რუსეთის მიერ უკრაინასთან ძალების მობილიზაციის ფონზე, როგორია უკრაინელი ხალხის განწყობა? ელიან თუ არა კიევში შეჭრას, რას ფიქრობენ საქართველოს მთავრობისა და მოქალაქეების პოზიციაზე და მიიჩნევენ თუ არა საკმარისად არსებულ და შესაძლო სანქციებს? ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს ესაუბრა. იგორ დოლგოვი: შეიძლება გადაიდგას პატარა, მაგრამ ეფექტიანი ნაბიჯები. მაგალითად, გერმანიის გუშინდელი გადაწყვეტილება, აიკრძალოს …
Category Archives: მთავარი
როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა და გემო კოვიდის შემდეგ? – ჯანმოს რჩევები
ყნოსვისა და გემოს დაკარგვა კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, რაც შესაძლოა 10 დღეში ან რამდენიმე კვირაში აღდგეს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი აღენიშნებათ, ანუ გამოჯანმრთელების შემდეგ დარჩათ კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, მათ შორის, კვლავ დაქვეითებული აქვთ გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი სპეციალურ სახელმძღვანელოში კონკრეტულ ვარჯიშებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს. თუ ყნოსვა და …
Continue reading “როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა და გემო კოვიდის შემდეგ? – ჯანმოს რჩევები”
შტორმმა პლაჟი მიიტაცა – როგორ გამოიყურება ბათუმის ახალი ბულვარი I ფოტო
5 თებერვალს შტორმმა ბათუმის ახალ ბულვარში პლაჟის ერთი მონაკვეთი მიიტაცა, ჩამოშალა პრომინადის ნაწილი და დააზიანა პლაჟის ინფრასტრუქტურა. სასეირნო ბილიკები უკვე გაწმენდილია. ახალ ბულვარში პრომინადზე [გარდა ველობილიკისა] აკრძალვის ნიშნებია განთავსებული, თუმცა ადამიანები მაინც გადაადგილდებიან. გეოლოგი ტარიელ ტუსკია, “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ბათუმთან შავი ზღვის სანაპიროს სჭირდება ე.წ. ხელოვნური კვება, ინერტული მასალის შეტანა და ჩაყრა სანაპიროზე. …
Continue reading “შტორმმა პლაჟი მიიტაცა – როგორ გამოიყურება ბათუმის ახალი ბულვარი I ფოტო”
8 გარდაცვლილი და კორონავირუსის 1139 ახალი შემთხვევა აჭარაში
7 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 1139 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით კოვიდკლინიკებშია 814 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 526 პაციენტი. დღეს, 7 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა.
აჭარაში 31 სკოლა დისტაციურად სწავლობს კოვიდის გამო
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 31 სკოლაა გადასული. კორონავირუსის გავრცელების გამო ბათუმში 15 სკოლა სწავლობს დისტანციურად, ხელვაჩაურში – 2, ქობულეთში – 4, ქედაში – 5, შუახევში – 1 და ხულოში 4 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით მასწავლებელთა 5,8 და მოსწავლეების 2,1 პროცენტია ინფიცირებული. მასწავლებლებისა …
Continue reading “აჭარაში 31 სკოლა დისტაციურად სწავლობს კოვიდის გამო”
კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 7 თებერვალი
ბოლო 24 სააათში დადასტურდა კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 905 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 33,14 პროცენტი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 5 947, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 926 პირი.
თამარის დასახლებაში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება
ბათუმში, თამარის დასახლებაში, საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციაა დაგეგმილი, რისთვისაც შესაბამის პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ შეისყიდის. შესასყიდი დოკუმენტების სავარაუდო ფასის დასადგენად კი, კომპანია ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს. კომპლექსი ტბეთის ქუჩაზე, 5 111 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. ობიექტის სარეაბილიტაციო პროექტის ფასი კი, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროექტების მართვის კომპანიას 7 თებერვლის ჩათვლით წარუდგინონ. პროექტს თან უნდა ახლდეს …
Continue reading “თამარის დასახლებაში საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია იგეგმება”
გასულ წელს ავტოავარიით 85 ქვეითი და 9 ბავშვი დაიღუპა – კიდევ რა ჩანს სტატისტიკიდან
2021 წელს ავტოავარიის შედეგად სულ 449 ადამიანი დაიღუპა საქართველოში, მათ შორის, 85 ქვეითი იყო. ავტოავარიით 16 წლამდე ასაკის 9 პირი გარდაიცვალა – ესეც მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სულ 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ცალკეა იმ ავტოავარიების სტატისტიკა, რომელზეც გამოძიება არ დაწყებულა და …
ხვალიდან საბერძნეთში შესვლის წესი იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის
საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის. 2022 წლის 7 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერთიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა …
Continue reading “ხვალიდან საბერძნეთში შესვლის წესი იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის”
გაზის მძაფრი სუნი ბათუმში – რა გაარკვია გარემოსდაცვამ
მიმდინარე წლის 8 იანვარს, ბათუმში გავრცელებული გაზის მძაფრი სუნის მიზეზებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფაქტობრივად ვერაფერი გაარკვია. დეპარტამენტმა შესწავლა დაასრულა, მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი კი მაინც გაურკვეველი დარჩა. დეპარტამენტის მიერ ამ ფაქტის მოკვლევის შედეგებს „ბათუმელები“ თითქმის ერთი თვე ელოდებოდა. ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნის გავრცელება 8 იანვარს, დაახლოებით შვიდი საათისთვის დაიწყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, …
Continue reading “გაზის მძაფრი სუნი ბათუმში – რა გაარკვია გარემოსდაცვამ”
70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ფასი და უმოქმედო საკრებულო
ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებში მგზავრებს 50-ის ნაცვლად ისევ 70 თეთრს ახდევინებენ. ტარიფის თვითნებურად გაზრდისთვის მიმდინარე წლის იანვარში ნებართვის მფლობელი კომპანიები მთლიანობაში 46-ჯერ დააჯარიმეს. „მარშუტკით მგზავრობისას თუ 50 თეთრი მაქვს, ვიხდი და ხშირად მძღოლები არაფერს ამბობენ, მაგრამ თუ მაგალითად ერთლარიანი ან სხვა თანხა მივაწოდე, 70 თეთრს მახდევინებენ. რამდენჯერმე ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ ახლა არაფერს ვეუბნები მძღოლს. …
Continue reading “70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ფასი და უმოქმედო საკრებულო”
„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან
„კატასტროფამდე მივალთ, თუ არ ჩავყრით ინერტულ მასალას ზღვაში,“ – მიიჩნევს გეოლოგი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი ტარიელ ტუსკია, რომელსაც ზღვის მიერ ბათუმის სანაპირო ზოლის დაზიანებაზე ვესაუბრეთ – მორიგი შტორმის დროს ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ზღვამ წაიღო, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბატონო ტარიელ, თქვენი აზრით, რა არის საჭირო ბათუმის სანაპირო ზოლის გადასარჩენად? პირველ რიგში, საჭიროა დასხდნენ სპეციალისტები და …
Continue reading “„თუ არ ვიმოქმედებთ, საზღვაო აკადემიამდე ისევ ამოვა ზღვა“ – ინტერვიუ ექსპერტთან”
რა ნომერზე უნდა დარეკოთ კოვიდის დადასტურების დროს ცხელ ხაზზე
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 – განცხადებას ავრცელებს გადაუდებელი დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. ცენტრის ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების გამო 112-ზე მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია. „გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად: • 112 – სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება • 112 – 1 – პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური • 112-2 – Covid-19 Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების …
Continue reading “რა ნომერზე უნდა დარეკოთ კოვიდის დადასტურების დროს ცხელ ხაზზე”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 თებერვლის 21 საათიდან 7 თებერვლის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით დროგამოშვებით – წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 0 …
ბულვარის სანაპირო ზოლის გადასარჩენად ბათუმში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გაარკვევს, რა გზით არის შესაძლებელი ბათუმის სანაპიროს გადარჩენა. გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში პრომინადის ნაწილი შტორმმა ჩამოშალა, დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა. „ამ დროს ქალაქის მერი გამოვიდა და თქვა, რომ პრომინადი და პლაჟი დაასუფთავეს… სასწრაფო წესით საჭიროა, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. ჩვენ ვითხოვთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, …
აჭარაში კოვიდის 1456 ახალი შემთხვევაა – 6 თებერვალი
6 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1456 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებშია 700-ზე მეტი პაციენტი. დღეს, 6 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევაა, 38 ადამიანი გარდაიცვალა.
დადასტურდა კოვიდის 19 098 ახალი შემთხვევა, 38 პაციენტი გარდაიცვალა
6 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 881 შემთხვევა გასულ 24 საათში 38 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 36,47, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო 7 დღის – 27%. გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 50 ათასზე მეტი კვლევა კორონავირუსზე.
უგზო-უკვლოდ დაკარგული 163 პირიდან 51 ადამიანს ისევ ეძებენ, მათ შორის 6 მოზარდია
2021 წელს საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 163 ადამიანი. სტასტისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე იძებნება 51 პირი, გარდაცვლილი იპოვნეს 14 ადამიანი, ხოლო მოიძებნა 98 ადამიანი. გასულ წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს შორს 42 მოზარდია, ანუ 18 წლამდე პირი. უგზო-უკვლოდ დაკარგული 15 პირი 18-დან 24 წლამდეა, 59 ადამიანი – 25-დან 45 წლამდე, 29 …
Continue reading “უგზო-უკვლოდ დაკარგული 163 პირიდან 51 ადამიანს ისევ ეძებენ, მათ შორის 6 მოზარდია”
ბათუმის უბნები, სადაც არც გზაა და არც კანალიზაცია – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდნენ
„რა მოგიყვეთ? მოგიყვეთ, რომ არჩევნები არ გვეხება, კანალიზაციაც კი არ გაგვიკეთეს და მაინც ქალაქი დაგვარქვეს?“ – გვითხრა ბიჭიკო მალაყმაძემ კახაბრის დასახლებაში. ბიჭიკოს საკუთარი სახლის შესასვლელთან პატარა ჯიხური ჩაუდგამს და მუყაოს ქაღალდზე დაუწერია მსხვილად – „მარკეტი“. „გაჭირვებაა დიდი და ამიტომ გავხსენით. ერთი თვეც არაა ჯერ გასული და ნისიებია. შვილები პოლონეთში წავიდნენ სამუშაოდ, ჩვენ რა გვექნა?“ – …
თურქეთის პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა
თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ერდოღანი თავად წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. „ჩემი და ჩემი ცოლის ტესტის პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითია. ვაგრძელებთ სახლში მუშაობას“ – წერს ის ფეისბუქზე. ერდოღანი 2 დღის წინ უკრაინაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შესახვედრად.
შტორმმა ახალ ბულვარში – ზღვამ სანაპიროს ნაწილი წაიღო | ფოტო
დღეს, 5 თებერვალს, ბათუმში შტორმმა კიდევ ერთხელ დააზიანა ახალი ბულვარის სანაპიროს ნაწილი, წაიღო სკამები, ქვა-ღორღით გაივსო ბულვარის სავალი ნაწილი.
28 კაცი და 1 ქალი – ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილ პირთა სია
ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი გახსნეს. სამარხზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია 24 იანვრიდან მუშაობს. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სულ ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი. ნეშტების განცალკევების შემდეგ დაიწყება მათი ანთროპოლოგიური შესწავლის პროცესი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ …
Continue reading “28 კაცი და 1 ქალი – ბათუმში სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილ პირთა სია”
„გზებზე გადაადგილება შეზღუდულია“ – აჭარის მთიან სოფლებში შუქიც გამოირთო
„ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია. რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ახალი თოვლის საფარის სიმაღლე 40 – 50 სანტიმეტრია. აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, ტექნიკა მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზეც მუშაობს, თუმცა ყველა გზა ჯერ გაწმენდილი არ არის. …
Continue reading “„გზებზე გადაადგილება შეზღუდულია“ – აჭარის მთიან სოფლებში შუქიც გამოირთო”
კორონავირუსის 2207 ახალი შემთხვევა აჭარაში – 5 თებერვალი
5 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებშია 700-ზე მეტი პაციენტი. დღეს, 5 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევაა, 33 ადამიანი გარდაიცვალა.
დადასტურდა კოვიდის 23 134 ახალი შემთხვევა
5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 881 შემთხვევა გასულ 24 საათში 33 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო 7 დღის – 29, 28%. გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 70 ათასზე მეტი კვლევა კორონავირუსზე.
კომბოსტოს 30 თეთრად ვყიდულობდი, ახლა 2 ლარი ღირს – პროდუქტის ფასები დღეს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრის თვეში ისევ გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, პური და პურპროდუქტები, ზეთი და ცხიმი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, თევზეული, რძე, ყველი და კვერცხი, ხორცი, ხორცპროდუქტები, ყავა, ჩაი და კაკაო. დღეს, 4 თებერვალს, ბათუმის ბონის აგრარულ ბაზარში იგივე დაადასტურეს პროდუქტების …
Continue reading “კომბოსტოს 30 თეთრად ვყიდულობდი, ახლა 2 ლარი ღირს – პროდუქტის ფასები დღეს”
3 უფასო აპლიკაცია, რომელიც ჯანმრთელობის მონიტორინგში დაგეხმარებათ
Google-სა და Apple-ს აპლიკაციების ბაზებში დაახლოებით 100 000 სამედიცინო დანიშნულების აპლიკაციაა ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა მზარდია. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად ეფექტური ნამდვილად არ არის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური აპლიკაციის მოკლე მიმოხილვას, რომლებიც ჯანმრთელობის უკეთ კონტროლში დაგეხმარებათ: • Migraine Buddy – შაკიკის ეპიზოდების მონიტორინგის აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ შაკიკის სწრაფად დიაგნოსტირებაში და თქვენი დიაგნოზის უკეთ გაგებაში, …
Continue reading “3 უფასო აპლიკაცია, რომელიც ჯანმრთელობის მონიტორინგში დაგეხმარებათ”
110 ათასი ლარი 57 მეტრი გზის შესაკეთებლად ქობულეთში
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 57 მეტრი სიგრძის გზის კეთილმოწყობაზე ტენდერი 110 ათასი ლარით გამოაცხადა. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. სარეაბილიტაციო გზა კი ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირიდან იწყება და თამარ მეფის სანაპიროზე გადის. „პროექტით გათვალისწინებული გზა [57 მეტრი] ძლიერ დაზიანებულია, რაც სანიაღვრე [ცხაურიანი] ჭების არქონამ გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის გზის უსაფრთხო ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია პროექტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას …
Continue reading “110 ათასი ლარი 57 მეტრი გზის შესაკეთებლად ქობულეთში”
ვინ დახვრიტეს და ვინ დახვრიტა – ბათუმში სტალინური რეპრესიების ახალი სამარხი გაიხსნა
ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-38 წლებში დახვრეტილი ადამიანების კიდევ ერთი სამარხი იპოვეს. სამარხში 29 ნეშტი აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1938 წლის 15 მარტით დათარიღებული ოქმია. ოქმში 29 ადამიანის სახელი და გვარია, რომელიც ამ დღეს აჭარაში დახვრიტეს. „თუ ეს 15 მარტის სამარხია, ოქმში წერია, რომ ღამის ოთხ საათზე აღსრულდა განაჩენი,“ – გამოთქვა ვარაუდი ანტონ …
რთული არჩევანი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის – ჯორჯ სოროსის გამოსვლა
ჯორჯ სოროსი ჩინეთის შესახებ – გამოსვლა 2022 წლის 31 იანვარს, ჰუვერის ინსტიტუტის [აშშ] პანელურ დისკუსიაზე – „ჩინეთი ზამთრის ოლიმპიური თამაშები: რთული არჩევანი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის“. ________________________________________ 2022 წელი მსოფლიო ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. რამდენიმე დღეში ჩინეთი, მსოფლიოს უძლიერესი ავტორიტარული სახელმწიფო, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და, როგორც გერმანია 1936 წელს, შეეცდება, ეს მოვლენა აქციოს საკუთარი მკაცრი კონტროლის სისტემის …
Continue reading “რთული არჩევანი მსოფლიოს დემოკრატიებისთვის – ჯორჯ სოროსის გამოსვლა”
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები თვეში 300 ლარს მიიღებენ – საპილოტე პროექტი ბათუმში
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად ბათუმის მერიაში ახალი საპილოტე პროგრამა იწყება. პროგრამა ერთი წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლ ქალებს თვეში 300 ლარით დააფინანსებს. 200 ლარს კი მსხვერპლი ქალები ერთჯერადად მიიღებენ მედიკამენტებისთვის. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 300 ლარი ბინის ქირისთვის არის გათვალისწინებული, 200 ლარი კი მსხვერპლის მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის. ქალს თანხა თავშესაფრის დატოვების შემდეგ გამოეყოფა. ამის პარალელურად კი, …
საქართველოში კოვიდით რეინფიცირების ყველაზე მოკლე ვადა 69 დღე იყო – კვლევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოში კოვიდით მეორედ დაინფიცირების 10 997 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის პირველსა და მეორე დადასტურებებს შორის, ყველაზე მოკლე ვადა 69 დღე იყო. ამავე მონაცემებით, რეინფიცირებამდე საშუალო პერიოდი დაფიქსირებულია 291 დღე, მაქსიმალური კი – 589. რეინფიცირებად განიხილება ადამიანის განმეორებითი ინფიცირება COVID-19-ით, გამოჯანმრთელებიდან განსაზღვრული დროის …
Continue reading “საქართველოში კოვიდით რეინფიცირების ყველაზე მოკლე ვადა 69 დღე იყო – კვლევა”
ვის და როგორ გადაუხდის დენის გადასახადს სახელმწიფო – ახალი დადგენილება
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 3 თებერვალს მიიღო დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“. ახალი დადგენილებით: ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, 2022 წლის იანვრიდან, დენის სუბსიდიის თანხა შეადგენს: 2020 წლის დეკემბრის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ტარიფს შორის სხვაობას და ასევე, …
Continue reading “ვის და როგორ გადაუხდის დენის გადასახადს სახელმწიფო – ახალი დადგენილება”
100-ლარიან პენსიას ვერ მიიღებს ომის ვეტერანი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს
ომის ვეტერანების პენსია 22 ლარიდან 100 ლარამდე ახალი წლიდან გაიზარდა. თუმცა, ომის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სამსახურში [მაგალითად, სახელმწიფო დაცვის სამსახურში] არიან დასაქმებული, 100-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ. „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა აჭარაში და ჰკითხა, თუ რა იყო ამის მიზეზი. როგორც სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, შაქრო ჯაფარიძე ამბობს, თუ ომის ვეტერანი რომელიმე საჯარო უწყებიდან იღებს ანაზღაურებას, …
Continue reading “100-ლარიან პენსიას ვერ მიიღებს ომის ვეტერანი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს”
აჭარაში სახელმწიფომ 662 ჰა ქარსაფარი ზოლი უნდა აღწეროს – ინვენტარიზაციის გეგმა დამტკიცებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვეყანაში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 2024 წელს აჭარაში 662 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს. მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „გეგმაში ქარსაფარი ზოლის ფართობები მოცემულია „მიწის ფონდის განაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა და სავარგულების მიხედვით 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით“ მომზადებული ანგარიშის [მიწის ბალანსი] შესაბამისად.“ ამდენად, „ინვენტარიზაციის პროცესში, 2004 წლის …
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება USAID-ის მხარდაჭერით
ავტორი: ჩერიშ ბროკერი, USAID/საქართველოს განვითარების ასისტენტი ______________________________________________________ საქართველოში COVID-19-ის პანდემიამ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. კარანტინის პერიოდმა და მზარდმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით კი ქალები დააყენა ძალადობის რისკის ქვეშ. 2021 წელს USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებული გენდერული ანალიზის მიზანი, პრობლემის უკეთ გაგებასა და საკითხის აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავებაში ადგილობრივი მთავრობების დაეხმარება იყო. შეფასების პროცესში მონაწილეობის შემდეგ …
Continue reading “ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება USAID-ის მხარდაჭერით”