მთავარი,სიახლეები

რუსეთის თავდაცვა: აზოვსტალიდან 1730 მებრძოლი „ჩაგვბარდა ტყვედ“  

19.05.2022 • 2468
რუსეთის თავდაცვა: აზოვსტალიდან 1730 მებრძოლი „ჩაგვბარდა ტყვედ“  

გასული ღამის განმავლობაში აზოვის ქვედანაყოფის 770-ზე მეტი მებრძოლი ჩაბარდა რუსულ მხარეს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განუცხადა.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია: უკრაინა აზოვსტალის მებრძოლების შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს. მათი მოტივაცია შემდეგი – არ დაზარალდეს პროცესი და საფრთხე არ შეექმნას აზოვის მებრძოლებს.

კონაშენკოვის დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად კი, 16 მაისის შემდეგ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან ჯამში 1730-მა მებრძოლმა „დაყარა იარაღი“. მათ შორის დაჭრილია – 80.

რუსული მედია აზოვსტალის ჯარისკაცებს მოიხსენიებს, როგორც „ბოევიკებს“ და „ნაციონალისტებს“.

იგორ კონაშენკოვმა კი ისინი მოიხსენია, როგორც „ბოევიკები“, რომლებიც „ტყვედ ჩაბარდნენ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა უკრაინელ ჯარისკაცს, ვისაც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ნოვოაზოვსკისა და დონეცკის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ.

16 მაისს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ „აზოვმა“ საბრძოლო დავალება შეასრულა და სარდლობის ბრძანებით აზოვსტალიდან დაიწყო მებრძოლების „ევაკუაცია“.

___

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: