„უკრაინაში საქართველოსთვის ვიბრძვი“ – კაცი აჭარიდან უკრაინის ქართულ ლეგიონს შეუერთდა

„მირჩევნია, ჩემს ოჯახს მშვიდად ეძინოს და მე თუ აქ დავიღუპები… ადამიანი თუ დაიღუპება, იმასაც აზრი უნდა ჰქონდეს, ხო? მე სახლში ვიყო და მტერი კარს მომდგომია, მაგას ჯობია მტერი შევაჩერო, სადამდეც შევაჩერებ, სანამ შემოვა ქვეყანაში,“ – გვიყვება რომა ქათამაძე. ის ქობულეთიდანაა და რამდენიმე დღეა უკრაინაში „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი …

რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში

„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ. ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში. ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად …

რუსეთის 30-მდე დიპლომატი სამწლიანი ვადის ამოწურვის გამო აშშ-ს ტოვებს

შეერთებული შტატებში რუსეთის საელჩოდან 27 დიპლომატი წავიდა. მათ საელჩო დატოვეს ვაშინგტონის პირობების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც რუს დიპლომატებს აშშ-ში მხოლოდ სამწლიანი ვადით შეუძლიათ დარჩენა. ამ ინიციატივას მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატების გამოხმობა“ უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, არ იგეგმება რუს დიპლომატთა სამწლიანი ლიმიტის შეცვლა. 2021 წლის სექტემბერში აშშ-მ რუსეთის დიპლომატიური მისიის 55-კაციანი …

რას ითხოვენ საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“, როცა ბათუმის მერი ენმ-ის წევრებს არ ხვდება

„კანონის ჩარჩოს გასცდნენ ეს ადამიანები და, აბა, როგორ გინდათ ახლა?“ – ასე აფასებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, თენგიზ აფხაზავა დღევანდელ ინციდენტს ბათუმის მერიაში – დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერთან შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სცადეს. მათ არჩილ ჩიქოვანი არ შეხვდა. ოპოზიციონერები სათათბირო ოთახიდან გამოაძევეს. საკრებულოს წევრები რომ მერს ვერ ხვდებიან, ამასაც ოპოზიციას აბრალებს საკრებულოს …

კოვიდის გამო ქობულეთში 6 საბავშვო ბაღი დაიხურა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარაში 8 საბავშვო ბაღი დაიხურა. კორონავირუსის გავრცელების გამო 6 საბავშვო ბაღი დაიხურა ქობულეთში, ერთი ბათუმში და ერთიც შუახევში. დღეის მდგომარეობით აჭარაში 14 სკოლა დაიხურა კოვიდის გავრცელების გამო, მათ შორის, ბათუმში დაიხურა 7 სკოლა. 31 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1734 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში აჭარაში …

ნებისმიერს გადმოგეცემათ სასურველი ტყე – მინისტრი პრემიერის ცოლისთვის ტყის მიცემაზე

„დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებით პრესკონფერენციას, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, თქვენ გადმოგცენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით“, – უთხრა დღეს, 31 იანვარს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტებმა დღეს დავითაშვილს ჰკითხეს, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემაზე. მინისტრის …

ბათუმის პარკში შავი სკამები გათეთრდა და გაიტანეს

ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული შავი სკამების ნაწილმა ფერი შეიცვალა – წვიმისა და თოვლის შემდეგ სკამები გათეთრდა. დღეს, 31 იანვარს, პარკიდან სკამები გაიტანეს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფერის შეცვლის მიზეზი საღებავი გახდა და სკამები ხელახლა შესაღებად წაიღეს. „ბათუმელებს“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანია – „თითოეულ პროექტს გააჩნია საგარანტიო ვადა მსგავსი …

რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა

ბათუმის მერია დღეს, 31 იანვარს, სახელმწიფოს აუდიტის დასკვნას წერილობით გამოეხმაურა. ვრცელი განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილი ეხება უკანონო მშენებლობებს ქალაქში, რაზეც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის საკრებულოს და მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას აფასებს. არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის ივლისიდან ასრულებს. 2021 წლის …

14 სკოლა დაიხურა აჭარაში კოვიდის გავრცელების გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო აჭარაში 14 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ბათუმში 7 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ქობულეთში – 1, ხელვაჩაურში – 2 და ქედაში – 4 სკოლა. ქვეყნის მასშტაბით კი 201 სკოლაა გადასული სრულად დისტანციურზე, ასევე 304 ცალკეული კლასი. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 125 მასწავლებელი დისტანციურად მუშაობს. კოვიდი დაუდასტურდა მასწავლებელთა 2.7 …

აჭარაში კოვიდის 1734 ახალი შემთხვევაა

31 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1734 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში აჭარაში 3 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 759 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე. დღეს, 31 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 35 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 13 150 ახალი შემთხვევა | 31 იანვარი

31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა. გასულ 24 საათში 35 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28,82%, ბოლო 14 დღის – 20,75%, ბოლო 7 დღის – 23,8%.

საფოსტო გზავნილით 150 ცალი ოქროს მონეტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „გაფორმების ეკონომიკური ზონა “აეროპორტის” მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს მონეტების [150 ცალი] მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულუბამ 196 045 ლარი შეადგინა“. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს  გადაეცა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და …

„თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ, უნდა მოგათავსონ საავადმყოფოში? – ინტერვიუ 

„თუ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, უნდა მოათავსონ საავადმყოფოში“, – დღემდე ასე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამბობს სხვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას. რამდენად გვაქვს უფლება, სხვა მოვათავსოთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების წინაშე? – გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრ თამარ კორძაიასთან, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი კანონის შემუშავებაზე პირადად მუშაობდა. მეშვიდე …

რეფინანსირების განაკვეთზე ეროვნული ბანკი 2 თებერვალს იმსჯელებს

შეიცვლება თუ არა მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგ სხდომაზე გადაწყდება, რომელიც 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება. ეს, მიმდინარე წელს, კომიტეტის პირველი სხდომა იქნება. რეფინანსირების განაკვეთი 2021 წლის დეკემბრიდან 10.5 პროცენტია. ამ მაჩვენებლის გაზრდით, მოქალაქეებს, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აღებული და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვთ, ეს სესხი უძვირდებათ. საქართველოს …

როდის დაანგრევენ ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას ფიროსმანზე

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობასთან კომპანია „ორბი“ ახალ ღობეს ავლებს. შენობა და ტერიტორია „ორბს“ აჭარის მთავრობამ 2 წლის წინ პირობებით მიჰყიდა. კომპანიამ სკოლის შენობა მთავრობასთან შეთანხმებით უნდა დაანგრიოს. სკოლის შენობაში სპორტული სექციებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სამია დარჩენილი – კალათბურთის, ფრენბურთის და ხელბურთის. სასპორტო სკოლის ადმინისტრაცია და სექციები ახალი სპორტული კომპლექსის შენობაში, ლეონიძის …

რა ელის გომისმთას, სადაც საძოვრებს საუკუნეებია აჭარის მცხოვრებლები იყენებენ

გომისმთის განაშენიანების გეგმა-კონცეფციაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ გომისმთაზე მოსახლეობის ორი კატეგორიის [მოიალაღეები აჭარიდან და დამსვენებლები სხვა რეგიონებიდან] გამო, ბუნებრივად ორი განსხვავებული დასახლებული უბანი ჩამოყალიბდა – ტრადიციული აჭარული და ახალი სააგარაკო სახლებით. კონცეფციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ამ არეალების ერთმანეთში შერევა ხდება, „კურორტის განვითარების მდგრადობის თვალსაზრისით, დაგეგმარებისას სასურველია ამგვარი, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ორსახობის შენარჩუნება …

ქობულეთში 43 წლის ქალი გარდაიცვალა კოვიდით

ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფოში 43 ქალი გარდაიცვალა კორონავირუსის დიაგნოზით. როგორც კლინიკაში უთხრეს „ბათუმელებს“, მას ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში შეყვანისას მას ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა. ქალს, ასევე, ჰქონდა თანმხლები დაავადებები. იგი არ იყო აცრილი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.  

ერდოღანი თურქულ მედიას ანგარიშსწორებით დაემუქრა „მავნე“ ინფორმაციისთვის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 29 იანვარს თურქულ მედიას დაემუქრა ანგარიშსწორებით, თუ მედია გაავრცელებს ინფორმაციას, რომელიც, ერდოღანის აზრით, აზიანებს ქვეყნის ფასეულობებს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისაღებია ზომები თურქეთის „ეროვნული კულტურის“ დასაცავად „არახელსაყრელი ზემოქმედებიდან“. ერდოღანმა განაცხადა, რომ მიღებული იქნება სამართლებრივი ზომები მედიების იმ ფარული და ღია აქტივობების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავენ თურქეთის ეროვნული …

ნახევარი მილიონი ლარი 2 სკოლაში ღია სპორტული მოედნების მოსაწყობად

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ღია მოედნის მოწყობის სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 519 686 ლარია. ამავე ტენდერის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბათუმის N13 საჯარო სკოლის ღია მოედნისა და ღობის მოწყობაც. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება. სამუშაოები კი, ორივე სკოლაში, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა ქალის მკვლელობის ბრალდებით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.ბ. გარდაიცვალა“ – აცხადებს შსს. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ბათუმში მეორე სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის კოვიდის შემთხვევების გამო

ბათუმის მეორე საჯარო სკოლა 31 იანვრიდან ონლაინ სწავლებაზე გადადის კორონავირუსის შემთხვევების გამო – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ დაუდასტურა. სკოლის დირექტორის თქმით, ინფიცირებული არიან როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები. სკოლა, იზოლაციის და კარანტინის ვადების შესაბამისად, მინიმუმ 8 დღით გადავა ონლაინსწავლებაზე. რაც შეეხება აჭარაში მდებარე სხვა სკოლებს, აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ, …

ავტობუსის გაჩერებები მოსაცდელების გარეშე ბათუმში

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. უკვე რამდენიმე თვეა მოსაცდელები არაა დამონტაჟებული იმ გაჩერებებზეც, სადაც მოსაცდელები ადრე იდგა, თუმცა ზოგი ახლის ჩანაცვლების მიზნით აიღეს, ზოგი კი დაზიანდა. „ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი და დაზიანებული მოსაცდელების რეაბილიტაცია. გრძელდება ავტობუსების მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.“ – …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 31 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. აჭარის სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში კი – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 1 – 6 გრადუსი ღამით: 0 – 2 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 1 – 6 გრადუსი …

აჭარაში კოვიდის 1913 ახალი შემთხვევაა

30 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1913 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 500-ზე მეტ პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე. დღეს, 30 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის  17 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 17 265 ახალი შემთხვევა | 30 იანვარი

30 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა. გასულ 24 საათში 34 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 24,95%, ბოლო 14 დღის – 20,01%, ბოლო 7 დღის – 23,24%. ბოლო მონაცემებით კოვიდის დიაგნოზით კლინიკებში 5 191 პაციენტს მკურნალობენ.  

ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 107 051 ლარი გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბათუმის მერიაში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარდა ამისა, მერიას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ჰყავს პირები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება. „აღნიშნული გარემოება შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და …

როცა 70 წლის ხარ და მარტო ცხოვრობ მაღალმთიანი აჭარის სოფელში 

70 წლის თამარ გობაძე საკუთარ თავს ბუნებით რომანტიკოსს უწოდებს. თამარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ზამთრობით მარტო რჩება. თამარი სოფლის განაპირას ცხოვრობს და მის უბანში 7 სახლი იკეტება ზამთარში. მეზობლები, რომლებიც ზამთრობითაც რჩებიან დიდაჭარაში, თამარის სახლისგან მოშორებით ცხოვრობენ.  წელს ხულოში დიდი ზამთარია, მაგრამ ამბობს, რომ თავისი გადაწყვეტილება – სოფელში დარჩენა, წამითაც არ უნანია. პროფესიით ბიოლოგია და …

უკრაინელი ოფიცერი ვიქტორია – ეს სრულიად სხვა არმიაა 2014-15 წლებთან შედარებით

29 წლის ვიქტორია დვორეცკა უკრაინის არმიის რეზერვისტთა ოფიცერია, თან უკრაინის არმიის დახმარების საერთაშორისო ფონდისთვის მუშაობს. „Повернись живим“ – ასე ჰქვია არმიის საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და შემწირველები არიან, როგორც უკრაინის მოქალაქეები, ქვეყნის მსხვილი ბიზნესმენები, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ეს უკრაინის არმიის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია. ოფიცერი ვიქტორია დვორეცკა ფონდის მუშაობის სპეციფიკაზე გვიამბობს: …

რატომ ვერ ასრულებს დეპუტატი პირობას, რომელსაც 3112 კვ.მეტრი მიწა გადასცეს ზღვასთან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფატი ხალვაში ამბობს, რომ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში ამჯერად პანდემიამ შეუშალა ხელი. 2016 წელს გაფორმებული შეთანხმებით, კომპანიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ის არის, ქობულეთში შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის დღის ცენტრი უნდა გაეხსნა. საქართველოს პარლამენტის ორი ყოფილი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ …

ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს- აუდიტი

ბათუმში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში უნებართვო მშენებლობების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ისევ წერს. ანგარიშის მიხედვით  მერია სათანადო კონტროლს ვერ უზრუნველყოფს. ასეთი დასკვნა სამსახურმა 2019-2020 წლების დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გამოიტანა. შემთხვევითობის პრინციპით შესწავლის საფუძველზე აუდიტმა ბათუმში 13 უკანონო მშენებლობა გამოავლინა. ანგარიშში საუბარია ისეთ შემთხვევებზეც, როცა შენობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ააშენეს. აუდიტის ინფორმაციით  2020 წელს ბათუმში გამოვლინდა უნებართვო …

კოვიდის 1 833 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 3 პაციენტი – 29 იანვარი

29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 1 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 3 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აჭარაში კლინიკებში 703 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 647; ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე – 6 393. ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა – 460 ადამიანი. — 29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 18 …

კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 145 508 , ბოლო 24 საათში – 18 274 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 995 328 , ბოლო 24 საათში – 8 400 მათ შორის გარდაცვლილი – 14 911 , ბოლო 24 საათში – 41 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 84 762, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 320, …

17 700 ლარი 7 დღეში – განათლების მინისტრის სასტუმროს ხარჯები ნიუ იორკში

საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გასულ წელს სულ სამჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, აქედან ორჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთხელ ბელგიაში. მინისტრის მივლინებებში ბიუჯეტიდან, ჯამში, 68 397 ლარი დაიხარჯა. მინისტრს ამ მივლინებებში ახლდა სამი პირი: მათი მივლინებისთვის კი ჯამში ბევრად ნაკლები – 40 826 ლარი დაიხარჯა. მთლიანობაში კი, მინისტრისა და მისი თანმხლები 3 პირის უცხოეთში ვიზიტი პანდემიაში …

10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს

თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანია სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. შპს „საბადური ვილაჯეს“ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბდურის ტყის“ მიმდებარედ ტურისტული ინფრასტურქტურის მოსაწყობად 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული. 10 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბადურის …

ცესკოს მდივნის ცოლს, თამარ კაპანაძეს მამამთილმა 140 000 დოლარი აჩუქა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის მეუღლეს, მამამთილმა გასულ წელს 140 000 აშშ დოლარი აჩუქა. ამ სოლიდური საჩუქრის შესახებ გიორგი ჯავახიშვილმა 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა. ცესკოს მდივნის მეუღლე, თამარ კაპანაძე, თავადაც ცესკოს თანამშრომელია, ის საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილებას ხელმძღვანელობს და მისი შემოსავალი 2020 წელს 45 431 ლარი იყო. კერძო კომპანიებიდან, რომელთა …

დაგვაში მიტოვებული კულტურის სახლი გაქურდეს – „დარაჯი არ ჰყავს“

ქობულეთში, სოფელ დაგვაში, კულტურის სახლი გაქურდეს. სახლს ბერძნული აკროპოლისის ფასადი ჰქონდა და წლებია მიტოვებული იყო. სახელმწიფომ მისი რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსი ვერ გამოძებნა. ისტორიულ სახლს არც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. კულტურის სახლის მშენებლობა სოფელ დაგვაში 1953 წელს დაიწყეს. ეს ის სოფელია, სადაც ქართველები და ბერძნები ერთად ცხოვრობდნენ. დაგვის კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა …

Exit mobile version