„ხო იცი, ვის უნდა მისცე ხმა“ – ISFED ბათუმში არჩევნებს აფასებს

„სამართლიანი არჩევნები“  დღეს, 2 აპრილს, ბათუმში შუალედური არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ შეფასებას აქვეყნებს. დღის განმავლობაში „სამართლიანმა არჩევნების“ დამკვირვებლებმა ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიებში 6 საჩივარი დაწერეს, ხოლო ჩანაწერთა წიგნში ორგანიზაციამ დააფიქსირა 5 შენიშვნა. „განსაკუთრებით პრობლემური იყო ბათუმის #69, #77, #79, #89 და #100 საარჩევნო უბნების მიმდებარე პერიმეტრი, სადაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სიტყვიერი დაპირისპირების, ამომრჩეველთა …

„ოცნება“ 69% – ენმ 31% | შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ბათუმში

ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,  „ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა. ბათუმში უკვე დათვლილია №4 საარჩევნო ოლქის 14-ვე უბნის მონაცემები, სადაც არჩევნები მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, ბათუმის  საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ  ხმათა 69 პროცენტი, 7190 ხმა მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ კი – 31 პროცენტი, 3233 ხმა. წინასწარი …

გაუჩინარებული ხერსონელი ჟურნალისტის ძმა რუსებმა წაიყვანეს, მამა იმალება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტის მამა მიმალვაშია, ძმა კი რუსმა სამხედროებმა წაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინული „კანალ 24“ იუწყება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კონსტანტინის მამა – ალექსანდრ რიჟენკო თავად ესაუბრა უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული გაერთიანების ხელმძღვანელს, სერგეი ტომილენკოს. მან ტომილენკოს უთხრა, რომ რუსმა სამხედროებმა, მისი მეორე შვილი ზაქარია დააპატიმრეს და მასაც ეძებენ, რის გამოც იმალება. …

ბათუმში 23 საჩივარი დარეგისტრირდა, ამომრჩეველთა 40 პროცენტზე მეტი არჩევნებზე მივიდა

ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს, 2 აპრილს, 23 საჩივარი დარეგისტრირდა. 17 საჩივარი დაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 2 – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, 3 – „სამართლიანმა არჩევნებმა” და ერთიც – მედია ორგანიზაცია „ოლმედიამ“. საჩივრების ძირითადი ნაწილი ეხება კენჭისყრის პროცედურული დარღვევების ხარვეზებს, რამდენიმე საჩივარი კი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს – ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ …

თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის – მინისტრი

თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციისთვის – ამის შესახებ დღეს, 2 აპრილს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა. მისი თქმით, თურქული მხარე ამ საკითხზე  რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებს ელაპარაკება. აკარმა აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. მარიუპოლი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქია. იგი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების პირველი …

დააწესეთ ემბარგო ან გვითხარით, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა ვიბრძოლოთ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის საკმარისი. მისი თქმით, „რუსეთის ეკონომიკის დასანგრევად და უკრაინელების ხოცვის შესაჩერებლად“ აუცილებელია პირდაპირი ემბარგო რუსეთის ყველა ენერგორესურსზე და არაპირდაპირი ემბარგო რუსული ტვირთისთვის პორტების დაკეტვით. „რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისი. რუსეთის ეკონომიკის დასანგრევად და უკრაინელების ხოცვის შესაჩერებლად საჭიროა პირდაპირი ემბარგო ყველა …

ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა 33,32 პროცენტია – ბოლო მონაცემები

ბათუმში ბოლო მონაცემებით [16:30 სთ], შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33, 32 % მივიდა, სულ – 6 876 ამომრჩეველი. ამის შესახებ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები ბათუმში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ …

ბათუმში +30 გრადუსია | ამინდის პროგნოზი

ცივი მარტის შემდეგ, დღეს, 2 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს აღწევს. ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის ვებგვერდზეა მოცემული. სინოპტიკოსების ცნობით, ცხელი დღე იქნება ბათუმში ხვალაც, 3 აპრილს. ჰაერის ტემპერატურა ხვალ +27 გრადუსს მიაღწევს. ორშაბათს, 4 აპრილს კი ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი.  

რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ემსხვერპლა

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წარმომადგენლობის ცნობით, კიევის რეგიონში, რუსეთის ომს უკრაინაში ფოტოჟურნალისტი მაკს ლევინი ემსხვერპლა. „ჩვენ ახლახან გავიგეთ ცნობილი ფოტოჟურნალისტის, მაკს ლევინის გარდაცვალების შესახებ, რომელიც კიევის რეგიონში დაიღუპა უკრაინის ომის დროს. წარსულში, ლევინს ჯანმოს რამდენიმე დავალებაზე უმუშავია. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ საშინელ დროს“, – წერს ჯანმოს ევროპის წარმომადგენლობა Twitter-ზე. …

როგორ ტარდება არჩევნები „ოცნების ქალაქში“ – 2015 ამომრჩეველი ერთ უბანზე

ბათუმის №89 საარჩევნო უბანზე, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მდებარეობს, დილიდან ხალხმრავლობაა. ამ საარჩევნო უბანზე 2 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მაშინ როცა ერთ საარჩევნო უბანზე მაქსიმუმ 1500 ამომრჩეველია დასაშვები. დღეს, 2 აპრილს, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, შუადღის მონაცემებით, ამ უბანზე 6 საჩივარი და 1 შენიშვნა დაიწერა. საჩივრების ნაწილის ავტორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, ნაწილის კი – „სამართლიანი არჩევნები“. …

საარჩევნო უბნებთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებები – „სამართლიანი არჩევნები“

„სამართლიანი არჩევნები“, რომელიც დღეს, 2 აპრილს, ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს აკვირდება, 13 საათისთვის არსებულ დარღვევებზე, მიგნებებსა და ძირითად ტენდენციებზე აქვეყნებს ინფორმაციას. ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემის პროცესის შეფერხება, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო. …

არის დარღვევა ნუგზარ ფუტკარაძის ფოტო მაისურზე? – არჩევნები ბათუმში

ბათუმის №79 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ლილი ლიპარტელიანს აცვია მაისური, რომელზეც ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოა გამოსახული. ნუგზარ ფუტკარაძემ №4 საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბრის არჩევნები მოიგო, იგი საკრებულოს უკვე არჩეული წევრი იყო, როცა გარდაიცვალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მის გარდაცვალებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სამთავრობო პარტიის ზეწოლის მსხვერპლი გახდა. …

„წითელი ჯვარი” დღეს ისევ ეცდება მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციას

„წითელი ჯვარი” დღეს, 2 აპრილს, კიდევ ერთხელ ეცდება მარიუპოლში გუნდის გაგზავნას. პირველ აპრილს გაგზავნილი ჯგუფი, რომელიც მარიუპოლიდან 54 უკრაინულ ავტობუსსა და სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებებს უნდა გამოსძღოლოდა სამოქალაქო პირების ევაკუირებისთვის, უკან – ზაპორეჟიეში დაბრუნდა. როგორც „როიტერსი“ წერს, „წითელმა ჯვარმა“ განაცხადა, რომ არსებულ პირობებში შეუძლებელი იყო მისიის გაგრძელება. მარტში, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ევაკუაციის წინა მცდელობაც არ …

აგიტაციის მცდელობა, მობილიზება საარჩევნო უბნებთან – რა ხარვეზებზე წერს საია

ახალგაზრდა იურისტთა ასაოციაცია დღეს, 2 აპრილს სრულად აკვირდება ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე მიმდინარე შუალედურ არჩევნებს. სიაი დაკვირვების მონაცემებს აქვეყნებს 12 საათის მდგომარეობით: ბათუმის 23-ე და 76-ე უბნებზე, უბნების გახსნისას, ვერიფიკაციის აპარატს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. თუმცა, იგი მალევე აღმოიფხვრა და ამომრჩევლებს, 08:16 წუთზე, ორივე უბანზე, შეეძლოთ ხმის მიცემა. ამდენიმე უბანზე დაირღვა საარჩევნო უბნების მოწყობის წესი, რადგან …

რიგები ბათუმში საარჩევნო უბნებთან | ფოტორეპორტაჟი

დღეს, 2 აპრილს, ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. საარჩევნო უბნებთან დილიდან რიგებია. ბევრ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჭიანურდება, რადგან დღეს ბათუმში არჩევნები ელექტრონული აპარატის საშუალებით მიმდინარეობს და ამომრჩევლებს უხსნიან, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა. არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“.

აჭარაში კოვიდის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 3 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, აჭარაში ბოლო 24 საათში კოვიდის 12 ახალი შემთხვევაა. საქართველოში კორონავიურუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2, 03 პროცენტი, ხოლო 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი – 2.44%.    

№76 საარჩევნო უბანზე 6 საჩივარი დაიწერა – არჩევნები ბათუმში

ბათუმის №76 უბანზე ამ დროისთვის [ 10:20 სთ.] ექვსი საჩივარი დაიწერა. ექვსივე საჩივარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა დაწერა. 6 საჩივრიდან ორი საარჩევნო უბნის გახსნამდე, რვა საათამდე დაიწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გია აბულაძის თქმით, უბანზე ნაკლები ბიულეტენებია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ზედმეტად ერევა კომისიის მუშაობაში. №76 საარჩევნო უბნის ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობაა 1788. უბანზე …

ბათუმში დღეს არჩევნებია, რომლის შედეგები გადაწყვეტს, ვის ექნება უმრავლესობა საკრებულოში

დღეს, 2 აპრილს, საქართველოში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. გახსნილია 14 საარჩევნო უბანი. არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობს, მათე ფუტკარაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რამაზ ჯინჭარაძე – „ქართული ოცნება“. ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა …

რა მოიფიქრეს ხულოში ახალგაზრდებმა გასართობად

„ხულოში არანაირი გასართობი არ იყო ახალგაზრდებისთვის. მე და ჩემ მეგობარს, ლაშა ბოლქვაძეს გვინდოდა, რომ ხულოში რაიმე ახალი შემოგვეტანა. ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს და გაგვიჩნდა იდეა „ეარსოფთ ხულო“ გაგვეკეთებინა. ეს სამხედრო სიმულირებული თამაშების ნაკრებია. თამაშს ხელს უწყობს და უფრო ექსტრემალურს ხდის ხულოს გეოგრაფიული მდებარეობაც, ამასთან, არსად გაკეთებულა აქამდე აჭარაში „ეარსოფთი“, – გვეუბნება ჯემალ დეკანაძე ხულოდან. …

შენი თავის აღმოჩენას, სწორად შეფასებას გთხოვენ – 17 წლის ანასტასია ჰარვარდში ისწავლის

17 წლის ანასტასია ლელაძე, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან დადებითი პასუხი უნივერსიტეტისგან რამდენიმე საათის წინ მიიღო. ანასტასია ჰარვარდში 95-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. ის ჰარვარდში პოლიტიკური მეცნიერებებს შეისწავლის. ანასტასია ქუთაისში ცხოვრობს და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში სწავლობს. ანასტასია ჰარვარდამდე გავლილ „ეკლიან“ გზაზეც გვიყვება. „თბილისიდან უფრო ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდები უცხოეთში მიდიან სასწავლებლად, რეგიონებში კი, გარემოს თვალსაზრისით, უფრო …

ეს დროის მოგებას ჰგავს, ფრონტის გასწორებას დონბასზე – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსეთისთვის ახლა მთავარი დარტყმის მიმართულება არის დონბასი,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი თქმით, ახლა მეორე ეტაპია რუსეთ-უკრაინის ომის და სამხედრო დანაკარგები გადაწყვეტს – რა ელის, როგორც რუსეთს, ისე უკრაინას და დანარჩენ სამყაროს. გენერლის დაკვირვებით, ომის გასაგრძელებლად რუსეთი „ძალებს იკრებს,“ უკრაინა კი, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან სამხედრო აღჭურვილობას ელის, რამაც ომში წარმატებების ბედი უნდა განსაზღვროს. …

რუსი, რომელიც უკრაინელების მხარეს იბრძვის I ვიდეო

„მე მქვია სერგეი ლოიკო. 69 წლის ვარ. მე რუსი ვარ. 27 წელი ვიყავი „ლოს-ანჯელეს თაიმსის“კორესპონდენტი. ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში ვყოფილვარ უამრავ ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ მხარე და არ ამიღია იარაღი. მაგრამ ეს განსხვავებული ომია. მე აქ ვარ, კიევში, უკრაინაში, არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც მებრძოლი ამ არმაგედონულ ომში სიკეთესა და ბოროტებას შორის. მე …

449 დაღუპული, 7 707 დაშავებული და არც ერთი „შავი წერტილი“ გზებზე – ავარიები

ავტოავარიების შესამცირებლად სახელმწიფომ გზებზე შავი წერტილები ანუ ის ადგილები უნდა გამოავლინოს, სადაც ყველაზე ხშირად ავტოავარიას მსხვერპლი მოსდევს. ეს წესი ქვეყანაში 2020 წელს დაამტკიცეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჯერ არც ერთი შავი წერტილი არ არის გამოვლენილი. რეალურად კი ქვეყანაში ავტოავარიით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. 2021 წელს საქართველოში 45 151 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 39 288 შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ხოლო …

აჭარას შეუძლია საქართველოდან გამოყოფის პროცედურები დაიწყოს – რუსი დეპუტატი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის განცხადებით, აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და „დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცედურები“. კლიმოვი ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ თბილისი მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც რუსეთს დაუწესდა. კლიმოვის თანახმად, ზურაბიშვილმა ეს განცხადება ანატოლი ბიბილოვის ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა, რომ ცხინვალს რუსეთის …

რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი

აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აუტიზმის, აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. რით ხასიათდება აღნიშნული მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჩვენს ახლობელს ASD დაუდგინდა.  ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ თერაპევტები მარიამ ათაბაგი და ნინო დოლიძე ისაუბრებენ აუტიზმის შესახებ: რა არის აუტიზმი / აუტისტური სპექტრი? მარიამ ათაბაგი: აუტისტური სპექტრის აშლილობა, იგივე ეი-ეს-დი …

განათლების მინისტრის ახალი სქემა 4 თვის შემდეგ

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ ცვლილებების დაანონსებიდან, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას შეეხებოდა, ოთხი თვე გავიდა. დღეს პირველი აპრილია, ამ განცხადებებიდან მეხუთე თვე დაიწყო, თუმცა განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული პასუხი, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მის მიერვე დაანონსებული რეფორმების მიმართულებით. მინისტრმა ჯერ კიდევ პირველ დეკემბერს თქვა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის …

ევროკავშირი ჩინეთს მოუწოდებს, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს

დღეს, პირველ აპრილს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა ჩინეთისგან მკაცრად მოითხოვა გარანტიები, რომ იგი რუსეთს არც იარაღს მიაწვდის და არც ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარება. სამიტი ონლაინფორმატში წარიმართა და მას ესწრებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები – ურსულა ფონ ჰაიეკი და შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი …

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 17 700 ადამიანი ტანკი – 625 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 751 ერთეული საარტილერიო სისტემა – 316 ერთეული MLRS – 96 ერთეული საზენიტო …

შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები – ჟერარ დეპარდიე რუსეთის ომზე უკრაინაში

პუტინთან დაახლოებული 73 წლის ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, ითხოვს შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები. „რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. წინააღმდეგი ვარ ამ ძმათამკვლელი ომის. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები!“ – ამბობს „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟერარ დეპარდიე. ჟერარ დეპარდიეს 2013 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქის პასპორტიც აქვს. მან საფრანგეთი მდიდრებისთვის დაწესებული მაღალი …

83 წლის კაცი მარტო, დანგრეულ სოფელში – ფოტოამბავი უკრაინიდან

83 წლის ვალენტინ ვასილენკო კიევთან ახლოს, სოფელ ტეტევირში მარტო დარჩა. მისი სახლი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაინგრა. იგი უკრაინელმა სამხედროებმა გამოიყვანეს სოფლიდან. ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტაჟი ასახავს ერთი ადამიანის ბედს უკრაინაში, რომელიც 83 წლის ასაკში სახლის გარეშე დარჩა.  

მაშველებმა ქობულეთში დელფინი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს. დელფინი ბადეში იყო გახლართული. „მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა. სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს“, – ამბობს საგანგებო სამსახური.

შუახევი ჰესის პირველ ქართველ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე Tata Power-ის წარმომადგენელი, ყოფილი დირექტორი ანანდ სოლანკი შეცვალა. ინვესტორების მიზანია, კომპანიაში წამყვანი პოზიციები დაიკავონ ქართველმა პროფესიონალებმა. დღეს, კომპანიის თანამშრომელთა 98% საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. მამუკა სხილაძეს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამოცდილება საქართველოს ენერგო სექტორში. ის იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის (GSE) ფინანსური დირექტორი და …

ცხოვრება უკრაინის ქალაქში, რომელიც არ იბომბება – სკოლა, ბაღი, გავსებულია ხალხით

„2014 წელს, ოკუპაციის პირველივე დღიდან, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. იქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ჩვენს ბინას ყუმბარა მოხვდა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ. მაშინ შედარებით პატარები იყვნენ. არ მინდოდა, ეს ყველაფერი ახლა თავიდან ენახათ, ეგრძნოთ, ამიტომაც ომის დაწყებიდან მალევე დავტოვეთ სევეროდონეცკი ოჯახმა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 52 წლის თემურ ბერიძე, …

„წყალი უწყვეტად კირილეს მერე აღარ გვაქვს“ – რას ჰყვებიან გონიოელები არჩევნების წინ

„ხმა უნდათ, რომ ახლა მივცეთ, ხომ?“ – ხუმრობით ცდილობს ახსნას გონიოს ციხესთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების გადათხრა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სულხან კახაძემ. ის აქვე ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს „ქართული ოცნება“. ცნობილია, რომ გონიოში სასმელი წყლის პრობლემა წლებია აქვთ, წყლის ახალი მილებისთვის კი, ეზოები „გადამწყვეტ“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადათხარეს. …

დადასტურდა კოვიდის 407 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 პაციენტი – პირველი აპრილი

პირველი აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში – 15, იმერეთი – 49, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 32, კახეთში …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო  ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მაღალ მთაში: დღისით: 5 – 10 გრადუსი …

Exit mobile version