თაღლითობის რისკი სუს-ში ხელფასების გაცემისას – აუდიტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს-ში] „შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში არსებობს მექანიკური შეცდომის ან თაღლითობის რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სარეკომენდაციო წერილში, რომელიც აუდიტმა სუს-ს გადაუგზავნა. 2019 წელს სუს-ში ხელფასებისთვის 82 577 877 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 84,5 მილიონი ლარი, ხოლო 2021 წლისთვის – 87 მილიონი ლარი. …

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართეს

დღეს, 21 დეკემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის მანდატზე უარს ამბობენ: ლევან ანთაძე გიორგი კირთაძე გია აბულაძე ელგუჯა ბაგრატიონი მედეა ვასაძე მამული სურმანიძე „ჩვენ არ ვაპირებ შესვლას უმაღლეს საბჭოში. ჩვენ არ ვაპირებთ ქურდულ ოცნებასთან თანამშრომლობას, ქუჩიდან ვაპირებთ ბრძოლას და აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – …

აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 21 დეკემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 84 შემთხვევა დადასტურდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს 747 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 133, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 40. აჭარაში საკარანტინო სივრცეშია 141 პაციენტი, თვითიზოლაციაშია – 5187.  

კორონავირუსის 824 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 46

21 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 824 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა -46 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4227 ადამიანი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარაში – 84, იმერეთში – 111, ქვემო ქართლში – 67, შიდა ქართლში – 78, გურიაში – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთში …

დიდი ბრიტანეთიდან შემოსული ყველა მოქალაქე საქართველოში 12-დღიან კარანტინს გაივლის

ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე მიიღო. როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით …

სათამაშოების უსაფრთხოებაზე ახალი წესი 2021 წლის ივლისამდე აღარ ამოქმედდება

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 6 თვის შემდეგ, 2021 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 17 დეკემბერს მიიღო. ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა, სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; ასევე ვალდებულებები – სათამაშოების მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიმართ. საქართველოს …

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია იქნებიან

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია გახდნენ. როგორც ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურში უთხრეს, ამ ორ კანდიდატს შორის პარტიის მხარდამჭერები ელქტრონული ფომით უახლოეს მომავალში თავმჯდომარეს აირჩევენ. “პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით კანდიდატები დაასახელა. მათ შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა ნიკა მელიამ და ლევან ვარშალომიძემ მიიღეს. შესაბამისად, …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 დეკემბრის 21 საათიდან 21 დეკემბრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი, ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში კი: დღისით: 0 …

აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსისგან რეგიონში გამოჯანმრთელდა – 420 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 28 345-ია. კლინიკებში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 38 პაციენტი.  უცნობია რეგიონში გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია, რადგან რამდენიმე კვირაა საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ საერთო  რიცხვს ასახელებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი  ბოლო 24 საათში საქართველოში …

კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და …

სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა

დღეს, 20 დეკემბერს ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ორივე ავტომობილის მგზავრებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს. კლინიკაში გადაყვანა არავის დასჭირვებია. ადგილზე მობლიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ხანძარი ბათუმში – დამწვარია ერთი სახლი

დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე კერძო სახლი დაიწვა. ბარაკული ტიპის სახლს ცეცხლი საღამოს საათებში გაუჩნდა.  ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

პენსიონერების შრომა ქუჩაში პურის ფულისთვის პანდემიის დროს

„არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია და ასე გაგრძელდება კიდევ ბებია“ – ასე დაიწყო თავისი ამბის მოყოლა გულნაზ დევაძემ, რომელიც ბათუმში გამსახურდიას ქუჩის ბოლოს სიგარეტით ვაჭრობს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ზამთარში პანდემიის დროს პურის ფულის შოვნას ქუჩაში ცდილობს: „ვცხოვრობ გამოკეტილ ბინაში, 74 წლის ქალი ვარ 185 ლარი მაქვს პენსია, ვარ წამლებზე დამოკიდებული. წელს პანდემია რომ დაიწყო, …

საპროტესტო აქციაზე პოლიციელების ფოტოები გამოფინეს

დღეს, 19 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ პოლიციელების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც, მათი თქმით, მოძალადე  პოლიციელების რიგებს მიეკუთვნებიან. „ამ ადამინების შესახებ ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც გამოირჩევიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული ქმედებით. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პოლიციელი რეზო ხარაზი, რომელიც 22 დაკავებულიდან 15 საქმეში ფიგურირებს. ამ აქციების დროს სულ 22 ადამიანი დააკავეს …

ავარია ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე

დღეს, 19 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ქარტიის პრიზი 2020-ის” გამარჯვებულები გამოვლინდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ  „ქარტიის პრიზი 2020-ის” გამარჯვებულები გამოავლინა. 2020 წელს ქარტიის პრიზი რვა ნომინაციაში გაიცა. საუკეთესო სტატია ან ნარკვევის ნომინაციაში პრიზი მიიღო “ინდიგომ”, ჟურნალისტებმა თამარ ბაბუაძემ და სალომე მელუამ ნაშრომისთვის აკრძალული ჰაერი. ვიდეორეპორტაჟი პრიზი  მიიღო სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა  თამარ გელაშვილმა ნაშრომისთვის უშგულის ზარი. ნომინაციაში მულტიმედია პრიზი  მიიღო  რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თეა თოფურიამ, ნაშრომისთვის მოგიყვებით, …

აჭარაში კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 19 დეკემბერი

აჭარაში 19 დეკემბერს კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი. 19 დეკემბერს გამოვლენილი 2 904 ახალი შემთხვევა, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარაში – 197, იმერეთში – 495, ქვემო ქართლში – 236, შიდა ქართლში …

ავარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე

დღეს, 18 დეკემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, რუსთაველისა და მელიქიშვლის ქუჩების გზაჯვარედინთან. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა თითქმის ცარიელ ქუჩაზე ბორდიურს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ორი პირი იყო. თუმცა, შეჯახების მიუხედავად, სამედიცინო დახმარება არც ერთ მათგანს არ დასჭირვებია. შემთხვევის ადგილზე უკვე პოლიციაც მივიდა.

„მეშინია გარეთ გასვლის, რომ ვირუსი ბებიას არ მოვუტანო“ – მოსწავლეები პანდემიის დროს

გიორგი გელაძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში მე-12 კლასში სწავლობს. ყველაზე მეტად, რაც პანდემიამ მის ცხოვრებაში შეცვალა, ადამიანებთან ურთიერთობაა. გიორგი ამბობს, რომ მისთვის სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობა დისკომფორტს უქმნის. „მე ასეთი ადამიანი ვარ, ურთიერთობები მიყვარს, უნდა ვხედავდე ადამიანს, უნდა შევხვდე და ველაპარაკო, ვისეირნო მასთან ერთად, ეს ყველაფერი კი კორონავირუსის პანდემიამ მინიმუმამდე დამიყვანა. ვცდილობ შევეგუო, …

საია: ეკონომიკის სამინისტრო „რივიერას“ საქმეზე გადაწყვეტილებას აჭიანურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შპს „ბათუმი რივიერას“ – პროექტზე ნებართვის გაცემის კანონიერებასთან დაკავშირებული საჩივრით ნებართვის გამცემი ორგანოს ზედამხედველ სტრუქტურას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის სექტემბერში მიმართა. მიმართვიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა საიას სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჩაჰბარდა. შპს „ბათუმი რივირას“ პროექტზე ნებართვა სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა. საიას იურისტის, გიორგი ანთაძის ინფორმაციით, …

ამბავი პინგვინ მიკიზე, რომელიც ბათუმის ქუჩებში დადიოდა

„ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს – პინგვინი მიკი“ – წაიკითხავდა რიგითი საბჭოთა მოქალაქე “Красное знамя”-ს 1976 წლის 27 მარტის ნომერში. მიკი დაახლოებით 7-8 წელი ცხოვრობდა ბათუმის დელფინარიუმში, თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ბათუმში. რადგანაც, როგორც დელფინარიუმის მენეჯერი, თენგო წეროძე იხსენებს, პინგვინი მიკი „თავისუფალი მოქალაქე“ იყო, დადიოდა მთელ ქალაქში და ყველას აყვარებდა თავს. საიდან აღმოჩნდა მიკი …

ქობულეთში ვალერი ვერულიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედნარ მსხალაძეს, მას განზრახ მკველობას ედავება გამოძიება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 18 დეკემბერს, გაიმართა. საუბარია ქობულეთში 15 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე – რკინიგზის სადგურთან ახლოს ვალერი ვერულიძე სანადირო თოფით მოკლეს. ბრალდებული ბიძაშვილის სახლში, სოფელ ბობოყვათში გუშინ, 17 დეკემბერს დააკავეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ედნარ მსხალაძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა …

მუფთის ცოლი და სხვა მუსლიმი ქალები აჭარიდან

აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებში ვერ იპოვით ქალს, რომელიც საშინაო შრომაში არ იყოს  ჩართული. თუმცა განსხვავებულია როგორც შრომის სიმძიმე, ისე ქალების მიერ ამ შრომის აღქმა. თუ ერთი ქალი გეტყვის, რომ მისი შრომა მძიმეა, მეორე გეტყვის, რომ მიჩვეულია, მესამე გეტყვის, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს. ამ დროს ეს „არაფერი განსაკუთრებული“ შეიძლება ნიშნავდეს დილის ექვს საათზე გაღვიძებას, 5 ან …

მსოფლიო სირბილსა და მშვილდოსნობის ჩემპიონატში გამარჯვებული ქალი საქართველოდან

„პირველი კატეგორიის შშმ პირი ვარ, ეტლით მოსარგებლე. ზურგის ტვინის, ხერხემლის, დაზიანების გამო განმივითარდა ქვედა კიდურების პარეზი. 6 წლის წინ, როცა ჩემი შვილი, ლუკა იყო 7 წლის, სკოლის ექსკურსიაზე წავედით, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში. სურათს ვიღებდით და მორყეული მოაჯირიდან გადმოვვარდი…“ – გვიყვება თეა ბოლქვაძე. თეა გადმოვარდნის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა. ის, რაზეც საუბარი უძნელდებათ თეას თქმით, რეანიმაციაში …

გახარიამ პარლამენტს მინისტრობის კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. კანდიდატების სია, ფაქტობრივად, უცვლელია. სიახლე მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს შეეხო, სადაც ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის ნაცვლად მისი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი მინისტრობის კანდიდატად. მინისტრობის კანდიდატები არიან: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა; თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი; ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

„სიღარიბე იქნება ხოხბის ძვალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი“ – ინტერვიუ სოციოლოგთან

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, ხოლო პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნება“ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სისრულეში მოიყვანს – პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებს? – სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით. ბატონო იაგო, რა პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნება პარლამენტს შიგნით და მის გარეთ, თუკი ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტენ?  პარტიული მოღვაწეობა უნდა …

რა არის ახალი? სილქნეტის გაორმაგებული პაკეტები და 7 ჯერ სწრაფი ინტერნეტი

რა არის ახალი?  სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი გიგაბიტ LTE უკვე მთელი საქართველოშია, გაორმაგებული ინტერნეტ პაკეტებით! გიგაბიტ LTE დაფარვის არეალი მუდმივად იზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ მილიონობით მომხმარებელს, უკვე შეუძლია ისარგებლოს ქვეყნის უსწრაფესი მობილური ინტერნეტით. გიგაბით LTE საშუალებით ერთდროულად მრავალ აბონენტს შეუძლია უწყვეტი და შეუფერხებელი ინტერნეტით სარგებლობა.  მიჩვეულზე 7 ჯერ სწრაფი გიგაბიტ LTE სილქნეტისგან, …

ბათუმში მიკროავტობუსი მოიპარეს

ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით ავტომანქანა მოიპარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოიპარეს მიკროავტობუსი, რომელიც სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა. მიკროავტობუსი სამართალდამცველებმა ისევ ბათუმში იპოვეს, თუმცა დაკავებული არავინაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს.

ცხვარი, თხა და 3 ბატკანი თურქეთში ფერმიდან გაიქცნენ და მერიაში მივიდნენ | VIDEO

თურქეთში, ნევშეჰირში მომხდარმა უცნაურმა ამბავმა თურქული და მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. 14 დეკემბერს ნევშეჰირში ცხვარი, თხა და სამი ბატკანი კომენდანტის საათის დროს ადგილობრივი ფერმიდან გაიქცნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როგორ იქცეოდნენ ცხოველები მერიის შენობასთან, მათ არაერთი ადამიანი შეაშინეს. ცხოველები მალე დააბრუნეს ფერმაში, მეორე დღეს კი ნევშეჰირის მერი რასიმ არი ფერმას ეწვია და …

ქობულეთში, გვარას გზაზე, ავტომანქანა და მიკროავტობუსი დაიწვა

18 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ გვარასთან მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ამავე გზაზე დღეს დილით ცეცხლი მიკროავტობუსსაც გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორივე ხანძარი ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ______________  

მთავრობა ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს უპიროდ ყიდის

აჭარის მთავრობა გონიოში, ზღვის პირველ ზოლში, 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ქონების საწყისი ფასი 900 000 ლარია, ბიჯი – 25 000 ლარი. ქონების საფასური მყიდველმა აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. გასაყიდ მიწის ნაკვეთზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მე-III ჩიხი N12ა- ში რამდენიმე ამორტიზებული შენობაა. სამინისტროს ინფორმაციით, შენობა  თვითნებურად არის დაკავებული. აუქციონი 30 …

ინგლისურის მასწავლებელი ხულოდან, რომელმაც უცხო ენა 25 წლის ასაკში ისწავლა

ინგა კახაძე ინგლისური ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში. 45 წლის ახლა უკვე მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს ინგლისური ენა სკოლაში არ უსწავლია. ინგა 17 წლის, ნაადრევად დაქორწინდა და 2 შვილი გაუჩნდა. 25 წლისამ ინგლისური ენის სწავლა მოინდომა, რეპეტიტორებთან იარა, ენა ისწავლა და ბათუმის უნივერსიტეტში ჩააბარა ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ორშვილიანი ქალის სტუდენტობა ხულოდან …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 18-19 დეკემბერს, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 4 – 9 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

რუსეთში დააბრუნეს ხის მასალა, რომელშიც საკარანტინო მავნე ორგანიზმი აღმოჩნდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი შემოვიდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ეჭვის საფუძველზე აღებულ ნიმუშებში, აღმოჩენილი იქნა საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი …

გარდაიცვალა 49, კორონავირუსი დაუდასტურდა 2 635 პირს

18 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 2635 ადამიანს, გამოჯანმრთელდა – 2244, გარდაიცვალა – 49 პირი. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარაში – 230, იმერეთში – 338, ქვემო ქართლში – 216, შიდა ქართლში – 169, გურიაში – 66, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 199, კახეთში – 186, მცხეთა-მთიანეთში – …

აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 18 დეკემბერი

18 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 394 პაციენტი; კლინიკა დატოვა -79-მა პაციენტმა. დღევანდელი მდგომარეობით აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) – 45 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს – 762 პაციენტი; კოვიდსასტუმროში – 1 037 , ონლაინკლინიკაში – 2 555 პაციენტი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო …

Exit mobile version