მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის დანაკარგებზე – 30 ივნისი

30.06.2022 • 898
ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის დანაკარგებზე – 30 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 573 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 3 726 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 790 ერთეული [+9]
  • MLRS – 246 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 104 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 185 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 641 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 143 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 14 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 602 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 224 თვითმფრინავი
  • 134 ვერტმფრენი
  • 1 400 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 353 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 859 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 698 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 059 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 916 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან შედარებით ხუთჯერ მეტია, თუმცა რუსეთის რესურსიც ბევრად აღემატება უკრაინისას: სადაც ჩვენ ვკარგავთ 1 ადამიანს, რუსეთი კარგავს ხუთს“

„ოპერაციულ დონეზე, რუსეთის ძალების პროგრესი შეზღუდულია. ისინი ნელა მიიწევენ წინ იზიუმის მხრიდან და ცდილობენ, ალყაში მოაქციონ დონეცკის ჩრდილოეთში მყოფი უკრაინის დამცველები“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა:

ამავე თემაზე:

რუსებს უფრო საშიში სენი სჭირთ – როგორ პასუხობს ზელენსკი კითხვას პუტინის ავადმყოფობაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: