მთავარი,სიახლეები

უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვის სქემა გამოავლინეს – უსაფრთხოების სამსახური

19.05.2022 • 2051
უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვის სქემა გამოავლინეს – უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელი მებრძოლებისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების მითვისების სქემა გამოვლინა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის, არტემ დეხტიარენკოს თქმით, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ცდილობდნენ უკანონოდ გაეყიდათ 12 მლნ გრივნას ღირებულების, 1000-ზე მეტი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი.

დეხტიარენკოს თქმით, თავდაცვის ეს საშუალებები უკრაინაში ერთ-ერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დაამზადა და ჩერკასის სამხედრო ადმინისტრაციის მეშვეობით თავდაცვის საჭიროებებისთვის იყო გათვალისწინებული.

თუმცა, უკრაინელი მცველებისთვის უფასო გადაცემის ნაცვლად, ჩართული ოფიციალური პირები ცდილობდნენ ტყვიაგაუმტარი ჟილეტების გაყიდვას კომერციული სტრუქტურებისა და სუპერმარკეტების ქსელის მეშვეობით.

უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთი სავაჭრო ქსელიდან ამოიღო პროდუქციის ნაწილი.

მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, დგინდება უკანონო სქემაში მონაწილე ყველა გარემოება და პირი – აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

___________

ფოტოზე: არტემ დეხტიარენკო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: