რატომ მიმართავენ ბიზნესმენები სასამართლოს ნაცვლად „ქურდულ სამყაროს“ 

მხოლოდ იანვრიდან მაისის ჩათვლით, 2025 წელს, პროკურატურამ საქართველოში ზუსტად 70 პირს წარუდგინა ბრალდება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის [„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამი მუხლი ეხება „ქურდულ სამყაროს“]. ამ 70-დან 46 კაცს ბრალი უშუალოდ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის მუხლით წარუდგინეს. – რას აჩვენებს ეს? პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხშირად გვხდება გამოძიების ვერსია: ფინანსური დავების მოგვარების მოტივით, მოქალაქეები …

ბათუმში ქვაფენილების აყრა გრძელდება, ამჯერად თავდადებულის ქუჩა გადაიკეტა | ფოტო

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში – გადაკეტილია. აქ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი უნდა დააგონ. რუსთაველისა და მემედ აბაშიძის ქუჩებიდან მომავალი მანქანები კი გორგილაძის ქუჩაზე შემდეგი მარშრუტით გადავლენ: თავდადებულისა და აბაშიძის კვეთიდან – აბაშიძის ქუჩით ევროპის მოედნამდე და იქიდან მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩით გააგრძელებენ. ქუჩის გადაკეტვის გამო დროებით შეიცვალა 7, …

დევნა Facebook პოსტებისთვის – “ქართული ოცნება” ჟურნალისტებს და აქტივისტებს უჩივის

დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. სასამართლოში დაბარებულნი არიან: ნანუკა ჟორჟოლიანი – ჟურნალისტი; დეა მამისეიშვილი – ჟურნალისტი; ეკა მიშველაძე – ჟურნალისტი; ვახო სანაია – ჟურნალისტი; ვიკა ბუკია – ჟურნალისტი; მიშა მშვილდაძე – ჟურნალისტი; თამარ ჩერგოლეიშვილი – პოლიტიკოსი; ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი; …

“გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა” – საია აქტივისტების და ჟურნალისტების სასამართლოში დაბარებაზე

„სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი,“ – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ეხმაურება დღეს, 12 ივნისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესებს. გუშინ, 11 ივნისს, ცნობილი გახდა რომ …

1 მილიონი სამხედრო დაკარგა რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 000 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140] ტანკი – 10 933 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 22 786 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 29 063 ერთეული [+47] MLRS – 1 413 ერთეული …

ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის მონაკვეთში

ბათუმის მერიის ცნობით, 12 ივნისს, 02:00 საათიდან ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში. მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დაგეგმილი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. „სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები 13 ივნისის დღის ბოლომდე დასრულდება“ – …

1000 ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა ვალერი ქოჩიაშვილი, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ამის შესახებ თავად ვალერი ქოჩიაშვილმა ისაუბრა ტიკტოკის საკუთარ გვერდზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მოსამართლე სალიხ შაინიძეს განუხილავს 10 ივნისს. „მოვიწოდებ მთავრობას, დროულად გააძევონ გერმანიის ელჩი საქართველოდან. რისთვის ვითმენთ და კიდე მე მაჯარიმებთ 1000 ლარით?!“ – ამბობს ვალერი ქოჩიაშვილი ამ თემაზე ჩაწერილ ერთ-ერთ …

ბათუმის მერიამ 1000 ლარი ტორტში და 88 ათასი ლარი რესტორნებში დახარჯა – ბათუმობა 2025

ბათუმში გამართულ „ბათუმობა 2025“-ის ფარგლებში ქალაქის ბიუჯეტიდან ტორტში და სხვადასხვა სარესტორნო მომსახურებაში 18 ათასი ლარი დაიხარჯა. ცალკე 70 ათასი ლარია გადახდილი „შერატონში“ გამართულ ვახშამში. გასაჯაროებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით დგინდება, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 335 ათასზე მეტი ლარია დახარჯული. ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ბათუმობა 2025“-სთვის სარესტორნო მომსახურება ბათუმის სხვადასხვა …

დრონების შეტევა რუსეთში ტამბოვის დენთის ქარხანაზე – რას წერს უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ 11 ივნისს, გამთენიისას, უკრაინულმა ჯარებმა რუსეთში დრონებით შეუტიეს ტამბოვის დენთის ქარხანას, კურსკის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობსა და ვორონეჟის ოლქში, აეროდრომზე მდებარე საწყობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ტამბოვის დენთის ქარხანაში დაზიანდა ობიექტები და ხანძარი გაჩნდა. ეს საწარმო აწარმოებს დენთს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის, არტილერიისა და სარაკეტო სისტემებისთვის. უკრაინული დრონების …

მარიამ ლაშხი მიჩივის ფეისბუქის სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი უჩივის სასამართლოში, იმის გამო, რომ ფეისბუქზე მონა უწოდა. „ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო სადაც მას მონა ვუწოდე:)) Mariam Lashkhi -მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის. მოსამართლეა ნინო ენუქიძე. პროცესი 15:00. ადვოკატი მჭირდება, ვის …

რატომ გააძევეს სასტუმროდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი და მისი დედა – „არ ვარ ვალდებული აგიტანოთო“

„არ შეიძლება მშობელს უთხრა ბავშვის გასაგონად: „ამოიყვანე აუზიდან, ფულს გიბრუნებ და წადით“, „შენ არ გითქვამს, რომ ასეთი აუტისტი იყო, თორემ არ მიგიღებდით“, „არ ვარ ვალდებული აგიტანოთ“, – ამბობს 12 წლის ქეთი ლიპარტელიანის დედა, გვანცა გულიაშვილი „ბათუმელებთან“. ქეთი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია და დედასთან ერთად სურამში უნდა დაესვენა 5 დღით, მერიისგან მიღებული ვაუჩერით. თუმცა როგორც დედა, …

ეპისკოპოსს წამლავდნენ, 2 კაცი გაიტაცეს – როგორ ყალიბდება საქართველო მაფია სახელმწიფოდ

რა ხდება ქვეყანაში, როცა ბოლო 10 დღეში კონკრეტული ადამიანები ჰყვებიან, თუ როგორ გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, ემუქრებოდნენ… და რაც მთავარია, ამ ყველაფერში ისინი ხელისუფლების მონაწილეობაზე საუბრობენ. ამავე პერიოდში ეპისკოპოსი ამბობს, მთავრობის წევრი მონაზონს ჩემ მკვლელობას აიძულებდაო. „…რაც ამ დღეებში ვიხილეთ – კონკრეტული ადამიანების თვითნებური გატაცება, დაკავება – ეს უკვე კრიმინალური გზებით სახელმწიფოს მართვას გულისხმობს. სწორედ მსგავსი …

გერმანიაში რუსული საქონლის იმპორტი 95 პროცენტით შემცირდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ

რუსეთიდან გერმანიაში იმპორტი 95%-ით შემცირდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ გერმანიის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით. კერძოდ, 2024 წელს რუსეთიდან გერმანიაში საქონლის იმპორტის მოცულობამ 1.8 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 95%-ით ნაკლებია უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 33.1 მილიარდი იყო. მნიშვნელოვნად, 71.6 პროცენტით შემცირდა ექსპორტიც გერმანიიდან რუსეთში. 2024 …

აჭარის მთავრობა 118 ათას ლარად ვერცხლისფერ ავტომობილს ყიდულობს

აჭარის მთავრობა 118 ათას ლარად მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. ავტომობილი უნდა იყოს მაღალი გამავლობის, ახალი, 2025 წელს გამოშვებული,  ვერცხლისფერი ან რუხი. ავტომობილის შესყიდვაზე აჭარის მთავრობის აპარატმა ტენდერი 118 ათას 125 ლარით გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2025 წლის 17 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა მთავრობის აპარატს ავტომობილი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში, მაგრამ …

3 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები – რეგისტრირებულია 80 ათასამდე პირი

2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს დაიწყება – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრატობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და …

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ბათუმში საღამოს 8 საათზე ავტომობილებით მარში იგეგმება

ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად დღეს, 11 ივნისს, ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტრადიციულად, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. აქედან დაიწყება მსვლელობა ავტომანქანებით სარფის მიმართულებით. „თემურ ქათამაძე არის ქართველი! 20:00 საათიდან ვიკრიბებით და გავდივართ სარფის მიმართულებით. ვისაც გყავთ მანქანა, მანქანით შემოგვიერთდით. თავისუფლება თემურ ქათამაძეს“, – აღნიშნულია ბათუმის პროევროპული აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბათუმელი მედროშე თემურ …

რუსეთის შეტევა ხარკოვზე – დაიღუპა 3, დაშავდა 60 ადამიანი

11 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ქალაქ ხარკოვს „შაჰედის“ ტიპის 17 დრონით შეუტიეს. ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 60 ადამიანი კი – დაშავდა. დაშავებულებს შორის 9 ბავშვია, მათი ასაკი 2-დან 15 წლამდეა. რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ტროლეიბუსები და სათამაშო მოედნები. 10 ივნისის …

თემურ ქათამაძის გაძევება იძულების წესით მოხდა – შს სამინისტრო

შს სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ქვეყნიდან იძულებით გააძევეს. „მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს რვა სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 999 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120] ტანკი – 10 927 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 783 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 29 016 ერთეული [+34] MLRS – 1 413 ერთეული [+1] …

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოდან გააძევეს. როგორც მისი მეგობარი, ნინო კაკულია წერს ფეისბუქზე, თემურ ქათამაძე ღამით გაიყვანეს თურქეთში. „ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე“, – წერს ნინო კაკულია. „ბათუმელებთან“ კი ნინო კაკულია ამბობს, რომ მას დღეს, 11 ივნისს, 8:00 საათზე დაუკავშირდა თემურ ქათამაძის მეგობარი თურქეთიდან და შეატყობინა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთშია. „თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა …

მოვალის რა ქონებას ვერ ეძებს აღსრულების ბიურო – კრიპტოაქტივი, სათამაშო ბიზნესი  

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახერხებს პროგრამულად ინფორმაციის მიღებას ქონების ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა კრიპტოაქტივი, ფასიანი ქაღალდები; ასევე ვერ უზრუნველყოფს სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან მოვალის ქონების პროგრამულად იდენტიფიცირებას და სააღსრულებო ქმედებების განხორცილებას. ანუ, ბიურო ვერ ახერხებს აღნიშნული ქონების მოძიებას და დაყადაღებას, რაც აღსრულების ნაწილში პრობლემურია. „ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან …

მშენებლობის ფასი წინა წელთან შედარებით 5.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საშუალოდ 5.1 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის განმარტებით მშენებლობის ღირებულების ინდექსში იგულისხმება ამა თუ იმ ობიექტის მხოლოდ ის მთლიანი ღირებულება, რაც დაიხარჯა მის აშენებაში. მაგალითად – მასალების ღირებულება, მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის ხარჯები, ტექნიკის იჯარა თუ სხვა. შესაბამისად, აღნიშნულ ინდექსში არ იგულისხმება …

აღსრულების ბიურო 24 ათას ავტომანქანას ეძებს ვალის დაბრუნების მიზნით – აუდიტი 

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროზე გადაცემულია 24 ათასზე მეტი ავტომანქანა, რომლებიც სამინისტრომ უნდა დააკავოს. ეს მანქანები ამა თუ იმ მოვალის სახელზეა რეგისტრირებული და ბიურო მათ ადგილმდებარეობას ვერ ადგენს რომ დააყადაღოს. პოლიციის მიერ მანქანების გამოვლენის ალბათობაც სხვადასხვაა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტი წერს თავის დასკვნაში. „დასაკავებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიების პროცესში ბიურო ვერ იყენებს …

ზელენსკიმ მასშტაბური უწოდა რუსეთის ღამის თავდასხმას – „სამიზნე ოდესის სამშობიარო სახლიც კი გახდა“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 10 ივნისს, კიევზე რუსეთის დარტყმას ბოლო დროს განხორციელებული დარტყმებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უწოდა. „რუსეთის დარტყმები უფრო ხმამაღალია, ვიდრე შეერთებული შტატების და სხვების მცდელობები, აიძულონ რუსეთი მშვიდობის დამყარებისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ მოკავშირეებს მოქმედებისა და მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „მნიშვნელოვანია, რომ ამ და სხვა მსგავს რუსულ დარტყმებზე პასუხი არ იყოს მსოფლიოს დუმილი, …

ვინ ითხოვს მზია ამაღლობელის მეორედ დასჯას სტიკერის მიწებების გამო

„არ ქნა გოგო, არა“ – ეს ერთადერთი გაფრთხილებაა, რომელიც ისმის 2025 წლის 11 იანვარს გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც ჩანს, როგორ აკრავს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერს წარწერით – „იფიცება საქართველო“. შესაძლოა ბრალდების მხარეს ეგონა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის – „არ ქნა გოგო არა“ – პოლიციელს ეკუთვნის. სინამდვილეში ეს ბათუმის პროევროპული აქციების …

დღეს ბათუმში სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“ აჩვენებენ

დღეს, 10 ივნისს, 21:00 საათზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, გაიმართება რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმის „მოთვინიერება“ ჩვენება. „მოთვინიერება“ დოკუმენტური ფილმია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარა-გურიის რეგიონში 2017-2019 წლებში ამოთხრილი და ზღვით წაღებული ხეების შესახებ მოუთხრობს მაყურებელს. ფილმი 2021 წელს გამოვიდა და დღემდე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშევარს. 10 ივნისს უწყვეტი პროევროპული აქციების დაწყებიდან 195-ე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივნისის 21 საათიდან 11 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 998 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960] ტანკი – 10 919 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 768 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 28 982 ერთეული [+48] MLRS – 1 412 ერთეული [+1] საზენიტო …

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

„თავისუფლება მზიას“, “სირცხვილი მოსამართლეს“ – ამ და სხვა შეძახილებით დაიწყო სასამართლო სხდომა “მზია ამაღლობელის საქმეზე”. დღეს, 9 ივნისს, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო – მას სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ. დღესვე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე – სილის გაწვნისთვის მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან – არსებითი განხილვის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოში …

სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ – მზია ამაღლობელი

სტიკერის გაკვრა იყო პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვა საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი, რომლებიც იმ დღეს დააკავეს – განაცხადა მზია ამაღლობელმა დღეს, 9 ივნისს, ბათუმში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, სადაც მას დღეს მეორედ ასამართლებენ 11 იანვარს, აქციაზე, სტიკერის პოლიციის გალავანზე გაკვრის გამო. „სტიკერის გაკვრაზე მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ, ბატონო მოსამართლევ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე, რომ …

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლოს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება

დღეს, 9 ივნისს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი ესწრება. საელჩოს წარმომადგენელს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად მიეწოდება სხდომის თარგმანი. ფაქტობრივად მზია ამაღლობელის ყველა სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები. 16 მაისს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ პეტერ ფიშერი – გერმანიის ელჩი საქართველოში; ანნა ლიბერგი – …

ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე – ბათუმში აქციაზე ფილმის ჩვენება გაიმართება

დღეს, 9 ივნისს, უწყვეტი პროევროპული აქციების 194- ე დღეს,  21:00 საათზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ფილმის ჩვენება – „ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე“. მანამდე, დღეს, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ასევე დღეს, 9 ივნისს, 13 საათზე, მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ …

“გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ” – ბოკუჩავა მისი ქმრის მიერ უტა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ და აიძულეს ჩაეწერა ვიდეო, რომელშიც იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. „ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 997 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 10 915 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 759 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 28 934 ერთეული [+42] MLRS – 1 411 ერთეული [+1] საზენიტო …

მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ ასამართლებენ – 9 ივნისს ორი პროცესი იქნება

9 ივნისს ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 9 ივნისს მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო მეორედ გაასამართლებენ ადმინისტრაციული წესით, ამ საქმის დასრულების შემდეგ კი, სისხლის სამართლის საქმეზე სილის გაწვნის პროცესი გაგრძელდება – არსებითი განხილვა.  9 ივნისის სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენს. პროკურატურის მოწმეების დაკითხვა უკვე დასრულდა. …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივნისის 21 საათიდან 9 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი …

Exit mobile version