მთავარი,სიახლეები

მთავრობა ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს უპიროდ ყიდის

18.12.2020
მთავრობა ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს უპიროდ ყიდის

აჭარის მთავრობა გონიოში, ზღვის პირველ ზოლში, 1003 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ქონების საწყისი ფასი 900 000 ლარია, ბიჯი – 25 000 ლარი. ქონების საფასური მყიდველმა აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

გასაყიდ მიწის ნაკვეთზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის მე-III ჩიხი N12ა- ში რამდენიმე ამორტიზებული შენობაა. სამინისტროს ინფორმაციით, შენობა  თვითნებურად არის დაკავებული. აუქციონი 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

მიტოვებული შენობა გასაყიდ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით თვითნებურად არის დაკავებული

მთავრობა პირობიანი ელექტრონული აუქციონის წესით ყიდის ყოფილი შემფუთავი ქარხნის რამდენიმე შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში. [ 1529 კვ. მ შენობა და მასთან ერთად 7574 კვ.მ მიწის ნაკვეთი].

აუქციონის პირობის მიხედვით შემძენმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდათექვსმეტი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება და საწარმოს ამოქმედება უნდა შეძლოს.

ქონების გამყიდველის, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შემძენმა აქ უნდა განავითაროს მხოლოდ წარმოების ხაზი, გარდა ინერტული მასალების წარმოებისა.

ამ ქონების საწყისი ფასი 230 000 ლარია, ხოლო ბიჯი 5 500 ლარი. აუქციონი 23 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

მთავრობა 2035 წლამდე ვადით აუქციონის წესით ასხვისებს ასევე 36 943 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს დაბა ოჩხამურში. აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველმა სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არაუმეტეს 36 თვის ვადაში 300 000  ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონის პირობის მიხედვით საიჯარო პერიოდში დასაშვებია  მიწის ნაკვეთის მხოლოდ აგრარული დანიშნულებით გამოყენება. ამ ქონების საწყისი ფასი 7 500 ლარია, ბიჯი – 200 ლარი.

 

მიწის ნაკვეთი შემძენმა აგრარული დანიშნულებით უნდა გამოიყენოს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: