ექიმის ჩვენება სასამართლოში: როცა მივედი პოლიციაში, მისი [დაკავებულის] მდგომარეობა იყო მძიმე

დღეს, 27 ოქტომბერს, ქობულეთში დაკავებული ბესიკ მახარაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბესიკ მახარაძე გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების გამო დააკავეს, თუმცა შემდეგ ბრალი სხვა მუხლით წაუყენეს. „მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ბესიკ მახარაძე არ იყო ყაჩაღობაში მონაწილე პირი, მას ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში წარუდგინეს; ასევე ცივი იარაღის ტარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, თუმცა სამხარაულის …

გონიოს მაგისტრალზე ევკალიპტი მოჭრეს

გონიოს გზაზე ევკალიპტებს ჭრიან. „გონიომდე არ მისული, სუპერმარკეტ  „სმარტთან“  მოჭრეს ევკალიპტის ხე და ამბობენ, რომ კიდევ უნდა მოჭრას იმ ადამიანმა, ვინც იყიდა ეს მიწა.  მე შემთხვევით შევესწარი ხის მოჭრას, ფოტო გადავიღე და პირველი რაც მომაფიქრდა, ნატა ფერაძეს დავურეკე [“პარტიზანული მებაღეობა”] , სხვა არ ვიცი როგორ მოვიქცე, სამწუხაროდ. ამ წუთას ხალხი „დრუჟბებით“  სხეპავს ტოტებს“, –  განუცხადა …

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პრობლემებია

ამ დროისთვის პრობლემებია სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებენ. ქართული მხარე ამბობს, რომ პრობლემა თურქეთის მხრიდანა. ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სარფის საბაჟოზე რიგები გუშინ საღამოს საათებში დაიწყო, რაც გამშვებ პუნქტებზე ქსელების გათიშვამ გამოიწვია. „ქსელები არა მარტო სარფის საბაჟოზე გაითიშა, არამედ სხვა დანარჩენ გამშვებ პუნქტებზეც. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში ჩართულია თურქეთის შესაბამისი …

ენმ პროკურატურას მიმართავს

დღეს, 27 ოქტომბერს, ენმ-ს ბათუმის ოფისში, 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგი გამართა, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ლევან ვარშალომიძის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი საჩივარი შეიტანა უბნებზე, ოლქებშიც და შემდეგ სასამართლოში… ვითხოვდით უბნების ბათილობას, ვითხოვდით კონკრეტულ უბნებზე კონკრეტული ბიულეტენების გადათვლას, არც ერთი ჩვენი მოთხვნა არ დაკმაყოფილდა. ამიტომ ჩვენ …

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“

25 წლის ზაკ ჰაუერსი ინგლისური ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მოხალისე მასწავლებელია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლებში ექვს თვეს იმუშავებს. რა გამოწვევებს ხედავს ამერიკელი მოხალისე საქართველოს მთის სკოლებში და რაზე აპირებს მუშაობას? – „ბათუმელები“ ზაკ ჰაუერს გასულ კვირას ესაუბრა. ამერიკის სამთავრობო პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით იმყოფებით საქართველოში. როგორ მოხვდით ამ პროგრამაში და რატომ …

„აი ჩემი საქართველო!“

„აი ჩემი საქართველო!“ – ასეა დასათაურებული პირველი კლასის მუსიკის რვეულში საქართველოს რუკა. რუკაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე დატანილია ტერიტორიები, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა სხვა ქვეყნების შემადგენლობაშია, მაგალითად: შავშეთი, ლაზეთი და საინგილო. ყოფილი ლაზეთი და შავშეთი, საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებით, დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში შედის, საინგილო კი – აზერბაიჯანის. რამდენად სწორია, როცა პირველ კლასიდანვე …

ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის ბულვარის დაბრუნებაზე მუშაობის დაწყებას ქალაქის მერია ნოემბრიდან გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე თითქმის ერთი წელია საუბრობენ და საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაც არსებობს, ბათუმის მერიას ქონების მართვის დაბრუნების კუთხით დღემდე არაფერი გაუკეთებია. ბათუმის ბულვარი, რომლის ისტორიული ნაწილი – „ძველი ბულვარი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იურიდიულად მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუმცა ის სამართავად გადაეცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …

ვინ იხეირა ბათილი ბიულეტენებით

ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. კითხვები აქვთ არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დროულად გასაჯაროებისკენ ცესკოს თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 62 680 ბიულეტენი გაბათილდა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 3, 43%-ს შეადგენს. …

არჩევნების მეორე ტური – 30 ოქტომბერი

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალას მანდატების საერთო რაოდენობის, ანუ 150-ის 3/4 ესაჭიროება, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას“ 67 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27,  ხოლო  „პატრიოტთა ალიანსს“ – ექვსი. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები 5 …

მოპარული კომპიუტერი, რომელიც დაზარალებულმა სახლში იპოვა

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კიწმარიშვილი დამნაშავედ სცნო კერძო საკუთრების ხელყოფაში. ამ პირებს გამოძიება სხვადასხვა ნივთთან ერთად, კომპიუტერის ძარცვას ედავებოდა, რომელიც საბოლოოდ დაზარალებულმა გოგონებმა სახლში აღმოაჩინეს. სასამართლო პროცესების პარალელურად დაკავებულების ახლობლებმა პროკურატურასთან არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები შეიჭრნენ სხვის კერძო ბინაში და კომპიუტერი წაიღეს. სასამართლოს წინა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა …

პედაგოგის მიერ ქალის ცემა სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შუქრი ბრუნჯაძის საქმეზე. მას ქალის ცემა და სხვისი ნივთის დაზიანება დაუდასტურდა. შუქრი ბრუნჯაძე ხულოში, სოფელ ძმაგულას სკოლის პედაგოგია. ის ამ არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ბლოკიდან კენჭს ხელვაჩაურის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა. საქმის მასალის მიხედვით, შუქრი ბრუნჯაძემ მეზობლებთან დაპირისპირების დროს, საბურავის მოსახსნელი ქანჩით მიაყენა ფიზიკური ტკივილი მეზობლად მცხოვრებ ქალს, ამავდროულად დააზინა სხვისი …

აჭარაში 7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე შეიცვალა

ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შეიცვალა. ოფიციალურად თითოეულმა თავმჯდომარემ თავად დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ უბნებში რამდენიმე საჩივარი დაიწერა, თუმცა ოლქში ცვლილებებს საჩივრების რაოდენობას არ უკავშირებენ. “სხვა უბნებზეც ხომ იყო დარღვევები, იქ რატომ არ შეიცვალა თავმჯდომარე? თავისით დაწერეს განცხადებები და წავიდნენ,” – ამბობს “ბათუმელებთან” ციალა შავაძე, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი …

მატარებლის დაჯახებით დაღუპული რკინიგზელის ოჯახი სიცოცხლის დაზღვევის თანხას ვერ იღებს

როსტომ მამულაძეს სამი წლის წინ ბათუმში მატარებელმა გადაუარა. მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა როსტომის ოჯახს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სადაზღვევო კომპანიიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს უთხრეს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როსტომ მამულაძის გარდაცვალება ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო თუ არა. გამოძიება დღემდე გრძელდება. „18 წელი რკინიგზაში მუშაობდა ჩემი ქმარი, მეისრე იყო,“ – გვიყვება დარიკო გაბროშიძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის …

სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას

„რატომაც არა, მაქვს ამბიცია, კი. ორი შემთხვევა ძალიან კარგია – მინისტრი და მოადგილეც,“ – ასე პასუხობს დეპუტატი კაკო ძნელაძე „ბათუმელების“ შეკითხვას: დაპირდნენ თუ არა მას თანამდებობას აჭარის მთავრობაში. დეპუტატები „ოცნებიდან“ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ვიდრე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, ძველები აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელი პოზიციების დასაკავებლად ემზადებიან. „იმიტომ უნდა დავსაქმდეთ მთავრობაში, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. …

შსს: სარფში 223 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1979 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის  ჩხრეკისას, 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7166 გრ …

გოდერძის უღელტეხილზე თოვს

დღეს, 25 ოქტომბერს გოდერძის უღელტეხილზე მოთოვა. „შპს გოდერძის“ დირექტორის ჯემალ ბოლქვაძის ინფორმაციით, თოვლის საფარმა 15 სანტიმეტს მიაღწია, თუმცა სათხილამურო სეზონი ჯერ ვერ გაიხსნება. „ოქტომბერ-ნოემბერში არის სეზონისთვის წყნარი პერიოდი. ამ დროს მხოლოდ ველოსიპედებით მოძრავი ტურისტები თუ შემოივლიან, რომლებიც გოდერძის უღელტეხილის გავლით მიდიან აღმოსავლეთიდან დასავლეთში და დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში. თუ დაუღამდებათ, რჩებიან ერთი ღამით. ის ტურისტები, რომლებიც სათხილამუროდ …

მსჯელობა ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე

ბათუმის მერია USAID-ის დახმარებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი გენგემის შემუშავებამდე ძველი ბათუმის ტერიტორიაზე – მელიქიშვილის ქუჩის ჩათვლით მშენებლობებზე ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. ეს პოზიცია მათ დღეს მერიაში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას დააფიქსირეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მერიის ჯგუფთან ერთად, USAID-ის წარმომადგენელი მანუჩარ მახათაძე შეხვდა. მან ისაუბრა სამუშაოს იმ ნაწილზე, რაც …

ქობულეთის გამგებელი ქალაქის წყალმომარაგების საკითხს გამოეხმაურა

batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას – „ქობულეთი უწყვეტი წყალმომარაგების გარეშე“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა.   ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით „ტრანსფორმატორის დაზიანების გამო ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგებას პრობლემა არ შექმნია. პირდაპირი შესყიდვის წესით სატრანსფორმატორო ზეთის შესყიდვა კი შპს „ქობულეთის წყალმა“ მოითხოვა მხოლოდ იმის გამო, რომ სარეზერვო ტრანსფორმატორი იყოს მუშა მდგომარეობაში, სამომავლოდ, შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად“.

საკრებულო თანახმაა გაზბეტონის ქარხანა ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიზე აშენდეს

საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ე.წ. გაზბეტონის ქარხნის მშენებლობაზე საკრებულო თანახმაა. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სახლები უნდა აშენებულიყო, ინვესტორი ე.წ. გაზბეტონის ქარხნისა და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობას გეგმავს. ნაკვეთი [30 000 კვ/მ] შემდგომში პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უკვე გადაეცა. სააგენტოს უფროსის ირაკლი ჩიდრაშვილის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ …

ლიბერალური ფრთის მარცხი

„ისინი მოწყდნენ რეალობას… არ ჰქონდათ მკაფიო გზავნილები და ვერ მოახერხეს ამომრჩევლის მობილიზება,“ – ასე ხსნის ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ლიბერალური პოლიტიკური ძალების პარლამენტს მიღმა დარჩენას. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამ შედეგის დადგომას ძირითადად პაატა ბურჭულაძისა და მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გააქტიურებას უკავშირებს, რამაც ლიბერალი ამომრჩეველი კიდევ უფრო ნიჰილისტურად განაწყო და სახლში გამოკეტა. „არა. ეს არ ყოფილა ლიბერალური ფრთის მარცხი, …

ცესკო – არჩევნები 76 მილიონად და დაბალი კვალიფიკაციით

„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები პროცედურული დარღვევებით ჩატარდა და ეს უმეტესწილად საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების კომპეტენციის ნაკლებობით იყო გამოწვეული. საოლქო კომისიის მსჯელობა საჩივრებთან დაკავშირებით „ყავაზე მკითხაობას ჰგავდა“, –  ასე აფასებენ კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობას. 2016 წელს საარჩევნო მოხელეების სწავლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა, ხოლო თავად ცესკოს ბიუჯეტი 76 მილიონი ლარია [საპარლამენტო არჩევნებისთვის …

ქობულეთი უწყვეტი წყალმომარაგების გარეშე

ქალაქი ქობულეთი 60 ლიტრი სატრანსფორმატორო ზეთის გამო უწყვეტი წყალმომარაგების გარშეა დარჩენილი. შპს „ქობულეთის წყალის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ 8 ჭაბურღილიდან ამჟამად მუშაობს მხოლოდ 2, რაც „ვერ უზრუნველყოფს ქალაქს სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებით“. „ქობულეთის წყალი“-ს სათავე ნაგებობაზე გაგვაჩნია 8 ერთეული ჭაბურღილი, რომელზეც დამონტაჟებულია 120 კუბ. მ. ტუმბო, რომელზეც დამოტაჟებულია 32 კილოვატიანი ელექტრო ძრავები. აღნიშნულ …

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და იარაღით გატაცება

ზაზა თავაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 20 ოქტომბერს აირჩიეს ამავე სასამართლოს მოსამართლეებმა. მის თავმჯდომარედ დანიშვნას რვა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დანიშნა. სწორედ მაშინ გადასცა მას სახელმწიფომ საკუთრებაში ბინა ბათუმში, რომელიც თავმჯდომარეობამდე 5 თვით ადრე, 2016 წლის მაისში 250 000 დოლარად გაყიდა. ზაზა თავაძის კარიერა ზაზა თავაძე …

ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 2 ადამიანია დაშავებული. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები გადაყვანილნი არიან ქობულეთის საავადმყოფოში და მათ ამ დროისთვის ოპერაცია უტარდებათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს. ნათია კაპანაძეს ბორდის ოთხი წევრიდან მხარი სამმა დაუჭირა, ერთი ხმა კი გაბათილდა. დირექტორობის კანდიდატებს კენჭი მეორედ უყარეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველი კენჭიყრით დღეს ვერ აირჩიეს.  

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველი კენჭიყრით ვერ აირჩიეს.  კენჭისყრა  აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.  პირველი კენჭისყრის შედეგად მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ვერ აირჩია. ოთხი ხმიდან, ორი ხმა ნათია კაპანაძემ მიიღო, ერთი ხმა  გიორგი მოისწრაფიშვილმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. დირექტორობის  კანდიდატებთან გასაუბრება  გუშინ და დღეს, 23-24 ოქტომბერს მიმდინარეობდა.  ტელევიზისა და რადიოს დირექტორს ტელევიზიის მრჩეველთა …

ქედაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა

ქედის გამგეობის ინფორმაციით, ერთი საათის წინ, სოფელ ცხმორისში, მდინარე აჭარისწყალში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა. ორი მგზავრი დაიღუპა, ერთი მათგანის მდინარიდან ამოყვანა კი მაშველებმა შეძლეს და ახლა იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველოს და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მდინარიდან ამოტანილია ჯიპის მარკის ავტომობილიც. დაღუპულები გადაყვანილი არიან პროზექტურაში. შსს ინფორმაციით, …

ოთხი შვილით ერთი ძროხის ამარა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ხუთსულიან ოჯახს, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ოჯახის უმცროსი წევრი სტუდენტია, საარსებო შემწეობა წელს, იანვარში მოუხსნეს. გულვარდი ოთხ შვილთან ერთად სოფელ ხიხაძირში, ახალშენის უბანში ქვის ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მას ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ცხრა წლის წინ დაეღუპა. სახლში კარ-ფანჯარა მხოლოდ რამდენიმე …

რას შეცვლის ლიდერი დირექტორი სკოლაში

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, სკოლის დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ. პროექტი – „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“  სამწლიანია და სამი მოდულისგან შედგება: 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები, ეფექტური დირექტორი  –  თეორიიდან პრაქტიკისკენ და დირექტორი როგორც მენეჯერი, ადამიანური რესურსები, დროის მენეჯმენტი და სამართლებრივი საკითხები. კურსი 14-მილიონიანი პროექტის ფარგლებში ტარდება. აძლევს თუ არა დღევანდელი სკოლა დირექტორს ლიდერობის შესაძლებლობებს? ამ თემაზე …

აჭარაში ტურისტების რაოდენობა 11,34 პროცენტით გაიზარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის რვა თვის მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა აჭარაში 11, 34 პროცენტით არის  გაზრდილი. „რაც 227, 342 უცხოელ ტურისტს გულისხმობს“. „საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 9 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 76,55% გაიზარდა, …

“იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

კომპანიის სახელწოდება, რომელსაც ბათუმის მერია ეძებს, არის „კონვენტ ჯორჯია“. ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ მან მოიგო ბათუმის მერიიის მიერ გამოცხადებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის ტენდერი. კომპანიამ არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. მშენებლობაზე დასაქმებული პირები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათ ხუთი თვის ხელფასი აქვთ ასაღები, რაც დაახლოებით 18 ათასი ლარია. ბათუმის მერიას …

რატომ არ აქვს შედეგი სწავლის დაძალებას

რა შეიძლება გახდეს მოზარდისთვის სწავლის მოტივატორი და რა დემოტივატორი? როგორი უნდა იყოს მასწავლებლის ლექსიკა და დამოკიდებულებები მოსწავლის მიმართ და რა ფაქტორები განაპირობებს მოზარდის თავისუფალ არჩევანს სწავლაში? –  ამ თემაზე „ბათუმელებს“  ფსიქოლოგი მარიტა მერკვილაძე ესაუბრა. ქალბატონო მარიტა, რა შეიძლება იყოს მთავარი მოტივატორი მოზარდისთვის სწავლის დროს და რა ფაქტორები მოქმედებს საპირისპიროდ? მოტივაციას ქმნის მიზანი და რაც უფრო …

რატომ გადაყარეს მშობლებმა ჭიების წამალი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ანტიჰელმინთურ პრეპარატს „ვერმოქსს“ არიგებს. ცენტრის ინფორმაციით, მედიკამენტი მშობლებს უფასოდ ურიგდებათ. ანტიჰელმინთური მედიკამენტის დარიგების საჭიროება კვლევებმა განაპირობა, რითაც დადგინდა, რომ „საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 30 პროცენტი ჰელმინთებით (პარაზიტული ჭიებით) არის დაავადებული“. მედიკამენტი ზოგიერთმა მშობელმა შვილებს არ დაალევინა, ზოგიერთმა კი გადაყარა. „მასწავლებელმა მომცა ერთი ტაბლეტი. მითხრა ანალიზი აუღე და თუ სჭირდება, …

მთავრობამ ბილიკების მონიშვნის ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბრიდან საქართველოში „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. აღნიშნული რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და სავალდებულოდ შესასრულებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის, განურჩევლად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. შესაბამისად, ბილიკები [მაგალითად პარკში, ნაკრძალში, ძეგლებთან და სხვ] ამ რეგლამენტის მიხედვით უნდა დაგეგმარდეს და გამოყენებული უნდა იქნას სწორედ ისეთი …

რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება

„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს თავის ვებგვერდზე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ …

ვინ ჩაიბარებს ყურძენს

აჭარის მთაში მოსახლეობის ნაწილმა ყურძენი დაკრიფა და გაყიდა კიდეც, მოსავლის ნაწილი კი დასაკრეფია. აქ ყურძის მიმღები პუნქტები არ არის, მაგრამ არის ღვინის საწარმო, რომელსაც წლის განმავლობაში 500-მდე ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. თუმცა, ქედის საწარმო წელს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არ ჩაიბარებს და შესაძლოა არც ცოლიკაური მიიღოს. აჭარის მთის სოფლებში, ძირითადად, გავრცელებულია ვაზის ჯიშები – ჩხავერი და …

Exit mobile version