მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მაისის მონაცემები

19.05.2022 • 1720
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 254 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 3 063 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 595 ერთეული [+9]
  • MLRS – 199 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 203 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 167 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 455 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 103 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 157 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 172 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 942 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 313 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 158 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 395 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 562 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 026 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთში სამხედრო მეთაურებს თანამდებობიდან ათავისუფლებენ – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რა [არ] ვიცით „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: