მთავარი,სიახლეები

ტრამპი კონგრესმენ ჯო უილსონს აქებს – „ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა“

04.11.2025
ტრამპი კონგრესმენ ჯო უილსონს აქებს – „ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  მხარდაჭერას უცხადებს კონგრესმენ ჯო უილსონს არჩევნებში. მის მიერ დაფუძნებულ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში ტრამპი წერს:

„კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე იდგა ჩვენ გვერდით, არის სამხრეთ კაროლინას მე-2 კონგრესის ოლქის უდიდესი ჩემპიონი!

სამხრეთ კაროლინას არმიის ეროვნული გვარდიის პენსიაზე გასული პოლკოვნიკი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი, ჯომ იცის ის გონიერება და სიმამაცე, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ჩვენი შესანიშნავი სამხედრო/ვეტერანების მხარდასაჭერად და ძალის მეშვეობით მშვიდობის დამყარებისთვის.

კონგრესში ჯო ბეჯითად მუშაობს, რათა შეინარჩუნოს ჩვენი ახლა უკვე ისედაც ძალიან დაცული საზღვარი კიდევ უფრო დაცულად, შეაჩეროს მიგრანტების დანაშაული, უზრუნველყოს კანონი და წესრიგი, გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შეამციროს გადასახადები და რეგულაციები, ხელი შეუწყოს ამერიკაში დამზადებულ პროდუქციას, იყოს ამერიკული ენერგეტიკული დომინირების ჩემპიონი, დაიცვას არჩევნების მთლიანობა და ჩვენი მუდმივად საფრთხის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება.

ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა ხელახლა არჩევისთვის — ის არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს!”.

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ივანიშვილის და მისი „ოცნების“ სანქცირების მომხრეა. უილსონი ხშირად ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აშშ-ის ადმინისტრაციას რეაგირებისკენ მოუწოდებს. უილსონი არის ერთ-ერთი ავტორი „მეგობარი აქტის“, რომელიც „ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს.

___________

ფოტო ჯო უილსონის ინსტაგრამ გვერდიდან 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: