აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 3 მაისს, მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე – დაღესტანში იყო და იგი აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობოდა, განასაკუთრებით კი, აზეირბაიჯანთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე.
სეისმურ ცენტრში ვერ გვითხრეს, საქართველოში რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.