უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მეხუთე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, როგორ მოიპოვონ იარაღი, როგორ დაეხმარონ უკრაინულ ჯარს და როგორ გაავრცელონ ინფორმაცია. „გააგრძელეთ უკრაინული არმიის მხარდაჭერა სურსათით, ადგილზე წინააღმდეგობის გაწევით და ინფორმაციის გავრცელებით. გაერთიანდით და დაეხმარეთ ერთმანეთს ოკუპანტების დაბომბვებისა და სხვა ტიპის ტერორისტული თავდასხმების შედეგების დაძლევაში. გაავრცელეთ ჩვენი ოფიციალური გვერდიდან ინფორმაცია, მოუყევით რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების …
Category Archives: მთავარი
„ანონიმუსი“: რუსული პროპაგანდისტული მედიების ვებგვერდები დაჰაკულია
რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების – TASS-ის, Izvestia-ს, Fontanka-ს, RBC-ისა და „კომერსანტის“ ვებგვერდები გატეხილია. ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე „ანონიმუსი“ ავრცელებს. ამ მომენტისთვის Fontanka-ს ვებგვერდი კვლავ მუშაობს, თუმცა შეფერხებით – “Fontanka-ს ვებსაიტი ბოლო საათებში პერიოდულად ექცევა მასიური კიბერშეტევებების ქვეშ, ამიტომ მასალებზე წვდომა შეიძლება გაძნელდეს” – წერს “Fontanka”. JUST IN: The websites belonging to the Russian propaganda news …
Continue reading “„ანონიმუსი“: რუსული პროპაგანდისტული მედიების ვებგვერდები დაჰაკულია”
კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი
„წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს,“ – უკრაინაში მიმდინარე ომის დაკვირვების დროს გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს „გრავიტაციის ძალა“ ახსენდება, რომლითაც სამხედრო მეთაურები ომის დროს თურმე ადგენენ როგორია არა ჯარისკაცების, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგობა მტრის იერიშის დროს. გრავიტაციის ძალით გენერლები ერთგვარ პროგნოზს აკეთებენ, რა შეიძლება მოხდეს ბრძოლის ველზე. გადამდგარი გენერლის აზრით, …
კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ი „ანონიმუსმა“ გათიშა
რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს TASS-ის (Информационное агентство России „ТАСС“) ვებგვერდი გათიშულია, გათიშვამდე რამდენიმე წუთით ადრე საიტზე გამოჩნდა შემდეგი ტექსტი: „ძვირფასო მოქალაქეებო. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ეს სიგიჟე, ნუ გაგზავნით თქვენს შვილებს და ქმრებს სასიკვდილოდ. პუტინი გვატყუებს და საფრთხეში გვაყენებს. მოგვწყვიტეს მთელ მსოფლიოს, ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტეს. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორც ჩრდილოეთ კორეაში. რად …
Continue reading “კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ი „ანონიმუსმა“ გათიშა”
უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები
27 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ბელარუსის რესპუბლიკაში რეფერენდუმი გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უკვე ცნობილია. მედიის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი მოსახლეობის 65-ზე მეტმა პროცენტმა დაუჭირა, 10 პროცენტი კი წინააღმდეგი იყო. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს. მას ასევე მიენიჭება უვადო იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნისგან, თუკი იგი …
Continue reading “უვადო იმუნიტეტი და კვლავ პრეზიდენტობის უფლება – ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგები”
სად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ბათუმში უკრაინელებისთვის
უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები საკვებ და სამედიცინო პროდუქტებს აგროვებენ. ამ დროისთვის ბათუმში სამ მისამართზე შეგიძლიათ მიიტანოთ სხვადასხვა სახის ნივთი, რომლესაც უკრაინელებს ქართველი ხალხის სახელით გაუგზავნიან. ეს მისამართებია: ფარნავაზ მეფის #46 (გამსახურდიას კვეთა/„ლელოს“ ოფისი) ვახტანგ გორგასლის #54 (ენმ-ს ოფისი) ვახტანგ გორგასლის #153 (რესტორანი „აჯიკა“) ძირითადად გროვდება არამალფუჭებადი საკვები, ასევე ტკბილეული, მათ შორის, „ჩურჩხელები“, …
Continue reading “სად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ბათუმში უკრაინელებისთვის”
„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ენმ-ის დეპუტატი “ოცნების” დეპუტატს
„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ამ სიტყვებით უმაღლესი საბჭოს წევრმა, ენმ-იდან ელგუჯა ბაგრატიონმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძეს მიმართა. დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებმაც რეზოლუცია 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, ითხოვდნენ, რომ უმაღლეს საბჭოს დღეს, 28 თებერვალს, გაეტანა ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის საკითხი. …
რუსი გენერალი ამბობს, რომ კიევის მცხოვრებლებს უსაფრთხო დერეფანს სთავაზობენ
რუსეთი კიევის მცხოვრებლებს ქალაქის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული CNN-ი და რუსული მედია ავრცელებს. უკრაინის დედაქალაქში მცხოვრებ ნებისმიერ სამოქალაქო პირს შეუძლია კიევი-ვასილკოვის გზატკეცილის მეშვეობით დატოვოს კიევი, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი იგორ კანაშენკო. “მივმართავთ კიევის მოსახლეობას. ქალაქის ყველა სამოქალაქო პირს შეუძლია თავისუფლად დატოვოს უკრაინის დედაქალაქი კიევი-ვასილკოვის (ვასილკოვი) გზატკეცილის გასწვრივ. ეს მარშრუტი ღია …
Continue reading “რუსი გენერალი ამბობს, რომ კიევის მცხოვრებლებს უსაფრთხო დერეფანს სთავაზობენ”
არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი, თავს ნუ გვჭრი – სახალხო დამცველი ღარიბაშვილს
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფეისბუქზე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას. „ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში მის საპასუხოდ მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 28 თებერვალს, 7 …
ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება
უკრაინაში იწურება სამედიცინო ჟანგბადის მარაგი, რომელიც აუცილებელია მძიმე პაციენტებისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 27 თებერვალს, კვირას, სპეციალური განცხადება გაავრცელა. „უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის ხელმისაწვდომობა ძალიან საშიშ წერტილს უახლოვდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქ კიევში, სატვირთო მანქანებს არ შეუძლიათ ჟანგბადის გადატანა ქარხნებიდან საავადმყოფოებში. საავადმყოფოების უმრავლესობაში ჟანგბადის მარაგები შესაძლოა 24 საათში ამოიწუროს. ზოგიერთ სტაციონარში ჟანგბადი უკვე …
Continue reading “ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება”
უკრაინიდან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ გვაქვს – სისხლის ბანკი
დაჭრილი უკრაინელი მეომრებისა და სამოქალაქო პირების დასახმარებლად სისხლის დონაციის სურვილი საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა. თუმცა როგორც ბათუმში, სისხლის ბანკში გვითხრეს, ამ ეტაპზე საქართველოდან სისხლის გატანის საჭიროება არ არის. აჭარაში სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, მთავარი ექიმ-ტრანსფუზიოლოგი ბეჟან ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკრაინისგან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა არ არის. „ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონტაქტი უკრაინასთან და ამ ეტაპზე. …
Continue reading “უკრაინიდან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ გვაქვს – სისხლის ბანკი”
5300 ადამიანი, 191 ტანკი, 816 ჯავშანტექნიკა – უკრაინა რუსული ჯარის დანაკარგებს აქვეყნებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი, „მტრის მთლიან სავარაუდო დანაკარგების“ შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი განცხადებით, რუსეთის არმიამ ომის დაწყებიდან დაახლოებით 5300 ადამიანი დაკარგა უკრაინაში [ეს ციფრი ჯერ კიდევ ზუსტდება]. მალიარის თანახმად, ეს დანაკარგები დათვლილია 24 თებერვლიდან 28 თებერვლის დილამდე. დანაკარგების სია ასე გამოიყურება: თვითმფრინავი – 29 ვერტმფრენი -29 ტანკი – 191 ჯავშანტექნიკა – 816 ქვემეხი …
რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს – ღარიბაშვილი
დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიუღებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. „რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვუცხადეთ მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. ასევე, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინას. …
25 გარდაცვლილი და კოვიდის 2465 ახალი შემთხვევა – 28 თებერვალი
ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2465 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 25 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4595 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროშია – 417. ამ დროისთვის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 605 472 , ბოლო 24 საათში – 2 465 მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 504 161 , ბოლო 24 საათში – 12 840 მათ შორის, გარდაცვლილი – 16 163 , ბოლო 24 საათში …
Continue reading “25 გარდაცვლილი და კოვიდის 2465 ახალი შემთხვევა – 28 თებერვალი”
ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, უკრაინული გემი VILNIUS-ი სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი სახელმწიფო იზრუნებს. სააგენტოს განცხადებით, გემი ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიემართებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 27 თებერვალს ღია ზღვიდან ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. „საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი გათავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების …
ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების ხელფასი 3300 დოლარამდე გაიზრდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცების ხელფასი გაიზრდება და თვეში 100 000 გრივნა იქნება, რაც დაახლოებით 3 352 დოლარია. „არა იმიტომ, რომ მადლობა მოვისმინოთ, არამედ მათ იცოდნენ, რომ ქვეყანა მათი ძალიან მადლიერია,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან არა ფულისთვის, არამედ ხვალინდელი დღისთვის, მაგრამ სახელმწიფომ მათ გადაუხდის შესაბამისად. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, …
Continue reading “ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების ხელფასი 3300 დოლარამდე გაიზრდება”
ბათუმელი ექთანი მთავრობას: გვსურს, უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფი
ავტორი: ლუკა კურტანიძე, ბიოლოგი, ექთანი მინდა გამოვეხმაურო ომს უკრაინაში და როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, წითელი ჯვრის საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ ჩვენი, მედპერსონალის ინიციატივა და დაგვეხმაროთ ჩვენი სურვილის განხორციელებაში. ჩვენი სურვილია [მე ამ სურვილებში მარტო არ ვარ] ჩვენი მოძმე ერის – უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მედპერსონალის მოხალისეთა ჯგუფი. ეს ჯგუფი …
ევროკავშირი რუსეთისთვის ცას ხურავს, ვერ იფრენენ ოლიგარქების თვითმფრინავებიც
ევროკავშირი გეგმავს საჰაერო სივრცე შეუზღუდოს თვითმფრინავებს, რომლებიც ეკუთვნის რუსეთს, რეგისტრირებულია რუსეთში ან კონტროლდება რუსეთიდან. ისინი ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას. მათ შორის, შეზღუდვა ეხება ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებსაც. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს ტვიტერზე. First, we are shutting down the EU airspace for Russian-owned, Russian registered or Russian-controlled aircraft. …
Continue reading “ევროკავშირი რუსეთისთვის ცას ხურავს, ვერ იფრენენ ოლიგარქების თვითმფრინავებიც”
თუ პუტინი ბირთვული იარაღით უკრაინას ემუქრება, ეს ვერ გაგვტეხს – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა დღეს, 27 თებერვალს, საერთაშორისო მედიის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დმიტრო კულებას ჰკითხეს, რა არის უკრაინის გეგმები მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის „სტრატეგიული თავდაცვით ძალებს უბრძანა გადასულიყვნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე“? კულებას თქმით, ამ შემთხვევაში მას აქვს „ძალიან მარტივი გზავნილი: ეს …
Continue reading “თუ პუტინი ბირთვული იარაღით უკრაინას ემუქრება, ეს ვერ გაგვტეხს – კულება”
„ტელეგრამის“ მფლობელი რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა
Telegram-ის შემქმნელი პაველ დუროვი ამბობს, რომ შესაძლოა დაიწყოს „ტელეგრამზე“ რუსული და უკრაინული არხების შეზღუდვა. ამის შესახებ დუროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს. „ტელეგრამის არხები სულ უფრო ხშირად ხდება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის წყარო. ჩვენ არ გვაქვს ფიზიკური შესაძლებლობა, შევამოწმოთ ყველა არხი მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე. მოვუწოდებ მომხმარებლებს რუსეთიდან და უკრაინიდან, ეჭვი შეიტანონ ნებისმიერ მონაცემზე, რომელიც …
„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა
დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 2 აქცია გაიმართა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად. პირველი აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა 15 საათზე და მასში სტუდენტები მონაწილეობდნენ. „სტუდენტები მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ერთიანობას, გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მიმართ. თუკი უკრაინაში ომია, ჩვენს ქვეყანაში არ არის მშვიდობა, რადგან ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს …
Continue reading “„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა”
უკრაინის დელეგაცია რუსებს შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგზე წერს. ზელენსკის თქმით, უკრაინული და რუსული მხარე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდებიან ერთმანეთს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსებს წინაპირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან. ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის ჩასვლის, მოლაპარაკებების და დაბრუნების დროს, ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, …
Continue reading “უკრაინის დელეგაცია რუსებს შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე – ზელენსკი”
ზელენსკი VISA-ს და MasterCard-ს მიმართავს: დაბლოკეთ რუსეთში გაცემული ბარათები
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის წერილი VISA და MasterCard-ის კომპანიებისადმი. ზელენსკი ამ კომპანიების პრეზიდენტებს და ხელმძღვანელებს სთხოვს, დაბლოკონ რუსეთში გაცემული მათი საბანკო ბარათები. “ძვირფასო კოლეგებო და იმედი მაქვს უკრაინისა და თავისუფალი მსოფლიოს მეგობრებო! რუსეთმა დაიწყო ცბიერი და სამარცხვინო სამხედრო შეტევა ჩემს ქვეყანაზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ 2022 წელს, ფრთოსანი …
Continue reading “ზელენსკი VISA-ს და MasterCard-ს მიმართავს: დაბლოკეთ რუსეთში გაცემული ბარათები”
VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან
„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადებით, „ვითიბის“ ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება „ბაზისბანკის“ მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც „ბაზისბანკის“, ასევე „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში“. „სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე“ – აღნიშნულია ბანკის მიერ …
Continue reading “VTB-ის მეანაბრეები და მსესხებლები „ბაზისბანკის“ მომხმარებლები გახდებიან”
უკრაინის დროშები ბათუმის კედლებზე სოლიდარობის ნიშნად – Art Up Gallery-ის ინსტალაცია
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად Art Up – Street Gallery-ის ორგანიზებით ბათუმში, ორ კედელზე უკრაინის დროშები დახატეს. ორივე დროშა აბაშიძის ქუჩაზეა – ერთი კინოთეატრ „აპოლოსთან“ ახლოს, მეორე კი ბათუმის თოჯინების თეატრის წინ, აფიშებისთვის განკუთვნილი კედლის გასწვრივ. „ეს დროშები და ინსტალაცია ეძღვნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სოლიდარობის ნიშნად შევქმენით. ამასთან, ბოლო დღეებში რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა საქართველო, გვინდოდა ხმა მიგვეწვდინა …
თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
კვირას, 27 თებერვალს თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა. „როიტერსის“ ცნობით, ეს NATO-ს წევრ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გააქტიუროს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც შეზღუდავს რუსული ფლოტის გადაადგილებას შავ ზღვაზე. 1936 წლის მონტროს კონვენციით, თურქეთს აქვს კონტროლი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე, რომლებიც ხმელთაშუა და შავ ზღვებს აკავშირებს და შეუძლია სამხედრო გემების გადაადგილება შეზღუდოს ომიანობის ან საფრთხის არსებობის შემთხვევაში. …
Continue reading “თურქეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომი უწოდა – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი”
ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები
„სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც სებმა დღეს, 27 თებერვალს გაავრცელა. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს …
Continue reading “ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები”
გერმანია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს უკეტავს
გერმანია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეს უკეტავს. ამის შესახებ გერმანული „დოიჩე ველე“ აქვეყნებს ინფორმაციას. გერმანია მე-13 ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ბოლო 2 დღის განმავლობაში რუსულ ავიაკომპანიებისთვის დაკეტა საჰაერო სივრცე. დღეს, 27 თებერვალს, ასევე, გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ავიარეისებს რუსეთის მიმართულებით. _______________ ფოტო: „დოიჩე ველე“ ამავე თემაზე: რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას 12 ქვეყანა კეტავს – ბოლო მონაცემები
რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას 12 ქვეყანა კეტავს – ბოლო მონაცემები
ავსტრიის, დანიისა და ბელგიის მთავრობები აცხადებენ, რომ კეტავენ საჰაერო სივრცეს რუსული ავიაკომპანიებისთვის. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. დღეს, 27 თებერვალს, ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს ფინეთი და ირლანდია. ბოლო მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჯამში 12 ქვეყანა უკეტავს რუსულ ავიაკომპანიებს ცას. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, …
Continue reading “რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას 12 ქვეყანა კეტავს – ბოლო მონაცემები”
უკრაინაში შეიქმნა ვებგვერდი დაღუპული და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ამოსაცნობად
შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც ქვეყნდება ინფორმაცია უკრაინაში დატყვევებული და მოკლული რუსი ჯარისკაცების შესახებ. საიტის აღწერაში მითითებულია, რომ გვერდი შექმნილია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ищи своих – ასე ეწოდება ვებგვერდს, რომელზეც ქვეყნდება ფოტო და ვიდეომასალა, ასევე, რუსი დაღუპული ჯარისკაცების დოკუმენტები, რაც შემთხვევის ადგილას იქნა ნაპოვნი. „თუ თქვენი ნათესავები ან მეგობრები არიან უკრაინაში და მონაწილეობენ ჩვენი ხალხის …
თებერვალი ბათუმში უნალექოდ ჩაივლის – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა, დღისით …
Continue reading “თებერვალი ბათუმში უნალექოდ ჩაივლის – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს მხოლოდ დასაწყისია
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს. „კონფლიქტი უკრაინაში ეს მხოლოდ დასაწყისია. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. ზელენსკი ვერ დაიმალება, ვერც ამერიკულ და ვერც ერთ სხვა ბუნკერში“ – განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ დაფიქსირდა უკრაინიდან ბელარუსში იარაღის შეტანის შემთხვევები და უკრაინაში ამზადებდნენ ჯგუფებს ბელარუსში „პროვოკაციის მოსაწყობად“. ლუკაშენკომ აღიარა, რომ ბელარუსიდან უკრაინის …
Continue reading “ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს მხოლოდ დასაწყისია”
იმოქმედეთ, უარყავით დიქტატორი – ფრანგი მწერლის მიმართვა რუს მწერლებსა და მკითხველებს
ცნობილი ფრანგი მწერალი, ფრედერიკ ბეგბედერი რუს მწერლებსა და მკითხველებს მიმართავს, დაარღვიონ დუმილი. მწერალი ასე ეხმიანება რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა. „სამი დღის წინ ზელენსკი კლოუნი მეგონა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი კვერცხები. და ვლადიმერ პუტინი კი არამარტო ძუკნაა, ის უფრო შეშინებულია, სასაცილოა და მას აქვს ძალიან, ძალიან პატარა პენისი. მე …
თქვენ ახლაც გძინავთ, ჩვენ კი აღარ ვწვებით დასაძინებლად – ზელენსკის მიმართვა ბელარუს ხალხს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 27 თებერვალს, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იგი რუსულ ენაზე მიმართავს ბელარუს ხალხს. დღეს 27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი იმართება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რითაც პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის უფლება ერთმევა. ლუკაშენკო 27 წელზე მეტია, პრეზიდენტია. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი ახლა ბელარუსი ხალხის მთავარი არჩევანია. „წინა ღამე უკრაინაში სასტიკი იყო. ოკუპანტები იბრძვიან ყველას წინააღმდეგ. …
4 835 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში
27 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 146 შემთხვევა, აჭარა – 245, იმერეთი – 845, ქვემო ქართლი -190, შიდა ქართლი – 227, გურია – 243, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 327, …
Continue reading “4 835 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში”
„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ – ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინისადმი. უკრაინისთვის და სრულიად ევროპისათვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდითაა”. Talked with President @ZelenskyyUa and reiterated Georgia’s full solidarity with the people …
Continue reading “„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ – ზურაბიშვილი”