ძლიერი დენის გამო მოსახლეობას ტექნიკა გადაეწვა

26 მაისის ქუჩა #70-ში მოსახლეობას ელექტროტექნიკა გადაეწვა. იტალიური ეზოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ძლიერმა ძაბვამ ტექნიკის ნაწილი გააფუჭა. „რამდენიმე ოჯახში აფეთქდა ტელევიზორები. გადაგვეწვა მაცივრები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები. „ენერგო- პრო ჯორჯიას“ უკვე დავურეკეთ, მაგრამ კომპანიიდან ჯერ არავინ მოსულა…” – უთხრა “ბათუმელებს” ამ ეზოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სოფო უშიკიშვილმა. მოსახლეობის თქმით, ტექნიკური დაზიანება ქუჩაში მიმდინარე სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო …

ბავშვის ცემის ფაქტს შსს გამოეხმაურა

შს სამინისტრო მამის მიერ  11 წლის მოზარდის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. სტატია გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვზე მოძალადე მამა პასუხისგებაში ერთხელ იყო მიცემული. „ 2012 წელს იყო პასუხისგებაში მიცემული მეუღლის ცემის გამო. 2016 წლის მაისში კი, გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ბოლო ფაქტზე, როცა ბავშვი იყო ნაცემი, პოლიციამ მამა დააკავა და 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, …

რომელი უწყება რამდენს დახარჯავს აჭარის ბიუჯეტიდან 2017 წელს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესბუბლიკური ბიუჯეტის 2017 წლის პროექტის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 238 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 6,1 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის შესაბამის მაჩვენებელზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ წელს ბიუჯეტში ასახული იყო უმაღლეს საარჩევნო კომისიისთვის [უსკო] არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი 3,2 მილიონი ლარიც. ანუ, მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში, ფაქტობრივად, 2,9 მილიონი ლარით მეტი იქნება. მომავალი წლის ბიუჯეტის …

ვინ ჩამოხსნის წინასაარჩევნოდ გაკრულ სარეკლამო პლაკატებს

ქალაქის ქუჩებში საარჩევნოდ გაკრული პლაკატების ნაწილი უკვე დაზიანებულია. ვის ევალება პლაკატების მოხსნა? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, კანონმდებლობით მერიას ამის ვალდებულება არა აქვს. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში თუ არ ჩამოხსნიან პარტიები თავიანთ სარეკლამო პლაკატებს, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააჯარიმებს მათ, 50 – დან 1000 …

მამამ 11 წლის შვილს სასტიკად სცემა

ბათუმში 11 წლის ბიჭს მამამ სასტიკად სცემა. მან არც ათი წლის გოგონა დაინდო, როცა დამ ძმაზე ძალადობის გამო ყვირილი ატეხა. „თმები მოქაჩა და წიგნი ჩაარტყა თავში“. მოძალადე მამა პოლიციამ მომხდარიდან 11 დღის შემდეგ დააკავა. ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობდა ბავშვების დედაზეც, თუმცა პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა. შემთხვევა ბათუმში, 18 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ბავშვის დედის თქმით, მან …

ხულოში თოვს

31 ოქტომბერს საღამოს საათებიდან ხულოს მუნიციპალიტეტში თოვს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით თოვლის საფარი ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 30 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 10-15 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა და გზა გაწმენდილია გოდერძის უღელტეხილზეც. გვიან ღამით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, აგრეთვე …

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით 1400 აბონენტს ელექტროენერგია შეეზღუდება

„ენერგო პრო – ჯორჯიას“ ინფორმაციით,  დღეს 1 ნოემბერს, ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1400 აბონენტს. ზემო აჭარის რაიონის სოფლებში ხიხაძირი, წაბლანა და კვატია. 2 ნოემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე,  400 აბონენტს ბათუმში, –  საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიაში“  და „პროგრესში“.

ბავშვების რა უნარებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა საქართველოში უკვე 7 წელია მუშაობს, თუმცა პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდულია. სპეციალისტების შეფასებით, არსებული ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. 2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს, ანუ 25 000 ბავშვს აღენიშნება. ვის კომპეტენციაშია ბავშვის განვითარების შეფასება, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა ასაკში „ბათუმელებს“ აბილიტაციისა …

„ნონა“ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში მოჭადრაკეები ვარჯიშობენ. ამ მისამართზე მდებარეობს ბათუმის საჭადაკრო კლუბი „ნონა“, ევროპის ორგზის ჩემპიონი. აქ, კლუბის ხელმძღვანელების თქმით, 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ჭადრაკის თამაშს. სექტემბრის ბოლოს საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ახლა კი მოჭადრაკეები ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სერბეთში გაიმართება 5-13 ნოემბერს. ზედიზედ ორი წელია „ნონა“ ამ …

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი: ამბობენ, რომ ბევრია დანიშნული ნეპოტიზმით

მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, მაღალი რეიტინგი, გაზრდილი ნდობის ხარისხი და ბიუჯეტი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პროგრამა მაქსიმუმია. პროფესიით იურისტი ნათია კაპანაძე თანამშრომლებს ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს თითოეულის კვალიფიკაციის გაზრდაზე. როგორ აპირებს ამ ყველაფრის მიღწევას გასულ კვირას დანიშნული დირექტორი? – ამ და სხვა კითხვებზე ნათია კაპანაძემ „ბათუმელებს“ უპასუხა. ნათია, რას შეცვლის ახალი დირექტორი აჭარის ტელევიზიაში? ახალი დირექტორი …

„ჰელოუვინი“ და მისი ალტერნატივა ბათუმში

Halloween -ი კოსტიუმირებული წვეულებაა, რომელიც 31 ოქტომბრის ღამეს აღინიშნება. დღესასწაული ძირითადად დასავლეთშია გავრცელებული, თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც აღნიშნავენ.  ჰელოუინთან არის დაკავშირებული  განათებული გოგრებიც, რომელსაც  პირი, თვალები და ცხვირი აქვს ამოჭრილი.  წვეულების მონაწილეები სახეს იხატავენ და მათთვის სასურველი პერსონაჟების კოსტიუმებს იცვამენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, „ჰელოუვინი“ უძველესი დღესასწაულია, რომელიც ძველი კელტების ტრადიციიდან მოდის და მასში ბოროტი სულების …

ვინ იქნებიან ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან: დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]  ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] დავით თედორაძე [ბათუმის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან] ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] დავით ბაციკაძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს …

როგორ დათვალეს ხმები “მანდარინების უბანზე”

ბათუმის 79-ე ოლქის 63-ე უბანზე შემაჯამებელ ოქმში ბალანსი ვერ მიიღეს. ეს ის უბანია, სადაც დღის განმავლობაში რამდენიმე მარკირებაგავლილმა ამომრჩეველმა სცადა ხმის მიცემა. უბანზე მისულმა ოლქის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ მარკირების აპარატი მანდარინის სითხესაც აფიქსირებს. კომისიის მონაცემებით, უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 478. იმისთვის, რომ ბალანსი გასწორებულიყო, კომისიის მდივანმა და თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა …

შევა თუ არა ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, დღეს 31  ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ  არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტს, შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში. „ჩვენ ვმუშაობთ იმ დარღვევებზე, რომელიც იქნა დაფიქსირებული აჭარის ბევრ  უბანზე. 80-ზე მეტი საჩივარია დაწერილი. კანონმდებლობის მიხედვით, ხვალ 18:00 საათამდე გვაქვს უფლება, …

გარდაცვლილის საქმე, რომელშიც ქობულეთის გამგებელი ფიგურირებს

„ხელმეორედ მომიკლეს შვილი… ვერსად ვნახე სამართალი,“ –  ეს თემურ მგალობლიშვილმა გვითხრა. ის გიორგი მგალობლიშვილის მამაა, რომელიც გასული წლის 9 სექტემბერს ქობულეთში ელექტროსადენებთან კონტაქტის შედეგად გარდაიცვალა. 24 წლის გიორგი ქობულეთის გამგეობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მას დავალების შესრულება ქობულეთის გამგებელმა სთხოვა. გიორგი რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო მანქანიდან დატვირთული ბორდიურების ამწით ჩამოტვირთვის დროს დაიღუპა. სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების …

როგორ დავაღწიოთ თავი წარსულ ტრავმებს

საქართველოში პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის [პტსა] მკურნალობაზე ძირითადად აგვისტოს ომის შემდეგ ამახვილებენ ყურადღებას, როცა სხვადასხვა ორგანიზაციამ ომის ვეტერანებისა და დევნილთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამხედრო მოქმედებების გარდა, პტსა შესაძლოა ისეთი ტრავმული მოვლენების დროსაც განვითარდეს, როგორიცა სექსუალური ძალადობა ან მისი მცდელობა, წამება, ტყვეობა, სტიქიური უბედურებები თუ ავტოკატასტროფები. რა არის პტსა და როგორ უნდა დააღწიოთ თავი წარსულ ტრავმებზე მოგონებებს, …

უსკო მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, მაჟორიტარობის კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურის ტურის შედეგებს აქვეყვენს.  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის პირველადი  მონაცემები 347+1 (სპეც.უბანი) უბნების მიხედვით: ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ელგუჯა ბაგრატიონი – 33.37% (5 905) ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ წულაძე 66.63%(11 789) ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქო: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” …

პოლიციამ 1037 აბი „სუბუტექსი“, 355 გრ ჰეროინი და 3 კილო კოკაინი გაანადგურა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 1037 აბი „სუბუტექსი“, 355 გრ ჰეროინი, 3 კილო და 600 გრამი კოკაინი, 4 კილოგრამი მარიხუანა გაანადგურა.  სამინისტროს ინფორმაციით, უახლესი ტექნოლოგიით, – მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც. …

ხუთი უბნის შედეგები აჭარის მთიდან

73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხულო, შუახევი, ქედა] არჩევნების ხუთი უბნის შედეგები გახდა ცნობილი. ამ ოლქში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძვიან „ქართული ოცნების“ და ენმ-ის კანდიდატები. ხუთი უბნის მონაცემებით, იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ხვიჩა შარაშიძე. მას ამ უბნების მონაცემების მიხედვით 5223 ხმა აქვს მიღებული. ენმ-ის კანდიდატს – ნუგზარ ამაღლობელს ხუთი უბნის მონაცემებით 225 ხმა აქვს მიღებული. 73-ე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა ანზორ ბოლქვაძემ, …

ბათუმში, მე-6 უბანზე ხმების დათვლა დასრულდა

ბათუმის 79-ე ოლქის მე-6 უბანზე საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ „ქართული ოცნები“ მაჟორიტარობის კანდიდატ, ნუკრი ბეჟანიძე და ენმ-ს კანდიდატ გიორგი კირთაძე. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ილია ვერძაძე და ენმ-ის წევრი ნინო ჯინჭარაძე. მე-6 უბანზე დღეს ხმა 504-მა ამომრჩევლმა მისცა. უბანზე 1459 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ამ უბნის მონაცემებით, 368 ხმა მიიღო ნუკრი ბეჟანიძემ, ხოლო გიორგი …

17 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 30.79%-მა მისცა ხმა

უსკოს 17 საათის მონაცემებით, აჭარაში არჩევანი გააკეთა 95 041- მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 30,79% – ია. ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება: ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 42 857 ამომრჩეველი, 26.95% ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი-16 708 ამომრჩეველი, 33. 87 % ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი-15 636 ამომრჩეველი, 32. 49 % ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი(ხულო,ქედა,შუახევი)- 19 840 …

ცესკოს წარმომადგენელი: მანდარინის წვენი მარკირების მხრივ ქმნის პრობლემას

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის 63-ე უბანზე გახშირდა მარკირებიანი ამომრჩევლის მისვლა, უბანზე ცესკოს წარმომადგენელიც მივიდა. ცესკოს ბათუმის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ირმა სეფერთელაძემ „ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, „მარკირების სითხე გადადის მარკირებულ ამომრჩევლზე ხელის ჩამორთმევით“. ის ასევე ამბობს, რომ „ამ მხვრივ პრობლემას ქმნის მანდარინის წვენიც“.

მანდარინი, როგორც მარკირების წყარო – ექსპერიმენტი საარჩევნო უბანზე

ბათუმის 63-ე უბანზე მარკირებიანი ადამიანები ისევ მიდიან. ყველა მათგანი ამბობს, რომ მანდარინი ჭამა და ამიტომ აჩვენებს აპარატი მარკირებას. ერთ-ერთი ბოლო ამომრჩეველი, რომელსაც უბანზე მარკირება დაუფიქსირდა იყო გოჩა მუხაშავრია – ყოფილი პოლიტპატიმარი. იქედან გამომდინარე, რომ 63-ე უბანზე ამომრჩეველი მარკირების მიზეზად მანდარინს ასახელებს, „ბათუმელების“ დამკვირვებელმა უბანზე მიიტანა მანდარინი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. აღმოჩნდა, რომ მანდარინი არ ტოვებს ისეთ კვალს, …

ეკა ბესელიამ აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ბოდიში მოუხადა

ბათუმში „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ ბოდიში მოუხადა აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ გადამღებ ჯგუფს, რომელსაც,  ჟურნალისტების თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მუხრან ვახტანგაძემ  პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. „მე არ მინახავს ეს ფაქტი, თუმცა მომაწოდეს ინფორმაცია,  არ ვფიქრობ რომ აქ რაიმე განზრახვას ჰქონდა ადგილი, რაღაც მოხდა ან მექანიკურად ან ემოციურ ფონზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, …

ერთ უბანზე მარკირებიანმა პირებმა ხმის მიცემა ცხრაჯერ სცადეს

ბათუმის 63-ე საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე ცხრა პირის შესვლის მცდელობა დაფიქსირდა. ბოლოს ამომრჩეველი ქალი ამტკიცებდა, რომ აქვს „მანიკური“ და ის დაჟინებით ითხოვდა მიეცათ ხმის უფლება. ბოლოს მან დატოვა უბანი იმ პირობით, რომ „მანიკურს“ მოიშორებს და დაბრუნდება. სხვები აცხადებენ, რომ მათ “მანდარინი ჰქონდათ ნაჭამი”. ნაკადის მარეგულირებლის თქმით, მან ამ ქალბატონამდე რვა მარკირებინი პირი არ შეუშვა უბანზე.

აჭარაში ამ დროისთვის ამომრჩეველთა 12.54 %-მა მისცა ხმა

უსკოს მონაცემებით, 12 საათისთვის აჭარაში 38 713 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის ( 308 576) 12.54%-ია. ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის ასე გამოიყურება: 2016 წლის 30 ოქტომბერი – მეორე ტური: არჩევნებზე მივიდა 38 713 ამომრჩეველი, საერთო რაოდენობის 12. 54 % ბათუმის N79 ოლქი (68,69,70)- 17 912 ამომრჩეველი, 11,26 % ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 6 509 ამომრჩეველი, …

LIVE: არჩევნების მეორე ტური აჭარაში

თვალი ადევნეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აჭარაში.

უსკო: აჭარაში კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის ცნობით, აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უსკოს ცნობით დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე(69.79.24) საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, ასევე (69.79.66)არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა. ქობულეთის მე-10 და ბათუმის პირველ უბნებზე დაიწერა თითო …

აჭარაში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების, აჭარაში კი უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობს.  მოქალაქეებმა ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ. თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ორ კანდიტატს შორის ერთზე უნდა შეაჩეროს არჩევანი, რადგან მეორე ტურში მონაწილეობს მხოლოდ ორი კანდიდატი, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს პირველ ტურში. აჭარაში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის …

მიღება თურქეთის საკონსულოში

დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმში თურქეთის საკონსულო თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 93-ე წლისთავისადმი  მიძღვნილ მიღებას მართავს. ვახშამის მასპინძელია თურქეთის რესპუბლიკის გენარალური კონსული – იასინ თემიზქანი და მისი მეუღლე.                                                     სტუმრებს შორის არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე …

ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ 25 წლის გახდა.  იუბილესთან დაკავშირებით, ქედის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. „ელესამ“ კონცერტი გახსნა სიმღერით „ელესა“. ალბომში შესულია ანსამბლის 20 დამუშავებული ძველი სიმღერა, რომელიც ადგილობრივ ფოლკლორს წარმოადგენს. ანსამბლი მეორე ალბომზეც მუშაობს, სადაც 15 სიმღერა ჩაიწერება. კონცერტის დაწყებამდე კულტურის ცენტრში ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  ქართული ტრადიციული მაგიდა გაწყობილი იყო ძველი ჭურჭლით, სადაც …

ევროკავშირმა აჭარისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო

ევროკავშირი აცხადებს კონკურსს სოფლის მეურნეობის საპილოტე ღონისძიებებისთვის აჭარაში. კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 10 მილიონ ლარს (4 მილიონი ევრო). კონცეფციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 დეკემბერი. საგრანტე კონკურსის ფარგლებში ღონისძიებები გავრცელდება ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მათ შორის კონკურენტუნარიანი და კლიმატის მოთხოვნებზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მხარდაჭერა, ასევე სოფლად ეფექტური არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და გარემოს რესურსების მდგრადი …

გიორგი მასალკინი: არ არის გამორიცხული მეც დავტოვო პარტია

„ის რაც თქვა დავით უსუფაშვილმა, მეც ასე ვფიქრობ. ანუ, დაგროვდა გარკვეული შიდა პრობლემები, მენეჯმენტური, პრაქტიკული ხასიათის და არჩევნების შემდეგ ეს პრობლემები იჩინეს თავი. ამიტომ ახლა ყველა პარტიის წევრი დადგება არჩევანის წინაშე.“ „ბათუმელების“ კითხვაზე, თქვენც ხომ არ ფიქრობთ პარტიის დატოვებას პარტიის ლიდერის შემდეგ? გიორგი მასალკინი გვეუბნება, რომ დავით უსუფაშვილის განცხადების შემდეგ, ის დგას არჩევანის წინაშე. „მე უკვე …

ზაურ ახვლედიანი: ჩემთვის დავით უსუფაშვილის განცხადება მოულოდნელი იყო

„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვება მისთვის მოულოდნელი იყო. „დავით უსუფაშვილის განცხადება არ მომისმენია, ჩემთვის მოულოდნელია ეს ამბავი,  არც მანამდე მსმენია მისი გადაწყვეტილების შესახებ რაიმე. ვფიქრობ, მისი მხრიდან პარტიის დატოვება სხვა წევრებზეც გარკვეულწილად იმოქმედებს და შესაძლებელია ახალგაზრდების ნაწილმაც დატოვოს პარტია და არა მხოლოდ …

გია აბულაძე: „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობას სთხოვენ

ენმ-ეს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, 70-ე საარჩევნო ოლქში, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. „ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ მოქალაქეებისგან. პირადობის მოწმობებს იყენებენ არჩევნების გასაყალბებლად.  ამიტომ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ არ მისცენ „ქართული ოცნების “ ან სხვა პარტიების წარმომადგენლებს თავიანთი პირადობის მოწმობები“. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა მოტივით სთხოვდნენ პირადობის მოწმობას მოქალაქეებს კოორდინატორები? გია აბულაძე ამბობს: „არჩევნებზე …

პეტრე ზამბახიძე: კერძო ბინებში უცნობი პირების ჩაწერის შემთხვევები ისევ ფიქსირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის განცხადებით,  კონკრეტულ მისამართებზე უცნობი პირების რეგისტრაციის შემთხვევები, ისევ ვლინდება. „ასათიანის 71-ში ბინა 27 არის  ნონა ასატურიანის  საკუთრება. მის მისამართზე 2014 წელს  მისთვის უცნობი ორი პირი იყო რეგისტრირებული. მოქალაქემ მიმართა საჯარო რეესტრეს და ეს პირები მისი საკუთრებიდან ამოწერა.  თუმცა, დღეს, ამ მოქალაქემ ისევ აღმოაჩინა მის ბინაში ჩაწერილი ორი პირი, – …

Exit mobile version