სასაფლაოს მოწყობის საქმე და ქრთამის აღებაში ბრალდებული სოფლის რწმუნებული

ხელვაჩაურის სოფელი ზანაქიძეების ყოფილი რწმუნებული მალხაზ დიასამიძე ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმის მასალების მიხედვით, მან ბიზნესმენს ხელვაჩაურში სასაფლაოს მოწყობის ნებართვის მიღების სანაცვლოდ 1000 ლარი გამოართვა. პროკურატურამ ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება სასამართლოს უკვე წარმოუდგინა. რწმუნებული სასამართლოში ხელვაჩაურის საკრებულოს დადგენილებით მოვიდა, რომლის მიხედვითაც ქრთამის სავარაუდო აღების პერიოდისთვის სასაფლაოს მოწყობას ნებართვა არ სჭირდებოდა. ქრთამის აღების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე …

სანქცია საარჩევნო კომისიისთვის, სადაც “ქართული ოცნების” გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს

ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, მაია ბლადაძეს და ამავე კომისიის მდივანს ბათუმის საოლქო კომისიამ ვადამდე ადრე უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამ უბანზე კომისიის წევრებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვება ცეკვით აღნიშნეს. ვიდეო მასალა კომისიის თავმჯდომარემ გუშინ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. უფლებამოსილების შეწყვეტა ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისგმებლობის ფორმაა. ამ შემთხვევაში, კომისიის წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში 8 …

რა შემთხვევაში აუქმებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის პირობას

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ამჯერად ე.წ. „სწრაფი შეჩერების მექანიზმზეა“ დამოკიდებული _ ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლის უფლება, თუკი საქართველო ორმხრივი შეთანხმების წესებს დაარღვევს. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი ვიზალიბერალიზაციისგან ევროპაში დასაქმებას ელის? – „ბათუმელები“ ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს აკვირდება. …

ბიუჯეტის ფული, რომელსაც ბათუმის მერია ვერ იბრუნებს

ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციაზე, რისთვისაც ტენდერი მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა. მერია კიდევ ერთი კომპანიისგან ვერ იბრუნებს ავანსად გადარიცხულ 250 ათასზე მეტ ლარს. გადახდილი და დასაბრუნებელი თანხების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გამცემი ბათუმის მერიაში არავინ აღმოჩნდა. ერთ-ერთი კომპანია, ანუ მოვალე, რომელმაც მერიას ფული უნდა დაუბრუნოს, არის შპს „ტონი და კომპანი~. ბათუმის …

ახალი კანონით მუსლიმური პანსიონები შესაძლოა დაიხუროს

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ლიცენზირებას ექვემდებარება ყველა დაწესებულება, რომელშიც ბავშვი 24 საათის განმავლობაში იმყოფება. ამ ტიპის დაწესებულებებმა შესაბამისი ლიცენზია 2017 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა მიიღონ. დაწესებულება, რომელიც ლიცენზიის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრება. ცვლილება არ ეხება საპატრიაქროს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებს და განათლების სამინისტროს სკოლა-პანსიონებს. არასამთავრობო …

აპირებს თუ არა ბათუმის ოლქი პირველ უბანზე გადაღებული ვიდეოს შესწავლას

„ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ რატომ უნდა განვიხილოთ?” – ასე გვიპასუხა ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ კითხვაზე, როდის მოახდენდა ოლქი რეაგირებას პირველ უბანზე გადაღებულ ვიდეო ჩანაწერზე? ბათუმის პირველი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ დღეს, 2 ნოემბერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვიდეო მასალა დადო, სადაც ჩანს, რომ კომისიის წევრები კენჭისყრის შენობაში “ქართული …

როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ხმების ხელახლა გადათვლას “სამართლიანი არჩევნები” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 70-ე მაჟორიტარული ოლქის 86-ე უბანზე მოითხოვდა, სადაც ამომრჩევლის ხელმოწერაზე მეტი რაოდენობის ბიულეტენი დაფიქსირდა. “სამართლიანი არჩევნები” ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდა 68-ე ოლქის 98-ე უბანზეც, სადაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მიღებული …

საარჩევნო უბანზე ცეკვა-თამაშით ცესკო დაინტერესდა

ბათუმის 69-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” გამარჯვება კომისიის წევრებმა აღნიშნეს. კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ ცეკვა-მხიარულების ამსახველი ვიდეო მასალა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა მინაწერით: “ჩვენი დიდი გამარჯვება… ეს ემოციაა გულწფელი ემოციაა იმ დიდი ბრძოლის, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ… ოცნებამ გაიმარჯვა… სიმართლემ და ღირსებამ გაიმარჯვა… ეს მართლა ჯოჯოხეთია ბევრი არაკეთილის მსურველისთვის… ჩვენ გავიმარჯვეთ… მიყვარხართ”. გავრცელებულ ვიდეოში …

საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის მოადგილეები იქნებიან: ლალი ფაფიაშვილი და თეიმურაზ ტუღუში. გადაწყვეტილება პლენუმმა ახლახანს მიიღო. საკონსტიტიტუციო სასამართლოში შეკრებილმა პლენუმმა სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ ლალი ფაფიაშვილი, მეორე კოლეგიაში კი, თეიმურაზ ტუღუში აირჩია. სასამართლოს მდივნის პოზიციას მერაბ ტურავა დაიკავებს. პლენუმის დადგენილების მიხედვით, პირველი კოლეგიაში ლალი ფაფიაშვილის გარდა იქნებიან: მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და მერაბ ტურავა, …

თითქოს მე ვწერდი მამაკაცს ჩვენი შეხვედრის შესახებ – ნაცემი ბავშვის დედას „ფეისბუკი“ გაუტეხეს

ქალს, რომლის 11 წლის შვილს მამამ სასტიკად სცემა, „ფეისბუკის“  პირადი გვერდი გაუტეხეს. ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მას შემდეგ, რაც ბავშვის  ცემის შესახებ სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ფაქტი ტელევიზიებმაც  გააშუქეს.  სავარაუდო კიბერდანაშაულზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. „ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი „ფეისბუკი“ გატეხილი იყო და საჯაროდ ჩანდა …

უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის. ის დეპუტატების ახალი შემადგენლობის უხუცესი წევრია. წინა მოწვევის პირველი სხდომა ირაკლი ჯაშმა გახსნა. მან ლექსი მაშინდელ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა. ჯაშისგან განსხვავებით, დავით თედორაძე პოეტია და აჭარის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი, თუმცა ის ლექსის წაკითხვას პირველ სხდომაზე არ აპირებს “ლექსს მე ვკითხულობ მწერალთა კავშირში, საზოგადოებასთან… უმაღლესი საბჭო …

დამეწყრილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფუტკარაძეების ოჯახი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.  „დადგინდეს უსაფრთხოა თუ არა ჩვენი საცხოვრებელი ადგილი და სახლი,” – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე.  ფუტკარაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. ოჯახი შიშობს, რომ წვიმიან ამინდში მეწყერი შესაძლოა განმეორდეს და საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეუქმნას. ნოდარ ფუტკარაძე ამბობს, რომ მეწყერთან დაკავშირებულ საფრთხეზე  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნადიმ ვარშანიძეს …

ერთ თვეში აჭარაში 6 ადამიანი დაიღუპა – სახელმწიფო ავტოსაგზაო შემთხვევებზე არ რეაგირებს

სამი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე 25 ოქტომბერს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს მეშვიდე ავტოავარია იყო რეგიონში, რომლის შესახებ „ბათუმელები“ წერდა.ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. 24 ოქტომბერს, ქედაში, ავტომანქანა აჭარისწყალში გადავარდა. დაიღუპა ორი ახალგაზრდა, ერთი – მძიმედ დაშავდა. 22 ოქტომბერს ბათუმის კარიბჭესთან მანქანა ბორდიურს …

სეტყვამ მანდარინი დააზიანა

“სეტყვამ მანდარინი ძირითადად ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე დააზიანა, აქ უფრო მაღალი ინტენსივობოთ იყო სეტყვა”- ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე. მინისტრის ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ციტრუსის ბაღები ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც. ამჟამად მდგომარეობას სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფები სწავლობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ მეციტრუსეებს მიმართავს, ვისაც ციტრუსი დაზღვეული აქვს. ფერმერებმა ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ კომპანიას, სადაც …

გოგო, რომელმაც არჩევანი გააკეთა – მილოცვა დედას

იაფფასიანმა შოუებმა იმ ქართველი ქალების ისტორიები, რომლებსაც ჯერ გოგოობა და შემდეგ ცხოვრება წაართვეს, ერთ ქვაბში მოხარშა. ჩვენში უკვე ყველა ქალის ტრაგიკული ისტორია ერთნაირად, პათეტიკურად ჟღერს და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. სინამდვლეში კი ყველა ისტორია განსხვავებულია და ის, რაც მათ განასხვავებს, არჩევანია.  ჩემი აზრით, არჩევანი ყოველთვის არსებობს. მინდა ერთ გოგოობადაკარგულ ქალზე და მის არჩევანზე მოგიყვეთ. …

განათლების სამინისტრო: გათბობა ხვალიდან ბათუმის ყველა სკოლაში ჩაირთვება

“ბათუმელების” ინფორმაციით ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლაში დღეს ცენტრალური გათბობა არ იყო ჩართული. ინფორმაცია დაგვიდასტურეს აჭარის განათლების სამინისტროში. პრესსამსახურის მონაცემებით, ტექნიკური ხარვეზების გამო, გათბობა ვერ ჩაირთო ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ახალ შენობაში, ასევე მე-16 და 23-ე სკოლებში. “პრობლემა იყო ტექნიკური ხასიათის და იგი ხვალისთვის აღმოფხვრილი იქნება. რაც შეეხება პირველი სკოლის ახალ კორპუსს, იქ თავად სამშენებლო კომპანიაზეა …

ძლიერი დენის გამო მოსახლეობას ტექნიკა გადაეწვა

26 მაისის ქუჩა #70-ში მოსახლეობას ელექტროტექნიკა გადაეწვა. იტალიური ეზოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ძლიერმა ძაბვამ ტექნიკის ნაწილი გააფუჭა. „რამდენიმე ოჯახში აფეთქდა ტელევიზორები. გადაგვეწვა მაცივრები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები. „ენერგო- პრო ჯორჯიას“ უკვე დავურეკეთ, მაგრამ კომპანიიდან ჯერ არავინ მოსულა…” – უთხრა “ბათუმელებს” ამ ეზოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სოფო უშიკიშვილმა. მოსახლეობის თქმით, ტექნიკური დაზიანება ქუჩაში მიმდინარე სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო …

ბავშვის ცემის ფაქტს შსს გამოეხმაურა

შს სამინისტრო მამის მიერ  11 წლის მოზარდის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. სტატია გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვზე მოძალადე მამა პასუხისგებაში ერთხელ იყო მიცემული. „ 2012 წელს იყო პასუხისგებაში მიცემული მეუღლის ცემის გამო. 2016 წლის მაისში კი, გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ბოლო ფაქტზე, როცა ბავშვი იყო ნაცემი, პოლიციამ მამა დააკავა და 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, …

რომელი უწყება რამდენს დახარჯავს აჭარის ბიუჯეტიდან 2017 წელს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესბუბლიკური ბიუჯეტის 2017 წლის პროექტის მიხედვით, აჭარის ბიუჯეტი 238 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 6,1 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის შესაბამის მაჩვენებელზე. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია, რომ წელს ბიუჯეტში ასახული იყო უმაღლეს საარჩევნო კომისიისთვის [უსკო] არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი 3,2 მილიონი ლარიც. ანუ, მომავალი წლის ბიუჯეტი ჯამში, ფაქტობრივად, 2,9 მილიონი ლარით მეტი იქნება. მომავალი წლის ბიუჯეტის …

ვინ ჩამოხსნის წინასაარჩევნოდ გაკრულ სარეკლამო პლაკატებს

ქალაქის ქუჩებში საარჩევნოდ გაკრული პლაკატების ნაწილი უკვე დაზიანებულია. ვის ევალება პლაკატების მოხსნა? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, კანონმდებლობით მერიას ამის ვალდებულება არა აქვს. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში თუ არ ჩამოხსნიან პარტიები თავიანთ სარეკლამო პლაკატებს, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააჯარიმებს მათ, 50 – დან 1000 …

მამამ 11 წლის შვილს სასტიკად სცემა

ბათუმში 11 წლის ბიჭს მამამ სასტიკად სცემა. მან არც ათი წლის გოგონა დაინდო, როცა დამ ძმაზე ძალადობის გამო ყვირილი ატეხა. „თმები მოქაჩა და წიგნი ჩაარტყა თავში“. მოძალადე მამა პოლიციამ მომხდარიდან 11 დღის შემდეგ დააკავა. ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობდა ბავშვების დედაზეც, თუმცა პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა. შემთხვევა ბათუმში, 18 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ბავშვის დედის თქმით, მან …

ხულოში თოვს

31 ოქტომბერს საღამოს საათებიდან ხულოს მუნიციპალიტეტში თოვს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით თოვლის საფარი ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 30 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 10-15 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით საავტომობილო მიმოსვლა სოფლებში არ შეფერხებულა და გზა გაწმენდილია გოდერძის უღელტეხილზეც. გვიან ღამით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა საციხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს, აგრეთვე …

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ცნობით 1400 აბონენტს ელექტროენერგია შეეზღუდება

„ენერგო პრო – ჯორჯიას“ ინფორმაციით,  დღეს 1 ნოემბერს, ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1400 აბონენტს. ზემო აჭარის რაიონის სოფლებში ხიხაძირი, წაბლანა და კვატია. 2 ნოემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე,  400 აბონენტს ბათუმში, –  საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიაში“  და „პროგრესში“.

ბავშვების რა უნარებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა საქართველოში უკვე 7 წელია მუშაობს, თუმცა პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდულია. სპეციალისტების შეფასებით, არსებული ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. 2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს, ანუ 25 000 ბავშვს აღენიშნება. ვის კომპეტენციაშია ბავშვის განვითარების შეფასება, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა ასაკში „ბათუმელებს“ აბილიტაციისა …

„ნონა“ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში მოჭადრაკეები ვარჯიშობენ. ამ მისამართზე მდებარეობს ბათუმის საჭადაკრო კლუბი „ნონა“, ევროპის ორგზის ჩემპიონი. აქ, კლუბის ხელმძღვანელების თქმით, 250-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ჭადრაკის თამაშს. სექტემბრის ბოლოს საჭადრაკო კლუბი „ნონა“ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ახლა კი მოჭადრაკეები ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სერბეთში გაიმართება 5-13 ნოემბერს. ზედიზედ ორი წელია „ნონა“ ამ …

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი: ამბობენ, რომ ბევრია დანიშნული ნეპოტიზმით

მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, მაღალი რეიტინგი, გაზრდილი ნდობის ხარისხი და ბიუჯეტი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პროგრამა მაქსიმუმია. პროფესიით იურისტი ნათია კაპანაძე თანამშრომლებს ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს თითოეულის კვალიფიკაციის გაზრდაზე. როგორ აპირებს ამ ყველაფრის მიღწევას გასულ კვირას დანიშნული დირექტორი? – ამ და სხვა კითხვებზე ნათია კაპანაძემ „ბათუმელებს“ უპასუხა. ნათია, რას შეცვლის ახალი დირექტორი აჭარის ტელევიზიაში? ახალი დირექტორი …

„ჰელოუვინი“ და მისი ალტერნატივა ბათუმში

Halloween -ი კოსტიუმირებული წვეულებაა, რომელიც 31 ოქტომბრის ღამეს აღინიშნება. დღესასწაული ძირითადად დასავლეთშია გავრცელებული, თუმცა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც აღნიშნავენ.  ჰელოუინთან არის დაკავშირებული  განათებული გოგრებიც, რომელსაც  პირი, თვალები და ცხვირი აქვს ამოჭრილი.  წვეულების მონაწილეები სახეს იხატავენ და მათთვის სასურველი პერსონაჟების კოსტიუმებს იცვამენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, „ჰელოუვინი“ უძველესი დღესასწაულია, რომელიც ძველი კელტების ტრადიციიდან მოდის და მასში ბოროტი სულების …

ვინ იქნებიან ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან: დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]  ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] დავით თედორაძე [ბათუმის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან] ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] დავით ბაციკაძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს …

როგორ დათვალეს ხმები “მანდარინების უბანზე”

ბათუმის 79-ე ოლქის 63-ე უბანზე შემაჯამებელ ოქმში ბალანსი ვერ მიიღეს. ეს ის უბანია, სადაც დღის განმავლობაში რამდენიმე მარკირებაგავლილმა ამომრჩეველმა სცადა ხმის მიცემა. უბანზე მისულმა ოლქის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ მარკირების აპარატი მანდარინის სითხესაც აფიქსირებს. კომისიის მონაცემებით, უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 478. იმისთვის, რომ ბალანსი გასწორებულიყო, კომისიის მდივანმა და თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა …

შევა თუ არა ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, დღეს 31  ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ  არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტს, შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში. „ჩვენ ვმუშაობთ იმ დარღვევებზე, რომელიც იქნა დაფიქსირებული აჭარის ბევრ  უბანზე. 80-ზე მეტი საჩივარია დაწერილი. კანონმდებლობის მიხედვით, ხვალ 18:00 საათამდე გვაქვს უფლება, …

გარდაცვლილის საქმე, რომელშიც ქობულეთის გამგებელი ფიგურირებს

„ხელმეორედ მომიკლეს შვილი… ვერსად ვნახე სამართალი,“ –  ეს თემურ მგალობლიშვილმა გვითხრა. ის გიორგი მგალობლიშვილის მამაა, რომელიც გასული წლის 9 სექტემბერს ქობულეთში ელექტროსადენებთან კონტაქტის შედეგად გარდაიცვალა. 24 წლის გიორგი ქობულეთის გამგეობაში მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მას დავალების შესრულება ქობულეთის გამგებელმა სთხოვა. გიორგი რუსთაველის ქუჩაზე სატვირთო მანქანიდან დატვირთული ბორდიურების ამწით ჩამოტვირთვის დროს დაიღუპა. სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების …

როგორ დავაღწიოთ თავი წარსულ ტრავმებს

საქართველოში პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის [პტსა] მკურნალობაზე ძირითადად აგვისტოს ომის შემდეგ ამახვილებენ ყურადღებას, როცა სხვადასხვა ორგანიზაციამ ომის ვეტერანებისა და დევნილთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამხედრო მოქმედებების გარდა, პტსა შესაძლოა ისეთი ტრავმული მოვლენების დროსაც განვითარდეს, როგორიცა სექსუალური ძალადობა ან მისი მცდელობა, წამება, ტყვეობა, სტიქიური უბედურებები თუ ავტოკატასტროფები. რა არის პტსა და როგორ უნდა დააღწიოთ თავი წარსულ ტრავმებზე მოგონებებს, …

უსკო მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, მაჟორიტარობის კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურის ტურის შედეგებს აქვეყვენს.  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის პირველადი  მონაცემები 347+1 (სპეც.უბანი) უბნების მიხედვით: ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ელგუჯა ბაგრატიონი – 33.37% (5 905) ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ წულაძე 66.63%(11 789) ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქო: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” …

პოლიციამ 1037 აბი „სუბუტექსი“, 355 გრ ჰეროინი და 3 კილო კოკაინი გაანადგურა

შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 1037 აბი „სუბუტექსი“, 355 გრ ჰეროინი, 3 კილო და 600 გრამი კოკაინი, 4 კილოგრამი მარიხუანა გაანადგურა.  სამინისტროს ინფორმაციით, უახლესი ტექნოლოგიით, – მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც. …

ხუთი უბნის შედეგები აჭარის მთიდან

73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხულო, შუახევი, ქედა] არჩევნების ხუთი უბნის შედეგები გახდა ცნობილი. ამ ოლქში მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის იბრძვიან „ქართული ოცნების“ და ენმ-ის კანდიდატები. ხუთი უბნის მონაცემებით, იგებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ხვიჩა შარაშიძე. მას ამ უბნების მონაცემების მიხედვით 5223 ხმა აქვს მიღებული. ენმ-ის კანდიდატს – ნუგზარ ამაღლობელს ხუთი უბნის მონაცემებით 225 ხმა აქვს მიღებული. 73-ე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა ანზორ ბოლქვაძემ, …

Exit mobile version