რა არის ახალი? სილქნეტის გაორმაგებული პაკეტები და 7 ჯერ სწრაფი ინტერნეტი

რა არის ახალი?  სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი გიგაბიტ LTE უკვე მთელი საქართველოშია, გაორმაგებული ინტერნეტ პაკეტებით! გიგაბიტ LTE დაფარვის არეალი მუდმივად იზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ მილიონობით მომხმარებელს, უკვე შეუძლია ისარგებლოს ქვეყნის უსწრაფესი მობილური ინტერნეტით. გიგაბით LTE საშუალებით ერთდროულად მრავალ აბონენტს შეუძლია უწყვეტი და შეუფერხებელი ინტერნეტით სარგებლობა.  მიჩვეულზე 7 ჯერ სწრაფი გიგაბიტ LTE სილქნეტისგან, …

ბათუმში მიკროავტობუსი მოიპარეს

ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით ავტომანქანა მოიპარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოიპარეს მიკროავტობუსი, რომელიც სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა. მიკროავტობუსი სამართალდამცველებმა ისევ ბათუმში იპოვეს, თუმცა დაკავებული არავინაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცხვარი, თხა და 3 ბატკანი თურქეთში ფერმიდან გაიქცნენ და მერიაში მივიდნენ | VIDEO

თურქეთში, ნევშეჰირში მომხდარმა უცნაურმა ამბავმა თურქული და მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. 14 დეკემბერს ნევშეჰირში ცხვარი, თხა და სამი ბატკანი კომენდანტის საათის დროს ადგილობრივი ფერმიდან გაიქცნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როგორ იქცეოდნენ ცხოველები მერიის შენობასთან, მათ არაერთი ადამიანი შეაშინეს. ცხოველები მალე დააბრუნეს ფერმაში, მეორე დღეს კი ნევშეჰირის მერი რასიმ არი ფერმას ეწვია და …

ქობულეთში, გვარას გზაზე, ავტომანქანა და მიკროავტობუსი დაიწვა

18 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ გვარასთან მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ამავე გზაზე დღეს დილით ცეცხლი მიკროავტობუსსაც გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორივე ხანძარი ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ______________  

მთავრობა ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს უპიროდ ყიდის

აჭარის მთავრობა გონიოში, ზღვის პირველ ზოლში, 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ქონების საწყისი ფასი 900 000 ლარია, ბიჯი – 25 000 ლარი. ქონების საფასური მყიდველმა აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გასაყიდ მიწის ნაკვეთზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მე-III ჩიხი N12ა- ში რამდენიმე ამორტიზებული შენობაა. სამინისტროს ინფორმაციით, შენობა  თვითნებურად არის დაკავებული. აუქციონი 30 …

ინგლისურის მასწავლებელი ხულოდან, რომელმაც უცხო ენა 25 წლის ასაკში ისწავლა

ინგა კახაძე ინგლისური ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში. 45 წლის ახლა უკვე მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს ინგლისური ენა სკოლაში არ უსწავლია. ინგა 17 წლის, ნაადრევად დაქორწინდა და 2 შვილი გაუჩნდა. 25 წლისამ ინგლისური ენის სწავლა მოინდომა, რეპეტიტორებთან იარა, ენა ისწავლა და ბათუმის უნივერსიტეტში ჩააბარა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ორშვილიანი ქალის სტუდენტობა ხულოდან …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 18-19 დეკემბერს, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 4 – 9 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

რუსეთში დააბრუნეს ხის მასალა, რომელშიც საკარანტინო მავნე ორგანიზმი აღმოჩნდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი შემოვიდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშებში, აღმოჩენილი იქნა საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი …

გარდაიცვალა 49, კორონავირუსი დაუდასტურდა 2 635 პირს

18 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 2635 ადამიანს, გამოჯანმრთელდა – 2244, გარდაიცვალა – 49 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარაში – 230, იმერეთში – 338, ქვემო ქართლში – 216, შიდა ქართლში – 169, გურიაში – 66, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 199, კახეთში – 186, მცხეთა-მთიანეთში – …

აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 18 დეკემბერი

18 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 394 პაციენტი; კლინიკა დატოვა -79-მა პაციენტმა. დღევანდელი მდგომარეობით აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) – 45 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს – 762 პაციენტი; კოვიდსასტუმროში – 1 037 , ონლაინკლინიკაში – 2 555 პაციენტი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო …

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

9 წელია დაბა ხელვაჩაურის დიდი ნაწილი ბათუმს შემოუერთდა, მაგრამ აქაურობა ბათუმი მხოლოდ ქალაქის რუკაზეა.  ხელვაჩაურელების ნაწილი ბათუმელები გახდნენ, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ, მათთვის არაფერი შეცვლილა. მათ „ბათუმში“ ადამიანებს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ, არც ტროტუარებია, არც წრიული და ზებრა გადასასვლელები დახაზულა, აქვე არსებული სამრეწველო ზონისა და უწყვეტად მოძრავი ტრაილერების მტვერი კი ეზოებში მოთამაშე ბავშვების სუნთქვას დღითიდღე …

აჭარის სოფლები, სადაც წყლისა და კანალიზაციის სისტემას ააშენებენ – დაიხარჯება 37 მილიონი ევრო

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 37 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. ამ დასახლებებისთვის შესაბამისი პროექტები უკვე მზადაა და მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, არსებული გეგმით, 2021 წლის აგვისტოში ტენდერი დასრულებული უნდა იყოს და ამავე წლის შემოდგომაზე მშენებლობაც უნდა დაიწყოს. …

ეკა ბესელია ამნისტიაზე: „ეს არც პანდემიის დროს დაჯარიმებულ ადამიანებს შეეხება“

„კეთილი იმიჯი სჭირდება ახლა ხელისუფლებას, რომელსაც რეპუტაცია აქვს შელახული. ჰუმანური იმიჯი გჭირდება, როცა გაყალბებული არჩევნების შემდეგ მესამე ვადით გინდა ლეგიტიმაცია მიიღო. ამნისტია ჰუმანური აქტია,“ – მიიჩნევს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამნისტიაზე. ამნისტია სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება და დაახლოებით 850 მსჯავრდებულს. ეკა ბესელია ამბობს, …

მოსამართლე აქციის მონაწილეებს: ქაოსში მარტივია ერთი ხელი მეორეს მოხვდეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღკვეთი ღონისძიების სახით 1000 ლარი გირაოს გადახდა დააკისრა ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტს და ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელს ხათუნა ბერიძეს. სასამართლომ ამავე ოდენობით გირაო შეუფარდა გოგიტა სოლომონიძესაც. ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. მათ ძალადობის ჩადენას ედავება გამოძიება. საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური …

რა შემთხვევაში იყენებს პედაგოგი ზეპირ შემაჯამებელს მოსწავლის შეფასებისას

სკოლებში 2020-ის სასწავლო წელი 30 დეკემბერს დასრულდება. მოსწავლეების სემესტრული შეფასებისთვის კი სკოლები ძირითადად იმ მეთოდს მიმართავენ, რაც პანდემიის პერიოდში სამინისტროსგან ოფიციალურად იყო გაჟღერებული. ეს არის მაგალითად, შემაჯამებელი კომპლექსური დავალებები, რომელიც შესაძლოა როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმითაც ჩატარდეს. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ თითქმის ყველა საგანში ზეპირი შემაჯამებლებით შეაფასეს მის სკოლაში …

თერჯოლის მერი სპორტული მოედნის გასახდელს ათვალიერებს [ფოტოამბავი]

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გვერდი ფეისბუქზე ავრცელებს ფოტომასალას, რომელიც ასახავს, თუ როგორ მივიდა სოფელ ღვანკითში სპორტული მოედნის გასახდელის დასათვალიერებლად თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ფოტოებზე ჩანს, რომ „გასახდელი“ თუნუქის ფურცლებით შემოსაზღვრული პატარა ადგილია. „სოფელში ძალიან კარგი ბავშვთა გუნდია, მათ თამაშს სოფლის პირველობის დროს დავესწარით და გუნდს ბურთები გადავეცით. სოფლის ინიციატივით, სტადიონი „სოფლის პროგრამით“ შემოიღობა. …

ვის აძლევს აჭარის მთავრობა 1000 პლანშეტს, როცა 7000 ბავშვს არ აქვს კომპიუტერი

დღეს, 17 დეკემბერს, აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, მომავალი წლის განათლების ბიუჯეტი 58 მილიონ 774 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტში, როგორც მინისტრი ამბობს, დაახლოებით ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდმა აჩვენა, რომ კომპიუტერთან და …

გერმანიის პრეზიდენტი ღარიბებისთვის უფასო სადილს არიგებს [ფოტოამბავი]

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ბერლინში უფასო საკვების დარიგების კამპანიაში მიიღო მონაწილეობა – წერს „დოიჩე ველე“. „კარიტასის“ უფასო საკვების ფურგონი ბერლინში ათ სხვადასხვა ადგილას ჩერდება და დღეში 200-მდე ადამიანს აწვდის უფასო, ცხელ საკვებს. შობის წინ ღარიბი ადამიანებისთვის უფასო სადილის დარიგების ტრადიციას გერმანიაში გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როცა გერმანელი მომღერალი ფრანკ ცანდლერი უფასო საკვებით გაუმასპინძლდა …

სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თქვენს საკუთრებაში არსებულ სახლებსა და სხვა შენობებზე პლაკატების ან სტიკერების გასაკრავად თვითმმართველობის ნებართვა, თანაც 5 დღით ადრე, აღარ დაგჭირდებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, თუმცა იგი არ ეხება საჯარო დაწესებულებებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამჯერად არსებითი განხილვის გარეშე დააკმაყოფილა საია-ს იურისტის, გიორგი გოცირიძის სარჩელი, რომელიც ეხებოდა თბილისში „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის“. …

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ დღეს, 17 დეკემბერს, დაამტკიცა. 14-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ ბიუჯეტს. ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. 30-წუთიან სიტყვაში მინისტრმა ძირითადად ბიუჯეტის ცვლილებებზე ისაუბრა. 2021 წლის ბიუჯეტში იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. გაზრდილი თანხა სოციალურ პროექტებსა და კოვიდთან ბრძოლას მოხმარდება. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო დაარიგებს …

აჭარის გზების დეპარტამენტის მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წელს რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია განახორციელა. აშენდა და აღდგა 10 ხიდი და 177 ხელოვნური ნაგებობა, 34 მიმართულებით 55 კმ. სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, ხოლო 125 კმ. სიგრძის გზაზე დაიგო ბეტონის საფარი. ამჟამად მიმდინარეობს 12 მიმართულებით 20 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის …

საპენსიო ფონდში ახალ დირექტორს 1.1 მილიარდი ლარი დახვდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორად 15 დეკემბრიდან გიორგი დანელია მუშაობს, რომელიც ამ დრომდე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. დაგროვებითი საპენსიო ფონდი 1 მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს. გიორგი დანელიას დარიცხული ხელფასი კი სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 12 500 ლარი იქნება. რამდენი იყო მისი ხელფასი საპარტნიორო ფონდში უცნობია. გიორგი დანელიას ამ დრომდე დეკლარაცია შევსებული არ აქვს. საპარტნიორო ფონდში, სადაც …

საქართველოში 5 დღით ჩამოდის ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორი

ხვალ, 18 დეკემბერს, საქართველოში 5-დღიანი ვიზიტით ჩამოდის ჰანს კლუგე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი. ამის შესახებ, დღეს, 17 დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ხვალ ჩვენ გვყავს საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმარი, კერძოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა საქართველოს. მას ექნება ხუთდღიანი ვიზიტი, რაც მნიშვნელოვანია როგორც წინა პერიოდის შეფასების კუთხით, ასევე …

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ ირაკლის“ – ტიტე აროშიძე ოპოზიციის დეპუტატზე

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი არ მივიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 17 დეკემბერს, გაიმართა ბათუმში. ჩავლეიშვილი ამ დრომდე ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, მაშინ როცა ოპოზიციამ უარი განაცხადა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო, საყვირების ხმა სხდომათა დარბაზშიც აღწევდა. ძირითადი საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა …

თებერვლიდან დღემდე საქართველოში კოვიდით ინფიცირდა 200 ათასზე მეტი ადამიანი | სტატისტიკა

17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 ათასს აღემატება. 26 თებერვლიდან 17 დეკემბრამდე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირდა 201 368 ადამიანი, მათგან 1953 ადამიანი გარდაიცვალა, 169 282 კი უკვე გამოჯანმრთელდა. 200 ათასს აჭარბებს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. გარდა ამისა, არის ათასობით პაციენტი, რომელთაც ტესტი კორონავირუსზე არ ჩატარებიათ, თუმცა, სავარაუდოდ, მათ ასევე ჰქონდათ ან აქვთ კორონავირუსი. კორონავირუსის …

ბათუმში ხვალ გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე ღამით წვიმაა მოსალოდნელი, ხვალ, 18 დეკემბერს კი გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 2 …

კოვიდის 228 ახალი შემთხვევა აჭარაში | 17 დეკემბრის მონაცემები

17 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 228 პირს დაუდასტურდა. დღეს ქვეყნის მასშტაბით 2981 პირს დაუდგინდა კორონავირუსი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს 815 პაციენტი, მათ შორის 140 პაციენტის მდგომაროება მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 50 პაციენტი. აჭარაში კოვიდსასტუმროებშია 1062 ადამიანი, თვითიზოლაციაში – 7492. ბოლო დღეებში აჭარაში კოვიდის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია …

კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

დღეს, 17 დეკემბერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 31, გამოჯანმრთელდა – 2 001 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859  კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარაში – 228, იმერეთში – 489, ქვემო ქართლში – 229, შიდა ქართლში – …

არასრულწლოვნებმა ყალბი ინტერნეტგვერდის მეშვეობით 72 500 ლარი მიითვისეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყალბი ინტერეტგვერდის მეშვეობით არასრულწლოვნებმა 72 500 ლარი მიითვისეს. „არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი – ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ და ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობა შესთავაზა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის. აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. …

ოჯახის ინფორმაციით, ქობულეთში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული

ბრალდებულის ოჯახის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში დააკავეს ედნარ მსხალაძე. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. საუბარია გუშინ, 15 დეკემბერს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ მკვლელობაზე – ვალერი ვერულიძეს ქუჩაში სანადირო თოფი ესროლეს. ბრალდებულის ოჯახის ინფორმაციით, ედნარ მსხალაძე ბიძაშვილის სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ოჯახი და სამართალდამცველები გაუჩინარებულ 27 წლის ნიკა სუბელიანს ეძებენ

ოჯახი 7 დეკემბერს გაუჩინარებულ ნიკა სუბელიანს ამ დრომდე ეძებს. ის 27 წლისაა და დმანისში ცხოვრობს. ნიკა სუბელიანის მეგობრის, მინდია გურჩიანის თქმით, ნიკა ბოლოს ოჯახის ნათესავებმა თბილისში, „აფრიკის დასახლებაში“  7 დეკემბერს ნახეს. „შემდეგ პოლიციელებმა ის ნახეს ჟინვალში 9 დეკემბერს და დააჯარიმეს კიდეც კომენდანტის საათის დარღვევისთვის. პოლიციელები ამბობენ, რომ ის მითითებულ ადგილას ჩამოსვეს, ამის შემდეგ ნიკა აღარავის …

უცხოელი, რომელიც პანდემიის გამო საქართველოს ვერ ტოვებს, ქვეყანაში ივლისამდე დარჩება

უცხოელებს, რომლებიც მიმდინარე წლის 14 მარტისთვის საქართველოში ლეგალურად იმყოფებოდნენ და ქვეყანა პანდემიის გამო ვერ დატოვეს, შეუძლიათ საქართველოში დარჩნენ 2021 წლის 1-ელ ივლისამდე, კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 16 დეკემბერს გამოსცა, რომლის მიხედვითაც: „უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის …

სკოლებში პოლიტიკურ და ნეპოტისტურ გავლენებზე „განათლების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს

„განათლების კოალიცია“ სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლისა და მათი ნაწილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ  პროცესი პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობაზე ეჭვს აჩენს. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შერჩევითად დანიშვნა მოხდა სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევით. ჩვენთვის, ისევე როგორც მთლიანად …

„ღმერთო, როდის გვეღირსება საკუთარი ჭერი“ – ჩვენი დროის „მშიერაძის ოჯახი“ საქართველოში

შესაძლოა სკოლის წლებიდან გახსოვთ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „მშიერაძის ოჯახი“, სადაც მოთხრობილია თუ როგორ გადმოსახლდნენ მშიერაძეები თბილისში, რითი ირჩენდნენ თავს, რა ადარდებდათ და რა ბრძოლები გადახდათ თავს. გუშინ, 15 დეკემბერს, როცა თბილისში, აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა, არა ერთ ადამიანს გაახსენდა „მშიერაძის ოჯახი“. მოსახლეობამ შენობების ნგრევის შეჩერება სცადა, თუმცა …

ხათუნა ბერიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს, მაგრამ არ დააკავეს

ხათუნა ბერიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის სამოქალაქო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი და ბათუმის საპროტესტო აქციების აქტივისტია. ხათუნა ბერიძეს გამოძიება ძალადობას ედავება. საუბარია ბათუმში 19 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მანველიძის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, ვისაც ხელი დაარტყა. გამოძიებამ ძალადობის …

რას ჰყვება მასწავლებელი, რომელსაც გარე დაკვირვებაში 0 კრედიტი დაუწერეს

„დასრულდა ჩემი ნერვიულობა, მოლოდინი და ფუჭი იმედები. მე ვერ გავიარე სანუკვარი გარე დაკვირვება. მინდა ვუთხრა (რატიანს): ამით არ სრულდება არაფერი. მე დაგიმტკიცებთ გამოცდაზე, რომ ვიმსახურებ სტატუსს – წამყვანი. გმადლობთ“, – ეს სიტყვები ხულოში, სოფელ ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნათია იაკობაძეს ეკუთვნის. მასწავლებელს „ბათუმელები“ ესაუბრა და ჰკითხა, მისი აზრით, შეფასდა თუ არა …

Exit mobile version