მთავარი,სიახლეები

პოლონური ჰაუბიცები ბრძოლის წინა ხაზზეა – ზალუჟნი

30.06.2022 • 1189
პოლონური ჰაუბიცები ბრძოლის წინა ხაზზეა – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ფეისბუქზე წერს, რომ პოლონური ჰაუბიცები ბრძოლის წინა ხაზზე უკვე წარმატებით მუშაობენ.

„პოლონური „კრაბები“ [AHS Krab] წარმატებით მუშაობენ ფრონტის წინა ხაზზე.

ეს თანამედროვე, თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც მცოცავ შასიზეა. მაქსიმალური სიჩქარე წუთში 6 გასროლაა. ამ ჰაუბიცებს შეუძლიათ მისწვდნენ მიზანს 40 კილომეტრის მანძილზე“ – წერს ზალუჟნი ფეისბუქზე და აქვე მადლობას უხდის პოლონეთის მთავრობას გაწეული დახმარებისთვის.

ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში უკრაინული მედია, პოლონურ გამოცემა Dziennik-ზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინა პოლონეთისგან შეიძენდა 60-მდე თვითმავალ ჰაუბიცა  AHS Krab-ს, იმ 18-ის გარდა, რომელიც პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას.

მედიის ცნობით, 155-მილიმეტრიანი პოლონური თვითმავალი „ჰაუბიცა“ დაახლოებით 48 ტონას იწონის და შეუძლია 40 კილომეტრის მანძილზე დაარწყას სამიზნეს წუთში 6 რაკეტის გასროლით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: