Batumelebi | საქართველოში 5 დღით ჩამოდის ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორი საქართველოში 5 დღით ჩამოდის ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორი – Batumelebi
RU | GE  

საქართველოში 5 დღით ჩამოდის ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორი

ხვალ, 18 დეკემბერს, საქართველოში 5-დღიანი ვიზიტით ჩამოდის ჰანს კლუგე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი. ამის შესახებ, დღეს, 17 დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ხვალ ჩვენ გვყავს საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმარი, კერძოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა საქართველოს.

მას ექნება ხუთდღიანი ვიზიტი, რაც მნიშვნელოვანია როგორც წინა პერიოდის შეფასების კუთხით, ასევე მასთან შეთანხმებული იქნება ყველა შემდგომი სტრატეგია, რომელიც გადაიდგმება არა მხოლოდ კოვიდპანდენიის მართვის კუთხით, არამედ ჩვენ გვექნება საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ყველა დაგეგმილ რეფორმაზე.

მასთან ერთად საქართველოში ჩამოვა ქალბატონი ნინო ბერძული, ჩვენი თანამემამულე, პროგრამების ხელმძღვანელი, რომელთანაც ასევე გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები ყველა იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის, პირველადი ჯანდაცვისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არის დაგეგმილი,“ – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com