12 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30.88 პროცენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 15 516 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
Category Archives: მთავარი
„არ გადადო“, ეს შენს ოჯახს, მეზობლებსა და ნაცნობებს ეხება – აქტივისტების ჯგუფი ბათუმში
დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“ ჟურნალისტებს შეხვდა და განხორციელებული პროექტები გააცნო. „არ გადადო“ თავისუფლების აკადემიის სტუდენტების პროექტია, რომელიც ბათუმში ხორციელდება. საინიციატივო ჯგუფი 30-მდე წევრს აერთიანებს. „არ გადადოს“ წევრები სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ – ავარიული სახლები, სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა ბათუმში. თავისუფლების აკადემიის პროგრამის მენეჯერის, გვანცა კვარაცხელიას თქმით, მათი …
რა ჩაწერა მოსამართლემ ძმების – წულუკიძეების და ჭელიძეების საქმის განაჩენში, როცა 5-5 წელი მიუსაჯა
„დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის მნიშვნელობა არა აქვს მძიმე შედეგის დადგომას. მაგალითად, ძალადობას შესაძლოა არ მოჰყვეს ფიზიკური ტკივილიც კი. ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას შესაძლოა არ მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი და ა.შ,“ – ამ სახის განმარტება დასჭირდა მოსამართლე თათია გოგოლაურს „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“. მოსამართლის განმარტება განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როცა ამავე მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენის მიხედვით, …
ისინი დენის გადასახადს ვერ იხდიან – ქიქავას ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი
ბათუმში, ქიქავას ქუჩაზე მცხოვრებლებმა დღეს, 11 თებერვალს, საპროტესტო აქცია მოაწყეს და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს. ისინი მთავრობისგან მათზე დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის – 18 984 ლარის ჩამოწერას ითხოვენ, ხოლო ენერგოკომპანიისგან ქიქავას ქუჩაზე ელექტროქსელის მოწესრიგებასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. ქიქავას #9-ში 63 ოჯახი ცხოვრობს. ოჯახების ნაწილი ყოფილი საავადმყოფოს შენობაში თვითნებურადაა შესახლებული, ნაწილი კი ბარაკული ტიპის სახლებში ცხოვრობს. იმის …
Continue reading “ისინი დენის გადასახადს ვერ იხდიან – ქიქავას ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი”
საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს
ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ირაკლი შარაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება და სამსახურში 14 თებერვალს გავა. „ორშაბათს ვაპირებ სამსახურში გასვლას და განცხადების დაწერას “, – გვითხრა მან. კითხვაზე, თუ რატომ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ დიდი ხანია, რაც რექტორად მუშაობს და დაიღალა. „ძალიან დიდი ხანია რაც …
Continue reading “საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს”
16 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც არასრულწლოვანს აუპატიურებდა
პროკურატურის ცნობით, გორის საქალაქო სასამართლომ და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გ.ზ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა“ – წერს პროკურატურა. გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში …
Continue reading “16 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც არასრულწლოვანს აუპატიურებდა”
რასაც ვკითხულობთ, არის გაცილებით მეტი ვიდრე მხოლოდ შინაარსი | ლანა ჩადუნელი
ავტორი: ლანა ჩადუნელი, ჟურნალისტი ___ ნებისმიერი მკითხველის ურთიერთობა წიგნთან ძალიან ინდივიდუალურია და ინტიმურიც. ამ კავშირის დამყარება, ალბათ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება, როცა პირველად ვიწყებთ წიგნთან ურთიერთობას და ნელ-ნელა ვიცვლებით. სწორედ წიგნთან ამ ინდივიდუალური კავშირის ამბავს მინდა შევეხო, რომლის ახსნასაც საკუთარი დამოკიდებულების განხილვით შევეცდები. ყოველთვის მინდოდა ისეთი მკითხველი ვყოფილიყავი, წაკითხვის შემდეგ წიგნის მთავარი პერსონაჟების სახელები თუ …
Continue reading “რასაც ვკითხულობთ, არის გაცილებით მეტი ვიდრე მხოლოდ შინაარსი | ლანა ჩადუნელი”
აჭარაში სისხლში ტყვია გამოუვლინდა 6000 ორსული და მეძუძური ქალების 65 პროცენტს
2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა – 25 მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია გამოუვლინდა 62 (3%) ბენეფიციარს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კვლევის შედეგად 3908 (65.1%) ბენეფიციარს გამოუვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ, მათ შორის: …
Continue reading “აჭარაში სისხლში ტყვია გამოუვლინდა 6000 ორსული და მეძუძური ქალების 65 პროცენტს”
საპენსიო სესხის აღება მაქსიმუმ 26 პროცენტად იქნება შესაძლებელი
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. მთავრობის ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს …
Continue reading “საპენსიო სესხის აღება მაქსიმუმ 26 პროცენტად იქნება შესაძლებელი”
ავარია ბათუმში – დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანდა 3 მანქანა
დღეს, 11 თებერვალს, ავარია მოხდა ბათუმში, ლერმონტოვისა და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად სამი მანქანა დაზიანდა, დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
აჭარაში 26 სკოლა კვლავ დისტანციურად სწავლობს
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო აჭარაში 26 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა. დისტანციურად სწავლობს 137 ცალკეული კლასიც. დისტანციურზე გადასული სკოლები რეგიონების მიხედვით: ბათუმი – 8 სკოლა ხელვაჩაური – 3 სკოლა ქედა – 1 სკოლა შუახევი – 9 სკოლა ხულო – 1 სკოლა 11 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. დროის …
Continue reading “აჭარაში 26 სკოლა კვლავ დისტანციურად სწავლობს”
წყალი მუხლებამდე გვწვდება – ადამიანები ბათუმის დატბორილი ქუჩიდან
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილთან ახლოს, ევგენი მიქელაძის ქუჩა ყოველი გაწვიმების შემდეგ წყლით იფარება. აქ მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის დროს წყალი მუხლებამდე აღწევს, გუბეები კი ხშირად მზიანი ამინდის დროსაც ვერ შრება. ნახევრად მოასფალტებული ქუჩა ორმოებითაა სავსე. ამ დასახლებას არც საკანალიზაციო სისტემა აქვს და არც სანიაღვრე არხები. მოსახლეობა ჭების წყლით სარგებლობს, რომელიც ძლიერი წვიმის დროს …
Continue reading “წყალი მუხლებამდე გვწვდება – ადამიანები ბათუმის დატბორილი ქუჩიდან”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
კოვიდი აქვს 224 391 ადამიანს – კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში
11 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი. 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.04%. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 224 391 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 098 ადამიანი …
Continue reading “კოვიდი აქვს 224 391 ადამიანს – კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში”
აჭარაში კორონავირუსის 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 მოქალაქე. კოვიდკლინიკებში მოთავსებული 759 ინფიცირებული, კოვიდსასტუმროში – 481, ხოლო სახლში მკურნალობას გადის 9 874 პაციენტი. დღეს, 11 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 55 ადამიანი.
შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ გყავს? – კიდევ რა პრეტენზიები აქვთ ქალებთან
ავტორი: ესმა გუმბერიძე „ქალები საქართველოდან“ – ამ პროექტის ძველ ისტორიებს ვკითხულობ. თან ბრაილითაა – მეთქი, შრიფტი სულ არ დამავიწყდეს. პროექტი – „ქალები საქართველოდან“ დაიწყო 2016 წელს. მისი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ქალების გაცნობა საზოგადოებისთვის. ეს ქალები სხვადასხვანაერები არიან საცხოვრებელი რეგიონის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის, საქმიანობის სფეროს, გამოცდილების, ოჯახური მდგომარეობის, განათლების, სოციალური მდგომარეობისა და სხვა უამრავი …
Continue reading “შვილი რატომ არ გყავს? ამდენი რატომ გყავს? – კიდევ რა პრეტენზიები აქვთ ქალებთან”
რა არის დისკოზი და როგორია მისი სიმპტომები – ექიმის რჩევები
ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, იგივე დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და ამ დაავადების მე-4 სტადიას წარმოადგენს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეიროქირურგი ნუგზარ გურგენიძე ამბობს, რომ ხერხემლის ამ პათოლოგიით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მიმართვიანობა ძირითადად დაავადების ბოლო სტადიებზე, უკვე გართულებულ ფაზაში ხდება, რაც ართულებს მკურნალობის პროცესს. ბატონო ნუგზარ, რას ნიშნავს დისკოზი? ეს არის ოსტეოქონდროზის დროს, …
Continue reading “რა არის დისკოზი და როგორია მისი სიმპტომები – ექიმის რჩევები”
„აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში
ბათუმში, ფიროსმანის №1-ში მდებარე შენობა ავარიულია, აქ მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ სახლში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. 2 თებერვალს ამ მისამართზე, ნატალია კახიძის საცხოვრებელ ბინაში, ჭერიდან ბეტონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა. აქ გვითხრეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახლში სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, მსგავსი რამ ხდება. შენობა ფიროსმანის პირველ ნომერში ორსართულიანია და სამი სადარბაზო აქვს. შენობაში …
Continue reading “„აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო“ – კიდევ ერთი ავარიული სახლი ბათუმში”
სეირნობა ფარავნის გაყინულ ტბაზე I ფოტო
ჯავახეთს დამახასიათებელი მკაცრი ზამთრის გამო საქართველოს ციმბირსაც უწოდებენ. ტემპერატურა წელიწადის ყველაზე ცივ დროს აქ -7, 10, 150C -მდეც კი ეცემა. საზღვრისპირა სოფელ კარწახში უკიდურესად მინიმალური -400C ტემპერატურაც დაფიქსირებულა. ასეთი ზამთრის პირობებში ჯავახეთის ტბები გაზაფხულამდე იყინება. გაყინული ტბების ზედაპირზე ხშირად სრიალებენ ბავშვები, ყინულზე ჩვეულებრივად მიდი-მოდიან ზრდასრულები. ჯავახეთში ჩასვლა ახლა რომ მოინდომოთ, შეიძლება ვერც ჩააღწიოთ, რადგან ფარავნის …
რა უთხრა კაცმა მოსამართლეს, რომელსაც 12 წლის შვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაეღუპა
“მანამდე მტვრევისგან საშინელი ხმაური ისმოდა კორპუსში… პირველი სართულიდან მოდიოდა ეს ხმები დაახლოებით 10 დღე, ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობდით,” – ხმადაბლა დაიწყო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზოს ჩამონგრევის ამბის გახსენება გია შომახიამ. მან დღეს, 10 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება მისცა. გია შომახიამ 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს 12 წლის დათა და ცოლი დაკარგა. ბათუმში კორპუსის ნანგრევებში …
„მთავრობიდან რომ ცხოვრობდეს ვინმე აქ, ასე არ იქნება“ – დაზიანებული გზა ყოროლისთავში
„მერიიდან ან მთავრობიდან რომ ცხოვრობდეს ვინმე ამ სოფელში, მათი ოჯახი რომ დადიოდეს ამ გზაზე, ერთი წუთით არ დატოვებდნენ ამას ასე. მაგრამ ასე არაა და სოფლის მიმართ არავინ ყურადღებას არ იჩენს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი დიასამიძემ, სოფელ ყოროლისთავის მცხოვრებმა. სოფელი ყოროლისთავი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ბათუმიდან დაახლოებით 13 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში გზა მეწყრული პროცესების განვითარების გამო …
შტორმისგან დაზიანებული ახალი ბულვარიდან LIBERTE გაიტანეს
ბათუმში, შტორმისგან დაზიანებული ახალი ბულვარიდან გელა წულაძის სკულპტურა, LIBERTE გაიტანეს. ბათუმის ბულვარში განმარტავენ, რომ სკულპტურის გატანის მიზეზი დაზიანებული სანაპიროა. „ავტორიც ესწრებოდა მოხსნის პროცესს. გადავიტანეთ უსაფრთხო, ავტორთან შეთანხმებულ ადგილას. როგორც კი პრომენადი გაკეთდება და საშტორმო ვითარება აღარ იქნება, სკულპტურა დაუბრუნდება ადგილს. ეს საფრთხის შემცველი ადგილი იყო, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული“ – ამბობენ ბათუმის ბულვარში. 5 …
Continue reading “შტორმისგან დაზიანებული ახალი ბულვარიდან LIBERTE გაიტანეს”
აგვისტოს ომის ვეტერანი ისევ ნაგავსაყარზე ცხოვრობს
„ჩემი ქმარი ისევ ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს და მუშაობს. სამი შვილი გვყავს, მე და ბავშვები ნაქირავებში ვართ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იამზე ბერიძემ, აგვისტოს ომის ვეტერანის ცოლმა. აგვისტოს ომის მონაწილის, ჯემალ ბერიძის შესახებ ბათუმელები 2021 წლის ივლისში წერდა. კაპრალი ჯემალ ბერიძე საქართველოს სამხედრო ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. ომის დღეებიდან მალევე, 2008 …
Continue reading “აგვისტოს ომის ვეტერანი ისევ ნაგავსაყარზე ცხოვრობს”
ქობულეთში 6 ჰექტარ მიწას და სათბურებს აჭარის მთავრობა 2.27 მილიონად ყიდის – აუქციონი
ქობულეთში, სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა პირობებით აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 2 270 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 45 000 ლარი. 567 500 ლარი კი საგარანტიო თანხაა. სასათბურე მეურნეობის მრავალწლიანი იჯარით გაცემა აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი, ერთ ლოტად, პირობებით იყიდება …
რეგულირების სააგენტომ სამი თურქული წარმოების სამკურნალო მალამოს გაყიდვა შეაჩერა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დროებით შეაჩერა ქვეყანაში თიოკოლხიკოზიდის შემცველი და მისი კომბინირებული ადგილობრივი გამოყენების ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია. საუბარია გარეგანი გამოყენების შემდეგ მალამოებზე – Tioflex-ზე, MUSCOMED CREAM-სა და Tiyokas Gel-ზე, რომელთა ძირითადი დანიშნულებაც ფარმაკოლოგიურად კუნთოვანი რელაქსაციაა, ზომიერად ხსნის ან ამცირებს მტკივნეულ კუნთოვან სპაზმს, დაჭიმულობას. მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია, რომლის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტომ …
Continue reading “რეგულირების სააგენტომ სამი თურქული წარმოების სამკურნალო მალამოს გაყიდვა შეაჩერა”
ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა
17 წლის ბელარუსი მოთხილამურე, დარია დოლიდოვიჩი ოჯახთან ერთად სამშობლოდან წავიდა, მას შემდეგ, რაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობა აუკრძალეს – წერს „როიტერსი“. ოჯახი მიიჩნევს, რომ აკრძალვის მიზეზი, შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტის – ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის წინააღმდეგ 2020 წელს გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა იყოს: „დარიას ჩამოერთვა კონკურსებში მონაწილეობის უფლება და მე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ …
Continue reading “ბელარუსმა მოთხილამურემ პოლიტიკური მიზეზების გამო სამშობლო დატოვა”
აჭარაში კოვიდის 1876 ახალი შემთხვევაა | 10 თებერვალი
10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1876 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 758 პაციენტი იმყოფება კოვიდკლინიკაში, 465 პირი კი – კოვიდსასტუმროში. დღეს, 10 თებერვალს, საქართველოში კოვიდის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
პოლიციამ ამოიღო 80 შეკვრა კოკაინი, დაკავებულია 4 პირი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავება განხორციელდა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით. გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ს.-ს, თბილისის …
Continue reading “პოლიციამ ამოიღო 80 შეკვრა კოკაინი, დაკავებულია 4 პირი – შსს”
კოვიდის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა
10 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 68 392 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 32,82 პროცენტი. კორონავირუსის გამო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6 085 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 858 პირი.
სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მიეცა
სახელმწიფის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, „ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის …
Continue reading “სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი პასუხისგებაში მიეცა”
„ქვიშა-ხრეშს საქვირითე ადგილებშიც კი მოიპოვებენ“ – როგორ ნადგურდება მდინარეები და თევზები
საქართველოს დიდსა თუ პატარა მდინარეების აუზში ქვიშა-ხრეშის, ეგრეთ წოდებული ინერტული მასალების მოპოვება გახშირდა. ეს პროცესი ხშირად უკონტროლო და დაურეგულირებელია. მდინარეების პირდაპირ ცოცხალი კალაპოტიდან ინერტული მასალების მოპოვება მავნედ ზემოქმედებს მდინარის ეკოსისტემაზე. გავლენა იმდენად დიდია, რომ ხშირად დაღრმავებული ფსკერის აღდგენას მდინარე ვეღარ ახერხებს პირვანდელი სახით. როგორ ზიანდება მდინარის ეკოსისტემა ქვიშა-ხრეშის მოპოვებით, რამდენად სთხოვს სახელმწიფო, გარემოს დაცვის სააგენტო …
ონური, ტაოელი ქართველი – „საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას გული მიჩქარდება“
ონურ სარიკაია თურქეთში მცხოვრები ქართველია ტაოდან, ართვინის სოფელ ქობაქიდან. 29 წლის ონური ჯერ კიდევ ლიცეუმის მოსწავლე იყო, როცა პირველად ნახა საქართველო. ქართულად ძალიან კარგად საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ტაოელ ქართველებს ენა ნელ-ნელა ავიწყდებათ და ტაოს დიალექტსაც მალე გაქრობა ელის. „ტაოში ჯერ ცოცხალია ქართული ენა – ტაოს დიალექტი და ხალხი ერთმანეთს ქართულად ესაუბრება, მაგრამ სოფლიდან ახალგაზრდები …
Continue reading “ონური, ტაოელი ქართველი – „საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას გული მიჩქარდება“”
კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია
„ჩვენი კორპუსის მთლიანი ეზოს ქვემოთ შამბოა მოწყობილი. სამწუხაროდ, კანალიზაციის სისტემა ისევ არ გვაქვს,“ – ამბობს ბათუმში, ანგისის დასახლებაში მცხოვრები ბეგლარ შალიკაშვილი და მესამე სართულის აივნიდან მრავალსართულიანი კორპუსის ეზოსკენ გვახედებს. „ეზო მოპირკეთებულია, ქვემოდან კი კანალიზაცია ადგილზე რჩება“, – გვიხსნის ბეგლარი. ეს კორპუსი არაა ერთადერთი ანგისის და ადლიის დასახლებაში, წლების წინ ბათუმს შეერთებულ ტერიტორიაზე – ახალი ბულვარიდან …
ვინ მიიღებს წელს „ოსკარს“ – ნომინანტების სია
2022 წლის „ოსკარის“ ნომინანტების ვინაობა უკვე ცნობილია. რეჟისორ ჯეინ კემპიონის ვესტერნი ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით – „ძაღლის ძალა” [The Power of the Dog] წლევანდელი ოსკარის დაფაზე 12 ნომინაციით ლიდერობს. ფავორიტებში შემდეგია დენის ვილნევის ფილმი „დიუნი” [Dune], რომელიც 10 ნომინაციაშია წარდგენილი, შემდეგ მოდის კენეტ ბრანას „ბელფასტი“ [Belfast] და სტივენ სპილბერგის „ვესთსაიდური ამბავი“ [West Side Story], რომლებიც შვიდ-შვიდ …
Continue reading “ვინ მიიღებს წელს „ოსკარს“ – ნომინანტების სია”
„მინდა ჩემს შვილიშვილებს უთხრან, ეს ბაბუაშენმა გააკეთაო“ – ხის ოსტატი ხულოდან
ჟორა კოჩალიძე 72 წლის დურგალია, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთიდან. ჟორას ხისგან ნივთების დამზადება მეტწილად ბაბუისგან უსწავლია, თუმცა ის ყველაფერს ხელით აკეთებდა, ჟორამ კი ხის საჩარხი დაზგები ააწყო. დურგლის თქმით, თავიდან ფიქრობდა, რომ ხის დამუშავების სწავლა აუცილებელი იყო მისთვის, რათა მისი წინაპრების საქმიანობა გაეგრძელებინა, მაგრამ როცა ხესთან შეხება ყოველდღიურად დაიწყო და შეუყვარდა, მიხვდა, რომ ხეზე მუშაობა …
Continue reading “„მინდა ჩემს შვილიშვილებს უთხრან, ეს ბაბუაშენმა გააკეთაო“ – ხის ოსტატი ხულოდან”
„ოცნების“ დემონტაჟი შეიძლება დაიწყოს ბათუმიდან – არმაზ ახლედიანი 2 აპრილის არჩევნებზე
2 აპრილს, ზუსტად 51 დღეში, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხელახალი არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც არჩეული დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტის წევრს, არმაზ ახვლედიანს …