავიდა. მათ საელჩო დატოვეს ვაშინგტონის პირობების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც რუს დიპლომატებს აშშ-ში მხოლოდ სამწლიანი ვადით შეუძლიათ დარჩენა. ამ ინიციატივას მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატების გამოხმობა“ უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, არ იგეგმება რუს დიპლომატთა სამწლიანი ლიმიტის შეცვლა. 2021 წლის სექტემბერში აშშ-მ რუსეთის დიპლომატიური მისიის 55-კაციანი …

რას ითხოვენ საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“, როცა ბათუმის მერი ენმ-ის წევრებს არ ხვდება

„კანონის ჩარჩოს გასცდნენ ეს ადამიანები და, აბა, როგორ გინდათ ახლა?“ – ასე აფასებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა დღევანდელ ინციდენტს ბათუმის მერიაში – დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერთან შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სცადეს. მათ არჩილ ჩიქოვანი არ შეხვდა. ოპოზიციონერები სათათბირო ოთახიდან გამოაძევეს. საკრებულოს წევრები რომ მერს ვერ ხვდებიან, ამასაც ოპოზიციას აბრალებს საკრებულოს …

კოვიდის გამო ქობულეთში 6 საბავშვო ბაღი დაიხურა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარაში 8 საბავშვო ბაღი დაიხურა. კორონავირუსის გავრცელების გამო 6 საბავშვო ბაღი დაიხურა ქობულეთში, ერთი ბათუმში და ერთიც შუახევში. დღეის მდგომარეობით აჭარაში 14 სკოლა დაიხურა კოვიდის გავრცელების გამო, მათ შორის, ბათუმში დაიხურა 7 სკოლა. 31 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1734 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში აჭარაში …

ნებისმიერს გადმოგეცემათ სასურველი ტყე – მინისტრი პრემიერის ცოლისთვის ტყის მიცემაზე

„დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებით პრესკონფერენციას, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, თქვენ გადმოგცენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით“, – უთხრა დღეს, 31 იანვარს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტებმა დღეს დავითაშვილს ჰკითხეს, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემაზე. მინისტრის …

ბათუმის პარკში შავი სკამები გათეთრდა და გაიტანეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული შავი სკამების ნაწილმა ფერი შეიცვალა – წვიმისა და თოვლის შემდეგ სკამები გათეთრდა. დღეს, 31 იანვარს, პარკიდან სკამები გაიტანეს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფერის შეცვლის მიზეზი საღებავი გახდა და სკამები ხელახლა შესაღებად წაიღეს. „ბათუმელებს“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანია – „თითოეულ პროექტს გააჩნია საგარანტიო ვადა მსგავსი …

Exit mobile version