მოსამართლე ბიულეტენების გაჟონვის საქმეზე: შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ამბობს, რომ მის მიერ განხილული საარჩევნო დავის საქმეზე გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, თუმცა დღემდე გამოძიება არ დაწყებულა. საქმე ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნების მიხედვით გაყალბებულია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხმების ფარულობის დარღვევა იყო. არჩევნების შემდეგ „გაჟონილი ბიულეტენების“ საქმით …

„გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან“ – ბათუმში დღეს, 7 მაისს დისკუსია გაიმართება

დღეს, 7 მაისს, ბათუმში ფილმს აჩვენებენ და დისკუსია გაიმართება დამოუკიდებლობის თემაზე. ამ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. „ისტორიულად, ქართველები სუფრასთან ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დროს, დღესაც გვჭირდება შეკრება ერთ მაგიდასთან, ერთმანეთის მოსმენა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. ამიტომ, 26 მაისამდე საქართველოს შემოვივლით და ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუსმენთ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 338 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 918 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 24 521 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 41 539 ერთეული …

გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა

ბათუმის გმირთა ხეივანში ხარაჩოები და სხვა სამუშაო ინსტრუმენტები ისევ დაგხვდებათ. აღდგენის სამუშაოები დაუწყიათ, თუმცა როდის დასრულდება, არ ვიცით და არც ის ვიცით, ეს სამუშაოები ხარვეზების სრულ განახლებას ითვალისწინებს, თუ მხოლოდ იმ ადგილებს შეაკეთებენ, საიდანაც კომერციულ ობიექტებში წყალი ჩადის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, განახლებისთვის შეწუხებას არავინ აპირებდა, საფეხმავლო ხიდების ქვეშ განთავსებული კომერციული ობიექტების მოიჯარეებს ამ ფართობებში წყლის ჩასვლა …

„ეს ადასტურებს, რომ რუსეთი უძლურია“ – რას აჩვენებს აჟიოტაჟი რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტზე

„ეს უძლურების ნიშანი უფრო არის, ვიდრე ძალის, როდესაც რუსეთი მედიით ასეთ განცხადებებს აკეთებს. სხვა ვეღარაფერს დიდად ვეღარ აკეთებენ,“ – მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას რუსულ მედიაში სომხეთის ევროპულ სამიტებზე ატეხილ აჟიოტაჟზე ვესაუბრეთ. „დასავლეთის კავკასიური ცირკი“, მაგალითად, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რაშა თუდეი“ – რას აჩვენებს რუსეთის რეაქცია ფაშინიანის წარმატებულ სვლებზე ევროკავშირისკენ? „თუ რუსეთის …

რატომ აკრიტიკებს „ოცნება“ ევროკავშირის ელჩს? – ინტერვიუ

„კოორდინირებული შეტევაა ევროკავშირის ელჩზე. სტრატეგიულად ორი ძირითადი ილეთია გამოყენებული: ვითომ, რას წარმოადგენს ასეთს ეს ელჩი, რა უფლებით ლაპარაკობს ასე და თუ ჩვენზე, მთავრობაზე, რაღაცას ამბობს, ესე იგი საქართველოს უბედავს. ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩი პრაქტიკულად არის ძალიან დიდი ძალა – ისინი აშშ-ს და ევროკავშირის სახელით ლაპარაკობენ“, – ამბობს პოლიტოლოგი, ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი. რატომ …

რაზე მეტყველებს ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან კიდევ ერთი პირის დაკავება – ინტერვიუ

„უფრო გაგვიკვირდა ის, რომ გიორგი უძილაური გამოაცხადეს დასავლეთის ჯაშუშად, ვიდრე ის, რომ დასავლეთის ჯაშუშობისთვის ვინმე დაიჭირეს. ჯაშუშის დაანონსებული დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“- ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა აქუბარდია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. რაზე მეტყველებს ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან კიდევ ერთი პირის დაკავება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ თეონა აქუბარდიას. ქალბატონო თეონა, გუშინ დააკავეს გიორგი …

„აი, რა გაუკეთა ქართულმა ოცნებამ მზიას“ – ნობელიატი მარია რესა მზია ამაღლობელის შესახებ

მარია რესა, ნობელიატი ჟურნალისტი, ავტორი წიგნისა – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. მარია რესამ მზია ამაღლობელის შესახებ ქალაქ ლონდონში ისაუბრა. ის დიდი ბრიტანეთის დედაქალაში მზიას პატიმრობასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ შეხვედრაზე მომხსენებელი იყო. ___ „მზია [ამაღლობელი] მხოლოდ 2 წლით არ არის ციხეში იმის გამო, რაც მან გააკეთა, არამედ… ახლა აღვწერ, თუ რა არის ეს ყველაფერი იმის მიხედვით, რაც …

სარფის საზღვრიდან 500 მეტრში, თურქულ მხარეს, ფერდობი ჩამოიშალა

თურქული მედიის ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრში, ფერდობიდან უზარმაზარი ლოდები ჩამოცვივდა და მაგისტრალის ერთი ზოლი ჩახერგა. მედიის თანახმად, დიდი ზომის ლოდი დაეჯახა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც დაზიანდა, თუმცა  დაშავებულები არ არიან. მედიის ინფორმაციით, რომელსაც თურქეთის სახელმწიფო ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებენ, „ამ ტერიტორიაზე შესაძლოა მეწყრის შემდგომი ჩამოწოლის რისკი კვლავ შენარჩუნდეს“, შესაბამისად, მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი …

ბათუმში 8 მაისს მარში გაიმართება – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“

8 მაისს ბათუმში, 19:00 საათზე, მოქალაქეები მარშს აანონსებენ – „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის!“ მარში დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ სინდისის პატიმრების დედებიც. „ქართული სახელმწიფოსთვის კრიტიკულ პერიოდში თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას და სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად საზოგადოებრივ კონსოლიდირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გავაგონოთ ხმა რეჟიმის მიერ დატყვევებულ ჩვენს თანამებრძოლებს, საქართველოს ქალაქებში ვერავინ ჩაახშობს ხალხის …

„ოცნების“ პარლამენტარის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით 10 მლნ ლარი მიიღო – TI

„ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახი გამდიდრებას განაგრძობს. მისი შვილის კომპანიამ, სახელმწიფო ტენდერებით 10 მლნ ლარი მოიგო“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] კვლევაში, რომელიც დღეს, 6 მაისს გამოქვეყნდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, შპს „ექსპერტ ჰაუსმა“ 2018 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 10 446 411 ლარი მიიღო. „ამ …

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაასაღა ჯამში 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ასი ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა და 350 ევროს ოდენობის ყალბი ფული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.“ – აცხადებს საგამოძიებო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 337 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 918 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 515 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 41 478 …

გახარია: საქართველო, საზიანო პოლიტიკის შედეგად, სომხეთმა ჩაანაცვლა

გიორგი გახარია X-ზე [ყოფილი ტვიტერი] ეხმიანება სომხეთში გამართულ სამიტს და „ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს. გახარია წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ლიდერი ქვეყანა, საქართველო, ფაქტობრივად სომხეთმა ჩაანაცვლა. „საქართველოს მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, სამიტის მონაწილე არცერთ ლიდერს თავის გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია. ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც სამიტს ესწრებოდა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად სიტყვაც არ დაუძრავს. ოდესღაც რეგიონული ლიდერი საქართველო, დღეს, …

რუსეთში უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა ნავთობის მსხვილმა ქარხანამ – მედია

რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარეობს, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს ორ წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ნავთობის პირველადი გადამუშავების ოთხი დანადგარიდან სამი დაზიანებულია. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 20 მილიონ ტონას (დღეში დაახლოებით 400,000 ბარელს) შეადგენს. Reuters-ის ცნობით, ბოლო წლებში საწარმო ყოველწლიურად …

„ცხარე კურცხლით ვტირით ლეღვას ნახევარი“ – რას ჰყვებიან მეთხილეები „ოცნების“ მიერ სუბსიდიის გაუქმებაზე

„ყოველწლიურად 2 ტონა თხილს ვკრეფდით, შარშან ნახევარი ტონა იყო, წელს საერთოდ აღარ იქნება საერთოდ… განსაკუთრებით ბოლო 2 წელია ახალი დაავადება უტევს თხილის ბაღებს, ახლა გვჭირდებოდა ზუსტად დახმარება, სუბსიდია და პატრონი, მაგრამ გლეხობისკენ არავინ იყურება,“ – ამბობს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები ალიოშა სალუქვაძე. მეთხილეები არამარტო ქობულეთში დარდობენ თხილის ბაღების მასობრივად განადგურებას. ამას წელს ისიც დაემატა, რომ …

ზელენსკი: უკრაინული „ფლამინგოები“ ჩებოქსარის ქარხანაში მიფრინდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 5 მაისის ღამეს, რუსეთში, ჩებოქსარიში,  სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანას დაარტყეს. „გასულ ღამეს, შეიარაღებული ძალების ოპერაცია Deep Strike-ის ფარგლებში, განხორციელდა ფრთოსანი რაკეტების, F-5 Flamingo-ს საბრძოლო გაშვება მოწინააღმდეგის რამდენიმე სამიზნის, კერძოდ კი, ჩებოქსარიში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტების მიმართულებით“ – წერს ზელენსკი. „ფლამინგო“ უკრაინული რაკეტაა. ზელენსკი …

რა მოხდა „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების პროცესზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პატიმრობაში დატოვა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 15 პირი. დღეს, 5 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. „არ ვცნობ თავს დამნაშავედ“- ერთი და იმავე ფრაზით უპასუხა თხუთმეტივე ბრალდებულმა მოსამართლეს, რომელმაც ბრალის გაცნობის შემდეგ თითოეულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში? ადვოკატების მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს …

ბათუმში სანდასუფთავების მანქანა ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სანდასუფთავების სატვირთო ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 5 მაისს მოხდა. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

„ჩვენ მივდივართ ივანიშვილის სახლთან“ – მშობლების პროტესტი

ხვალ, 6 მაისს კი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, წამლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ. დღეს კი მათ საპასუხოდ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა:  „გონივრული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი გათვალისწინებული, მათ შორის „ფარმაცევტული მაფიის“ ინტერესები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“. მშობლები 15 დღეზე მეტია, მთავრობის კანცელარიის ეზოში …

მოსკოვში მობილური ინტერნეტი გათიშეს უკრაინული დრონების თავდასხმის ასარიდებლად

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, მობილური ინტერნეტი დაბლოკეს. როგორც ქვეყნის ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრო აცხადებს, ეს დროებითი ღონისძიებაა და სახლის ინტერნეტი და Wi-Fi მუშაობს. შეზღუდვა უკავშირდება 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებას. რუსული პროპაგანდისტული მედია სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვსა და რუსეთის რეგიონებში ინტერნეტი შეზღუდულია უსაფრთხოების გამო, მათ შორის უკრაინული დრონების თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, რადგან მობილური ინტერნეტის …

ბათუმსა და თბილისს შორის რკინიგზით მგზავრობა 4 საათამდე შემცირდება – „ოცნების“ დაპირება

დღეს, 5 მაისს, საქართველოს რკინიგზაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იგეგმება საქართველოს რკინიგზის სრული მოდერნიზაცია. ამავე პრეზენტაციაზე ითქვა, რომ 2026 წლის აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმი, თბილისი-ახალციხის ძირითადი სარკინიგზო ხაზის სრული რეაბილიტაცია. „შედეგად, ახალციხის მიმართულებით მგზავრობის დრო განახევრდება, ბათუმის მიმართულებით კი შემცირდება დაახლოებით 4 საათამდე“- განაცხადა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა. პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემაც …

როდის დათბება ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 13 – 18 …

ბათუმში წერეთლის ქუჩის გადაკეტვის გამო იცვლება ავტობუსების მარშრუტები

ბათუმის მერიის განცხადებით, 5 მაისიდან 21 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში. „შეზღუდვა დაკავშირებულია იმედაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც იმედაშვილისა და ბაქოს ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება“- აცხადებს ქალაქის მერია. შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შედის მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო მიმართულებებში: №1 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 336 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 917 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 510 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 41 386 ერთეული …

„ფორმულას“ ცნობით, მათი მაყურებლების ნაწილს შეუწყდა არხის მაუწყებლობა

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ არხის მაუწყებლობა მათი მაყურებლების ნაწილს შეუწყდა. ტელეკომპანიამ განცხადება დღეს, 4 მაისს, საღამოს გაავრცელა. „გვსურს, შევატყობინოთ „ფორმულას“ მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს. მიზეზი არის დავალიანება კომპანია „სტერეო პლიუსის“ მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს. არხის …

შევეგუეთ ადამიანების დაპატიმრებას ტროტუარზე დგომის გამო? – ინტერვიუ

გასულ კვირას, 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, ტროტუარზე დგომის გამო საქართველოს 4 მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ოთხივე საქმე ორმა მოსამართლემ განიხილა – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ. ეს მოსამართლეები ტროტუარის საქმეებს ყველაზე ხშირად განიხილავენ. მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში სასჯელის ზომად პატიმრობა გამოიყენეს. ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულები სამოქალაქო აქტივისტს, ანი ჩრდილელს, 24 აპრილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი …

ევროპის ლიდერები სომხეთში, რა იცვლება საქართველოსთვის? – ინტერვიუ დიპლომატთან

„პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი სამხრეთ კავკასიაში… აბსოლუტურად ახალი თანამშრომლობის და ურთიერთქმედების პოტენციალი გაიხსნა სამხრეთ კავკასიაში. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საცეცები რეგიონში შეიკვეცება და მისი გავლენები შემცირდება უფრო მეტად. ეს პრაქტიკულად უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს,“ – ამბობს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელსაც სომხეთის სამიტზე ვესაუბრეთ. ვალერი ჩეჩელაშვილს ვკითხეთ ირაკლი კობახიძის გზავნილზეც: რას ცდილობს ამჯერად ბიძინა ივანიშვილი? …

„მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს კვლავ ვაყენებთ“ – დიდი ბრიტანეთის და 15 ევროპული ქვეყნის მოსაზრება

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში პრესის დამოუკიდებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელსაც, ასევე, 14 ევროპული ქვეყანა უჭერს მხარს. მოსაზრება ეხმიანება მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება და მზია ამაღლობელის საქმეს. მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „მედიის თავისუფლების კოალიცია“ კვლავ აყენებს მისი გათავისუფლების საკითხს. „მზია …

რატომ იღუპებიან დელფნები შავ ზღვაში – სპეციალისტის განმარტება

„ბოლო პერიოდში დელფინების დაღუპვის მიზეზებში დაგვემატა მეხუთე ფაქტორი. …თევზჭერა იყო, დაბინძურება, ვირუსული დაავადებები და ნავიგაცია იყო – ეს ოთხი არის მსოფლიოში აღიარებული ფაქტორი შავ ზღვაში, რაც ზღვაში ძუძუმწოვრების დაღუპვას იწვევს. დაგვემატა მეხუთე – ეს არის ომი – საომარი მოქმედებები, რაც მიმდინარეობს შავ ზღვაში აქტიურად, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში. იქ მუშაობენ ზედაპირული და წყალქვეშა დრონები, გემების ჩაძირვები …

„განხილვა გადავდოთ 2 თვით“ – ვოლსკი ადამიანის უფლებების შესახებ ომბუდსმენის ანგარიშზე

დღეს 4 მაისს, საქართველოს პარლამენტში, სახალხო დამცველის ანგარიში შევიდა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ბიუროს სხდომაზე, „ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საკითხის გადადების შესახებ დააყენა მოთხოვნა, რასაც ბიუროს სხდომაში მონაწილე სხვა პირებმაც მხარი დაუჭირეს. „განხილვის ვადა გადავდოთ 2 თვით“, – განაცხადა ვოლსკიმ. სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს 2025 წლის პერიოდს, სადაც ასევე საუბარია 2024 წელს საპროტესტო …

„რძის არალეგალურ საწარმოში გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძის პროდუქტების არალეგალური წარმოების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს, ამჯერად – ხობში. კერძოდ, სააგენტომ არაგეგმურად შეამოწმა შპს „ფერმა ბოჩი“, რომელიც, სააგენტოსავე ცნობით, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მდებარეობს. „ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რძის პროდუქტებს აწარმოებდა. ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 41 ათასზე მეტი პირია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 41 042 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 40 978 განაცხადი. ბოლო ხუთ თვეში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია 4 927-ით არის გაზრდილი. 2026 წლის დეკემბრის მონაცემებით აღნიშნულ სიაში 36 115 პირი იყო რეგისტრირებული. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 335 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 120. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 914 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 507 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 41 …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 10 – …

4 მაისს ბათუმში დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, დიუშენის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნაა, დააფინანსოს სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი. “სიცოცხლის უფლება ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეუხებელი უფლებაა, რომელსაც იცავს კანონი! მოდი დიუშენის დიაგნოზის მქონე …

Exit mobile version