მთავარი,სიახლეები

კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ მოკლული კიდევ 20 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

04.05.2022
კიევის ოლქში ოკუპანტების მიერ მოკლული კიდევ 20 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის ოლქში მდებარე სოფლებში აღმოაჩინეს რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული კიდევ 20 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს კიევის ოლქის პოლიციის უფროსზე, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით.

კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, 4 მაისის მდგომარეობით, პოლიციამ რეგიონში 1235 მშვიდობიანი მოქალაქის  იდენტიფიცირება შეძლო. 282 გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

პოლიციის უფროსის თქმით, ოლქიდან ოკუპანტებმა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ძალით წაიყვანეს უკრაინის ფარგლებს გარეთ და მათთან კონტაქტი დაკარგულია. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დააყოვნონ და პოლიციას შეატყობინონ დაკარგული ნათესავებისა და ახლობლების შესახებ.

უკრაინის ვიცე-პრეზიდენტი, ირინა ვერეშუკი ამბობს, რომ რუსები ცდილობენ ტყვედ აყვანილი სამოქალაქო პირები გაცვალონ უკრაინაში დატყვევებულ რუს ჯარისკაცებში, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია. „ამიტომაც აჰყავთ მათ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ადგილობრივი საბჭოების თანამშრომლები, რომ გამოიყენონ. ვიცით, რომ იქ ათასზე მეტი ტყვეა, მათ შორის – 500 ქალი. ვიცით, რომ ისინი იმყოფებიან კურსკის, ბრიანსკის, რიაზანის და როსტოვის იზოლატორებში“ – უთხრა ვერეშუკმა „ბიბისის“.

___________________________

ფოტოზე: უკრაინა, ბოროდიანკა. ადგილობრივებს კუბო მიაქვთ მიცვალებულის დასაკრძალად. 2022 წლის 3 მარტი. ფოტო: EPA/ALISA YAKUBOVYCH

ამავე თემაზე: 

3 კვირა რუსეთის ციხეში და უკრაინაში დაბრუნება ფეხის თითების გარეშე – BBC

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: