მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

21.05.2022 • 2787
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 278 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 3 116 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 596 ერთეული [+0]
  • MLRS – 201 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 204 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 169 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 462 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 104 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 178 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 174 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 966 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 315 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 182 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 402 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 614 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 054 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აზოვსტალს“ სრულად აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც ტყვედ აიყვანეს იქ მყოფი 2 500-მდე პირი, მათ შორის, 36-ე ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო.

ამავე თემაზე:

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: