აჭარის განათლების სამინისტრომ 399 სტუდენტი დააფინანსა

აჭარის განათლების სამინისტრომ  2016-2017 წლის სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე  ჩარიცხული  399 სტუდენტი დააფინანსა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაუგრძელდათ 2012, 2013, 2014 და 2015 წლებში დაფინანსებულ 291 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ბარიერი – 71%  (საშუალო აკადემიური მოსწრება) და 2015-2016 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრში …

“რადგან კაცი არ გვყავს სახლში, ალბათ, იფიქრეს, რომ ჩვენი დაჩაგვრა შეიძლება”

მტირალას ეროვნული ტყე-პარკის მიდამოებში 9 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ერთ-ერთ სახლში მხოლო სამი ქალი სახლობს. ერთს შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. წინასაარჩევნოდ ქალების სახლთან მისასვლელ გზაზე ერთი მანქანა ხრეში დაყარა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა. ქალები დღემდე ელიან, როდის მოასწორებენ ამ ხრეშს ისე, რომ ტრასპორტმა სახლამდე მისვლა შეძლოს. ოჯახს ერთხელ უკვე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, მაგრამ მანქანამ სახლამდე ვერ მიაღწია. …

მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ინკლუზიურ თემაზე

დღეს, 17 ოქტომბერს, სასტუმრო „ჰილტონში“  ინკლუზიური  ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ორგანიზებით, მეოთხე  საერთაშორისო  კონფერენცია  მიმდინარეობს. კონფერენციის თემაა,  –  ინკლუზიური ტურიზმი,  ეკონომიკური  განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის.  კონფერენციის  მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ინკლუზიურ ტურიზმსა და ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის  სტანდარტებზე. ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსას“ ეკონომისტის ხატია ჭონკაძის განმარტებით,  ინკლუზიურ ტურიზმსა და უნივერსალური დიზაინის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ადაპტირებულ  გარემოს,  …

„საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს შშმ პირების მიმართ“

მერაბ მახათაძე 25 წლის იყო, როცა საწარმოო ტრავმის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო – ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ნგრევის დროს რკინის კონტრუქციის ქვეშ მოყვა. „თაგვი რომ ხაფანგში მოყვება, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. 30-მა კაცმა ძვლივს გადაწია რკინის მასა, რომ ნანგრევებიდან გამოვეყვანე. ზემოთ როცა ამომათრიეს, გონება დავკარგე. თვალი რომ გავახილე, მივხვდი, ქვემო კიდურებში გრძნობა აღარ მქონდა“, – ასე აღწერს …

პლასტმასი – საფრთხე შენი ჯანმრთელობისთვის

ევროპის ქვეყნები პლასტმასის გამოყენებაზე უარს ამბობენ. რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვეტა პლასტმასი 2020 წლამდე მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოიღოს. საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის წამოწყების მცდელობა აქვს სამოქალაქო სექტორს. მათ შორის ერთ-ერთია კამპანია „ჩაანაცვლე“, რომლის ორგანიზატორები ცდილობენ მოსახლეობამდე მიიტანონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს პლასტმასი და რატომ არის მისი მრავალჯერადი გამოყენება ჯანმრთელობისთვის …

ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

ბათუმის ამერიკულ კუთხეში 21 ოქტომბერს 16:30 საათზე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა, ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სწავლის დეტალებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება მე-9, მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.  ამერიკული კუთხის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის ჩარიცხვების ოფისის წარმომადგენელთან,  რომელიც ისაუბრებს და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და სწავლის შესაძლებლობებზე. …

ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გუშინ დილით, 16 ოქტომბერს, 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი იყო პნევმონიით გამოწვეული შოკი. თუმცა, ბავშვის მამა აცხადებს, რომ საჭმელიც არ აქვთ. ჩვილს ჰქონდა ნაწლავური ინფექციაც. ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან გარდაცვლილის ძმები. გარდაცვლილის ძმები – 5 და 2-წლამდე პატარები ამ დროისთვისაც შპს ბათუმის დედათა …

ონლაინ ჩართვა ამერიკის საელჩოდან

ხვალ, 18 ოქტომბერს 16:00 საათზე,  ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაიმართება პირდაპირი ჩართვა ამერიკის საელჩოდან თემაზე – ამერიკული არჩევნების თავისებურებები, საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური პარტიები და დებატები. ჩართვას წარუძღვება ამერიკელი ექსპერტი ჯონ ფორტიერი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი და საარჩევნო პროცესების მიმომხილველია. დასწრება თავისუფალია და შესაძლებელია კითხვების დასმა.

ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმში

17 ოქტომბერს  18:00 საათზე, ბათუმის პორტში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ ერის“  შემოსვლის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ფრანგულ სამხედრო გემზე ოფიციალურ მიღებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,  ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაეწსრებიან. მთავრობის ინფორმაციით, დღეს საფრანგეთის ელჩი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობის ნაწილს გადასცემს. ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, „პრემიე მეტრ …

ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექცია ბათუმში [ანონსი]

2016 წლის 17, 18, 19 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე თვალჭრელიძის საჯარო ლექციათა ციკლი თემატიკაზე: „ნედლეულის  ეკონომიკა (ნედლეულის როლი მსოფლიო ეკონომიკაში)“. საჯარო ლექციათა ციკლი გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე თანამედროვე ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული მსმენელებისათვის.   საჯარო ლექციის ჩატარების …

30 ათასი ლარი წიგნების ბეჭდვისთვის აჭარის კულტურის სამინისტროსგან

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 10 დასახელების წიგნის ბეჭდვა-აკინძვაში მაქსიმუმ 30 ათას ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, წიგნები ქვეპროგრამის „ხელოვნებისა და კულტურის საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში იბეჭდება. სამინისტროს პროგრამები აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. პირობების თანახმად „მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას“. წიგნების ბეჭდვა მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე …

გარდაცვალების სტატისტიკა და სიკვდილის მიზეზები საქართველოში

სტატისტიკის სამსახური სიკვდილის ძირითად მიზეზებს ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკატორის (დსკ-10) მიხედვით აქვეყნებს. ამ კლასიფიკატორის მიხედვით, სიკვდილის ძირითადი მიზეზებია: რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2010 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი იყო 47 864, გასულ წელს კი – 49 121. გასულ წელს გარდაცვლილთა შორის 20 ათასზე მეტ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი იყო – სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები; …

განქორწინებათა რიცხვი ბოლო 5 წელში გაორმაგდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი 2010 წლიდან 2016 წლამდე 4386-ითაა გაზრდილი. 2010 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო სულ 4726 განქორწინება, 2015 წელს კი – 9112 განქორწინება. აჭარის რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განქორწინებათა რიცხვი ორჯერ უფრო მეტადაა გაზრდილი:  

ქალაქ ქობულეთის ძლიერი და სუსტი მხარეები

ქობულეთის საკრებულომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა ორი კვირის წინ დაამტკიცა. გეგმა მოიცავს დოკუმენტურ კვლევებს, არსებული სიტუაციის აღწერას, გეგმებსა და დასკვნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უშუალოდ „ქ. ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ტექნიკური (საპროექტო) დავალების თანახმად, მის წინმსწრებ, ურბანული პოლიტიკის ხასიათის ნაწილს წარმოადგენს „ქ. ქობულეთის სივრცითი განვითარების ხედვა“, რომლის შემუშავების მიზნებია: ქალაქის ოპტიმალური, ეფექტიანი, საზოგადოების მოთხოვნილებების და  შესაბამისი …

6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში

14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს. ბრალდებული, …

მახინჯაურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 15 ოქტომბერს მახინჯაურში,  სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეხაჯა, მათ შორის ერთ-ერთი მიკროავტობუსია. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, სასწრაფოს ბრიგადამ მხოლოდ გადაიყვანა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ქალა-ტვინის დაზიანება. “საკმაოდ მძიმე დაზიანება იყო. ქალბატონი, როცა ჯდება მანქანაში, მაშინ მოხდა შეჯახება. იყვნენ ბავშვები, მაგრამ როგორც ვიცით, ისინი არ …

რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს საგნობრივ გამოცდაზე

იმ 747 პედაგოგს შორის, რომლებიც საგნობრივ გამოცდაზე გავიდნენ, ბარიერი მხოლოდ 173-მა პედაგოგმა დაძლია. სპორტის მასწავლებლები საგნობრივ გამოცდაზე პირველად წელს, ივლისში გავიდნენ. 70 ქულიდან გამსვლელი 43 ქულა იყო. იმისათვის, რომ სპორტის პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს, ვალდებულია სამი წლის განმავლობაში 19 კრედიტქულა დააგროვოს. რა ევალებათ სპორტის პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმით და რა მოთხოვნებს ვერ პასუხობს თანამედროვე …

სამინისტროს გრანტი მხოლოდ წარმატებული სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტებს, რომლებიც ამ სამინისტროსგან სასწავლო თანადაფინანსებას იღებენ, დაფინანსება მოეხსნებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირველ სემესტრში ვერ დააგროვებენ აკადემიური ქულების 71 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 17-მა სტუდენტმა ვერ დააგროვა ქულათა განსაზღვრული რაოდენობა, 4-მა კი – წელს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, გიორგი თავამაიშვილის განმარტებით, გრანტის მიზანი სტუდენტების სტიმულირებაა. „გრანტს ვერ …

ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა

დღეს 15 ოქტომბერს, სოფელ მოხეში, მუსლიმებმა სადავო შენობის წინ ილოცეს. შენობა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები სახელმწიფოსგან ითხოვენ, პოლიციამ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შესასვლელი აჭედა. მუსლიმები, სადავო შენობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელოდებიან. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს კომისიას კი, რომელსაც შენობის ისტორიული წარმომავლობა და კონფესიური კუთვნილება უნდა დაედგინა, დღემდე არცერთი დასკვნა არ წარმოუდგენია. „ბათუმელები“ სამცხე-ჯავახეთის მუფტს, მამუკა ვაშაყმაძეს …

შსს-მ გამოძალვის და ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შს  სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავა. „ბათუმში ერთერთ სასტუმროსა და კლუბში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებისგან 18 000 ლარისა და 1 500 ლარის გამოძალვას შეეცადნენ, რა დროსაც …

ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილით გადაადგილება 3 ლარი გახდა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ზამთრის  სეზონზე, ბაღის ტერიტორიაზე ელექტრომობილით ტრასპორტირების მომსახურება 3 ლარი გახდა. „ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე“. ხოლო, პირველი ივნისიდან, 31 დეკემბრამდე  ელექტრო ტრანსპორტით სარგებლობა ისევ 5 ლარი იქნება.

პროპორციული სიის სავარაუდო დეპუტატებმა ნარკოლოგიური ცნობა წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პროპორციული სიის 15-მა წევრმა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით სავარაუდოდ, დეპუტატები გახდებიან, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უსკოში წარადგინეს. „ნარკოლოგიური ცნობის უსკოში წარდგენის ვადა ჰქონდათ 22 ოქტომბრამდე, თუმცა გუშინ, 14 ოქტომბერს წარმოადგინა იმ 15-ივე პირმა, რომლებიც პროპორციული სიის მიხედვით, სავარაუდოდ დეპუტატები გახდებიან“ – აცხადებენ უსკოში . 2016 წლის …

ბათუმში “მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა

დღეს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის ახლად რესტავრირებული შენობა გაიხსნა. აჭარის მწერალთა კავშირის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აწარმოებდა. 1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები. “შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით იყო მართლაც სავალალო მდგომარეობაში, ფონდი ქართუ დაინტერესდა ამ ძეგლით და უმოკლეს ვადებში …

„ოცნება” VS “ნაციონალები – ვინ ვის უპირისპირდება მეორე ტურში ბათუმში

აჭარაში არჩევნების შედეგად ვერ გაირკვა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა, რადგან ერთი კანდიდატის გარდა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტზე მეტი. მეორე ტურში გადადის ორი კანდიდატი, რომელთაც დააგროვეს ყველაზე მეტი ხმა.  ბათუმში, ისევე როგორც მთელ აჭარაში, მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს მხოლოდ ორი – „ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები უპირისპირდებიან საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად. …

რა ნერგები უნდა დავრგოთ შემოდგომაზე

რომელი მრავალწლოვანი კულტურების დარგვა შეიძლება შემოდგომაზე, როგორ უნდა მომზადდეს ნერგი და ნიადაგი დასარგავად ისე, რომ ნერგს გახარება არ გაუჭირდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა ლომინაძეს ესაუბრა. ბატონო შოთა, რომელი მრავალწლოვანი კულტურების დასარგავად არის ხელსაყრელი შემოდგომა? მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას უნდა გამოიყოს დაბალი და მაღალი ზონა. დაბალ ზონაში ყველაზე კარგი პერიოდი ციტრუსის დასარგავად შემოდგომაა, …

რატომ ამბობენ მამები უარს ალიმენტის გადახდაზე

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალიმენტის დაკისრების 254 შემთხვევა განიხილა. 119 სარჩელი დაკმაყოფილდა, 52 – მორიგებით დასრულდა, ალიმენტის მიღებაზე უარი ეთქვა და არ დაკმაყოფილდა – 66-ჯერ. ადვოკატებს ალიმენტზე საუბრის დროს, პირველ რიგში, მამების არგუმენტი ახსენდებათ – მათ არ სჯერათ, რომ ალიმენტს დედები შვილებს მოახმარენ. „ამ პროცესში ხშირად ბავშვი სრულიად იგნორირებულია ორივე მშობლისგან,“ – …

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის საკრებულოში დაიშალა

“თავისუფალი დემოკრატები” დღეს, 12 ოქტომბერს ჯაბა ბერიძემ დატოვა. იგი ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო. “იმდენი რამ მოხდა ამ პარტიაში, იმდენმა დატოვა, უკვე მეც ვეღარ ვხედავ აქ საკუთარ თავს,” – უთხრა ჯაბა ბერიძემ “ბათუმელებს”.  ამბობს, რომ ეს არჩევანი სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, არჩევნების შედეგმა. ჯაბა ბერიძე კატეგორიულად გამორიცხავს სხვა პარტიაში შესვლას. ამბობს, რომ საკრებულოში …

ენმ არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს

ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს ქობულეთის სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში გადაღებული ვიდეო მასალა აჩვენა. მისი თქმით, ვიდეო პარტიის წარმომადგენლებმა გადაიღეს და მასზე გაყალბების სხვადასხვა შემთხვევაა დაფიქსირებული. ლევან ვარშალომიძემ ყურადღება გაამახვილა კომისიის იმ წევრებზე, რომლებსაც ხმების დათვლის დროს ხელში საწერი კალმები უჭირავთ. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთ საუბნო კომისიაში ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე, ასევე გადასატანი ყუთის კონვერტები გადაუთვლელად …

„მამულიშვილთა კავშირი“ ახალ პეტიციას ამზადებს

„მამულიშვილთა კავშირი“ „აჭარის ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების მემორიალის“ დადგმას ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში ისევ მოითხოვს. ანალოგიური მოთხოვნით კავშირმა ბათუმის საკრებულოს გასულ წელსაც მიმართა. რატომ ვერ განიხილა საკრებულომ „მამულიშვილთა კავშირის“ პეტიცია, უცნობია. “3200 ხელმოწერა შარშან ჩავაბარეთ, არადა საკმარისი იყო 1200. მივიღეთ სიტყვიერი დაპირებები, მაგრამ არ მოხდა საკრებულოს სხდომაზე მისი განხილვა. როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა …

მადონა ბერიძე: როცა დარღვევებს ამართლებთ, ეს არის წამახალისებელი

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია ამ დრომდე განაგრძობს საჩივრების განხილვას. კომისიამ ხელახლა გადათვალა ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 58-ე უბნის ბიულეტენები. აღმოჩნდა, რომ ბათილი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა საუბნო კომისიას ერთმანეთში აურევია. ასევე შემაჯამებელ ოქმში მონაცემი ისე შეცვალა, რომ შესწორების ოქმი არ გაუფორმებია. ოლქმა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება მისცა. “ეს იყო ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რაც …

“ჩვენი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება და ამისთვის ეს პარლამენტი მზად არ იქნება”

„შუა უნდა გაიკრიფოს“ – ბიძინა ივანიშვილის ეს პირველი, დასამახსოვრებელი ფრაზა ოთხი წლის შემდეგაც შესაძლოა ბევრს გაახსენდეს, როცა არჩევნების შედეგს ნახავს. პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში „შუა“ აღარ იქნება. პოლიტიკური მრავალფეროვნების ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში მმართველი ძალა დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რა რისკებს აჩენს მონოლითური საკანონმდებლო ორგანო, რა რესურსი აქვს ოპოზიციას იყოს ანგარიშგასაწევი და გააქტიურდება …

მერიის გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები, რომლებიც ვერ შესრულდება

2017-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში გადასახდელები მიმდინარე წელთან შედარებით 32 მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი. მერიამ თავისი გეგმა რომ განახორციელოს, 85 მილიონზე მეტი ლარის მოძიება დასჭირდება. წინასწარი პარამეტრებით ქალაქის ბიუჯეტის შემოსულობები 104 მილიონით, გადასახდელები კი 188 მილიონზე მეტი ლარითაა განსაზღვრული. „ეს გადასახდელები ჩვენი ხედვაა რამდენი უნდა იყოს, მაგრამ რაღაცებზე მოგვიწევს …

შსს ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემისთვის 30 მილიონ ლარს დახარჯავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი ერთიანი ვიდეომონიტორინგის სისტემის დანერგვისა და განვითარების“ პროექტის განხორციელებისთვის, 2016-2019 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ქვეყნის მთავრობის განკარგულებით  „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“,  ვიდეოანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისა და სათვალთვალო ვიდეოკამერების სახელმწიფო შესყიდვას შსს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს. დღეს შსს, …

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო

დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილა. „საია“ და „სამართლიანი არჩევნები“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი ბათუმის 69-ე ოლქის #1 უბნის შედგების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდნენ, ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამ უბანზე საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენები სამაგიდო სიაზე არსებულ ხელმოწერებს აღემატებოდა. საოლქო კომისიამ გადათვლაზე უარი თქვა …

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ, 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ კი განიხილავენ  63 საჩივარს. უსკოს ცნობით, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა. 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი. გამოყენებული  ბიულეტენების …

Exit mobile version