არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

დღეს, 2022 წლის 31 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თქვა ის, რაც ადრე არასდროს უთქვამს. არც მაშინ, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი დაჟინებით ითხოვდა, არც მაშინ, როცა სასამართლოში იჩივლეს კონკრეტული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ, არც მაშინ, როცა საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, ღია მიმართვებს ავრცელებდნენ და სთხოვდნენ, „რამე ეღონა“, „არ დაეშვა…“ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ –  ასეთი იყო …

„პოლიტიკაში არ ვერევით“ – რას პასუხობენ ტელეფონში რუს ტყვეებს ოჯახები

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსული ჯარი ბომბავს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. თუმცა რუსეთი დღემდე არ აღიარებს ამ დანაშაულს და ომს „სპეციალურ ოპერაციად“ მოიხსენიებს, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო მისიით ტარდება. ამავდროულად რუსეთში აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ომს აპროტესტებენ, დაიხურა ყველა არაპროპაგანდისტული მედია და კრემლიც იშვიათად აფიქსირებს საკუთარ ადამიანურ თუ ტექნიკურ დანაკარგებს, ციფრებს რუსი ტყვეების …

როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული აპარატის მეშვეობით – სიახლე 2 აპრილის არჩევნებზე

2 აპრილს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება. გამოიყენება ორი ძირითადი მოწყობილობა – საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა (VIU Desktop) და ხმის ელექტრონული მთვლელი (PCOS) აპარატები. იცვლება ბიულეტენი და მისი ყუთში მოთავსების წესი. „კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მთვლელი აპარატის მიერ დამუშავებულ შედეგებს „წინასწარი შედეგების“ სტატუსი ექნება და მხოლოდ კომისიის მიერ …

როგორ მიიღებენ შშმ პირები დახმარებას მაისიდან – სტატუსი კიდევ 1 თვე შეუნარჩუნდებათ

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად [შესაბამისი დოკუმენტებით] განსაზღვრული იყო 2020 წლის პირველი დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, ეს სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2022 წლის პირველ მაისამდე. შშმ პირები, რომელთა სტატუსიც გადამოწმებას ექვემდებარება, აპრილის თვეშიც მიიღებენ სახელმწიფოსგან შესაბამისად დახმარებას. იმისათვის, რომ დახმარება მაისში და …

ხელისუფლება ყველაზე დაუცველ ჯგუფს იყენებს – მალხაზ ჭკადუა ბათუმის შუალედურ არჩევნებზე

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ასობით პირმა შუალედური არჩევნების წინ მოახერხა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ჩაეწერა. შესაბამისად, ისინი ამ უბნის ამომრჩევლები გახდნენ. ამ დრომდე მათ რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ. ისინი მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ ჩაეწერნენ და „ოცნების ქალაქში“, მთავრობის მშენებარე კორპუსში, ბინის მიღების უფრო მყარი მოლოდინიც გაუჩნდათ. ვის ეკუთვნის ბინა აქ, ამის დასადგენად სამთავრობო კომისიამ ადგილზე ბოლო 2 …

ელექტრობოძები შუა ტროტუარზე – დაბა ხულოში ამბობენ, რომ წაქცევაზეა ხის ძველი ბოძებიც 

დაბა ხულოში არაერთი ელექტროგადამცემი ბოძი, მოსახლეობის თქმით, ამორტიზებული და სახიფათოა და მათ შეცვლას ითხოვენ. მოძველებულია ტრანსფორმატორებიც, რის გამოც დენი ხშირად ითიშება. მოსახლეობის თქმითვე, საავტომობილო გზის გასწვრივ მერიამ ტროტუარები ისე მოაწყო, ელექტროგადამცემი ბოძები შუაში მოექცა და მათი ადგილმონაცვლეობაცაა საჭირო. ვერც „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ და ვერც მერიიდან, როგორც მოქალაქეები ამბობენ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ, თუ როდის მოგვარდება ეს …

თორნიკე რიჟვაძე: ,,იალჩინის“ მრავალსართულიანი კორპუსი იუსტიციის სახლთან არ აშენდება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან ერთად სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერები მოწყობა მიმდინარეობს. 2021 წელს ბათუმში 10 ახალი სკვერი მოეწყობა. გასულ წელს, ბათუმის მერიამ ქალაქში 14 ახალი სკვერის მშენებლობა განახორციელა. მთავრობის თავმჯდომარე ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო. …

მტერია, მაგრამ მაინც რთულია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი. მათი ტყვია ჯერ არ მომხვედრია, მაგრამ გავრილოვის გამო ზურგში ქართველის მიერ ნასროლი ტყვია მომხვდა. განა ჭრილობა მეტკინა, გული მეტკინა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში, ქალაქ ირპენში მებრძოლი ქართველი, ვაჟა ცეცაძე. ის ომიდან დაბრუნების შემდეგ თავის სოფელში ტურიზმის განვითარებაზე აპირებს მუშაობას. ბატონო ვაჟა, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში, რატომ მიიღეთ ომში წასვლის გადაწყვეტილება? 2002 წლიდან …

მიწის რეგისტრაცია და სხვა საკითხები – როგორ ეხმარება „აჭარის რეგიონული ჰაბი” ხალხს სოფლად

აჭარის რეგიონული ჰაბის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა მოეწყო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. ამჯერად შეხვედრები გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მერისსა და ხარაულაში. საინიციატივო ჯგუფებთან, სოფლის რწმუნებულებთან, თემის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საფუძველზე წინასწარ გაირკვა: რა აინტერესებთ, რა პრობლემები …

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა – ენმ „ოცნების“ კანდიდატის მოხსნას ითხოვს

განახლება: მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე ენმ-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, 2 აპრილის არჩევნებზე მე-4 მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევი კანდიდატები არიან „ქართული ოცნება“ – რამაზ ჯინჭარაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – მათე ფუტკარაძე. ___ „გაითვალისწინეთ, რომ რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატად 3 თებერვალს დასახელდა. 18 თებერვლამდე კი, ის მთავრობის განკარგულებით იმ კომისიის წევრი იყო, …

გირაოს შემდეგ გათავისუფლდებიან – „ალტ-ინფოს” ქობულეთის ოფისთან ჯგუფური ცემის საქმე

ჯგუფურ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხუთივე პირს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 5-5 ათასი ლარი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. საუბარია პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ქობულეთის ოფისთან 22 მარტს მომხდარ  დაპირისპირებაზე, სადაც აქციის 3 მონაწილეს სცემეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 31 მარტს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბრალდებულები „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პირები არიან, მათ სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდათ. …

ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან „5 ნარკორეალიზატორია“. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. „ჰეროინის“, „სუბოქსინის“, „მეტადონისა” და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვა შსს-მ ფარულად ჩაწერა. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ზ.ბ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ …

კოვიდის 450 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6 პაციენტი – 31 მარტი

31 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარაში – 18, იმერეთში – 58, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 34, კახეთში …

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 17 500 ადამიანი ტანკი – 614 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 735 ერთეული საარტილერიო სისტემა – 311 ერთეული MLRS – 96 ერთეული საზენიტო …

აჭარის მთავრობასთან კაცმა შიმშილობა დაიწყო: „ვითხოვ კვლევებისთვის დაფინანსებას“

„შიმშილობა დავიწყე, რადგან საჭირო კვლევებისთვის დაფინანსება არ მომცეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აპირებს ღამის გათევას. შადიმან ხოზრევანიძის თქმით, მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა წლებია აწუხებს, ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მოქალაქეს არ წარუდგენია ანგარიშფაქტურა, რომლითაც დადგინდება, კონკრეტულად …

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

„სინამდვილეში რუსიზმი ფაშიზმზე, რასიზმზე, ნაციმზსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა იდეოლოგიაზე უარესია… “ – ეს ჯოხარ დუდაევმა, ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა, 27 წლის წინ, 1995 წელს თქვა, როცა რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთში წარმოებულ ომზე საუბრობდა. „თუ მსოფლიო ამ ჭირს არ შეაჩერებს…, მსოფლიოს დიდი უბედურება ელის,“ – ამბობდა მაშინ ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ნათლად აღწერდა, რით განსხვავდება …

სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება იწყება – ვინ მიიღებს საარსებო შემწეობას

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის პირველი აპრილის შემდეგ განახლდება. მთავრობის ახალი დადგენილებით კი, ის ოჯახები, რომლებსაც პირველ აპრილამდე წარმოეშვათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის და/ან „საარსებო შემწეობის“ შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები, საარსებო შემწეობას პირველი აპრილის შემდეგაც უწყვეტად მიიღებენ მანამ, ვიდრე მათ ხელახლა არ გადაამოწმებენ. გადამოწმებამდე ამ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ არსებული სარეიტინგო ქულებიც. რაც შეეხება …

გერმანია და ავსტრია მომავალში გაზის მოხმარების შეზღუდვას განიხილავენ

მას შემდეგ, რაც კრემლმა „არამეგობრული ქვეყნების” სიაში შეყვანილ სახელმწიფოებს გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა, გერმანიამ და ავსტრიამ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გათბობის დეფიციტის შემთხვევაში. ევროპის ქვეყნებს შორის უმძლავრესი ეკონომიკის ქვეყანამ, გერმანიამ, რომელიც საჭირო გაზის მარაგების ნახევარს იღებდა რუსეთისგან, დღეს, 30 მარტს, საგანგებო გეგმის პირველი ფაზა გამოაცხადა და საკუთარ მოსახლეობას მომავალში გაზის …

რუსი გენერლის ტყუილი „აზოვის“ ბატალიონის 2 წევრის დაკავებაზე – ვიდეო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ვლადიმერ შამანოვი ოფიციალური პატაკით წარსდგა საზოგადოების წინაშე და გამოაცხადა, რომ დააკავეს „აზოვის“ დაჯგუფების სპეცრაზმის 2 წევრი. მისი თქმით, ორივე მათგანს რუსი სამხედროების წამებისთვის ეძებდა რუსეთი. გენერალს, ვიდეომიმართვით მალევე, გამოეხმაურნენ თავად „დაკავებული“. მებრძოლების თქმით, მათ დაკავებაზე ინფორმაცია არის ტყუილი. „თავდაპირველად, როგორც სამხედრო პირმა, მინდა გიპატაკოთ… ჩვენმა სპეცრაზმმა ეს ნაძირლები [„აზოველები“] 3 …

რა წერია ავარიული სახლების პროგრამაში – მთავრობა 1 კვ.მეტრს მაქსიმუმ 1700 ლარით დააზღვევს

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ თუ მშენებელი კომპანიები ან დეველოპერები საფინანსო ორგანიზაციებთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, აშენებულ სახლებში 1 კვ.მეტრ ფართობს არაუმეტეს 1700 ლარად შეიძენს. ამით მთავრობა პროექტის დამფინანსებელი ბანკების რისკებს აზღვევს. პროგრამა, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს, დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა. პროგრამა თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამას, …

აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის გადასახადი დაუფინანსდება

სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის დროს ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ, სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა დაუფინანსებს. მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში არაერთი სტუდენტი დადგა ფინანსური პრობლემის წინაშე, რაც სწავლის საფასურის გადახდას უკავშირდებოდა. სტუდენტებს, ვისაც მოცემული მომენტისთვის აქვთ დავალიანება უნივერსიტეტებთან და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, …

ქართველი მუსლიმები უკრაინელებს ანტიბიოტიკებსა და ჰიგიენურ საშუალებებს უგზავნიან

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, ქართველმა მუსლიმებმა უკრაინელების დასახმარებლად 14 000 ლარი შეაგროვეს. „ომის დაწყებიდან მალევე დავიწყეთ უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანია. უკრაინელების მხარდასაჭერ კამპანიაში ჩართული იყო საქართველოს შვიდივე სამუფთო. ჩვენ არ გვაქვს დიდი ბიუჯეტი, ჩვენს მრევლს მეჩეთებში პარასკევის ლოცვაზე ვუთხარით უკრაინელების მხარდასაჭერ ჰუმანიტარულ კამპანიაზე და ასე შევაგროვეთ შემოწირულება. შეგროვებული თანხით მედიკამენტები, ძირითადად, ჭრილობის დამუშავებისთვის საჭირო სამედიცინო …

რატომ გამყარდა ლარი

ლარის გაცვლითი კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარტის თვის განმავლობაში. 30 მარტს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 3,135 ლარი ღირს. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი, 1 დოლარის შეძენა 3,12 ლარადაც არის შესაძლებელი. ეკონომისტი გიორგი პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას მომდევნო დღეებში არ უნდა ველოდოთ. წელს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში …

ნურიგელის ტბაზე ვეიკპარკის მოწყობა სურთ – 2 მილიონი ევროს ინვესტიცია

ბათუმში, ნურიგელის ტბაზე, ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ არსებულ პლაჟზე,  ვეიკპარკის მოწყობა სურთ, განაცხადი შესაბამისი ესკიზებით მერიაში შპს „გეო ლიტ ენთერთაინმენთმა“ შეიტანა. კომპანია ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს სწერს, რომ თანხმობის შემთხვევაში 2 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის განმარტებით, ვეიკპარკი არის სპორტული კომპლექსი, რომელიც გათვლილია აქტიურ დასვენებაზე. პროექტი ითვალისწინებს ასევე კაფესა და ტერასის მოწყობას ვეიკპარკის მომხმარებლებისთვის. …

რუსული ბიზნესი ცდილობს დაეპატრონოს ქვეყნიდან გასული ბრენდების სახელებს 

მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახურის (როსპატენტის) რეესტრში ცნობილი საერთაშორისო ბრენდების სახელების რეგისტრაციის მცდელობით რუსული ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეებისგან 50-ზე მეტი განაცხადი შევიდა, Dior-დან Visa-მდე – წერს რუსული სახელისუფლებო მედია РБК-ი. რუსი მეწარმეების მიერ პრეტენდენტულ ბრენდებს შორის არიან გადახდის სისტემების ბრენდები: Mastercard-ი და American Express-ი, ავტომანქანების: Audi და Mercedes-Benz-ი, ასევე, მოდისა და …

ამნისტია შესაძლოა შეეხოს ლევან მამალაძეს, მაგრამ არა გიორგაძეს – სარჯველაძე

შეეხება თუ არა ამნისტიის კანონი ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძეს ან ლევან მამალაძეს, ასევე, იმ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის ბრალი აქვთ წაყენებული, თუმცა ისინი თავს აფარებენ რუსეთს ან სხვა ქვეყანას და სასჯელი არ აქვთ საქართველოში მოხდილი? – ეს კითხვები ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღეს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, …

ექსპორტის განვითარების ასოციაცია თიბისი ბიზნესთან ერთად ფორუმს მართავს

რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აგრძელებს კერძო სექტორის ხელშეწყობას ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით. ექსპორტის განვითარების ასოციაცია და თიბისი ბიზნესი ერთობლივ ფორუმს მართავენ, სადაც ექსპორტთან დაკავშირებულ ამჟამინდელ გამოწვევებზე იმსჯელებენ. ფორუმს კვების მრეწველობის სექტორიდან 50-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმი ორ დღიანია, დახურული შეხვედრაზე ექსპორტთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს და მათ გადაჭრის გზებს განიხილავენ. …

წელს „თბილისი ოფენ ეარზე“ alt-J-ი, Okean Elzy-ი და Cigarettes After Sex-ი დაუკრავენ

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air-ი ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ფესტივალი 24-26 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ფეისბუქგვერდზე დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა. წლევანდელი ფესტივალის მთავარი შემსრულებლები არიან alt-J-ი, უკრაინული ჯგუფი Okean Elzy-ი, Cigarettes After Sex-ი, Konoba, Molchat Doma და სხვები. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაბომბილ …

„ალტ-ინფოს“ პარტიის ქობულეთის ოფისთან 3 კაცს სცემეს – პროკურატურა 5 პირის დაკავებაზე

ჯგუფურად ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ქობულეთში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, 22 მარტის აქციაზე ძალადობის ჩადენას ედავება. 22 მარტს ქობულეთში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ოფისის დახურვა მოითხოვეს. აქციაზე რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამჯერად კი, 5 პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთა პროკურატურამ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ჯგუფურად …

4 მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ამომრჩეველს მოუწოდებს „ჩიქოვანის კლანი“ არ აირჩიონ

გონიოს პოლიგონის პრობლემა, კანალიზაციის სისტემისთვის გამოყოფილი თანხის კოვიდბიუჯეტში გადარიცხვა, ნაგავსაყრელი და ჭოროხის გზა, რომელიც არ გაკეთდა – ეს 4 პრობლემა ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქიდან 30 მარტს შემაჯამებელ ბრიფინგზე დაასახელა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ. 2 აპრილს ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია. ეს არჩევნები გადაწყვეტს, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა. „არ აირჩიოთ ჩიქოვანის კლანი საკრებულოში,“ – …

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: პერსონალი – დაახლოებით 17 300 ადამიანი ტანკი – 605 ერთეული ჯავშანტექნიკა / APV – 1 723 ერთეული საარტილერიო სისტემa – 305 ერთეული MLRS – 96 ერთეული საზენიტო …

სირიელ მებრძოლებს რუსეთი თვეში 5000 ფუნტს სთავაზობს უკრაინასთან ომში | BBC

სირიელ მებრძოლებს სთავაზობენ თვეში 5000 ფუნტს [6400-ზე მეტი დოლარი], რუსეთის ფრონტზე უკრაინის წინააღმდეგ ომში – წერს BBC-ი. „ბიბისის“ ცნობით, ერთმა სირიელმა მებრძოლმა თქვა, რომ ის მოხალისედ წავიდა შეთავაზებული თანხის გამო, მის ოჯახს არ სურდა მისი წასვლა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ოჯახს 37 000 ფუნტს გადაუხდიან, თუ ამ ომში ის დაიღუპება. ჯარისკაცი ამბობს, რომ იცნობს სულ …

ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში, დაიღუპა 1 ადამიანი

დღეს, 30 მარტს, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანის შემდეგ დაიღუპა.    

„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან

რა სჯობს, მშვიდობა თუ თავისუფლება, – „უკრაინელებმა დღეს დაამტკიცეს, რომ არც ილია, არც ვაჟა და არც ჰომეროსი ტყუილ-უბრალოდ არ დაწერილა და ჩვენ ისევ ვსვამთ კითხვას, ვინ არის მტერი?“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფო გოგოხია, „ბათუმელებთან“ ეროვნული ცნობიერების მნიშვნელობასა და თავისუფლებაზე საუბრობს. ქალბატონო სოფო, დღეს, ისევე როგორც ალბათ წინა წლებში, …

ბათუმში თბილი, უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მარტის 21 საათიდან 31 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 30 მარტი

30 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარებულია 24 461 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 232, PCR ტესტით – 2 229.  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 555 ადამიანი. 

Exit mobile version