9 ქალი ვიპოვეთ, რომლებიც გააუპატიურეს და ჩამოახრჩვეს – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

ვანო ნადირაძე უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვის. ის „ბათუმელებს“ უყვება იმ სისასტიკეზე, რაც რუსებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში და სხვა ქალაქებში ნახა. ბატონო ვანო, რა ნახეთ რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში იმაზე მეტი, რაც არ ჩანს ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც მედიაში ვრცელდება? პირველი კადრი  – დახვრეტილი ველოსიპედიანი კაცი თავის ძაღლთან ერთად, პირველად მე და ჩემმა თანამებრძოლებმა …

„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში  

„თუ ერთოთახიანი ბინა ომამდე ღირდა დაახლოებით 500 ლარი, ახლა ის ბინა 500 დოლარად ქირავდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მედეა აბულაძე, რომელიც ბათუმში მაკლერად მუშაობს. ზოგიერთი მაკლერის დაკვირვებით კი, ბოლო პერიოდში ბათუმში ბინის ქირის ფასი დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა, შეძენის კი – 30 პროცენტით. თუკი სასურველი ბინის მოსაძებნად ერთ-ერთ ონლაინპლატფორმას – Myhome.ge-ს გამოიყენებთ, ნახავთ, რომ ზღვისპირა ზოლში …

პოდოლიაკი პარტნიორებისგან მძიმე შეიარაღებას ითხოვს და კანიბალურ „რუსულ სამყაროზე“ წერს 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ევროპას მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ გაზზე. „ახალი ბუჩას“ თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ ყველა სანქციის დედასანქცია: შეწყვიტეთ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შეძენა რუსეთიდან. შეწყვიტეთ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება. რუსეთის ეკონომიკა – და მისი ომი – რამდენიმე თვეში შეჩერდება. თქვენი ქამრების შემოჭერა რამდენიმე თვით ღირს ათასობით გადარჩენილ სიცოცხლედ“, – წერს კულება ტვიტერის …

ხულოელი გიორგი კოჩალიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

ხულოელმა 16 წლის გიორგი კოჩალიძემ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გიორგი 17 წლამდელთა შორის ჭიდაობს, 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი 2-3 აპრილს გაიმართა ხაშურში. გიორგი ჯამში 4 მეტოქეს შეხვდა. ახალგაზრდა მოჭიდავე ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ცხოვრობს, დაბა ხულოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. გიორგი ხულოს სასპორტო სკოლაში ვარჯიშობს და სკოლის შემდეგ ყოველდღე ფეხით მიდის მეგობრებთან ერთად დარბაზში. მისი …

პუტინი გეგმავს, 9 მაისი უკრაინაში რუსეთის გამარჯვების დღედ გამოაცხადოს – CNN-ის წყარო

CNN-ი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის უახლოეს შეფასებებზე წვდომის მქონე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პუტინი გეგმავს, 9 მაისს უკრაინაში რუსეთის გამარჯვების დღე გამოაცხადოს. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, თვეზე მეტია ომი მიმდინარეობს, ხოლო რუსულმა სახმელეთო ძალებმა ვერ მოახერხეს იმ ადგილებში კონტროლის შენარჩუნება, სადაც იბრძოდნენ. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი წნეხის ქვეშაა აჩვენოს, რომ შეუძლია გამარჯვება. …

რუსეთი, სავარუდოდ, ათიათასობით ჯარისკაცს შეიყვანს უკრაინაში – ბაიდენის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, რუსეთმა მიზნები შეცვალა უკრაინაში და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება. ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთი შეტევას უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გააძლიერებს. „რუსეთი გადაანაწილებს თავის ძალებს, რათა შეტევა გააძლიეროს უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთის ზოგ რაიონში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 4 აპრილს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე. სალივანის თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის …

ბათუმში ავარიის დროს ავტომანქანა ამოყირავდა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ავტოავარიის დროს მსუბუქი ავტომანქანა ამოყირავდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე არ გამოუძახებიათ.      

დღეს სალიბაურში გაზი 2 საათით გაითიშება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, დღეს, 5 აპრილს, სოფელ სალიბაურს გაზის მიწოდება ორი საათით შეუწყდება. კერძოდ, გაზი გაითიშება 14:00 საათიდან 16:00 საათამდე. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სამუშაოებია. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება,“ – აცხადებს კომპანია.

ბათუმი-სტამბოლის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

ბათუმის აეროპორტში თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში ვერ დაჯდა. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ძლიერი ქარია და ბორტი ტრაპიზონში გაფრინდა. თვითმფრინავმა ბათუმის აეროპორტში დაშვება სამჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ და სამივეჯერ ქალაქის თავზე გადაიფრინა. განახლება: თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში დაჯდა. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან  

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 5 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გადაიცვალა 3 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 24 540, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, PCR ტესტით – 2 528. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 482 ადამიანი.   

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 18 500 ადამიანი ტანკი – 676 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 858 ერთეული საარტილერიო სისტემა – 332 ერთეული MLRS – 107 ერთეული საზენიტო …

სტუდენტი, რომელმაც ხულოში ვარდების ბაღი გააშენა

26 წლის ნიკა წულუკიძე სტუდენტია, ხულოს სოფელ დიდაჭარიდან. მას ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს. ნიკა „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ დღემდე სწავლობს როგორ მოუაროს ვარდს, ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს და აანალიზებს, თუ რისი გაკეთებაა უმჯობესი და რა ფორმით. მისი თქმით, ყველაფერი, რაც ახლა იცის ვარდის შესახებ, სწორედ ამ მეთოდით ისწავლა. სანამ ვარდების მოშენებას დაიწყებდა, ნიკამ საკმაოდ დიდი გზა …

„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონოდ აშენებს – გააჩერებს მშენებლობას რიჟვაძე?

„ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა. კომპანია საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, კომპანია მშენებლობას უკანონოდ აწარმოებს. გარდა ამისა, მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის შუქს …

„ჩემი საქმე რუსების თვითმფრინავების კონტროლია“ – ბათუმელი სტინგერის მსროლელი უკრაინაში

„როცა საბავშვო ბაღები დაბომბეს, აღარ შემეძლო გაჩერება, უკრაინაში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მშობლებს ავუხსენი, რომ აქ საჭირო ვიყავი, უკრაინელ ხალხს უნდა დავხმარებოდი. გრძელი გზა გამოვიარე“, – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის თითქმის ერთი თვეა, უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბატალიონთან ერთად იბრძვის. მას ტელეფონით დავუკავშირდით. „როცა ვნახე, რომ რუსულმა ბომბდამშენებმა და არტილერიამ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვთა ბაღების დაბომბვა …

EBRD უჩერებს დაფინანსებას რუსეთსა და ბელორუსს, ის იტოვებს უფლებას, პროექტებიც გააუქმოს

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ამ ინფორმაციას თავად EBRD-ი აქვეყნებს. როგორც ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ისევე როგორც აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა. …

ჩამოვიდნენ და ნახონ, რა მოჰყვება ფლირტს რუსეთთან – ზელენსკი მერკელსა და სარკოზიზე

დღეს, 4 აპრილს, დეოკუპირებულ ქალაქ ბუჩაში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს,  ვოლოდიმირ ზელენსკის, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ მიიწვია გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინაში, რუსების მიერ გაჩანაგებული ქალაქების სანახავად. „ვფიქრობ, მან ჩემი სიგნალი შესანიშნავად გაიგო. მე მივმართე არა მხოლოდ მას, არამედ ევროპის ლიდერებს, ბატონ სარკოზის, რომლებიც, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ან, ასე ვთქვათ, იყვნენ რუსეთის ფედერაციის …

პოდოლიაკი მერკელის განცხადებაზე: „დასავლელი ელიტები ჯერ კიდევ სახიფათო დელუზიის ქვეშ არიან“

„ქალბატონი მერკელის რეაქცია ბუჩაში რუსეთის სისასტიკის დაკვირვების შეთავაზებაზე მიანიშნებს, რომ დასავლელი ელიტები ჯერ კიდევ სახიფათო დელუზიის ქვეშ არიან. შესაძლო გამოსავალია ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შესახებ ფოტოდოკუმენტების და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების გაგზავნა“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა. საქმე იმაშია, რომ რუსული არმიის მიერ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის ექსკანცლერი ანგელა მერკელი და …

მოსამართლემ გაამართლა კობერიძე, რომელმაც ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ ცოტნე კობერიძე გაამართლა და მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება დღეს, 4 აპრილს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ცოტნე კობერიძემ გუშინ, 3 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბათუმში იმყოფებოდა, საჯაროდ უწოდა „ბიძინას მონა“. ამ შემთხვევის შემდეგ კობერიძე პოლიციელებმა დააკავეს. ცოტნე კობერიძე თბილისის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

რა ასუსტებს ძვლებს და რით შეიძლება დავიზღვიოთ თავი მოტეხილობისგან

დადგენილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ძვლები იფიტება და უფრო მყიფე ხდება. ეს ძირითადად განპირობებულია ორგანიზმიდან კალციუმის ინტენსიურად გამორეცხვით, რაც 35 წლის ასაკის შემდეგ აქტიურდება. ეს თვისება ყველასთვის დამახასიათებელია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უფრო მკაფიოდ უვლინდება და ოსტეოპოროზი უვითარდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ აჭარის რეგიონში, ჩატარებული კვლევებით, ყოველ მეორე ბავშვს ძვლის სიმკვრივე ნორმალურ მაჩვენებელზე დაბალი აქვს. …

გამოცხადდა 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენა დაიწყო. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, წელს გაიზარდა საპრიზო ფონდიც და გამარჯვებული 15 ათას ლარს მიიღებს. ფინალისტები კი 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან. აპლიკაციის მიღება 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. „სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად …

დამტვრეული სანაგვე ურნები ბათუმის ცენტრალურ პარკში

ბათუმის ცენტრალურ პარკში დამტვრეულია თეთრი ქვის სანაგვე ურნები. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათ უკვე მიმართეს პოლიციას შემთხვევის გამო. მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში პარასკევს სამი სკამიც დაამტვრიეს, რომლებიც ახლით უკვე ჩაანაცვლეს. ცენტრალურ პარკში სკამების დაზიანების შემთხვევა ადრეც იყო, პოლიციამ მაშინაც დაიწყო მოკვლევა, თუმცა ამ დრომდე უცნობია გამოძიების შედეგი. პარკში ახალი ქვის სკამები და …

„მეზობელი ქუჩას ღობავს“ – რატომ ვერ იცავს მერია გზას, სადაც ასფალტი დააგო

„ღობეს პირდაპირ ქუჩაზე აშენებს ჩვენი მეზობელი და არავინ აჩერებს, გზასაც არ გვიტოვებენ,“ – გვითხრეს ბათუმში, სვიშევსკის ჩიხში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებმაც გზის მისაკუთრების ამსახველი ფოტოები მოგვაწოდეს. მესაკუთრე მერაბ ანთაძეა, რომელსაც ამ გზის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი აქვს. მერიაში კი განმარტავენ, რომ მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვა არ წარუდგენია. მერიის მიერ ახალმოასფალტებულ გზაზე ნიშნულები ღობის ასაშენებლად გასული წლის ზაფხულში გაჩნდა. …

„თქვით სიმართლე ამ ომზე“ – ზელენსკის მიმართვა გრემის დაჯილდოებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გრემის 2022 წლის დაჯილდეობაზე მიმართვის ტექსტში მუსიკალურ სამყაროს მოუწოდა, დაუჭირონ მხარი უკრაინას, რომელიც თავის მიწაზე ებრძვის რუსეთს, „რომელსაც საშინელი –  სიკვდილის სიჩუმე მოაქვს თავისი ბომბებით“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, გრემის დაჯილდოების მონაწილეებს ვიდეფორმატში მიმართა: „ომი. რა ეწინააღმდეგება უფრო მეტად მუსიკას? – განადგურებული ქალაქებისა და მოკლული ხალხის სიჩუმე. ჩვენი ბავშვები ხატავენ მფრინავ რაკეტებს …

ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს არ გადაიხდის – ღარიბაშვილი

დღეს, 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ეს სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. „საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადს ჩამოვწერთ. შევისწავლეთ ამ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა, კოვიდის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა ეს სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, …

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 4 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 18 300 ადამიანი ტანკი – 647 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 844 ერთეული საარტილერიო სისტემა – 330 ერთეული MLRS – 107 ერთეული საზენიტო …

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს 4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. „დავით ზალკალიანი მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, იქნებოდა ეს ევროინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. აშშ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვენელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ, როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავ ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანაა სხვა …

კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 4 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 5 184, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 587, PCR ტესტით – 1 597. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 491 ადამიანი.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა, აჭარაში – 10, იმერეთში – 16, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში …

„შეწყვიტე რუსების სიძულვილი“ – აქცია გერმანიაში ბუჩას ტრაგედიის დღეს

კვირას, 3 აპრილს, მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ქალაქ ბუჩაში რუსული არმიის მიერ დახვრეტილი ადამიანების ცხედრების ფოტომასალები, მათ შორის, მოკლულებს ზურგზე ჰქონდათ ხელები შეკრული, ბერლინში 900-მდე ადამიანმა რუსეთის დროშებით მონაწილეობა მიიღო ავტომსვლელობაში. როგორც გერმანული მედია წერს, ბერლინის პოლიციის ცნობით, მოძრაობა დარეგისტრირდა სახელწოდებით: „შეწყდეს პროპაგანდა სკოლაში – დაიცავით რუსულენოვანი მოსახლეობა, არანაირი დისკრიმინაცია”. მსვლელობის მონაწილეებს, რუსულენოვან მოქალაქეებს, ხელთ …

ჩვენ არ დავიმალებით მსოფლიოს უძლიერესების უკან, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს – ზელენსკი

„მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნებით რომელიმე კონკრეტულ ბლოკში თუ ისე, ჩვენ გვესმის ერთი რამ: ძლიერები უნდა ვიყოთ. 14 წლის წინ, რუსეთის ლიდერმა ბუქარესტში დასავლელ ლიდერებს უთხრა, რომ არ არსებობს არანაირი ქვეყანა სახელად უკრაინა. და ჩვენ დავამტკიცეთ რომ არსებობს ასეთი ქვეყანა, ის იყო და იქნება“ – განაცხადა დღეს, 4 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. მან აღნიშნა, …

„განვითარების ტემპების აჩქარება“ – ღარიბაშვილის რეგიონებში სიარულის მიზანი 

„საარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად დავდიოდი ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მოვინახულე ყველა მუნიციპალიტეტი, მოსახლეობას შევხვდი და დავპირდით ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას, ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო მიმდინარე პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, პროექტები როგორ ხორციელდება. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში,“ …

ცოტნე კობერიძის თქმით, მან ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა და ამის გამო დააკავეს

თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ დღეს, 3 აპრილს, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ნათქვამი – „ბიძინას მონა!“ გახდა. ცოტნე კობერიძე დაკავებიდან მოკლე ხანში, ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. „ღარიბაშვილს ვუთხარი „ბიძინას მონა“. აგრესიულად არ მითქვამს. მოვიდა პოლიციელი, საბუთები გამომართვა, საკრებულოს საშვი მქონდა საბუთებში, ეს …

„მოგვაწოდეთ ისინი ახლავე: ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები“ – კულება პარტნიორებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და მოუწოდებს, მძიმე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ დაუყოვნებლივ. „ბუჩას ხოცვა-ჟლეტა ადასტურებს, რომ რუსეთის სიძულვილი უკრაინელების მიმართ სცილდება იმას, რაც ევროპამ ნახა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამის შეჩერების ერთადერთი გზა: დაეხმარეთ უკრაინას, რაც შეიძლება მალე გაყარონ რუსები. პარტნიორებმა იციან ჩვენი საჭიროებები. ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები, მძიმე საჰაერო თავდაცვის …

ბათუმში პოლიციამ განმარტების გარეშე დააკავა თბილისის საკრებულოს წევრი – ზურაბ ჯაფარიძე

დღეს, 3 აპრილს, ბათუმში დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე – ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აქვეყნებს ფეისბუქზე და ვიდეოსაც ავრცელებს, რომელზეც ჩანს, როგორ აკავებენ ცოტნე კობერიძეს. „რის გამო უნდა დამაკავოთ?“ – ეკითხება პოლიციელებს ცოტნე კობერიძე. „ახლა დაგაკავებ, დაკავებული ხარ იცოდე ადმინისტრაციული წესით“, – პასუხობს მას პოლიციელი. ვიდეოში ასევე ჩანს, …

ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება – ღარიბაშვილი

„ეკონომიკური სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან არ მოხდება და მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი და პირადად მე ვხელმძღვანელობ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა დღეს, 3 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება: „მე ყოველთვის ყველგან …

„ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – რა შეიცვლება ბათუმის საკრებულოში

დღეს, 3 აპრილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2 აპრილის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. შედეგების თანახმად, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მან ხმების 69,013 პროცენტი მიიღო №4 მაჟორიტარულ ოლქში, 14 საარჩევნო უბანზე, სულ – 7225 ხმა. მას მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა, „ერთიანი ნაციონალური …

ხვალიდან მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-6 აპრილს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლია მოსალოდნელი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. „მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა ნალექმა …

Exit mobile version