მთავარი,სიახლეები

აზოვსტალის მცველი რუსეთის ტყვეობის შემდეგ კვლავ ჯარში დაბრუნდა

06.12.2022
აზოვსტალის მცველი რუსეთის ტყვეობის შემდეგ კვლავ ჯარში დაბრუნდა

აზოვის პოლკის ჯარისკაცი, დმიტრო [„ორესტე“] კოზაცკი, მარიუპოლის ალყისა და რუსეთის ტყვეობის შემდეგ ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნდა.

კოზაცკიმ ამის შესახებ თავად დაწერა ტვიტერზე.

„დღეს პირველი დღეა, რაც დავბრუნდი სამხედრო სამსახურში“ – წერს კოზაცკი.

26 წლის დმიტრო კოზაცკი მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ცნობილი ფოტოსერიის ავტორია. იგი 2022 წლის პირველი მარტიდან მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად, „აზოვსტალის“ ქარხანაში იმყოფებოდა.

მის შესახებ მსოფლიომ 10 მაისს შეიტყო, როდესაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით – „ჩემი ყველაზე მტკივნეული ფოტორეპორტაჟი აზოვსტალიდან“. ფოტოზე დაჭრილი უკრაინელი სამხედროები არიან ასახულნი. მარიუპოლის მცველების ეს სურათები სწრაფად გავრცელდა საერთაშორისო მედიაში.

2022 წლის სექტემბერში დმიტრო რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს მარიუპოლის რამდენიმე სხვა მცველთან ერთად.

„პირველ დღეს თმა შევიჭერი და გავიპარსე. არასოდეს მინდოდა, მსხვერპლს დავმსგავსებოდი“, – თქვა მან გათავისუფლების შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: