მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 დეკემბერი

07.12.2022 • 1559
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 92 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
  • ტანკი – 2 935 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 5 909 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 1 923 ერთეული [+8]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 601 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 526 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 341 თვითმფრინავი
  • 180 ვერტმფრენი
  • 2 638 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 392 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 020 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 913 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 664 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 498 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინაში მებრძოლი ღარიბაშვილზე – დასანანია, ვინც საერთო მტრის მიმართ არ ერთიანდება[/yellow_box]

ამავე თემაზე:

კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება – ISW

გადაბეჭდვის წესი


ასევე: