მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 20 მაისი

20.05.2022
ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 20 მაისი

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 263 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 3 090 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 596 ერთეული [+1]
  • MLRS – 200 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 204 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 168 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 460 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 103 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 162 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 172 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 952 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 314 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 168 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 396 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 571 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 039 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უცნობია, რამდენი უკრაინელი სამხედრო რჩება „აზოვსტალში“. უწყების ცნობით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, სავარაუდოდ, 1700-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა:

„რუსეთის სამხედრო მეთაურები ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან“ – ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: