შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუბანში [ვაკე] ეს ფოტოები დღეს, 23 დეკემბერს, მელანო ებრალიძემ გადაიღო. აჭარის მაღალმთიანეთში დღეს და ხვალ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.
Category Archives: სიახლეები
რას შეცვლის საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება „ზვიად გამსახურდიას საქმეზე“
სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებულს საქმის მასალების ასლების მიღების უფლება ექნება. გამონაკლისი მხოლოდ ის საქმეებია, რომლებისთვისაც პროკურატურას გასაიდუმლოების სტატუსი აქვს კონკრეტული არგუმენტით მინიჭებული. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსის მქონე მოქალაქეს სისხლის სამართლის საქმის მასალების ადგილზე გაცნობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ის ვერ მოიპოვებდა დოკუმენტების ასლებს. სისხლის სამართლის კოდექსის ეს ნორმა საკონსტიტუციო …
Continue reading “რას შეცვლის საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება „ზვიად გამსახურდიას საქმეზე“”
ავარია ბათუმში – ავტომობილი ავეჯის მაღაზიას შეეჯახა
ავარი მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების კუთხეში. თვითმხილველთა თქმით, ჯიპი ავეჯის მაღაზიას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
C ჰეპატიტის პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება – ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იქნება
C ჰეპატიტის მართვისთვის საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამა მომავალ წელსაც ითვალისწინებს ბენეფიციარების როგორც გამოკვლევას, ასევე მკურნალობას. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით 2021 წელს დაფინანსდება: სკრინინგული კვლევა; C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, მათ შორის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა; C ჰეპატიტის სამკურნალო …
Continue reading “C ჰეპატიტის პროგრამა 2021 წელსაც გაგრძელდება – ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იქნება”
სასურსათო კალათა მჭირდება – ქალი, რომელიც 3 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის
„პირველად მაშინ ვიგრძენი პანდემია, როცა შვილიშვილს სათამაშო მოუნდა და 30 ლარი აღარ მქონდა, რომ მისთვის მეყიდა… პანდემიის პერიოდმა გამჭედა, თორემ ისე არ მიჭირდა… ახლა თვეში 150 ლარად გაგვაქვს თავი. კომბოსტო, კარტოფილი, კვერცხი, ხანდახან ქათმის ხორცი – ძირითადად ამ პროდუქტებს ვყიდულობ,“ – გვიყვება ფატმა დეკანაძე. ის ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში, ნაქირავებში ცხოვრობს. ის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდა. ფატმა …
Continue reading “სასურსათო კალათა მჭირდება – ქალი, რომელიც 3 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის”
რა თქვა ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთიდან წამლების შემოტანასა და ფასებზე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ერთი კვირის წინ დაიდო მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, სახელმწიფოს ეცოდინება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“. 22 დეკემბერს პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამალზე ფასების დაწევა „მხოლოდ …
Continue reading “რა თქვა ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთიდან წამლების შემოტანასა და ფასებზე”
მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია – სამინისტრო დუმს
საპატრიარქოსთან არსებული “ჩოხოსანთა საზოგადოება“ ისეთ საგაკვეთილო ლექციებს კურირებს, სადაც მთავარი ხაზი ქალთა დისკრიმინაცია, მათ ჩაგვრაზე ორიენტირებული მიდგომებია წამოწეული. ერთი ლექციის მოსმენითაც ნათელია, თუ როგორ აკნინებს ლექციების ეს კურსი ქალის როლს და მათ კარიერულ განვითარებას. ლექციების კურსს სტუდია „გუთნის“ ხელმძღვანელი ლექსო გელაშვილი ბავშვებს და მოზარდებს უტარებს, რის შესახებაც სკოლებშიც იციან. პანდემიის დროს ქალთა უფლებების შემლახავ ლექციებს …
Continue reading “მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ქალის როლის წამოწევა ეშმაკისეულია – სამინისტრო დუმს”
რას ამბობს ჯანმო კორონავირუსის „ბრიტანულ შტამზე“
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შტამის კორონავირუსი უფრო მარტივად გადადის, ვიდრე აქამდე არსებული, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალი შტამი უფრო მწვავე დაავადებას ან სიკვდილიანობას იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ბრიფინგზე, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართა, ჯანმოს ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერჰოვმა განმარტება გააკეთა კორონავირუსის ახალი შტამის 70%-იანი ტრანსმისურობის შესახებ და თქვა, რომ ხშირად სპეციფიკური …
Continue reading “რას ამბობს ჯანმო კორონავირუსის „ბრიტანულ შტამზე“”
ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად ბლექსის შენობას დაანგრევენ
აჭარის მთავრობა ბათუმში, თავდადებულის #61-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის მერიას კოლეჯ „ბლექსის“ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს [2775 კვ.მ.] და მასზე განთავსებულ ისტორიულ შენობას სთხოვს. მთავრობის ინფორმაციით, კოლეჯი „ბლექსი“ თავდადებულის ქუჩაზე არსებული შენობით მაინც არ სარგებლობს, რადგან შენობა ამორტიზებულია და ეს ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი სკოლის საჭიროებაზე მთავრობას განათლების …
Continue reading “ბათუმში ახალი სკოლის ასაშენებლად ბლექსის შენობას დაანგრევენ”
24 დეკემბრიდან არც სამგზავრო მატარებლები არ იმოძრავებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება, მათ შორის, არც სამგზავრო მატარებლების. „მგზავრების გადაყვანა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით – სამარშრუტო ავტობუსებით და მიკროავტობუსებით, ასევე მატარებლით, კვლავ აკრძალული რჩება. მგზავრობა მხოლოდ კერძო ავტომობილებითა და ტაქსით იქნება დაშვებული. შესაბამისი ცვლილება – რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე – …
Continue reading “24 დეკემბრიდან არც სამგზავრო მატარებლები არ იმოძრავებენ”
თიბისის აგრობარათი ფერმერებისთვის
თიბისი ფერმერებს სრულიად ახალ პროდუქტს – აგრობარათს სთავაზობს, რომელსაც ისინი მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურ საქმიანობაში მარტივად გამოიყენებენ. ფერმერებს შეეძლებათ აგრობარათით დაფარონ სამეურნეო წლის განმავლობაში მეურნეობისთვის საჭირო ყველა მიმდინარე ხარჯი, როგორიცაა სათესლე და სარგავი მასალების, შხამქიმიკატების, ცხოველის საკვების ანდა ვეტპრეპარატების, საწვავის, სხვადასხვა აგრო მომსახურების (მაგ.: ნიადაგის დამუშავება, თესვა და ა.შ) შეძენა, მუშახელისა და მოსავლის აღების ხარჯების …
ბათუმში 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოში აღარ გაიხსნება ბაზრობები – მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. შესაბამისად, ბათუმში არ გაიხსნება ე.წ. „ხოფის“, „23-ე სკოლის ბაზრობა“ და ბაზრობა ავტოსადგურთან. „24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ, ვერ იქნება …
Continue reading “ბათუმში 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება”
რა იკრძალება და რა არის დაშვებული 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე | მთავრობის გადაწყვეტილება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან დაანონსებული ყველა შეზღუდვა არ შემსუბუქდება. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი; 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით; 24 დეკემბრიდან საქართველოში ბაზრობები არ გაიხსნება; მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, …
ღამით გადაადგილება მხოლოდ 31 დეკემბერს და 6 იანვარსაა დაშვებული
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან საქართველოში ბაზრობები არ გაიხსნება. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით 24 დეკემბრიდან 2 …
Continue reading “ღამით გადაადგილება მხოლოდ 31 დეკემბერს და 6 იანვარსაა დაშვებული”
საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც 24 დეკემბრიდან იმოძრავებს – მთავრობა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოში შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება. მთავრობის განცხადებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კვლავ არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით – ამის შესახებ დღეს, 22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა …
Continue reading “საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც 24 დეკემბრიდან იმოძრავებს – მთავრობა”
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში
საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ის ინგლისურენოვან კრებულში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომისა“ და „იკომოს-საქართველოს“ სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებს ეხება. „…კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა თავისი ისტორიული მახასიათებლები. რამდენიმე მათგანი მიზანმიმართულად დაანგრიეს. ბევრ შემთხვევაში ძველი შენობები ჩანაცვლდა მრავალფუნქციური, უმასშტაბო, შეუსაბამო ნაგებობებით. ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბი, ძველი კვარტალების ინტიმურ-კამერული …
Continue reading “ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში”
როგორ უნდა ვიკვებოთ კოვიდის დროს | ექიმის რჩევები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დაბალანსებული კვება აუცილებელია, რათა ორგანიზმმა მიიღოს იმუნიტეტის გასაძლიერებლად საჭირო ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, ცილები და ანტიოქსიდანტები. კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი ადამიანი, რომლებთანაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ბინაზე სიმპტომურად მკურნალობს, საკვებთან დაკავშირებული ეს რეკომენდაციებიც, სწორედ მათთვის არის განკუთვნილი. რა პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა კოვიდის დროს და რას უნდა ერიდოთ? ამ და …
Continue reading “როგორ უნდა ვიკვებოთ კოვიდის დროს | ექიმის რჩევები”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 დეკემბრის 21 საათიდან 23 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში მოთოვს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი”
აჭარაში კოვიდის 191 ახალი შემთხვევაა | 22 დეკემბრის მონაცემები
22 დეკემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდისგან განიკურნა 341 პაციენტი, ხოლო კოვიდკლინიკა დატოვა 99-მა პირმა. დღევანდელი მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 661 პაციენტი, მათგან 39 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. აჭარაში კოვიდსასტუმროშია 707 პირი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, გასული 24 საათის განმავლობაში 1 პირი გარდაიცვალა კორონავირუსით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 42
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42, გამოჯანმრთელდა 3 740 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარაში – 191, იმერეთში – 497, ქვემო ქართლში – 246, შიდა ქართლში – 244, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – …
Continue reading “კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 42”
ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 3 პირი დააპატიმრეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი ამხილეს, რომელთაგანაც სამს პატიმრობა შეეფარდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, დაამზადეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს ქუთაისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურებში და სავაჭრო ქსელში. გამოძიების …
Continue reading “ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 3 პირი დააპატიმრეს – საგამოძიებო”
ირაკლი ჩავლეიშვილი: ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს?
ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს, 21 დეკემბერს, უმაღლეს საბჭოში მივიდა. დღესვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ექვსმა წევრმა, რომლებიც არჩეული დეპუტატები არიან, აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართეს. ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმს ცოტა ხნის წინ ირაკლი ჩავლეიშვილიც იზიარებდა და ეს წერილობითაც ჰქონდა დადასტურებული, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და უმაღლეს საბჭოში შევიდა. მისი ამ გადაწყვეტილებით …
Continue reading “ირაკლი ჩავლეიშვილი: ამხელა ბულინგი გადავიტანე ამ დღეებში, რად უნდა მიღირდეს?”
რუსეთის ქალაქში დადგეს ძეგლი, რომელმაც ხალხი შეაშინა
რუსეთის ქალაქ ნოვოვორონეჟში 18 დეკემბერს ალიონკას ძეგლი გახსნეს, რომელმაც, ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, სოფელი ახალი ალიონოვკა დაარსა. ამ ადგილას ახლა ქალაქი ნოვოვორონეჟი მდებარეობს. ძეგლმა შოკში ჩააგდო ჯერ ამ რეგიონის მაცხოვრებელები, შემდეგ კი მთელი რუსეთი. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ძეგლი საშიშად გამოიყურებოდა და მის მოხსნას ითხოვდნენ. საბოლოოდ ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება. ოფიციალური პირების განცხადებით, …
Continue reading “რუსეთის ქალაქში დადგეს ძეგლი, რომელმაც ხალხი შეაშინა”
მეეზოვე ცისანა, მებაღე ფატმანი და კაცი, რომელიც ქუჩებს დატბორვისგან იცავს
თვალები დახუჭეთ და წარმოთქვით სიტყვა ქალაქი. მერე დააკვირდით, რა წარმოგიდგებათ თვალწინ? შენობები, ხალხით სავსე ქუჩები, შადრევნები და დიდი პარკები, ტრანსპორტის ხმაური… ალბათ, ძირითადად ეს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ქალაქთან სხვაგვარი კავშირი აქვთ: მათ ცოცხებმა ქალაქის მოკირწყლული ქუჩების თითოეული ქვა იცის, ყველა ხის ფოთოლი შეუგროვებიათ; მათ იციან თითოეული ქუჩის ძარღვებივით დაქსელილი წყლის არხების გეოგრაფია; მათი ხელები …
Continue reading “მეეზოვე ცისანა, მებაღე ფატმანი და კაცი, რომელიც ქუჩებს დატბორვისგან იცავს”
კეთილი ინებონ და იფიქრონ ჩვენთან ერთად – ბათუმის ბიუჯეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცეს
ბათუმის საკრებულომ დღეს, 21 დეკემბერს, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით. სხდომას არ ესწრებოდნენ და არც მის განხილვებში მიუღიათ მონაწილეობა ოპოზიციური ფრაქციის წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. შენიშვნებზე ძირითადად საკრებულოს უპარტიო წევრებმა – რაულ თავართქილაძემ [„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი] და არჩილ მამულაძემ [„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი …
აქციის მონაწილე მოსამართლეს: პირდაპირ გვითხარით, რომ შევწყვიტოთ აქციები
„პირდაპირ გეთქვათ, გააჩერეთ აქციებიო… პირდაპირ გვითხარით, შეწყვიტეთ აქციები და წადით სახლშიო, თქვენ ხართ მურუსიძის მოსამართლე,“ – ამ სიტყვებით ბათუმის აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძემ მოსამართლე კობა გოცირიძეს მიმართა, ვიდრე ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე ხათუნა ბერიძემ სიტყვა ითხოვა, მაგრამ მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა. „ეს თქვენმა ადვოკატმა კარგად წარმოადგინა,“ – აღნიშნა მოსამართლემ …
Continue reading “აქციის მონაწილე მოსამართლეს: პირდაპირ გვითხარით, რომ შევწყვიტოთ აქციები”
ვინ მიიღებს სასურსათო კალათას ბათუმში – პროდუქტების დარიგება დაიწყო
ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სასურსათო კალათს ბათუმში მცხოვრები 5 200 პირი მიიღებს. მათ პროდუქტს საცხოვრებელ ადგილზე მიუტანენ. ბათუმში სასურსათო კალათას მიიღებენ: 100 000 ქულის ჩათვლით – შშმ პირები სარეცელს მიჯაჭვული შშმ პირები მკვეთრად გამოხატული შშმ პირები ომში დაზიანებული შშმ პირები 18 წლამდე ასაკის შშმ პირები 100 000 …
Continue reading “ვინ მიიღებს სასურსათო კალათას ბათუმში – პროდუქტების დარიგება დაიწყო”
რამდენი პირი ითხოვს 300-ლარიან კომპენსაციას – რეგისტრაციის ბოლო ვადა 24 დეკემბერია
21 დეკემბრის მონაცემებით, ელექტრონულ ბაზაში ერთჯერად 300 ლარი კომპენსაციის მოთხოვნით 83 173 განაცხადი უკვე დარეგისტრირდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის გაცემის ხელშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე. პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე …
რატომ აწყობენ სახანძრო სისტემას სპორტსკოლაში მეორედ, რაშიც დამატებით 3.6 მლნ ლარი დაიხარჯება
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე სპორტკომპლექსში „კვამლგამწოვის, სახანძრო სიგნალიზაციის, გახმოვანებისა და მეხამრიდის მოწყობისთვის, ასევე სხვა დამატებითი სამუშაოებისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან დამატებით 3 683 146 ლარია გამოყოფილი. ცალკე კომპლექსის მშენებლობისთვის კი, ბიუჯეტიდან 62,8 მილიონი ლარი იხარჯება. სამშენებლო პროექტი თავიდანვე ითვალისწინებდა სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობას და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ის უკვე მოწყობილია. იმ პროექტით, რომლითაც სპორტკომპლექსი შენდება, ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ …
ქართველი, რომელიც ყოველ დღე შვედეთიდან დანიაში დადის სამსახურში
30 წლის ნინო მირესაშვილი უკვე 11 წელია შვედეთში ცხოვრობს. ნინო 2009 წელს შვედეთში ჩავიდა, როგორც სტუდენტი, შვედეთის პატარა ქალაქ იონშოპინგში დაამთავრა ბაკალავრიატი ეკონომიკის მიმართულებით, მაგისტრატურაში კი სწავლა სტოკჰოლმში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, კაროლინსკას ინსტიტუტში გააგრძელა ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულებით. ახლა ნინო შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეა, საპორტო ქალაქ მალმოში ცხოვრობს და დანიაში, კოპენჰაგენში მუშაობს. ყოველ სამუშაო დღეს იგი …
Continue reading “ქართველი, რომელიც ყოველ დღე შვედეთიდან დანიაში დადის სამსახურში”
გარდაიცვალა ფეხმძიმე ქალი, რომელიც დღეს ქობულეთში ავტოავარიისას დაშავდა
ბათუმში გარდაიცვალა 28 წლის ფეხმძიმე ქალი, რომელიც დღეს, ქობულეთში, სოფელ გვარაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდა. კლინიკაში გვითხრეს, რომ 30 კვირის ფეხმძიმე ქალი კლინიკაში მიყვანისთანავე შეიყვანეს საოპერაციო განყოფილებაში, თუმცა მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიღუპა ნაყოფიც. დღეს, 21 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ გვარაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი …
Continue reading “გარდაიცვალა ფეხმძიმე ქალი, რომელიც დღეს ქობულეთში ავტოავარიისას დაშავდა”
რატომ ყიდის აფთიაქი Covid 19-ის „საწინააღმდეგო საკვებდანამატს“ – მადლი ღვთისა
„აუცილებლად გადაიწერეთ პირჯვარი და ისე მიიღეთ,“ – გვიპასუხეს კომპანიაში „მადლი ღვთისა“, რომლის მიერ „წარმოებული საკვებდანამატის“ შესახებ ინფორმაცია ფეისბუქში ვრცელდება. ფეისბუქში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მადლი ღვთისა“ კოვიდის „საწინააღმდეგო ძლიერმოქმედ საშუალებას“ ყიდის. „ბათუმელებმა“ მითითებულ ნომრებზე იმის გადასამოწმებლად დარეკა, რამდენად იყო ეს ხუმრობა ან განზრახ გავრცელებული ყალბი ამბავი. აქ გვითხრეს, რომ მედიკამენტსაც იგივე სახელწოდება აქვს – „მადლი ღვთისა“. …
Continue reading “რატომ ყიდის აფთიაქი Covid 19-ის „საწინააღმდეგო საკვებდანამატს“ – მადლი ღვთისა”
ქონების ჩამორთმევა ემუქრება აზერბაიჯანელ ქალს, რომელმაც ლონდონის უნივერმაღში 16 მლნ დახარჯა
დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ცოლის, ზამირა გაჯიევას განცხადება საქმის გადახედვაზე – წერს „ბიბისი“. გაჯიევა ცდილობდა გაესაჩივრებინა ლონდონის სასამართლოს 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მისი ქონების კონფისკაციაზე დაუდგენელი სიმდიდრის კანონის ფარგლებში. კანონი დიდ ბრიტანეთში მიღებულ იქნა 2018 წლის თებერვალში და გაჯიევა პირველი უცხოელი აღმოჩნდა, რომელსაც ეს კანონი შეეხო. ზამირა …
სად ამოქმედდა ბათუმში სიჩქარის კონტროლის ახალი რადარები
დღეიდან, 21 დეკემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, აჭარის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 19 ადგილას სიჩქარის კონტროლის სექცია ამოქმედდა. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და ზღვის პირის ქუჩების კვეთიდან – ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შ.ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკებისა და შ.ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთიდან – …
Continue reading “სად ამოქმედდა ბათუმში სიჩქარის კონტროლის ახალი რადარები”
კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენა ბევრს აშფოთებს. არაერთმა ქვეყანამ შეწყვიტა ავიამიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან. ახალ შტამზე აქვეყნებს „ბიბისი“ სტატიას, რომელშიც ავტორი თავს უყრის ყველა გავრცელებულ ცნობას კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამის შესახებ. რატომ იწვევს შეშფოთებას კორონავირუსის ახალი შტამი? ამ შეშფოთების საფუძველი სამი ფაქტორია: კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ანაცვლებს აქამდე არსებულ შტამებს; მუტაცია ხდება ვირუსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან …
Continue reading “კორონავირუსის ახალი შტამი – რა ვიცით მასზე?”
ქობულეთში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და ორსული ქალი დაშავდა
ქობულეთში, სოფელ გვარაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.