უკრაინელები არ დაუჭერენ მხარს დონბასიდან ჯარების ცალმხრივ გაყვანას – ზელენსკი

უკრაინის მოქალაქეები არ დაუჭერენ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დონბასიდან ჯარების ცალმხრივ გაყვანას და რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებს – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 თებერვალს, ამერიკულ გამოცემა Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში, ჟენევაში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ. ზელენსკის თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში რეფერენდუმს უნდა დაექვემდებაროს, …

აშშ-ში ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს – მედია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის Marinera-ს, იგივე Bella1-ს კაპიტანს, რომელსაც აშშ-ს სანაპირო დაცვა კვირების განმავლობაში დევნიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ბრალდებები მოიცავს ნავთობტანკერის მიერ გაიანის დროშის ყალბად აღმართვას და სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას – კერძოდ, გემის შეჩერებაზე უარს, რათა აშშ-ის ძალებს ბორტზე ასვლის შესაძლებლობა მისცემოდა. …

სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე ბათუმის მერი 2025 წელს გახდა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ბათუმის მერის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან, 9 600 ლარია. 2022 წლამდე ბათუმის მერი პოლიციაში მუშაობდა. 2022 წლიდან მას ავსტრიაში საქართველოს საელჩოში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და …

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 18 თებერვალს, ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. დღის 12 საათის მონაცემებით ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების – PM10 შემცველობის მაჩვენებელი არის ცუდი, ხოლო PM2.5 -ის შემცველობის მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ამ მონაცემებს ბათუმის ცენტრალურ პარკში და ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურები აფიქსირებენ. „17 თებერვლიდან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) …

პოლონეთში აკრძალეს ჩინეთში წარმოებული მანქანებით სამხედრო ობიექტებზე შესვლა

პოლონეთმა აკრძალა ჩინეთში წარმოებული მანქანებით სამხედრო ობიექტებზე შესვლა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით. აკრძალვის მიზეზი არის მოსაზრება, რომ ჩინეთში წარმოებულ მანქანებზე დამონტაჟებული სენსორები შეიძლება გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვანი მონაცემების შესაგროვებლად. პოლონეთის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი მანქანების დაცულ ადგილებში შესვლა მაინც შეიძლება დაშვებული იყოს, თუ კონკრეტული ფუნქციები გამორთულია და თითოეული ობიექტის უსაფრთხოების …

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 18 თებერვალს, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი, 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. პირველ ეტაპზე ანუ დღეიდან, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შშმ ბავშვებს. რეგისტრაცია გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით. მეორე ეტაპი დაიწყება 22 აპრილიდან და ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 256 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 681 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 24 051 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 363 ერთეული …

რატომ აღარ ჩანან პოლიტიკოსები აჭარაში საპროტესტო აქციებზე – „უნდა დავბრუნდეთ ქუჩაში ყველა“

ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქცია უკვე წელიწადი და სამი თვე გრძელდება, თუმცა ამ აქციებზე სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: მაგალითად, გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები მას აქეთ, რაც ისინი პარლამენტში შევიდნენ, აქციაზე აღარ ჩნდებიან. პროევროპული აქციის მონაწილეები კრიტიკით დახვდნენ „ლელოს“ გადაწყვეტილებას საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობაზე. 2025 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ლელოს“ ლიდერები აქციაზე იშვიათად ჩნდებიან. აქციაზე …

„ერთ დღესაც შეიძლება მატარებელი ჩვენს სახლს დაეცეს“ – ცხოვრება ლიანდაგთან

ბათუმში, ბონის დასახლებაში მცხოვრები 25-ამდე ოჯახი რთულ საცხოვრებელ პირობებზე საუბრობს. ბარაკულ დასახლებაში, სახლებს შორის რკინიგზა გადის. რკინიგზის რელსები დაზიანებულია. მოსახლეობა შიშობს, რომ „ერთ დღესაც შეიძლება მატარებლის ვაგონი გადაბრუნდეს და მათ სახლს დაეცეს“. წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩა #2 – ეს ბარაკული ტიპის დასახლების მისამართია ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, ბათუმის პორტთან ახლოს. რკინიგზა ორ …

ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში კაცი ააფეთქეს

ოზურგეთში 55 წლის ზვიად ჯინჭარაძე საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს. ფაქტი დაგვიდასტურეს შსს-შიც. „გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შს სამინისტროში. „გურიის მოამბე“ წერს, რომ ზვიად ჯინჭარაძე კრიმინალური ავტორიტეტია (მეტსახელად „ჯუმათა”) და ბოლო დროს უცხოეთიდან შემოტანილი ავტომანქანების რეალიზაციით იყო დაკავებული. ამავე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 თებერვლის 21 საათიდან 18 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 4 …

ვინ და როგორ ანაწილებს ადგილებს ბულვარში

„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბულვარს უკანონო და უსახური შენობებისგან ათავისუფლებს“ – ამ შინაარსის სათაურებით ფოტო-ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში ხშირად ვხვდებით. მუნიციპალური ინსპექციის, ბათუმის მერიისა და ბულვარის ადმინისტრაციის ფეისბუქის გვერდებით ვრცელდება კადრები, „როგორ ანგრევს მუნიციპალური ინსპექცია“ ბულვარში შენობებს.   ბულვარის უკვე დამტკიცებული გენგეგმის შესაბამისად, ბულვარში აქამდე არსებული კაფეები, კლუბები და ჯიხურები ბულვარის იერ-სახეს არ შეესაბამება. გარდა …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 18 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის განმარტებით, მიზეზი ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია. ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გასულ კვირას გადაკეტეს – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა …

გახარიას პარტია სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სადავო პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს. პარტიის წარმომადგენელმა შალვა კერესელიძემ ინიციატივა დღეს, 17 თებერვალს, პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. მისი თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე პერიოდში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეეხებათ. დღეს სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიხეილ ყაველაშვილი იყო მისული. სწორედ მას მიმართა შალვა კერესელიძემ და …

ბათუმის პორტმა 660 გემი მიიღო და 1.9 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა – სტატისტიკა

ბათუმის პორტმა განახლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პორტის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთების გადატვირთვის საერთო მოცულობამ 7. 3 მილიონი ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში 1.7 მილიონი ტონა საბორნე ტვირთი დამუშავდა, კონტეინერების ტვირთბრუნვა კი 109.6 ათასი TEU იყო. „მშრალი ტვირთების ტერმინალზე დამოუკიდებლად ოპერირებული გადატვირთვის მოცულობა გაიზარდა 1.15 მილიონ ტონამდე, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 255 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 678 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 045 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 323 ერთეული …

„თუ ბათუმს ყველაფერი დაუტოვეს, ჩვენთვისაც უნდა დაეტოვებინათ“ – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი

„თუ ქაღალდზეც აღარ გვექნება აფხაზეთის უნივერსიტეტი და არ გვეყოლება კანონიერი ხელისუფლება, მაშინ გამოგვიცხადებია კაპიტულაცია. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან ხვალ შეიძლება აფხაზეთის დევნილი მთავრობაც გააუქმონ“ – ამბობს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი „ბათუმელებთან“. რა დარჩება სოხუმის უნივერსიტეტისგან „ოცნების“ განათლების „რეფორმით“ და რატომ არ აპირებს შეგუებას დევნილი უნივერსიტეტი? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ზურაბ პაპასქირს. ბატონო ზურაბ, …

„შეიძლება რუსეთმა „ოცნება“ აიძულოს, მიიღონ ასეთი მტკივნეული გადაწყვეტილება“ – ინტერვიუ

„ვხედავთ, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება არ შეცვლილა – მათ უნდათ, რომ ევროპელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი. მას მიუნხენის უსაფრთხოების მორიგ კონფერენციაზე ვესაუბრეთ, გზავნილებზე, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა გააჟღერეს. გიორგი მელაშვილს ლავროვის მოადგილის ახალ განცხადებაზეც ვკითხეთ, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც უნდა იფიქროს – ეკონომიკური სარგებელი დიდიაო. …

რას სთავაზობს ბათუმში უკრაინული სახლი მოქალაქეებს – უფასო ლექციები, ქართული ენის კურსები და შეხვედრები

„ჩვენ ვიწვევთ პატარა ვარსკვლავებს, უფასო ცეკვის გაკვეთილებზე,“ – ეს ერთ-ერთი აქტივობაა იმ მრავალთაგან, რომელსაც ბათუმში ახალგახსნილი უკრაინული სახლი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #31-ში მდებარე უკრაინულ სახლში მისულ ნებისმიერ სტუმარს მრავალფუნქციური სივრცე დახვდება – აქ შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, დაესწროთ საინტერესო ლექციას, ისარგებლოთ ფასიანი ან უფასო საგანმანათლებლო კურსებით. უკრაინული სახლი ბათუმში გასული …

ავტობუსის მძღოლის ცემის ფაქტზე ბათუმში ერთი კაცი დააკავეს

დააკავეს კაცი, რომელსაც ბათუმში ავტობუსის მძღოლის ცემას ედავებიან.  შემთხვევა დღეს, 16 თებერვალს მოხდა. დაკავებული შუახნის კაცია. წინასწარი ინფორმაციით, მან მძღოლს ავტობუსის გაჩერება იქ სთხოვა, სადაც ავტობუსის გაჩერება არ არის. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძალადობას გულისხმობს.

შავი ზღვის დაბინძურების ბრალდებით კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს

ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი LIDER PRESTIJ და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. LIDER PRESTIJ არის Ro-Ro სამგზავრო ტიპის გემი, რომლითაც გადაჰყავთ სატვირთო ავტომობილები, ტრაილერები და მსუბუქი მანქანები. ბრალდების თანახმად, კამერუნის დროშის ქვეშ მცურავმა LIDER PRESTIJ-მა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი …

გამოავლინეს სამი არალეგალური საწარმო – „დაილუქა საეჭვო რძე და რძის ფხვნილი“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს. ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა …

თეთრიწყაროს მოსამართლის წარდგინების განხილვაზე საკონსტიტუციომ უარი თქვა

თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას წარდგინება, რომელიც მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს შეცვლილი კანონი ანტიკონსტიტუციურია, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვის გარეშე დატოვა. საუბარია საქმეზე, რომელიც ეხება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირის დაპატიმრებას – თუ პირი ჯარიმას ვერ იხდის, ის მოსამართლემ უნდა დააპატიმროს. წარდგინება შეეხებოდა ასკ-ის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] მუხლს. ყველაზე …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს სცემეს

ბათუმში მე-4 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს სცემეს. მოქალაქე მერაბ ღოღობერიძის ინფორმაციით, მგზავრმა ავტობუსის გაჩერება იქ მოითხოვა, სადაც გაჩერების ადგილი არ იყო, რაზეც მძღოლმა უარი თქვა. შემთხვევა ბათუმში დღეს, 16 თებერვალს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. დაკავებული ამ ეტაპზე არ არის.

საია მოქალაქეების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საქმეზე გენერალურ პროკურატურას მიმართავს

დღეს, 16 თებერვალს, საიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შესაძლო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის საკითხზე. საია მოითხოვს გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას და ასევე, იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს. …

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც „სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“- ამბობს შსს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 254 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 676 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 042 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 37 319 …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. დაშავებული ზემო კიდურის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია. შემთხვევა დავით ართმელაძის ქუჩაზე [ახალი ბულვარის გაგრძელება] მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან …

აჭარაში ავარიული ხის ჯამეებისთვის სააგენტო ელექტროგაყვანილობის პროექტებს შეისყიდის

აჭარაში ოთხი ხის ჯამესთვის ელექტროგაყვანილობის პროექტების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული. ტენდერში აღნიშნულია, რომ ოთხივე ჯამე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ავარიულ მდგომარეობაშია. „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დაგვა, ხალა, კვირიკე და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზუბზუში ელექტროსამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 ათასი …

იანვარში საგარეო ვაჭრობა შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა. „2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 597 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19 პროცენტით), ხოლო იმპორტი …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – …

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში – აუდიტი

საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება. ამ ფონზე, სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, სერიოზული პრობლემებია განრიდება-მედიაციის პროგრამაში – მექანიზმში, რომელიც ახალგაზრდებს ნასამართლეობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შანსს აძლევს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა განკუთვნილია არასრულწლოვნებისა და 18–21 წლის ახალგაზრდებისთვის. მისი მიზანია, მათ სასჯელისა და ნასამართლეობის გარეშე გააგრძელონ ცხოვრება და დაუბრუნდნენ კანონმორჩილ გზას. აუდიტის ანგარიშის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 253 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 672 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 037 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 37 293 …

ბათუმში მარჯანიშვილის და ასათიანის ქუჩები გადაიკეტა – აქ ქვაფენილი უნდა აყარონ

ბათუმში ქვაფენილის ასაყრელად და შემდეგ ასფალტის დასაგებად ლუკა ასათიანის ქუჩა გადაიკეტა – ზურაბ გორგილაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთში. მთლიანად გადაიკეტა ასევე კოტე მარჯანიშვილის ქუჩა [დემეტრე თავდადებულისა და ვაჟა-ფშაველას შორის], რომელიც ასათიანის ქუჩას კვეთს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებში მოძრაობა ტრანსპორტისთვის დღეიდან, 14 თებერვლიდან, 1 კვირის განმავლობაში იქნება შეზღუდული. ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა …

ავტომაგისტრალიდან 200 მეტრის ფარგლებში მშენებლობა გზის მფლობელთან უნდა შეთანხმდეს

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებსა და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალული იქნება მშენებლობა. ასეთ შეზღუდვას ითვალისწინებს „ოცნების“ მთავრობის დადგენილების პროექტი, რის შესახებაც ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით ახალი „რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 252 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 668 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 031 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 282 …

Exit mobile version